,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№188
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.001.133
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 133, 09/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №188

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხ.1068) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

,,4. საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა იმ ტერიტორიებზე, რომელთა კოორდინატებიც საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების გათვალისწინებით დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, რომელიც გამოიცემა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვეში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უზრუნველყოს იმ ტერიტორიების X, Y კოორდინატების განსაზღვრა და დამტკიცება, რომლებზედაც ,,სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებადი ენერგია 2008“ – საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების მშენებლობა.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე