⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.09.2011)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2007
ძალის დაკარგვა 16.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №794
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.273
გამოქვეყნების წყარო სსმ, 182, 24/12/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,473 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2007 მიღება
16.09.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:0in 67.3pt 35.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.273 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №794 2007 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის“ თანდართული დებულება;     მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 მარტის №123 ბრძანება.     მუხლი 3🔗. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 4🔗. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დ. კეზერაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს სტრატეგიული და უსაფრთხოების გარემოს შეფასება. საფრთხეთა შეფასების დოკუმენტის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასება; გ) თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება. შეიარაღებული ძალების მზადყოფნის, მობილიზაციის დაგეგმვის, შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებების და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობა; ე) საქართველოს საერთაშორისო სამხედრო წარმომადგენლობების საქმიანობის კოორდინაცია და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გაერთიანებული შტაბის უფროსისთვის წინადადებების წარდგენა ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ; ვ) ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმების შედგენაში და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების რეალიზაციის მონიტორინგში მონაწილეობა; ზ) საქართველოს შეიარაღებულ ძალების ნატო-სთან ინტეგრაციის კოორდინაცია. ნატო-სთან სამხედრო ინტეგრაციის პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი ასახვა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატო-საქართველოს ერთობლივ პროგრამებში; თ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ი) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის (PPBS) სამოქმედო პროგრამების და ჩასატარებელი ღონისძიებების მონიტორინგი.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ქვეყნის გარეთ მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას და, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდაციების მიწოდება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისათვის; ბ) პრიორიტეტების მიხედვით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზი და შეიარაღებული ძალების ამოცანების განსაზღვრა და ჩამოყალიბება მიზნების მისაღწევად კომპეტენციის ფარგლებში; გ) შეიარაღებული ძალების სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი, საშუალოვადიანი, მოკლევადიანი რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; დ) ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პროგრამების (ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (IPP), დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (PARP), ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP)) შემუშავება და მათი შემდ-გომი განხორციელების კოორდინაცია; ე) სამოქმედო გეგმების შექმნა სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისათვის და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დოქტრინების განვითარება; ვ) საქართველოსა და უცხო ქვეყნების აკრედიტირებული სამხედრო მისიების თანამშრომლობის კოორდინაცია; ორმხრივი თანამშრომლობის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და დასახულ ღონისძიებათა შესრულების მონიტორინგის განხორციელება; ზ) პროგრამების მენეჯერებისაგან მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის ჩატარება და მოხსენება ხელმძღვანელობისათვის. თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა     მუხლი 7🔗. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.     მუხლი 10🔗. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე. რომელსაც დეპარტამენტის უფროსის რეკომენ-დაციით და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 11🔗. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 12🔗. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს, გეგმავს, აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს დაქვემდებარებული დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ზემდგომ ხელმძღვანელობას დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; გ) ხელმძღვანელობს პირად შემადგენლობას, გასცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, სახავს ამოცანებს დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით; დ) ანაწილებს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ფუნქციონალურ მოვალეობებს. ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, ზემდგომ ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, წახალისების. დაჯილდოების ან მათ მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში შემუშავებულ და მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვს ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტუქტურული ქვედანაყოფებიდან ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან; თ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას; ი) პასუხისმგებელია დეპარტამენტის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებაზე. თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები     მუხლი 13🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდგომში – ქვედანაყოფი): ა) სამხედრო პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველო, რომელიც ახდენს რეგიონში არსებული სტრატეგიული გარემოს ანალიზს, სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეების კლასიფიკაციას რისკის დონეების მიხედვით და ამუშავებს სცენარებს მათი შესაძლო განვითარების ვერსიებზე. შეიმუშავებს კონცეპტუალურ დოკუმეტებს, ამზადებს სამოქმედო გეგმებს და ახორციელებს ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგს; ბ) ნატო-ში ინტეგრაციისა და ორმხრივი ურთიერთობების სამმართველო შეიარაღებულ ძალებში ახორციელებს ნატო-ს პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგს და ამუშავებს ორმხრივი ურთიერთობების სამოქმედო გეგმებს.     მუხლი 14🔗. სამხედრო პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოში შედის: ა) სამხედრო პოლიტიკის, დოქტრინებისა და კონცეფციების განყოფილება, რომელიც ამზადებს სამხედრო-სტრატეგიული დონის დოქტრინებისა და კონცეფციების განვითარების პროგრამას. კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონეების დოკუმენტების შემუშავების, ანალიზისა და განახლების, აგრეთვე შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა შეფასების პროცესებში; ბ) ძალთა დაგეგმვის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიულ დაგეგმვას საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. ავითარებს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებს და ასევე უზრუნველყოფს გაერთიანებული ოპერაციების დაგეგმვას. გ) სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განყოფილება (CIMIC), რომელიც შეიმუშავებს და აყალიბებს ნატო-ს სტანდარტებთან თავსებად კონცეპტუალურ ბაზას (ნატო-ს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების დოქტრინები – NATO CIMIC Doctrines) და უზრუნველყოფს მათ დანერგვას შეიარაღებულ ძალებში; დ) დპბს-ის (PPBS) მონიტორინგის განყოფილება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად უზრუნველყოფს PPBS- ის პროცესის წარმართვას და გაერთიანებულ შტაბსა და სახეობებში პროგრამის კოორდინატორებისა და პროგრამის მენეჯერების საქმიანობის ხელშეწყობას.     მუხლი 15🔗. ნატო-ში ინტეგრაციისა და ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოში შედის: ა) ნატო-საქართველოს პროგრამების დაგეგმვის და რეალიზაციის განყოფილება, რომელიც ახდენს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) პარტნიორობის მიზნებით (PG) გათვალისწინებული ღონისძიებების გეგმების მონიტორინგს; ბ) ნატო-საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის (IPP) დაგეგმვისა და რეალიზაციის განყოფილება, რომელიც ახდენს დაგეგმვის ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამით (IPP) ყოველწლიური გეგმის შემუშავებას და ამ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგს; გ) დაგეგმვისა და რეალიზაციის განყოფილება, რომელიც ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) სამხედრო ნაწილის მოთხოვნების მიხედვით კოორდინაციას უწევს სამოქმედო გეგმების შესრულებას შეიარაღებულ ძალებში; დ) ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განყოფილება, რომელიც ახდენს ორმხრივი სამოქმედო პროგრამების შესრულების კოორდინაციას და მონიტორინგს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად. მონაწილეობს ორმხრივი თანამშრომლობის დაგეგმვაში.     მუხლი 16🔗. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციით და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობედან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 17🔗. ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრე-ბული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ანაწილებს დავალებებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა შორის. აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს კონტროლს ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების, სამუშაო ორგანიზაციის, ქვედნაყოფის პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური თუ კოლექტიური წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. თავი V. დასკვნითი დებულება მუხლი 18🔗. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.