„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.22.022.011.259
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1285
2007 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილების შესაბამისად და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში (სსმ III, 24.10.2005, №122, მუხ,1371) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინსტრუქცია საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ
მუხლი 1. სქემის დახასიათება
საჯარო სკოლის პედაგოგთა შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლების ხელფასების და ხელფასებზე დანამატების გაანგარიშების (მინიმალური ზღვარი) პრინციპებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია;
ბ) საჯარო სკოლაში პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სამუშაო სტაჟი);
გ) სამუშაოს სპეციფიკა:
გ.ა) სამუშაო დატვირთვა მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით,
გ.ბ) კლასკომპლექტი (ორ ან ორზე მეტ გაერთიანებულ კლასთან ერთი მასწავლებლის მუშაობა);
გ.გ) არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;
გ.დ) კლასის დამრიგებლობა;
გ.ე) სამუშაო დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით.
მუხლი 2. პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია
1. შრომის ანაზღაურების სქემის მიხედვით განსაზღვრულია პედაგოგთა განათლების და კვა-ლიფიკაციის ხუთი საფეხური:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) პროფესიული განათლება;
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
დ) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 5-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი, 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება და 5-წლიანი დაუსწრებელი პედაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამის შედეგად გაცემული დიპლომი;
ე) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი).
2. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს კოეფიციენტი, რომელიც საბაზო ხელფასზე („ა“) გადამრავლებით განსაზღვრავს პედაგოგის ხელფასს ქვემოთ მოყვანილი ფორმულის („ბ“) მიხედვით:
ა) საბაზო ხელფასი უტოლდება 165 ლარს.
ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c)
სადაც:
Sal(m) = გასაანგარიშებელი ერთი თვის სახელფასო განაკვეთი;
Sal(b) = ერთი თვის საბაზო ხელფასი (165 ლარი);
Ed(c) = პედაგოგის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;
WS(c) = პედაგოგის სამუშაოს სპეციფიკის (სამუშაო დატვირთვა მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით) შესაბამისი კოეფიციენტი;
WE(c) = პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი;
შენიშვნა _ კლასკომპლექტით სწავლება არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებათა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები გამოიანგარიშება ცალკე მინიჭებული კოეფიციენტების საბაზო ხელფაზე გადამრავლებით. აღნიშნული დანამატები არ არის მოცემული ზემოთ მითითებულ ფორმულაში, ვინაიდან ისინი არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.
მუხლი 3. სამუშაო სტაჟი
1. პედაგოგთა სამუშაო სტაჟი ითვალისწინებს პედაგოგის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებას: 5 წლამდე, 5-დან 10 წლის ჩათვლით და 10 წლის ზემოთ. თითოეულ საფეხურს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოეფიციენტი, რომელიც პედაგოგთა განათლებისა და სამუშოა დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს ხელფასის განაკვეთს.
2. 5 წლამდე მუშაობის გამოცდილების მქონე პედაგოგთა ხელფასები განსაზღვრულია წინამდებარე ინსტრუქციის 1-ლ დანართში, 5-დან 10 წლამდე _ მე-2 დანართში, ხოლო 10 წლის ზევით _ მე-3 დანართში.
მუხლი 4. სამუშაოს სპეციფიკა
1. პედაგოგთა ხელფასზე დანამატი მოსწავლეების რაოდენობრივი დატვირთვის მიხედვით განისაზღვრება შესაბამისი კოეფიციენტებით და ინტეგრირებული არის 1-ლ, მე-2 და მე-3 დანართებში მოყვანილ ცხრილებში.
2. დანამატები, რომლებიც განსაზღვრულია კლასკომპლექტით სწავლებისათვის, არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებისათვის და კლასის დამრიგებლობისათვის ასევე განისაზღვრება კოეფიციენტებით. დანამატი კლასის დამრიგებლობისათვის განსხვავდება მოსწავლეთა რაოდენობრივი დატვირთვით, კერძოდ: 15 მოსწავლემდე, 15-დან 25 მოსწავლის ჩათვლით და 25 მოსწავლის ზემოთ.
3. კლასკომპლექტით, არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები არ არის დამოკიდებული პედაგოგთა ცენზზე და სამუშაო გამოცდილებაზე. აღნიშნული დანამატები მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 დანართში.
მუხლი 5. ხელფასის გამოთვლა სამუშაო დატვირთვის მიხედვით
1. მასწავლებლის ხელფასი გამოითვლება მისი დატვირთვის საფუძველზე. არსებობს 3 ტიპის დატვირთვა: ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი.
2. 1-ლ, მე-2 და მე-3 დანართებში მოცემულია სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლის ხელფასი. სრული დატვირთვა ნიშნავს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18–19-20 საგაკვეთილო საათი კვირაში.
3. ნაწილობრივი დატვირთვის მქონე მასწავლებელი კვირაში მუშაობს 36-ზე ნაკლებ სამუშაო საათს, რომელთა შორის საგაკვეთილო საათები 18-ზე ნაკლებია. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება ხელფასი, დანამატები, გარდა სადამრიგებლო დანამატისა (მე-4 დანართის მიხედვით) და საერთო სამუშაო საათების ოდენობა. მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი ხელფასი=სრული დატვირთვის ხელფასი (დანამატების ჩათვლით), შეფარდებული18*10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა), ხოლო მისი სამუშაო საათების საერთო რაოდენობა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე.
4. სრულზე მეტი დატვირთვა აქვს მასწავლებელს, რომელიც სკოლაში მუშაობს 40 სამუშაო საათს და მათ შორის ატარებს კვირაში 21 ან მეტ საგაკვეთილო საათს. 20-ზე მეტი ნებისმიერი საგაკვეთილო საათის ჩატარებისას (21,22,23 ...) მასწავლებელს ეძლევა სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი 20 ლარის ოდენობით.
5. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი მასწავლებელს ეძლევა არა მხოლოდ საგაკვეთილო საათების ჩატარებისთვის (სრული დატვირთვის მასწავლებელს 36 საათიანი სამუშაო კვირისთვის), ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი სამუშაო საათებში (საგაკვეთილო საათების გარდა) აუცილებლად იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს საერთო სამუშაო (პედაგოგის განათლების დონის ამაღლება, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა, სასწავლო მასალის მომზადება და სხვა) შეასრულოს სახლში. თუ სკოლის ადმინისტრაცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, დირექცია უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს არასაგაკვეთილო საათების პერიოდში სკოლაში მუშაობა სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.
მუხლი 6. პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების მაგალითი
1. გამოვითვალოთ სრული დატვირთვის მქონე პედაგოგის ხელფასი, რომელსაც გააჩნია:
ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;
ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;
გ) საშუალოდ 25-მოსწავლიანი სამუშაო დატვირთვა (პედაგოგი ასწავლის 4 კლასს 100 მოსწავლის საერთო რაოდენობით).
2. ამავდროულად იგი ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულ სკოლაში და დამრიგებლობს 35 მოსწავლეს.
3. მითითებული პედაგოგის ხელფასის გაანგარიშების უმარტივესი გზაა:
ა) განვიხილოთ დანართი 2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგების ხელფასები (ჩვენს შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი შეადგენს 210,38 ლარს);
ბ) განვიხილოთ დანართი 4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით არაქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 16.50+19.80=36.30 ლარს);
გ) შევკრიბოთ 1-ლ და მე-2 პუნქტებში მიღებული თანხები (210.38+36.3=246.68 ლარი), ანუ პედაგოგის ერთი თვის ხელფასი შეადგენს 246.68 ლარს.
4. აღნიშნული პედაგოგის ხელფასის გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში უნდა დავეყრდნოთ შესაბამის დანართებში მოცემულ კოეფიციენტებს და შევასრულოთ მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:
ა) 165*1,1+165*1,1*0,125+165*0,3*0,125=210.38 ლარი (დანართი №2);
ბ) 165*0,1+165*0,12=36.30 ლარი (დანართი №4);
გ) შევკრიბოთ 1-ელ და მე-2 პუნქტებში მიღებული თანხები 210.38+36.30=246.68 ლარი.“;
ბ) შეტანილ იქნეს ცვლილებები ბრძანებით დამტკიცებულ №1, №2, №3 და №4 დანართებში და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1, №2, №3 და №4 დანართების სახით:
დანართი №1
5 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები
| განათლება, კვალიფიკაცია & | კოეფიციენტები | ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი | ||||||
|
|
| კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა | ||||||
| £ |
| £15 | 15> £25 | 25< | ||||
| კოეფიციენტები |
| 0.15 | 0.125 | 0.1 | ||||
| განათლება და კვალიფიკაცია |
| ლარი | ||||||
| 1 | სრული ზოგადი განათლება | 0.8 | 154.28 | 150.56 | 146.85 | |||
| 2 | პროფესიული განათლება | 0.9 | 173.25 | 169.13 | 165.00 | |||
| 3 | ბაკალავრიატი | 1 | 192.23 | 187.69 | 183.15 | |||
| 4 | მაგისტრატურა | 1.1 | 211.20 | 206.25 | 201.30 | |||
| 5 | დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი | 1.2 | 230.18 | 224.81 | 219.45 | |||
| სამუშაო გამოცდილება |
|
| ||||||
| 6 | £5 წელი | 0.1 | - | - | - | |||
|
|
|
|
|
|
| |||
|
| საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი | GEL 165.00 |
|
|
| |||
დანართი №2
5-დან 10 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები
| განათლება, კვალიფიკაცია & | კოეფიციენტები | ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი | ||||||
|
|
| კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა | ||||||
|
|
| £15 | 15> £25 | 25< | ||||
| კოეფიციენტები |
| 0.15 | 0.125 | 0.1 | ||||
| განათლება და კვალიფიკაცია |
| ლარი | ||||||
| 1 | სრული ზოგადი განათლება | 0.8 | 159.23 | 154.69 | 150.15 | |||
| 2 | პროფესიული განათლება | 0.9 | 178.20 | 173.25 | 168.30 | |||
| 3 | ბაკალავრიატი | 1 | 197.18 | 191.81 | 186.45 | |||
| 4 | მაგისტრატურა | 1.1 | 216.15 | 210.38 | 204.60 | |||
| 5 | დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი | 1.2 | 235.13 | 228.94 | 222.75 | |||
| სამუშაო გამოცდილება |
|
|
|
| ||||
| 6 | 5 > £ 10 წელი | 0.3 | - | - | - | |||
|
|
|
|
|
|
| |||
|
| საბაზო ხელფასი = ბაკალავრიატი = 1 თვე | GEL 165.00 |
|
|
| |||
დანართი №3
10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგთა სახელფასო განაკვეთები
| განათლება, კვალიფიკაცია & | კოეფიციენტები | ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი | |||||
|
|
| კლასში მოსწავლეთა საშ. რაოდენობა | |||||
|
|
| £15 | 15>£25 | 25< | |||
| კოეფიციენტები |
| 0.15 | 0.125 | 0.1 | |||
| განათლება და კვალიფიკაცია |
| ლარი | |||||
| 1 | სრული ზოგადი განათლება | 0.8 | 164.18 | 158.81 | 153.45 | ||
| 2 | პროფესიული განათლება | 0.9 | 183.15 | 177.38 | 171.60 | ||
| 3 | ბაკალავრიატი | 1 | 202.13 | 195.94 | 189.75 | ||
| 4 | მაგისტრატურა | 1.1 | 221.10 | 214.50 | 207.90 | ||
| 5 | დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი | 1.2 | 240.08 | 233.06 | 226.05 | ||
| სამუშაო გამოცდილება |
|
|
|
| |||
| 6 | 10 > წელი | 0.5 | - | - | - | ||
|
|
|
|
|
|
| ||
|
| საბაზო ხელფასი, ბაკალავრიატი, 1 თვე | GEL 165.00 |
|
|
| ||
დანართი №4
დ ა ნ ა მ ა ტ ე ბ ი
პედაგოგთა ხელფასებზე სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე
(სრული დატვირთვის შემთხვევაში)
|
| კლასის დამრიგებელი | |||||
| კლასკომპლექტით სწავლება
| მასწავლებლები არაქართულ სკოლებში (ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და საქართველოს გეოგრაფია) | სადამრიგებლო მოსწავლეთა რაოდენობა | ||||
|
|
| £15 | 15>25 | 25< | ||
| 0.1 | 0.1 | 0.1 | 0.12 | 0.123 | ||
| არი | ||||||
| 16.50 | 16.50 | 16.50 | 19.80 | 20.30 | ||
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
| ||
| საბაზო ხელფასი= ბაკალავრიატი = 1 თვე | GEL 165.00 |
|
|
| ||
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.
მ. მიმინოშვილი