,,ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“ დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 21.04.2008
ძალის დაკარგვა 22.08.2011
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.011.779
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 24/04/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | საშიშროების კლასი 1 ფეთქებადი ნივთიერებები |
| 3 | საშიშროების კლასი 3 ადვილაალებადი სითხეები |
| 8 | საშიშროების კლასი 8 კოროზიული და მწველი ნივთიერებები |
| 9 | საშიშროების კლასი 9 სხვა სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები |
| 1. მოწმობის № | 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებელი: |
| 1. | ტვირთის გამგზავნის მისამართი |
| 2. | ტვირთის მიმღების მისამართი |
| 3. | ქუჩების და დასახლებული პუნქტების დასახელება |
| 4. | დაუსახლებელი პუნქტების ჩამონათვალი |
| 5. | შუალედური პუნქტების მისამართები, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩაბარდეს ტვირთი |
| 7. | დგომის ადგილი |
| 8. | საწვავით გამართვის ადგილი |
| 9. | გზის საშიში მონაკვეთი |
| ნიშნის № | საშიშროების კლასი |
| 1.4 | ქვეკლასი 1.4 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“ დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Lucida Sans Unicode"; panose-1:2 11 6 2 3 5 4 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt .5in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.011.779
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის
უფროსის ბრძანება №49
2008 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილების „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ი. თაქთაქიშვილი
ტექნიკური რეგლამენტი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და წესების შესაბამისად.
2. წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
3. ტვირთების გადაზიდვისას დაცულ უნდა იქნეს წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ნორმებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, დატვირთვა-გადმოტვირთვის და ტრანსპორტირების აუცილებელი უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემო პირობების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის უსაფრთხოება.
მუხლი 2🔗. წესის მიზანი
წესის მიზანია:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვისას ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;
ბ) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.
მუხლი 3🔗. გამოყენების სფერო
1. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება:
ა) ტვირთის ტექნოლოგიურ გადაადგილებაზე საწარმოს ტერიტორიის ფარგლებში, სადაც წარმოებს მისი დამზადება, გადამუშავება, შენახვა, გამოყენება ან განადგურება, თუ აღნიშნული გადაადგილება ხორციელდება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გამოყენების გარეშე;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, შეიარაღებული ძალების, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, წყლის, კანალიზაციის, გაზისა და ელექტრომომარაგების, ელექტროკომუნიკაციების, მაუწყებლობის, ნაგვის შეგროვებისა და გატანის, აგრეთვე სპეციალურ სამედიცინო და საავარიო სამუშაოებზე;
გ) საგანგებო სიტუაციების და საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დროს.
2. წესის მე-9 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შეზღუდული ოდენობით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე. სახიფათო ტვირთის შეზღუდული ოდენობა სახეობებისა და კლასების მიხედვით, რომელიც შეიძლება გადაიზიდოს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის მოთხოვნათა დაუცველად, განისაზღვრება „სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპური წესების შესაბამისად (ST/SG/AC.10/1/Rev(vol.1)).
მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება
1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა (ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება/საწევარი, მისაბმელი/ნახევარმისაბმელი) შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად;
ბ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთი – სახიფათო ტვირთი, რომელსაც მინიჭებული აქვს პირველი ან მეშვიდე კლასი, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
გ) მალფუჭებადი ტვირთი – საკვები პროდუქტები, რომლის გადაზიდვისას საჭიროა ტემპერატურული რეჟიმის დაცვა;
დ) მარშრუტი – წინამდებარე წესის მიზნებისათვის პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი;
ე) ნარინჯისფერი ტაბლო – საინფორმაციო ტაბლო, რომელზეც გამოსახულია ზედა ნახევარში ნივთიერების საშიშროების კლასი, ხოლო ქვედა ნახევარში ნივთიერების საიდენტიფიკაციო გაეროს ნომერი და გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ამ ინფორმაციის ვიზუალური მინიშნების მიზნით;
ვ) სერტიფიკატი მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მძღოლმა გაიარა სათანადო მომზადება სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე საერთაშორისო ნორმების მიხედვით შედგენილი პროგრამით შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში;
ზ) ტვირთი – გადამზიდველის მიერ გადასატანი ან გადატანილი ყოველგვარი მატერიალური ქონება, ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტების და მათი დერივატებისა და ცხოველქმედების პროდუქტების ჩათვლით, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები და ანალოგიური საგნები.
2. წინამდებარე რეგლამენტში მოყვანილი სხვა ტერმინები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 5🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული ზოგადი მოთხოვნები
ექსპლუატაციაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების) ტექნიკური მდგომარეობა, მისი აღჭურვილობა და კომპლექტაცია უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის, საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 6🔗. მძღოლის, გადამზიდველის, ტვირთგამგზავნისა და ტვირთმიმღების ვალდებულებები
1. გადამზიდველი, ტვირთის გამგზავნი და ტვირთის მიმღები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ტექნიკისა და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (შემდგომში – მძღოლი) ვალდებულია დაიცვას „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, გადაზიდვებთან დაკავშირებული სტანდარტებით, ტექნიკური რეგლამენტებით და საერთაშორისო ნორმებით, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის, სერვისისა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. გადამზიდველი ვალდებულია:
ა) მიაწოდოს დასატვირთად გადაზიდვის შესრულებისათვის შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ბ) შეამოწმოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში ტვირთის დატვირთვისა და განლაგების სისწორე და მოითხოვოს ტვირთის გამგზავნისაგან შემჩნეული ნაკლოვანებების აღმოფხვრა;
გ) უზრუნველყოს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვა;
დ) უარი განაცხადოს გადაზიდვაზე, თუ განსხვავებული თვისებების მქონე ტვირთების ერთობლივმა გადაზიდვამ შეიძლება გამოიწვიოს ტვირთის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საფრთხის შექმნა;
ე) უარი განაცხადოს გადასაზიდი ტვირთის მიღებაზე, თუ ტვირთის გადაზიდვა შეუძლებელია საგზაო და/ან კლიმატური პირობების გამო;
ვ) უზრუნველყოს მძღოლი საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციით;
ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აკონტროლოს ტვირთის გამგზავნის მიერ ტვირთის დატვირთვის, ძარაზე მისი დამაგრებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტების (ცისტერნის ლუკების) დახურვის პროცესი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დარღვევების აღმოჩენისას გადამზიდველმა უნდა აცნობოს ტვირთის გამგზავნს აღნიშნულის შესახებ და შეწყვიტოს დატვირთვის პროცესი ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე;
თ) გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ECMT-ის წევრ ქვეყნების ტერიტორიაზე, უნდა პასუხობდეს ევროსაბჭოს 1996 წლის 29 აპრილის №96/26/EC დირექტივით „სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების სამუშაოზე დაშვების, აგრეთვე ნაციონალური და საერთაშორისო გადაზიდვების თავისუფლად განხორციელების უფლების გამოყენებაში აღნიშნული საწარმოებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, დიპლომების, სერტიფიკატების და პროფესიული კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ“ და ECMT-ის 2000 წლის 5 ივნისის CEMT/CM (2000)10/FINAL კონსოლიდირებული რეზოლუციით „საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების წესის თაობაზე“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. გადამზიდველის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების პროცედურა ხორციელდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით ან ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსათვის ნებაყოფლობით წარდგენით. შესაბამისობის დამადასტურებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. ტვირთის გამგზავნი ვალდებულია:
ა) გადამზიდველის ან მძღოლის მოთხოვნით აღმოფხვრას ტვირთის განლაგება-დამაგრებაში და შეფუთვაში აღმოჩენილი უწესივრობები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტვირთს ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებას;
ბ) დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების დროს ტვირთის შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მოახდინოს სპეციალური მარკირება, რომელიც მიუთითებს ტვირთის თვისებებზე, მისადმი დამოკიდებულებაზე (მოპყრობაზე) დატვირთვა-გადმოტვირთვის, ტრანსპორტირების და შენახვის პროცესში (მაგალითად „ზევით“ „არ აბრუნოთ“, „მსხვრევადი“ და სხვა).
6. ტვირთის გამგზავნი (ტვირთის მიმღები) ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვის (გადმოტვირთვის) ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მოძრაობისა და მანევრირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.
მუხლი 7🔗. გადაზიდვის ხელშეკრულება
გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა, შედგენის წესი, პირობები, მხარეთა უფლებები, ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗. ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტვირთი უნდა განთავსდეს და დამაგრდეს ისე, რომ გადაზიდვისას უზრუნველყოფილ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალების და მოძრაობის უსაფრთხოება დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის პროცესში და საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემო პირობებს.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალება დატვირთულ უნდა იქნეს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვა, კანონმდებლობით ნებადართულ გაბარიტებსა და წონით პარამეტრებთან მისი კორექტირების შეუძლებლობის შემთხვევაში რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ’’ დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესის“ საფუძველზე.
3. ტვირთებს, რომელთა დატვირთვა-გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ მექანიზირებული საშუალებებით, უნდა გააჩნდეთ სპეციალური სამარჯვი (მარყუჟი, შვერილი და სხვა).
4. ხის ტარა (ყუთები, დოლები, კოჭები, შესაფუთი ბლოკები, სამაგრი მერქანი, სადებები და ა.შ.), რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების დროს, უნდა პასუხობდეს ფიტოსანიტარიული ზომების მე-15 საერთაშორისო სტანდარტით „საერთაშორისო ვაჭრობაში ხის შესაფუთი მასალის რეგულირების სახელმძღვანელო“ (ISPM №15 FAO 2002) გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს მარკირებული.
მუხლი 9🔗. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა
1. სახიფათო ტვირთი საშიშროების ტიპის მიხედვით იყოფა 9 კლასად საერთაშორისო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
2. ზოგიერთი კლასის სახიფათო ტვირთი ტრანსპორტირებისას მისი ფიზიკურ-ქიმიურ თვისებების, სახეობისა და საშიშროების ხარისხის მიხედვით იყოფა ქვეკლასებად.
3. სახიფათო ტვირთი საერთაშორისო გადაზიდვებისას აღინიშნება გაეროს მიერ მინიჭებული ოთხციფრა კოდით.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთი, სამართავად დაიშვებიან მძღოლები მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟით.
5. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლი წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად ვალდებულია:
ა) სახიფათო ტვირთის მიღებისას შეამოწმოს ტვირთსა და/ან ტარაზე მარკირების (დანართი №5) არსებობა;
ბ) საგზაო სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში იმოქმედოს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ტექნიკური პირობების და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა) სახიფათო ტვირთის დასახელება, „სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპური წესების შესაბამისად (ST/SG/AC.10/1/Rev(vol.1));
ბ.ბ) ტვირთის საშიშროების კლასი;
ბ.გ) სპეციალური აღჭურვილობის შესახებ ჩამონათვალი;
ბ.დ) გადასაზიდი სახიფათო ნივთიერებების საშიშროების ხასიათი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევებში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები;
ბ.ე) ზომები, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანის ან აცილებისათვის ხანძრის, ტარის ან გადასაზიდი სახიფათო ტვირთის დაზიანების, ნივთიერებების დაღვრის და მათთან ადამიანთა შეხების შემთხვევაში;
ბ.ვ) ავტოცისტერნით ან კონტეინერ-ცისტერნით 3 000 ლიტრზე მეტი საერთო ტევადობით და/ან 3,5 ტონაზე მეტი მაქსიმალური დასაშვები მასით გადასაზიდი ტვირთისათვის, რომელიც მითითებულია სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ევროპულ შეთანხმებაში – ტვირთის კლასი, ნივთიერების საიდენტიფიკაციო ნომრის და საშიშროების დასახელებით;
ბ.ზ) სახიფათო ტვირთით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის (მათ შორის, ღამისთევის) წესები;
გ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ხანძარსაწინაღო ზომები;
დ) სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩასატარებლად გააჩნდეს ინსტრუქციით გათვალისწინებული აუცილებელი აღჭურვილობა;
ე) იმოძრაოს შეთანხმებული მარშრუტით და დაიცვას მოძრაობის დადგენილი სიჩქარე.
6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:
ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში);
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება;
გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;
დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა;
ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე;
ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება;
თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
7. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისათვის საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლმა თან უნდა იქონიოს:
ა) სერტიფიკატი მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ (დანართი 2);
ბ) გადაზიდვის მარშრუტის სქემა წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) მძღოლებისათვის განკუთვნილი წერილობითი ინსტრუქცია;
დ) სასუნთქი ორგანოებისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები წერილობითი ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის წიგნაკი;
ვ) საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემული სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე (დანართი 1);
ზ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა.
9. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, უნდა პასუხობდეს ამ წესის მე-5 მუხლში მოყვანილ მოთხოვნებს და უნდა იყოს აღჭურვილი:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს ნარინჯისფერი ტაბლოთი (დანართი 4). ერთი და იგივე სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ნარინჯისფერი ტაბლოების ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშნები (დანართი 5);
ბ) დაგორების საწინააღმდეგო საბრჯენებით, რომლის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მაქსიმალურად დასაშვებ მასასა და საბურავების დიამეტრს;
გ) არანაკლებ 200 მმ სიგრძის დამიწების ჯაჭვით;
დ) ავტონომიურ კვებაზე მომუშავე ორი მაფრთხილებელი ყვითელი ფერის მოციმციმე მაშუქით;
ე) სათანადო მაფრთხილებელი სპეციალური კაშკაშა ფერის ტანსაცმლით (ამრეკლით) ეკიპაჟის ყოველი წევრისათვის;
ვ) ხელის მაშუქით (ფარანით) ეკიპაჟის ყოველი წევრისათვის;
ზ) 2- ან/და, 4- ან/და 8- ან/და 12- კილოგრამიანი ცეცხლსაქრობით, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ აღნიშვნები გავლილი შემოწმების შესახებ;
თ) ხელსაწყო-ინსტრუმენტებით ავტოსატრანსპორტო საშუალების ავარიული რემონტისათვის;
ი) ხისტი ბუქსირით, ხოლო ზამთრის პერიოდში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
10. ფეთქებად და რადიოაქტიურ ნივთიერებათა გადასაზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უკან ორივე მხარეს დამატებით უკეთდება საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშანი.
11. ნარინჯისფერი ტაბლოს დემონტაჟი ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული გადმოტვირთვის შემდეგ.
12. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს ნარინჯისფერი ტაბლოებით მარკირებამ უნდა უზრუნველყოს ტვირთის იდენტიფიკაციის ჩატარების საშუალება.
13. სახიფათო ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრომოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს მის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.
14. ფურგონის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარა უნდა იყოს მთლიანად დახურული, არ უნდა გააჩნდეს ღრეჩოები და აღჭურვილი უნდა იყოს გადასაზიდი სახიფათო ტვირთის თვისებების შესაბამისი სავენტილაციო სისტემით;
15. ავტოსატრანსპორტო საშუალებას უკან, ცისტერნის მთელ სიგანეზე უნდა ჰქონდეს დარტყმებისაგან დამცავი ბამპერი, ხოლო ცისტერნის უკანა კედელსა და ბამპერის უკანა ნაწილს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 100 მმ.
16. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია:
ა) აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა.
17. სახიფათო ტვირთის დატვირთვის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების, ისე ტვირთის მარკირება. ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიწმინდოს და მასში ტვირთი ისე მოთავსდეს, რომ გადაზიდვის პროცესში თავიდან იქნეს აცილებული მისი გადაადგილება.
18. წერილობითი ინსტრუქცია უნდა იყოს შევსებული მძღოლისათვის გასაგებ ენაზე და ერთი ეგზემპლარი ინახებოდეს მძღოლთან. საერთაშორისო გადაზიდვების დროს ინსტრუქცია შედგენილ უნდა იქნეს ტვირთის წარმოქმნის ქვეყნის ენაზეც. თუ ტრანზიტის ან დანიშნულების ქვეყნის ენა განსხვავდება, მაშინ ინსტრუქცია უნდა იქნეს შედგენილი ამ ქვეყნის ენაზეც.
19. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის (პირველი და/ან მეშვიდე კლასის) გადაზიდვა ხორციელდება სახიფათო ნივთიერების მწარმოებლის სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად.
20. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში ტვირთის გამგზავნისა და ტვირთის მიმღების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ინიშნება სპეციალური პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას სახიფათო ტვირთის თვისებებისა და მისადმი მოპყრობის შესახებ.
21. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც არ მიეკუთვნება განსაკუთრებით სახიფათო ტვირთებს, პასუხისმგებელი პირის გამოყოფის საკითხი განისაზღვრება ტვირთის გამგზავნისა და ტვირთის მიმღების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
22. სახიფათო ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს (კონსულტანტს) უნდა გააჩნდეს შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემული პროფესიული მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი ევროსაბჭოს 1996 წლის 3 ივნისის დირექტივის №96/35/ EC და 2000 წლის 17 აპრილის დირექტივის № 2000/18 EC-ის შესაბამისად.
23. სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის შემუშავება ხორციელდება გადამზიდველის მიერ.
24. ტრანსპორტირების მარშრუტი ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ მაქსიმალურად გამორიცხავდეს სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებას:
ა) მნიშვნელოვანი მსხვილი სამრეწველო ობიექტის ახლოს, დასვენების ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი ნაკრძალების და სხვა განსაკუთრებით დასაცავ ტერიტორიებზე;
ბ) მსხვილ დასახლებულ პუნქტში გადაზიდვის განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში სანახაობითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, სასწავლო, სკოლამდელი და სამკურნალო დაწესებულებების ახლოს და უნდა ითვალისწინებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერებისა და საწვავით გასამართ ადგილებს.
25. ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტი უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტებთან შემდეგ შემთხვევებში:
ა) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას;
ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც სრულდება რთულ საექსპლუატაციო პირობებში;
გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც სრულდება სამზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით კოლონაში.
26. სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის შეთახმებისათვის გადამზიდველი ვალდებულია გადაზიდვის დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა წარუდგინოს საქართველოს შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს შემდეგი საბუთები:
ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისათვის შემუშავებული მარშრუტი ოთხ ეგზემპლარად (დანართი №3);
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე (დანართი №1);
გ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედანთან ერთად (დედანი უბრუნდება გადამზიდველს);
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედანთან ერთად (დედანი უბრუნდება გადამზიდველს);
ე) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთისათვის, ტვირთის გამგზავნის (ტვირთის მიმღების) მიერ დამატებით წარმოდგენილი სპეციალური ინსტრუქცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე.
27. შეთანხმებული მარშრუტის ერთი ეგზემპლარი ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მეორე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში, მესამე – გადამზიდველთან, ხოლო მეოთხე – მძღოლთან.
28. სახიფათო ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებზე ზედამხედველობას ახორციელებს ტვირთის გამგზავნისა და ტვირთის მიმღების ურთიერთშეთანხმებით გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ევალება ტვირთის გაცილება.
29. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გამცილებელი პირის ინსტრუქტაჟის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადამზიდველს.
30. სახიფათო ტვირთების გაცილებაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობაში შედის:
ა) ტვირთის გაცილება და მისი ხელყოფისაგან დაცვა;
ბ) დაცვის თანამშრომლის(ების) და მძღოლის ინსტრუქტაჟი;
გ) გარეგანი დათვალიერება (შეფუთვის სისწორის და ტვირთის მარკირების შემოწმება);
დ) დატვირთვისას ტვირთის განლაგებაზე მეთვალყურეობა;
ე) უსაფრთხოების წესების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და დგომის დროს;
ვ) მომსახურე პერსონალის პირადი უსაფრთხოება;
ზ) ტვირთის ჩაბარება დანიშნულების ადგილზე.
31. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში ტვირთის გადაზიდვის თარიღის (თვე და რიცხვი) შესახებ წერილობით ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე) ჯგუფის, სპეციალური აღჭურვილობისა (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი სიგნალები) და შეფერილობის ავტოსატრანსპორტო საშუალების თანხლებით.
32. სახიფათო ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებზე კონტროლს ახორციელებს ტვირთის გამგზავნის (ტვირთის მიმღების) პასუხიმგებელი პირი.
33. კოლონაში მოძრაობისას ტვირთის გამგზავნის (ტვირთის მიმღების) მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია იმყოფებოდეს პირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების კაბინაში, ხოლო კოლონის ბოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა იმყოფებოდეს დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
34. კასრებით სახიფათო ტვირთის გადაადგილება, დატვირთვა-გადმოტვირთვა და დასაწყობება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით.
35. ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა დასაშვებია მისი ტვირთამწეობის სრულ გამოყენებამდე, ხოლო განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის კი იმ მოცულობით და წესით, რომელიც მოცემულია მისი დამამზადებლის სპეციალურ ინსტრუქციაში.
36. სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები უნდა წარმოებდეს სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამორთული ძრავით, უსაფრთხოების წესების დაცვით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ამწე-მექანიზმის მოძრაობაში მოყვანა ხორციელდება ძრავის მუშაობით.
37. აკრძალულია:
ა) უცხო პირთა ყოფნა სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილზე;
ბ) ფეთქებადი და ცეცხლსაშიში სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება რთული მეტეოროლოგიური (ჭექა-ქუხილი) პირობების დროს;
გ) დატვირთვა-გადმოტვირთვის მექანიზმის გამოყენება, რომელმაც შეიძლება შექმნას ტარის დაზიანებისა და ტვირთის ჩამოვარდნის საფრთხე (ამწე სატრანსპორტო მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს);
დ) დაზიანებული შეფუთვით სახიფათო ტვირთის დატვირთვა და მისი გადაზიდვა.
38. სახიფათო ნივთიერებებით ცისტერნის შევსებისას და დაცლის დროს მიღებულ უნდა იქნეს ზომები ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრული დამიწების უზრუნველყოფისათვის.
39. ლიპყინულის შემთხვევაში სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორია დაფარულ უნდა იქნეს ქვიშით.
40. საერთო სარგებლობის ავტოგასამართ სადგურებში ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავ-საცხები მასალებით გამართვა უნდა განხორციელდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რომელიც ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 25 მეტრი მანძილით.
41. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა (კონკრეტული საგზაო პირობების გათვალისწინებით) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან გადაზიდვის მარშრუტის შეთანხმების დროს.
42. მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე უნდა დამონტაჟდეს შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშანი.
43. სახიფათო ტვირთის კოლონით გადაზიდვისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) გზის ჰორიზონტალურ მონაკვეთებზე მოძრაობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანცია უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 მეტრს, ხოლო გზის მნიშვნელოვანი ქანობის (აღმართი, დაღმართი) შემთხვევაში არანაკლებ 300 მეტრს;
ბ) 300 მეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში (ნისლი, თოვლი, წვიმა და ა.შ.) შეიძლება აიკრძალოს ზოგიერთი სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, რომლის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაზიდვის ინსტრუქციაში;
გ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს, ხუთი და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებისაგან შედგენილი კოლონის შემადგენლობაში უნდა იყოს ტვირთის გარეშე სარეზერვო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უნდა მოძრაობდეს კოლონის ბოლოს.
44. დასახლებულ პუნქტებში განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დგომა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილში, რომელიც დაშორებულ უნდა იქნეს არანაკლებ 200 მეტრით საცხოვრებელი და ხალხის თავშეყრის ადგილებიდან.
45. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ან დგომის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს დგომის მუხრუჭი, ხოლო ქანობზე გაჩერებისას – დაგორების საწინააღმდეგო სოლები.
46. სახიფათო ტვირთით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების და დგომის (მათ შორის ღამისთევის) წესი აღნიშნულ უნდა იქნეს ინსტრუქციაში.
47. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დასრულებისას ტარის გაწმენდის შემდეგ სასაქონლო ზედნადებში ტვირთმიმღების მიერ კეთდება აღნიშვნა „ტარა გასუფთავებულია“ და მისი გადაზიდვა ხორციელდება როგორც არასახიფათო ტვირთისა, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
48. რეისის დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკირების ნიშნების დემონტაჟი და სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტების სათანადო წესით ტვირთმიმღებისათვის ჩაბარება.
49. ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიურ ნივთიერებათა (მეშვიდე კლასი) გადაზიდვა უნდა განხორციელდეს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და ამ სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 10🔗. მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა
მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმების (ჟენევა, 1970 წლის 1 სექტემბერი) „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვების და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ“ საფუძველზე.
მუხლი 11🔗. ცხოველების გადაზიდვა
1. ცხოველების გადაზიდვა რეგულირდება „ცხოველების დაცვის შესახებ მათი ტრანსპორტირებისას“ ევროსაბჭოს 1991 წლის 19 ნოემბრის EC №91/628 EEC დირექტივის შესაბამისად.
2. ცხოველების გადაზიდვის დროს დაუშვებელია ცხოველებთან ერთად სხვა ტვირთის გადაზიდვა, რომელსაც შეუძლია ცხოველების დაზიანება.
3. ცხოველების გადაზიდვისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა პასუხობდეს დადგენილ ტექნიკურ და სანიტარიულ მოთხოვნებს.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ცხოველების დატვირთვის, განთავსების და მათი გადაზიდვის პირობებს ადგენს ტვირთის გამგზავნი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპის, ცხოველების სახეობისა და წლოვანების, გადაზიდვის ხანგრძლივობის, წლის პერიოდის, გზის მდგომარეობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის, ტევადობის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.
5. ცხოველების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამცილებელი პირით ცხოველების რაოდენობის მიუხედავად. ავტოსატრანსპორტო საშუალებების კოლონით მოძრაობისას დასაშვებია 2-3 ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ერთი გამცილებლის გამოყოფა. გამცილებლის ვალდებულებაში შედის ცხოველების გადასაზიდად მიღება, გზაში მათი მოვლა, დაცვა, თვალთვალი და ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება.
6. ცხოველების გადაზიდვის პროცესის დაწყებამდე ტვირთის გამგზავნმა უნდა უზრუნველყოს გამცილებელი თანმხლები დოკუმენტაციით (ვეტერინარული ან ჯამრთელობის სერტიფიკატი (მოწმობა), სასაქონლო ზედნადები და სხვა).
7. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გადაზიდვის განხორციელებისას გზაში ცხოველების დაავადების შემთხვევაში გამცილებელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უახლოეს ტერიტორიულ სამმართველოს. მოძრაობის გაგრძელება დანიშნულების პუნქტამდე დასაშვებია აღნიშნული სამმართველოს ვეტერინარი სპეციალისტის თანხმობით.
8. ცხოველების გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ვეტერინარულ-სანიტარიული დამუშავება (მექანიკური დასუფთავება, გარეცხვა და დეზინფექცია).
მუხლი 12🔗. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა
1. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის, ავტომობილ-ცისტერნებით, უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
2. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას მისი დატვირთვა-გადმოტვირთვა და განთავსება უნდა განხორციელდეს დამამზადებლის მიერ დადგენილი წესით.
3. საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე. გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთვევაში, შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.
4. ტვირთის გამგზავნმა მექანიზებული საშუალებებით საყარი ტვირთის დატვირთვისას უნდა გაითვალისწინოს, რომ ტვირთის მასა ამწე სატრანსპორტო მექანიზმის ციცხვით დატვირთვის ერთი ციკლისათვის არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობის 1/3-ს.
5. საყარი ტვირთი ისე უნდა იქნეს დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხულ იქნეს გადმოყრის შესაძლებლობა.
6. თხევადი ტვირთის გადაზიდვისას უნდა გამოირიცხოს ტრანსპორტირებისას გადასაზიდი ტვირთის საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუარესება.
7. ცისტერნით ტვირთის გადაზიდვისას:
ა) ტვირთის მიმღები ვალდებულია განახორციელოს ტვირთის გადასხმის შემდეგ ცისტერნის შიდა და გარე მხარეების გარეცხვა და დეზინფექცია, ცისტერნის ლუკებისა და სადინარი მილსადენების დალუქვა (საჭიროების შემთხვევაში), თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე გადაზიდვისას მძღოლის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულად შევსებული ცისტერნის დაბალი მდგრადობა.
მუხლი 13🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთახმებებისა“ და ECMT-ის რეზოლუციების საფუძველზე.
დანართი №1
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვება
განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე
მოწმობა ადასტურებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება პასუხობს „სახიფათო ტვირთების გადაზიდვების შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპური წესების მოთხოვნებს
1. მოწმობის №
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებელი:
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი:
4. სარეგისტრაციო ნომერი
(ასეთის არსებობისას):
5. მფლობელი, ოპერატორი ან გადამზიდველი. მისამართი:
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღწერა:
7. ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის აღნიშვნა1:
EX/II EX/III FL OX AT
8. სამუხრუჭო სისტემის ცვეთამედეგობა2:
□ არ არის გამოყენებული
□ ეფექტურობა საკმარისია --------- ტ სრული მასის ავტოსატრანსპორტო ერთეულისათვის
9. დამონტაჟებული ცისტერნ(ებ)ის / ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეის (სექციებით) აღწერა:
9.1. ცისტერნის დამამზადებელი:
9.2. ცისტერნის /ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეის (სექციებით) დამტკიცების ნომერი:
9.3. დამამზადებლის მიერ მინიჭებული ცისტერნის სერიული ნომერი/ ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეის
(სექციებით) ელემენტების აღნიშვნა:
9.4. დამზადების წელი:
9.5. ცისტერნის კოდი:
9.6. სპეციალური დებულებები:
10. გადასაზიდად ნებადართული სახიფათო ტვირთები2:
ავტოსატრანსპორტო საშუალება პასუხობს პირობებს, რომლებიც ეხება მე-7 პუნქტში მოცემულ ავტოსატრანსპორტო
საშუალების აღნიშვნა(ებ)ს და დასაცავია სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას.
10.1. EX/II ან EX/III ავტოსატრანსპორტო საშუალება □ 1-ლი კლასის ტვირთები J შეთავსებადობის ჯგუფის ჩათვლით
□ 1-ლი კლასის ტვირთები J შეთავსებადობის ჯგუფის ჩაუთვლელად
10.2. ავტოცისტერნა/ ავტოსატრანსპორტო საშუალება-ბატარეა (სექციებით)
□ შეუძლიათ გადაზიდონ ნივთიერება, რომელიც ნებადართულია ცისტერნის კოდით და მე-9 პუნქტში მითითებული
ნებისმიერი სპეციალური დებულებით, ან
შეუძლიათ გადაზიდონ მხოლოდ შემდეგი ნივთიერებები (კლასი, გაეროს ნომერი და, თუ საჭიროა, შეფუთვის
ჯგუფი და თანმხლები (შესაბამისი) გასაგზავნი დასახელება):
□ შეუძლიათ გადაზიდონ მხოლოდ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც არ რეაგირებენ კორპუსის მასალაზე, სადებებზე, მოწყობილობებსა და შიგა დამცავ მოპირკეთებაზე (თუ ასეთი არის).
11. შენიშვნები:
12. ძალაშია: -მდე ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია
უფროსი
-------- ---------------------------- 200 წ.
1. – არასაჭირო გადაიხაზოს
2. – საჭირო აღინიშნოს
დანართი №2
სერტიფიკატი
გვარი -------------------------------------------------
მძღოლის მომზადებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით
სახიფათო ტვირთების გადაზიდვების განსახორციელებლად სახელი ----------------------------------------------
ცისტერნებით1 სხვა, ცისტერნების გარდა1 დაბადების თარიღი --------------------------------
სერტიფიკატი № მოქალაქეობა ----------------------------------------
სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოს
განმასხვავებელი ნიშანი მფლობელის ხელმოწერა -------------------------
მოქმედებს ნივთიერებათა კლასებისათვის:
ცისტერნებით 1 სხვა, ცისტერნების გარდა 1 გაცემულია ------------------------------------- მიერ
1 1 თარიღი ----------------------------------------------
2 2
3 3 სერტიფიკატის გამცემი პირის
4.1, 4.2, 4,3 4.1, 4.2, 4.3 თანამდებობა, სახელე, გვარი ხელმოწერა2
5.1, 5.2 5.1, 5.2
6.1, 6.2 6.1, 6.2
7 7 გაგრძელებულია ------------------------------- მდე
8 8
9 9 -------------------------------------------------- მიერ
თარიღი ----------------------------------------------
მოქმედებს მდე სერტიფიკატის გამცემი პირის
თანამდებობა, სახელი, გვარი ხელმოწერა2
1 არასაჭირო გადაიხაზოს 2 სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის ბეჭედი
დანართი №3
შეთანხმებულია:
1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)
2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)
მოქმედების ვადა
--------------------------- 200 წ.–დან
--------------------------- 200 წ.–მდე
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მარშრუტი
ტვირთის დასახელება
ტვირთის კლასი
გაეროს სიის მიხედვით
ნივთიერების
საიდენტიფიკაციო ნომერი
ტვირთის საერთო წონა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ------------------ ტონა.
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, რომლებსაც ერთდროულად
გადააქვთ ტვირთი -------------------- ერთეული.
მოძრაობის განსაკუთრებული პირობები
---------------------------------------------------------------------------------------------------------
1. დასაშვები სიჩქარე ----------------------------------
2. დაცვა (მთლიან მარშრუტზე, ცალკეულ უბნებზე, არ არის საჭირო) *
3. გაცილება (მთლიან მარშრუტზე, ცალკეულ უბნებზე, არ არის საჭირო) *
4. მოძრაობა ღამით (ნებადართულია, აკრძალულია) *
5. მოძრაობა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში: ნისლი, თოვლი, წვიმა,
ქარბუქი . . . (ნებადართულია, აკრძალულია) *
შენიშვნა: * (საჭიროს ხაზი გაესვას)
(გადაზიდვის მარშრუტის უკანა მხარე)
მოძრაობის მარშრუტი
1.
ტვირთის გამგზავნის მისამართი
2.
ტვირთის მიმღების მისამართი
3.
ქუჩების და დასახლებული პუნქტების დასახელება
4.
დაუსახლებელი პუნქტების ჩამონათვალი
5.
შუალედური პუნქტების მისამართები, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩაბარდეს ტვირთი
6.
მარშრუტზე განლაგებული საპატრულო პოლიციის საგუშაგოების და საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი და ა.შ.).
7.
დგომის ადგილი
8.
საწვავით გამართვის ადგილი
9.
გზის საშიში მონაკვეთი
გადამზიდველი
---------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
შენიშვნა: სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მარშრუტს შეიმუშავებს და ათანხმებს შესაბამის ორგანოსთან გადამზიდველი.
დანართი №4
ნარინჯისფერი ტაბლო
ნივთიერების საშიშროების კლასისა და გაეროს საიდენტიფიკაციო ნომრის აღნიშვნით
ნივთიერების საშიშროების კლასი (2 ან 3 ციფრი)
ნივთიერების საიდენტიფიკაციო გაეროს ნომერი
(ოთხი ციფრი)
შენიშვნა: – ფონი – ნარინჯისფერი;
– შემოხაზულობა, ზოლი და ციფრები – შავი ფერის,
სისქით 15 მმ.
დანართი №5
სახიფათო ტვირთის საშიშროების ნიშნების ნიმუშები
ნიშნის №
საშიშროების კლასი
ნიშნის ნიმუში
სიმბოლო
ფონი
წარწერა
1
საშიშროების კლასი 1
ფეთქებადი ნივთიერებები
ქვეკლასი 1.1, 1.2, 1.3
ფეთქებადი ბომბი –
შავი
ნარინჯის-ფერი
ციფრი „1“ –
ქვედა კუთხეში,
შავი
** ადგილი ქვეკლასის
აღნიშვნისათვის
** ადგილი შეთავსებადობის
ჯგუფის აღნიშვნისათვის
1.4
ქვეკლასი 1.4
ციფრი „1,4“
– შავი
1.5
ქვეკლასი 1.4
ციფრი „1,5“
– შავი
1.6
ქვეკლასი 1.4
ციფრი „1,6“
– შავი
2.1
საშიშროების კლასი 2
აირები
ადვილაალებადი
ალი –
შავი ან თეთრი
წითელი
ციფრი „2“ –
ქვედა კუთხეში,
შავი ან თეთრი
2.2
არაალებადი,
არატოქსიკური
აირბალონი –
შავი ან თეთრი
მწვანე
2.3
ტოქსიკური
თავის ქალა გადაჯვარე-დინებული ძვლებით –
შავი
თეთრი
ციფრი „2“ –
ქვედა კუთხეში,
შავი
3
საშიშროების კლასი 3
ადვილაალებადი
სითხეები
ალი –
შავი ან თეთრი
წითელი
ციფრი „3“ –
ქვედა კუთხეში,
შავი ან თეთრი
4.1
საშიშროების კლასი 4
აალებადი
მყარი ნივთიერებები
ადვილაალებადი
მყარი ნივთიერებები
ალი –
შავი
თეთრი, შვიდი ვერტიკა-ლური
წითელი ზოლით
ციფრი „4“ –
ქვედა კუთხეში,
შავი
4.2
თვითაალებადი ნივთიერებები
ალი –
შავი
ზედა ნახევარი თეთრი,
ქვედა – წითელი
4.3
ნივთიერებები, რომლებიც წყალთან კონტაქტისას გამოყოფენ აალებად გაზებს
ალი –
შავი ან თეთრი
ლურჯი
ციფრი „4“ –
ქვედა კუთხეში,
შავი ან თეთრი
5.1
საშიშროების კლასი 5
მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები
მჟანგავი
ნივთიერებები
ალი
წრეხაზის ზემოთ –
შავი
ყვითელი
ციფრი „5.1“ –
ქვედა კუთხეში
5.2
ორგანული
პეროქსიდები
ციფრი „5.2“ ქვედა კუთხეში,
ნიშნის ქვედა ნახევარში შესაძლებელია წარწერა „ინფექციური ნივთიერება“ ან/და „დაზიანების ან დაღვრის შემთხვევაში დაუყონებლივ ეცნობოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებს“
6.1
საშიშროების კლასი 6
ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები
ტოქსიკური
ნივთიერებები
თავის ქალა გადაჯვარე-დინებული ძვლებით –
შავი
თეთრი
ციფრი „6“ –
ქვედა კუთხეში
6.2
ინფექციური
ნივთიერებები
წრეხაზზე დადებული სამი ნახევარ-მთვარე –
შავი
თეთრი
7A
საშიშროების კლასი 7
რადიოაქტიური ნივთიერებები
და მასალები
კატეგორია 1
სამყურა –
შავი
თეთრი
ციფრი „7“ ქვედა კუთხეში,
ნიშნის ქვედა ნახევარში სავალდებულოა ტექსტი შავი ფერით:
„RADIOACTIVE“
(რადიოაქტიური)
„CONTENTS…….“ (შემცველობა……..)
„ACTIVITY…….“ ……
(აქტიურობა……..)…
სიტყვას „RADIOACTIVE“ უნდა მოჰყვებოდეს ორი წითელი ვერტიკალური ზოლი
7B
კატეგორია 2
ზედა ნახევარი ყვითელი თეთრი ქობით,
ქვედა – თეთრი
ციფრი „7“ ქვედა კუთხეში,
ნიშნის ქვედა ნახევარში სავალდებულოა ტექსტი შავი ფერით: „RADIOACTIVE“
(რადიოაქტიური)
„CONTENTS…….“
(შემცველობა……..)
„ACTIVITY…….“ ……
(აქტიურობა……..)…
სიტყვას „RADIOACTIVE“ უნდა მოჰყვებოდეს ორი წითელი ვერტიკალური ზოლი
7C
კატეგორია 3
ციფრი „7“ ქვედა კუთხეში,
ნიშნის ქვედა ნახევარში სავალდებულოა ტექსტი შავი ფერით: „RADIOACTIVE“
(რადიოაქტიური)
„CONTENTS…….“
(შემცველობა……..)
„ACTIVITY…….“ ……
(აქტიურობა……..)…
სიტყვას „RADIOACTIVE“ უნდა მოჰყვებოდეს სამი წითელი ვერტიკალური ზოლი
7E
დაშლადი მასალა
კლასი 7
წარწერა
„გამყოფი“
თეთრი
ციფრი „7“ ქვედა კუთხეში,
სავალდებულოა ტექსტი შავი ფერით: ნიშნის ზედა ნახევარში სიტყვა „FISSILE“ (დაშლადი), ნიშნის ქვედა ნახევარში შავ მართკუთ-ხედში „CRITICALITY SAFETY INDEX“ (უსაფრთხოების ინდექსი კრიტიკულობაზე“)
8
საშიშროების კლასი 8
კოროზიული და მწველი ნივთიერებები
ორი სინჯარიდან გადმოსას-ხმელი სითხეები, რომლებიც აზიანებენ ხელს ან ლითონს
ზედა ნახევარი თეთრი,
ქვედა – შავი თეთრი ქობით
ციფრი „8“ –
ქვედა კუთხეში,
თეთრი
9
საშიშროების კლასი 9
სხვა სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები
ზედა ნახევარში შვიდი ვერტიკა-ლური
შავი ზოლი
თეთრი
ხაზგასმული ციფრი „9“ –
ქვედა კუთხეში