„ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2007 წლის 6 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
300.320.000.16.009.011.446
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 25/01/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.011.446

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2008 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2007 წლის 6 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლისა და 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს ,,თელასის“ 2007 წლის 14 დეკემბრის №1-04/725 წერილის საფუძველზე ვადგენთ:

მუხლი 1. „ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2007 წლის 6 ივლისის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 11.07.2007, №98, მუხლი 1050) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დადგენილებას პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

,,მუხლი 11. სს ,,თელასის“ მიერ კვალიფიციური საწარმოებისათვის ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განისაზღვროს:

1. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“:

ა) 2008 წლის 1 მაისამდე შემდეგი ოდენობით:

        

ძაბვა

თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე

1

35–110 კილოვოლტი

0,799

2

 6–10 კილოვოლტი

2,058

3

 220/380 ვოლტი

1,320

 

ბ) 2008 წლის 1 მაისიდან შემდეგი ოდენობით:

 

ძაბვა

თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე

1

35–110 კილოვოლტი

0,206

2

 6–10 კილოვოლტი

0,580

3

 220/380 ვოლტი

1,320

 

2. თუ ეს დადგენილება სხვა წესს არ ითვალისწინებს, სს ,,თელასის“ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის, რომლებიც არიან კვალიფიციური საწარმოები, გატარების ტარიფები (შესაბამის ძაბვაზე) განსაზღვრულია ,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებითა და ,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ სემეკის 2006 წლის 6 ივლისის №22 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისთვის (გარდა კვალიფიციური საწარმოებისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მომხმარებლებისა) ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განისაზღვროს „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დონეზე.“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.

თავმჯდომარე                    გ. ჩალაგაშვილი