„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.22.034.011.529
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №231
2008 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით (სსმ III, 30.08.07წ., №122, მუხ. 1331) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
,,71. გარე პერიმეტრზე დამოტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისთვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (( DVD, HDD, USB, ან Ethernet ინტერფეისით). ვიდეო ან/და ფოტო ჩამწერს ასევე უნდა გააჩნდეს Ethernet ინტერფეისი გამოსახულების რეალურ დროში საყურებლად.“
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ადგილზე, კერძოდ დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების პარამეტრებს განსაზღვრავს უშუალოდ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებია/მახასიათებლებია:
ა) ჰორიზონტალური გარჩევადობა: მინიმუმ 480 ტვ ხაზი;
ბ) მგრძნობელობა: 0,5 ლუქსი ფერად რეჟიმში, 0,2 ლუქსი შავთეთრ რეჟიმში, კამერისთვის არასაკმარისი განათების შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი განათება (ინფრაწითელი ან ხილული);
გ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის ძირითადი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის თვალთვალი;
დ) ჩაწერის ხარისხი: ვიდეოგარჩევადობა 640 X 480 პიქსელი, არანაკლებ 5 კადრი წამში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ი. მერაბიშვილი