,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№194
სარეგისტრაციო კოდი
380.050.000.10.003.000.835
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 132, 21/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №194

2007 წლის 14 სექტემბერი

 ქ. თბილისი

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 მუხლი:

,,მუხლი 74. ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველი

1. დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას ახორციელებს მშენებლობის, ნაპირფორმირების პროცესების მართვისა და მდინარეთა რეგულირების მიზნით და აღნიშნული სამუშაოების დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევაში პირი, რომელიც გათავისუფლდა ლიცენზიისაგან, უფლებამოსილია ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები შეასრულოს საქართველოს მთავრობის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს სამი თვისა.

3. დაუშვებელია ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც სამინისტროს მიერ გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ““?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.09.2007.
როდის იქნა მიღებული „,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ““?
„,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ““ მიღებულია 14.09.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №194. სარეგისტრაციო კოდი — 380.050.000.10.003.000.835.
სად არის „,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ““, №194, 14.09.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.835 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7738/