,,სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 21.03.2008
ძალის დაკარგვა 01.05.2014
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.47.052.011.637
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 01/04/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| სახელი, გვარი | საგნები |
| საგანი | სასწავლო ლიტერატურის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 01.05.2014
დოკუმენტის ტექსტი
,,სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-35.4pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.punqtia, li.punqtia, div.punqtia { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; letter-spacing:1.2pt; font-weight:bold;}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;}
span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.47.052.011.637
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №36
2008 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი“ თანდართულ №1–5 დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗.
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 22 მარტის №13 ბრძანების შესაბამისად გაცემული სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 3🔗.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. თაქთაქიშვილი
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის (შემდგომში – წესი) შემუშავებისას გამოყენებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) ოფიციალური გამოცემის DOC 9401/921 („საავიაციო სასწავლო ცენტრების ჩამოყალიბებისა და მუშაობის სახელმძღვანელო“) მოთხოვნები და იგი ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიცირების პროცედურებს და პირობებს.
2. სერტიფიცირებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები – სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები: პროფესიული სწავლების ცენტრები/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (ასევე საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე), რომლებიც ახორციელებენ სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას სამოქალაქო ავიაციის დარგში.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების – სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების (შემდგომში – სდ) სერტიფიკატის გაცემა, გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება და განახლება, დუბლიკატის გაცემა, აგრეთვე მასში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მიერ მისთვის ამ „წესით“ განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
4. სდ-ის მიერ სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ადმინისტრაცია.
5. საქართველოში რეგისტრირებულ სდ-ს უფლება არა აქვს განახორციელოს საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადება, თუ მას არ გააჩნია სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების მოქმედი სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი).
6. სდ-ის სერტიფიცირების მიზანია:
ა) სდ-ის წინამდებარე „წესთან“ და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
7. საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადება ტარდება ქართულ და/ან იკაო-ს ერთ-ერთ (ინგლისურ ან რუსულ) ენაზე.
8. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის დანართში უნდა მიეთითოს, თუ რომელ ენაზე (ენებზე) განხორციელდა საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადება.
9. საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადების თეორიული და პრაქტიკული პროგრამები მათ გამოყენებამდე შეთანხმებული უნდა იყოს ადმინისტრაციასთან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხები, მათ განხორციელებამდე, ასევე შეთანხმებული უნდა იყოს ადმინისტრაციასთან.
10. საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2🔗. ტერმინებისა და ცნებების განმარტებები
1. ამ „წესში“ გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინსტრუქტორი – საინსტრუქტორო სამუშაოზე დაშვებული, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი;
ბ) კურსანტი – პირი, რომელიც პირველადი საფრენოსნო მომზადების გასავლელად სწავლობს სდ-ში;
გ) მსმენელი – სდ-ში ჩარიცხული პირი;
დ) საავიაციო შემადგენლობა/პერსონალი – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით განხორციელებული მიზნებისაკენ არის მიმართული;
ე) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება – საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის პროფესიული მომზადებისათვის განკუთვნილი საგანმანათლებო დაწესებულება;
ვ) სასწავლო ბაზა – განსაკუთრებული დანიშნულების ნაგებობების/სათავსების და მოწყობილობების (სასწავლო აეროდრომისა და სწავლების ტექნიკური და სააღრიცხვო საშუალებების ჩათვლით) ერთობლიობა, რომლებიც განკუთვნილია და აღჭურვილია სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე ჩასატარებლად;
ზ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) – ადმინისტრაციის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სდ-ის შესაბამისობას ამ „წესით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;
თ) პროფესიული მომზადება – საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის იმ ცოდნისა და უნარის შეძენის, შენარჩუნებისა და სრულყოფის პროცესი, რომელიც მათზე კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განსახორციელებლად არის საჭირო.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის, „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანების და „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №2 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სერტიფიცირების ეტაპები
1. სდ-ის სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:
ა) I ეტაპი, რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების ადმინისტრაციისათვის წარდგენას;
ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების ადმინისტრაციაში წინასწარ განხილვას და შეფასებას;
ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება;
გ) III ეტაპი – ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკატის გაცემა;
დ) IV ეტაპი – სდ-ის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა.ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.
მუხლი 4🔗. სერტიფიცირებისათვის წარსადგენი საბუთები
1. სდ, სერტიფიკატის მისაღებად, ადმინისტრაციას წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
ბ) სასწავლო კურსების ჩამონათვალი;
გ) სდ-ის სტრუქტურული სქემა;
დ) მასწავლებელთა (ამ „წესის“ დანართი №1-ის შესაბამისად) და ინსტრუქტორთა (ამ „წესის“ დანართი №3-ის შესაბამისად) მონაცემები, აგრეთვე მათი განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების (დიპლომი/მოწმობა/სერტიფიკატი) ასლი;
ე) საავიაციო შემადგენლობის/პერსონალის (შემდგომში – საავიაციო პერსონალი) თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამები;
ვ) სასწავლო საგნებისა და ლიტერატურის (სახელმძღვანელო, კონსპექტი, წერილობითი და/ან ელექტრონული ვერსია და სხვა) სია, ამ „წესის“ დანართი №2-ის შესაბამისად;
ზ) საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადებისათვის გათვალისწინებული საჰაერო ხომალდების (შემდგომში – სასწავლო სხ), საავიაციო აღჭურვილობის, სწავლების ტექნიკური საშუალებების (შემდგომში – სტს) ჩამონათვალი;
თ) საწაფების ჩამონათვალი, მათი დანიშნულებისა და ძირითადი ტექნიკური პარამეტრების მითითებით;
ი) სასწავლო სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო (შემდგომში – სეს);
კ) კურსანტების პროფესიული მომზადებისათვის გათვალისწინებული აეროდრომის (შემდგომში – სასწავლო აეროდრომი) ფრენების შესრულების ინსტრუქცია;
ლ) სასწავლო სხ-ის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს, კურსანტს ან მესამე პირებს ამ ექსპლუატანტის ქმედებით.
მუხლი 5🔗. განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება
1. ადმინისტრაცია, 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ „წესის“ მოთხოვნებთან.
2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ „წესის“ და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
3. განცხადების, თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ „წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობისას, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორებისას, ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომში – კომისია) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ეცნობა სდ-ის ფაქტობრივ მდგომარეობას.
4. ადგილზე შემოწმების შედეგების მიხედვით, კომისია ადგენს ოქმს, სადაც აღინიშნება სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობა ამ „წესით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ოქმი სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) დადებითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს;
ბ) უარყოფითი, თუ სდ-ის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ „წესის“ მოთხოვნებს. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომლის საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ადმინისტრაცია წერილობით აცნობებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
6. კომისია განმცხადებლის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში. ამ პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია) ან უარყოფითი (თუ ნაკლოვანებები არ არის გამოსწორებული).
მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის თქმა
. სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. კომისიის ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ადმინისტრაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს დანართთან ერთად.
2. ადმინისტრაცია ღებულობს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას:
ა) განმცხადებლის მიერ ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და ვადაში ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში;
ბ) ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
3. ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 წელი.
5. სერტიფიკატის და მისი დანართის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ „წესის“ დანართი №4-ით და დანართი №5-ით.
6. სერტიფიკატი და მისი დანართი ივსება ქართულ ენაზე.
მუხლი 7🔗. სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, დუბლიკატის გაცემა. უწყებრივი სასერტიფიკაციო რეესტრი
1. ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებაზე, თუ:
ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სერტიფიკატის მფლობელმა ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად შეიტანა ცვლილებები ან დამატებები ამ „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროგრამებში;
გ) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სასწავლო პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს.
3. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არა უმეტეს 3 თვისა.
4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ ადმინისტრაცია დარწმუნდება, რომ დარღვევები, რომელთა გამოც მოხდა სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღმოფხვრილია.
5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია:
ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის იმ დარღვევებს, რის გამოც ადმინისტრაციამ შეაჩერა სერტიფიკატის მოქმედების ვადა;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;
გ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა ადმინისტრაციის მიერ სერტიფიკატის მფლობელის განცხადების ადმინისტრაციაში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“.
7. სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებები ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ის პირობები, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი და მისი დანართი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სდ მოვალეა, ახალი პირობებით საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადების დაწყებამდე, ადმინისტრაციაში წარადგინოს განცხადება სერტიფიკატში და/ან მის დანართში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე. განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წესით.
8. ადმინისტრაციას სერტიფიკატის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
9. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში არსებულ მონაცემებს.
მუხლი 8🔗. სასწავლო კურსები
1. სდ-ში შეიძლება გაიხსნას საავიაციო პერსონალის პროფესიული მომზადების შემდეგი კურსები:
ა) პირველადი მომზადების; და/ან
ბ) ახალ ტექნიკაზე გადამზადების; და/ან
გ) კვალიფიკაციის ამაღლების;
დ) ოსტატობის დადასტურების;
ე) საწაფზე მომზადების;
ვ) სხვა (ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესაბამისად).
2. სასწავლო ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 20-ს (რეკომენდებული რაოდენობაა 6–12), ხოლო უცხო ენის შესწავლის სასწავლო ჯგუფში – 8-ს.
3. სდ-ის ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციას წერილობით აცნობოს ნებისმიერი კურსის/პროგრამის გახსნის/ამოქმედების თაობაზე მის/მათ გახსნამდე/ამოქმედებამდე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს კურსის/პროგრამის დამკვეთი ავიასაწარმოს სახელწოდებას და კურსის/პროგრამის სრულ დასახელებას, დაწყებისა და დამთავრების თარიღებს, მსმენელთა სავარაუდო რაოდენობას.
მუხლი 9🔗. სდ-ის მასწავლებელი
1. სდ-ის მასწავლებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, შესაბამისი საგნის პედაგოგის საბუთი.
2. დასაშვებია სდ-ის ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უშუალო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სასწავლო საგნების სწავლება, თუ მასწავლებელს გააჩნია ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 43-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მასწავლებლის მოწმობა.
3. სდ-ის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
ა) სასწავლო საგნის სახელმძღვანელო ან კონსპექტი ან ლექციების კურსის ელექტრონული ვერსია, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის დანართებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მიმდინარე ცვლილებები და დამატებები;
ბ) სასწავლო საგნის შესაბამისი ლიტერატურა და კომპეტენციის ფარგლებში სტს-ი;
გ) ფრენის ანალიზები მათი უსაფრთხოდ შესრულების კუთხით, ეკიპაჟების დამახასიათებელი შეცდომები და მათი თავიდან აცილების რეკომენდაციები;
დ) სასწავლო საგნის ლექციების გეგმები.
4. სდ-ის მასწავლებელმა სასწავლო მასალის გადაცემისას უნდა დაიცვას ლოგიკური თანამიმდევრობა და მეცნიერული სიზუსტე. მას ჰქონდეს აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი და სწრაფად ერკვეოდეს მეცადინეობისას წარმოქმნილ ნებისმიერ ვითარებაში.
5. სამასწავლებლო საქმიანობას წინ უნდა უსწრებდეს საგანში საგანგებო მომზადება (მაგ., სხ-ის ან აღჭურვილობის ახალ ტიპზე გადამზადება), სასწავლო საგანთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესწავლა.
მუხლი 10🔗. სასწავლო ბაზის მოწყობა
1. სასწავლო ბაზა ისე უნდა მოეწყოს, რომ მსმენელს საშუალება ჰქონდეს მიიღოს ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც სასწავლო პროგრამებით არის გათვალისწინებული.
2. სდ-ს, მისი ფუნქციის განხორციელების მიზნით, ამ „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულის გარდა უნდა გააჩნდეს:
ა) საგამოცდო ბილეთები და/ან ტესტები;
ბ) სასწავლო კურსებისა და გამოცდების განრიგი;
გ) პრაქტიკულ მეცადინეობებზე უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟის ჟურნალი;
დ) საგამოცდო უწყისები;
ე) სდ-ის დამთავრების დამადასტურებელი საბუთები;
ვ) სასწავლო-ტექნიკური ლიტერატურის ბიბლიოთეკა (ნაბეჭდი მასალა ან ელექტრონული ვერსია);
ზ) მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა;
თ) თვალსაჩინო საშუალებები.
3. თვალსაჩინო საშუალებები უნდა:
ა) შეესაბამებოდეს სასწავლო საგნის შინაარსს, ასახოს მისი მთავარი საკითხები და მსმენელს მისი ათვისება გაუადვილოს;
ბ) წარმოაჩენდეს საავიაციო ტექნიკის, მისი სისტემებისა და აგრეგატების ნაწილების ურთიერთქმედებას, მასში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების დინამიკას, იყოს სამუშაოდ საიმედო და გამოსაყენებლად მოხერხებული.
4. გაუმართავი სტს-ით, აგრეთვე შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტით სარგებლობა დაუშვებელია.
5. სდ-ის შენობა-ნაგებობების, სათავსების, აუდიტორიების, კაბინეტ-ლაბორატორიების სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 11🔗. საწაფი
1. თუ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია საწაფზე მომზადება, ის სერტიფიცირებულ საწაფზე (საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისათვის – ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამით) უნდა ტარდებოდეს.
2. თუ სხ-ის მართვის შესაბამისი საწაფი არ არსებობს, სდ უფლებამოსილია შეიმუშაოს საკუთარი კონსტრუქციის საწაფი, რომელიც, სულ ცოტა, კაბინაში წვრთნისათვის დადგენილ მომზადებას უნდა უზრუნველყოფდეს.
მუხლი 12🔗. სასწავლო საჰაერო ხომალდი
1. სასწავლო სხ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეტანილი უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში.
2. სასწავლო სხ-ს უნდა გააჩნდეს:
ა) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოქმედი მოწმობა;
ბ) სხ-ის დამამზადებელი სახელმწიფოს ან დამამზადებლის მიერ დამტკიცებული სეს-ი;
გ) მარტივი სამართი სისტემა და მართვის გაორმაგებული/დუბლირებული ორგანოები;
დ) არანაკლებ 80-ცხენისძალიანი ძრავა;
ე) ეკიპაჟის ორი წევრით არანაკლებ 3 საათის საფრენად სამყოფი საწვავის ავზი;
ვ) ვარდნის შესრულებისა და იქიდან გამოსვლის შესაძლებლობა;
ზ) გამძლე და ცვეთამედეგი აგებულება, რომელიც რთულ ტექნიკურ მომსახურებას არ საჭიროებს;
თ) „ჰაერი-დედამიწა“ რადიოკავშირის სისტემა, შიდასასაუბრო მოწყობილობა, რადიოკომპასი;
ი) სახელსაწყო და ღამის ფრენებისათვის საჭირო აღჭურვილობა (საჭიროებისას);
კ) სიჩქარის, სიმაღლის, ბრუნების, სრიალის, დაფერდებისა და ტანგაჟის მაჩვენებლები.
მუხლი 13🔗. სასწავლო აეროდრომი
1. სასწავლო აეროდრომი არ უნდა განთავსდეს საერთაშორისო აეროპორტის და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის საჰაერო მოძრაობის სქემების ფარგლებში.
2. სასწავლო აეროდრომი:
ა) განთავსებულ უნდა იქნეს „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №371 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის“ მე-7 მუხლით განსაზღვრული „G“ კლასის საჰაერო სივრცეში ან მის სიახლოვეს;
ბ) კომერციული პილოტების მოსამზადებლად აღჭურვილი უნდა იყოს სახელსაწყო ფრენის წესებით და ღამის ფრენებისათვის საჭირო მოწყობილობ(ებ)ით, აგრეთვე მიმყვანი რადიოსადგურით;
გ) ფრენების მართვისათვის აღჭურვილი უნდა იყოს სტაციონარული და/ან მობილური რადიოაღჭურვილობით;
დ) არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში საავიაციო ტექნიკის შესანახად და ტექნიკური მომსახურებისათვის უნდა აღიჭურვოს შესაბამისი სათავსებით;
ე) საწვავ-საპოხი მასალების შესანახად, გასაფილტრად, მინარევების შემცველობის შესამოწმებლად და სხ-ის გასაწყობად უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი მოწყობილობ(ებ)ით, აგრეთვე – ხანძარსაწინააღმდეგო და საავარიო-სამაშველო საშუალებებით.
3. სასწავლო აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე არ უნდა იყოს სხ-ის კონკრეტული ტიპის სეს-ით განსაზღვრულ ასაფრენ ან დასაფრენ (რომელიც უფრო მეტია) ორ დისტანციაზე ნაკლები, უსაფრთხოების ღერძულა ზოლების სიგრძე კი – 30 მ-ზე ნაკლები.
4. სასწავლო აეროდრომის:
ა) ადზ-ის სიგანე სხ-ის სეს-ით დადგენილ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ არ უნდა იყოს ნაკლები:
ა.ა) ბუნებრივსაფარიანი ადზ-ის შემთხვევაში – 30 მ-ზე;
ა.ბ) ხელოვნურსაფარიანი ადზ-ის შემთხვევაში – 18 მ-ზე;
ბ) უსაფრთხოების გვერდითი ზოლების სიგანე უნდა შეესაბამებოდეს სხ-ის სეს-ით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არ უნდა იყოს 15 მ-ზე ნაკლები;
გ) ადზ-ის გრძივი და განივი ქანობი 2%-ს, უსაფრთხოების ზოლებისა კი 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს;
დ) ბუნებრივსაფარიანი ადზ-ის უსწორმასწორობა 0,03 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს (ეს მონაცემი სამმეტრიანი ლარტყით იზომება).
5. სასწავლო აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 2000 მ-ის რადიუსით განთავსებული დაბრკოლებ(ებ)ის სიმაღლე – 45 მ-ს, 2700 მ-ის რადიუსით განთავსებულისა კი 80 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, აფრენისა და დაფრენის სექტორებში დაბრკოლებების შემზღუდავი სიბრტყის დახრილობა, უსაფრთხოების ღერძულა ზოლის კიდიდან 1600 მ-ის ფარგლებში, 5%-ს (1:20) არ უნდა აღემატებოდეს.
6. სასწავლო აეროდრომის ადზ-ზე „სტარტი“ შემდეგნაირად უნდა იშლებოდეს:
ა) დასაფრენი ნიშანი („T“) იშლება ადზ-ის კიდიდან არანაკლებ 50 მ-ის მანძილზე;
ბ) აფრენა-დაფრენის მიმართულება, აფრენის შეწყვეტის მიჯნამდე, მოინიშნება თეთრი (ან კონტრასტული) ალმებით (50 მ-ის ინტერვალით, ორპილოტიანი თვითმფრინავისათვის და 25 მ-ის ინტერვალით, ერთპილოტიანისათვის);
გ) აფრენის შეწყვეტის მიჯნა მოინიშნება წითელი ფერის ალმით.
მუხლი 14🔗. მეთვალყურე
1. სდ ვალდებულია სასწავლო-საწვრთნელ ფრენებს გაუწიოს სამეთვალყურეო მომსახურება, ამ მიზნით იყოლიოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობების შემსრულებელი ორი ავიასპეციალისტი მაინც და იქონიოს შესაბამისი აღჭურვილობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოვალეობები შეიძლება შეასრულოს როგორც „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის“ მფლობელმა, ასევე – პილოტ-ინსტრუქტორმა, რომელსაც აქვს პილოტ-ინსტრუქტორის შესაბამისი მოქმედი მოწმობა, რომელშიც გაკეთებული უნდა იყოს შემდეგი ჩანაწერი: „დაშვებულია სდ-ის საწვრთნელი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურებაზე“.
დანართი №1
მასწავლებელთა მონაცემები
სახელი, გვარი
საგნები
პედაგოგიური სტაჟი
განათლება/კვალიფიკაცია
(დიპლომი, მოწმობა, სერტიფიკატი)
1
2 და ა.შ.
დანართი №2
სასწავლო ლიტერატურის სია
საგანი
სასწავლო ლიტერატურის
დასახელება
ავტორ(ებ)ი
გამოცემის
(შედგენის)
თარიღი
სწავლების
ენა
1
2 და ა.შ.
დანართი №3
ინსტრუქტორის მონაცემები
________________________________________________________________
(სახელი, გვარი, სპეციალობა)
1. საერთო ნაფრენი _________________ სთ.
2. დაშვებულია შემდეგ საჰაერო ხომალდებზე ______________________
________________________________________________________________
(ტიპი და ნაფრენი)
3. საერთო ნაფრენი _____სთ, მათ შორის მეთაურის რანგში ____სთ.
4. მოწმობის № ____________________ მოქმედების ვადა ____________
5. მინიმუმი სასწავლო სხ-ზე ________________________________
(ტიპი)
ვფწ: Hღრ
__________ მ, სფწ: Hღრ
______________ მ,
V ___________ მ, V ________________ მ,
U ___________ მ/წმ,
6. სასწავლო სხ-ზე ბოლო საფრენოსნო შემოწმება (თარიღი) ___________
7. პირველადი მომზადება (სდ) _________ , (თარიღი) _______________
8. უფლებამოსი
ლია რადიოკავშირი წარმართოს ქართულად (ინგლისურად):
მოწმობა № __ , (თარიღი) ______ , (ვის მიერ არის გაცემული) ________
9. დაშვებულია საინსტრუქტორო ფრენებზე:
სხ (ტიპი) ____, (თარიღი) ________________;
10. მეთოდური (საინსტრუქტორო) კურსები __________________________
(თარიღი)
ბ. ა. სასწავლო დაწესებულების
(ავიასაწარმოს) ხელმძღვანელი _________________
(გვარი, ხელმოწერა)
დანართი №4
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების
სერტიფიკატი
ამით დასტურდება, რომ სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება ------------------------------------------------------------------------ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, და მას უფლება ეძლევა განახორციელოს საავიაციო პერსონალის მომზადება ამ სერტიფიკატის დანართით განსაზღვრულ კურსებზე.
სერტიფიკატი მოქმედებს მხოლოდ მის დანართთან ერთად.
სერტიფიკატის მოქმედების ვადა --------------------------- -მდე.
სერტიფიკატი შეიძლება გაუქმდეს ან მისი მოქმედების ვადა შეჩერდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სერტიფიკატის № ---------------
გაცემის თარიღი ------------------
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა --------------------------
ბ. ა.
დანართი №5
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების № --------
სერტიფიკატის
დანართი
სასწავლო დაწესებულებას ------------------------------------------------------------------- ეძლევა შემდეგ კურსებზე სწავლების უფლება:
1. პირველადი მომზადება:
2. გადამზადება:
3. ოსტატობის დადასტურება:
4. კვალიფიკაციის ამაღლება:
5. საწაფზე მომზადება:
6. სხვა (სერტიფიკატის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად):
გაცემის თარიღი ------------------
ეს დანართი მოქმედია № -------- სერტიფიკატთან ერთად
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა --------------------------
ბ. ა.