„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.011.321
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1
2008 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 14.09.05 წ., №107, მუხ. 1195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, კონსულტანტებისა და დაქვემდებარებული სამმართველოების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ფუნქციებითა და ამოცანებით განსაზღვრულ საკითხებს, დადგენილი წესით კურატორ მინისტრის მოადგილესა და მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“;
ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზების უზრუნველყოფის სამმართველო;“;
გ) ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები;
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 მუხლები:
„მუხლი 13. მოქალაქეთა მიღების ორგანიზების უზრუნველყოფის სამმართველო
მოქალაქეთა მიღების ორგანიზების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) მოქალაქეთა პირადი მიღება და შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის სათანადო დახმარების გაწევა;
გ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ.
მუხლი 14. დასკვნითი დებულებები
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 19 სექტემბრიდან.
ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.02.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 03.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.033.011.321.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.02.2008-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის №849 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №1, 03.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.011.321 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75286/