,,პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.04.2008 ძალადაკარგული 31.01.2012
ნომერი
№118
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.011.762
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 18/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.011.762

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №118

2008 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე

,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 881-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის ფორმის (ბლან-კის) თანდართული ნიმუში (დანართი №1).

მუხლი 2. პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

1. ოქმის შედგენის თარიღს;

2. ოქმის შედგენის ადგილს;

3. გარდაცვლილი პირის სახელს, გვარს, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს, მოქალაქეობას და პირად ნომერს;

4. გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;

5. გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილს;

6. მოწმეების ჩვენების/ახსნა-განმარტების შინაარსს:

ა) გარდაცვლილის გარდაცვალების ადგილს;

ბ) გარდაცვალების თარიღს;

გ) გარდაცვალების მიზეზს;

დ) სხვა ინფორმაციას გარდაცვლილის პირის შესახებ.

7. მოწმეების სახელსა და გვარს;

8. მოწმეების პირად ნომერს;

9. მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს;

10. მოწმეების კავშირს გარდაცვლილთან;

11. მოწმეების ხელმოწერას;

12. ოქმის შემდგენი პირის მონაცემებს:

ა) სახელსა და გვარს;

ბ) პირად ნომერს;

გ) თანამდებობას.

13. შენიშვნის გრაფას;

14. ოქმის შემდგენის ხელმოწერას.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

 

 

 

 

 

დანართი №1

ო ქ მ ი

პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ

 

1. ოქმის შედგენის  თარიღი □□  □□  □□□□

                                                            რიცხვი   თვე       წელი

2. ოქმის შედგენის ადგილი __________________________________________________________________

                                                                                            ქალაქი/რაიონი, მუნიციპალიტეტი, სოფელი, მისამართი

 

ინფორმაცია გარდაცვლილი პირის შესახებ

                                                                               

3. სახელი  ______________________  4. გვარი  _______________________ 5. სქესი  _______  _______

                                                                                                                                                   მამრ.          მდედრ.

6. დაბადების თარიღი □□   □□□□□□7. დაბადების ადგილი __________________________________

                                         რიცხვი   თვე   წელი

8. მოქალაქეობა___________________   9. პირადი ნომერი □□□□□□□□□□□ 

 

10. პირადობის მოწმობის, პასპორტის ან სხვა დოკუმენტის სერია და ნომერი _______________________

 

11. უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილი  ______________________________________________________

 

მოწმის/მოწმეთა ჩვენების/ახსნა-განმარტების შინაარსი

გარადაცვლილი პირის:

12. გარდაცვალების ადგილი     ________________________________________________________________   

13. გარდაცვალების თარიღი □□   □□□□□□14. გარდაცვალების მიზეზი________________________

                                                   რიცხვი   თვე       წელი

15. სხვა ინფორმაცია გარდაცვლილი პირის შესახებ _____________________________________________

 

მოწმის (გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი პირის) ვინაობა

 

I.

16. სახელი __________________ 17. გვარი __________________18. პირადი ნომერი 

 

19. პირადობის მოწმობის სერია და ნომერი__________________ 20. კავშირი გარდაცვლილთან:____________________

 

II.

21. სახელი __________________ 22. გვარი __________________23. პირადი ნომერი □□□□□□□□□□□

 

24. პირადობის მოწმობის სერია და ნომერი____________ 25. კავშირი გარდაცვლილთან:______________

26. მოწმეების (გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელ პირთა) ხელმოწერა:

გარდაცვალების ფაქტთან და გარემოებებთან დაკავშირებით ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. მე გაფრთხილებული ვარ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.

 

I.  _____________________________                 II.____________________________

ოქმის შემდგენი პირის მონაცემები

27. სახელი  ______________    28. გვარი ______________   29. პირადი ნომერი □□□□□□□□□□□

30. თანამდებობა ____________________________________________________________________________

31. შენიშვნები _____________________________________________________________________________  

____________________________________________________________________________________________

(შენიშვნის გრაფაში სხვა მონაცემებთან ერთად შეიძლება მიეთითოს ოქმის რომელიმე გრაფის შეუვსებლობის მიზეზის შესახებ)

 

32.. ოქმის შემდგენის ხელმოწერა __________________________