📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2008
ძალის დაკარგვა 26.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.607
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40, 17/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,273 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2008 მიღება
26.11.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPKolhetiMT;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin-top:7.0pt; margin-right:-2.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:23.75pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPKolhetiMT","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-2.5pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:24.0pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; font-family:AcadNusx;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; font-family:AcadNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 45.0pt 42.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.607 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №66 2008 წლის 17 მარტი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 20 სექტემბრის №730 ბრძანება; ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 20 სექტემბრის №731 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გვარამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების რეგლამენტებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 4🔗 თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, ხოლო ქვეყნის შიგნით – სამინისტროს.     მუხლი 5🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ამოცანები და კომპეტენცია     მუხლი 6🔗 დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება: ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება; გ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესაბამის მოთხოვნათა აღსრულებისათვის აუცილებელ წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ე) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ვ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.     მუხლი 7🔗 დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით სახელმწიფო მიმოხილვების, კომენტარებისა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მიმოხილვებისა და დოკუმენტების მომზადების მიზნით, სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის, დასკვნებისა და მასალების გამოთხოვა სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან; გ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით საქმეთა მორიგების პროცედურების წარმოება; დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განაცხადების, რომელთა თაობაზეც საქართველოს მთავრობას ეცნობა, ასევე გამოტანილ გადაწყვეტილებათა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვის უზრუნველყოფა; ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ვ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის; ზ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გატარებული ღონისძიებების შესახებ, აღნიშნული ორგანოების ინფორმირების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება; თ) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების, აგრეთვე ევროპული სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების გადაწყვეტილებების თარგმნა-გავრცელების ხელშეწყობა; ი) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებთან, მათ სამდივნოებთან და შესაბამის ორგანოებთან მუდმივი კონტაქტების დამყარება; კ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, კომისიებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან, სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობა; ლ) სათანადო უწყებებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარება, კონსულტაციისა თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის მეცნიერ-სპეციალისტებისა და ადვოკატების მოწვევის უზრუნველყოფა; მ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 8🔗 დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) დავების წარმოების სამმართველო; ბ) გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველო.     მუხლი 9🔗 1. დავების წარმოების სამმართველო: ა) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობასა და მასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; ბ) ამზადებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით სახელმწიფო მიმოხილვებს, კომენტარებსა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენ სხვა დოკუმენტებს; გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მიმოხილვებისა და დოკუმენტების მომზადების მიზნით გამოითხოვს სათანადო ინფორმაციას, დოკუმენტაციას, დასკვნებსა და მასალებს სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან; დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით აწარმოებს საქმეთა მორიგების პროცედურებს; ე) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განცხადებების, რომელთა თაობაზეც საქართველოს მთავრობას ეცნობა, ასევე გამოტანილი გადაწყვეტილებების და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვას; ვ) თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომისიებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან; ზ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარსის თაობაზე, ფართო საზოგადოების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინფორმირების მიზნით, ამზადებს აღნიშნულ გადაწყვეტილებათა მოკლე მიმოხილვებს; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 2. გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველო: ა) შეიმუშავებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მითითებათა შესაბამისად აღსრულებისათვის აუცილებელ წინადადებებს და წარუდგენს მათ მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს, ხელს უწყობს მათ განხორციელებას; ბ) იღებს შესაბამის ზომებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გატარებული ღონისძიებების შესახებ შესაბამისი საერთაშორისო ორგანოს ინფორმირების მიზნით; გ) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციას; ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესაბამისად, შეიმუშავებს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებს და წარუდგენს მათ მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს; ვ) ორგანიზებას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას, აგრეთვე აღნიშნული სასამართლოების გადაწყვეტილებების თარგმნასა და გავრცელებას; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები     მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 11🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; დ) ამზადებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისათვის სახელმწიფოს სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე; ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე წარმოებაში მყოფ საქმეებთან დაკავშირებით შეიმუშავებს საქმეთა მორიგების შესახებ წინადადებებს და იუსტიციის მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ წინადადებებს წარუდგენს განმცხადებელსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანოს; ვ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგენს სახელმწიფოთაშორის განაცხადს; ზ) შეიმუშავებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებულ წინადადებებს და წარუდგენს მას კურატორ მინისტრის მოადგილეს, ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულებას; თ) ამზადებს დასკვნებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებთან საქართველოს კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით; ი) ამზადებს დასკვნებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებთან საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის შესახებ; კ) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტების სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას; ლ) კოორდინაციას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების პრაქტიკის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას (ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თარგმნა და გავრცელება, სემინარების, ტრენინგებისა და კონფერენციების ორგანიზება და ა.შ.); მ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; ნ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; ო) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; პ) ხელს აწერს მის მიერ შემუშავებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისათვის წარსადგენ დოკუმენტებს; ჟ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; რ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას; ს) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ტ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; უ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ფ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ქ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ღ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში; ყ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; შ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 12🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე. 5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 13🔗 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ადმინისტრაციის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის  მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.     მუხლი 14🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს მრჩევლები; ბ) დეპარტამენტის სპეციალისტი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 15🔗 1. დავების წარმოების სამმართველოს მრჩევლი: ა) უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის, დასკვნების, მასალების გამოთხოვასა და დამუშავებას სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისათვის გასაგზავნი დოკუმენტების მომზადების მიზნით; ბ) ამზადებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისათვის წარსადგენი სამთავრობო მიმოხილვების, კომენტარების და სახელმწიფოს სახელით გასაგზავნი სხვა დოკუმენტების პროექტებს; გ) ამზადებს ადამიანის უფლებათა სასამართლოებში წარმოებაში მყოფ საქმეებთან დაკავშირებით მეგობრული მორიგების შესახებ წინადადებების პროექტს; დ) საჭიროებისამებრ, წარადგენს წინადადებებს განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შეუსაბამობის შესახებ; ე) ამზადებს პრესისა და სახელმწიფო ორგანოების, სათანადო უწყებებისა და დაწესებულებებისათვის მიმოხილვების პროექტებს საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს მის მიერ მომზადებულ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვასა და დაცვას; ზ) ასრულებს დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს სამმართველოსათვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის სამმართველოს მრჩეველი: ა) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ბ) ამზადებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით აუცილებელი წინადადებების პროექტს, აღნიშნული ორგანოების მითითებების შესაბამისად; გ) უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის, დასკვნების, მასალების გამოთხოვასა და დამუშავებას სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე, შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების ინფორმირების მიზნით; დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ამზადებს შესაბამისი წინადადებების პროექტებს; ე) ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე შესაბამის დასკვნებს; ვ) ასრულებს დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს სამმართველოსათვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის სპეციალისტი: ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის შიგნით ოფიციალური დოკუმენტაციის საკანცელარიო წარმოებას, დამუშავებასა და აღრიცხვას; ბ) ამზადებს ყოველკვირეულ ინფორმაციას დეპარტამენტის ფარგლებში მიმდინარე საქმეების მდგომარეობისა და მათი შესრულების ვადების თაობაზე; გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ოფიციალური კორესპონდენციის, აგრეთვე შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების ფოსტით, ფაქსით და ელექტრონული საშუალებით მიღებას და გაგზავნას; დ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციის რეგულარულ შემოწმებას, ციფრულ დამუშავებას, აღრიცხვასა და აღნიშნულის თაობაზე დეპარტამენტის თანამშრომლების ინფორმირებას; ე) ახორციელებს ღონისძიებებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით; ვ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტში ოფიციალური შეხვედრების, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობას; ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. თავი V დასკვნითი დებულებანი     მუხლი 16🔗 დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.