,,საქართველოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 31 მარტის №13/2008 ,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესისა და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25/2008
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.011.792
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 29/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.792

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №25/2008

2008 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 31 მარტის №13/2008 „საქართველოს პარლამენტის  2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესისა და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“ დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 31 მარტის №13/2008 „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესისა და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე“, დადგენილებას დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„31. აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული ფულადი სახსრების განაწილება შესაძლებელია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე     ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე