„სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №135 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №172
2007 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
„სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №135 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №135 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №1, მუხლი 14) დამტკიცებულ დებულებასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
5. სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.“.
2. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო მინისტრის სამუშაო განრიგის შედგენასა და შესრულების ორგანიზებას, სახელმწიფო მინისტრის მისაღების მუშაობის ორგანიზებას;
ბ) სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო მინისტრისათვის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, მათ წინასწარ განხილვას და სახელმწიფო მინისტრისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნა-რეკომენდაციების მომზადებას;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სახელმწიფო მინისტრის ურთიერთობას;“.
3. დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი.
2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი.
3. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უმცირესობებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის განყოფილება.
31. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) აპარატის უფროსი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
გ) განყოფილების უფროსი;
დ) უფროსი სპეციალისტი;
ე) მდივანი (სპეციალისტი);
ვ) მთავარი სპეციალისტი;
ზ) წამყვანი სპეციალისტი;
თ) დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი).“.
4. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას, უზრუნველყოფს საორგანიზაციო მუშაობის დაგეგმვას, შიდა ღონისძიებათა (თათბირები, სხდომები და სხვ.) მომზადების ორგანიზებას, ორგანიზაციულ-ოპერატიული მუშაობის სრულყოფას;
დ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;
ე) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფების შექმნის, სპეციალისტთა მოწვევისა და მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაო ჯგუფის დაფინანსების თაობაზე;
ვ) სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრისათვის ბრძანებების პროექტების მომზადებას;
თ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების სხდომებზე სახელმწიფო მინისტრის მიერ წარსადგენ საკითხთა დადგენილ ვადებში მომზადებას;
ი) სახელმწიფო მინისტრის დავალებით გამოითხოვს ყველა საჭირო დოკუმენტს, მასალასა და ინფორმაციას;
კ) ასრულებს სახელმწიფო მინისტრის ცალკეულ დავალებებს.“.
5. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. აპარატის თანამშრომლები
1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებულ ამოცანათა გადაწყვეტას.
2. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. აპარატის თანამშრომლები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არიან სახელმწიფო მინისტრის წინაშე.“.
6. დებულების მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო მინისტრი.
2. სახელმწიფო მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.“.
7. სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობის დასახელება | რაოდენობა |
| 1 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| 2 | აპარატის უფროსი | 1 |
| 3 | სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| 4 | უფროსი სპეციალისტი | 1 |
| 5 | მდივანი (სპეციალისტი) | 1 |
| 6 | მძღოლი | 1 |
| 7 | განყოფილების უფროსი | 2 |
| 8 | მთავარი სპეციალისტი | 4 |
| 9 | წამყვანი სპეციალისტი | 5 |
|
| სულ: | 17 |