,,ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 19.05.2008
ძალაში შესვლა 01.09.2008
ძალის დაკარგვა 08.01.2014
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.011.840
გამოქვეყნების წყარო სსმ, 75, 23/05/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| 9 | საექსპლუატაციო-ტექნიკური საბუთების ჩამონათვალი |
| 10 | სასერტიფიკაციო პროცედურების ჩატარების მონაცემები |
| 11 | ჰაერსანაონსო და რადიოლოკაციური აღჭურვილობის საექსპლუატაციო მდგომარეობა: |
| 22 | ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართი; თავი 7 |
| N | სახელი, გვარი |
| 2. | ტექნიკური მომსახურების საბუთები |
| 3. | ობიექტის პასპორტის საბუთები/მონაცემები |
| 4. | ძირითადი მონაცემები: |
| 5. | ობიექტის ელექტრომომარაგება |
| 6. | კავშირის და მართვის ხაზები: |
| 7. | ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება: |
| 8. | ტექნიკური ექსპლუატაციის მონაცემები: |
| 9. | ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.2.19 |
| 10. | ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.2.20 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ტექნიკური რეგლამენტის ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:3.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:13.0pt; color:red; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; color:red;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 46.3pt 45.0pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.011.840
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №64
2008 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის, საქართველოს კანონების „ნორმატიული აქტების შესახებ“ 1517
მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „
გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილების “ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ტექნიკური რეგლამენტი „საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები“ თანდართულ დანართებთან №1–12 ერთად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
ი. თაქთაქიშვილი
ტექნიკური რეგლამენტი საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საერთო დებულებები
1. წინამდებარე, საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების (შემდგომში – წესი) შემუშავების საფუძვლად, გამოყენებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (შემდგომში – ჩიკაგოს კონვენცია) მე–10 („
საავიაციო ელექტროკავშირი“), მე-11 („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და მე-17 დანართების (“უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში – ICAO) ოფიციალური გამოცემების DOC 4444 ( „
საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“), DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“), DOC 8071 (“რადიო-სანავიგაციო საშუალებების გამოცდის სახელმძღვანელო“) და “საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძანების მოთხოვნები.
2. წესის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საჰაერო მოძრაობის საშუალებების (შემდგომში – ტექნიკური საშუალება) გამოყენებასთან, აგრეთვე, საჰაერო მოძრაობის სამსახურების მიერ ფრენების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება.
3. წესით განსაზღვრულია:
ა) ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირების და აღიარების მოთხოვნები;
ბ) საჰაერო მოძრაობის სამსახურების (შემდგომში – სამსახური) სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები.
4. პირს არა აქვს უფლება საქართველოს საჰაერო სივრცეში განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ამ მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი „საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიკატი“ (შემდგომში – სამსახურის სერტიფიკატი), ხოლო ტექნიკურ საშუალებებს არ გააჩნიათ მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატ(ებ)ი ან სხვა ეკვივალენტური საბუთ(ებ)ი და ეს ტექნიკური საშუალებები არ არის აღიარებული ადმინისტრაციის მიერ.
5. სამსახურის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, სამსახურის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე ტექნიკური საშუალებების აღიარებას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). სამსახურის სერტიფიკატის გაცემასთან, მოქმედების ვადის შეჩერებასთან, განახლებასთან, სერტიფიკატის გაუქმებასთან, სამსახურის საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ადმინისტრაციის მიერ, ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, აისახება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP).
6. ამ წესით განსაზღვრული სამსახურის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
7. სამსახურის სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია სამსახურის სერტიფიკატით და მისი დანართით.
8. ტექნიკური საშუალების აღიარებით დასტურდება, რომ ეს ტექნიკური საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების განსახორციელებლად.
9. ადმინისტრაციის მიერ აღიარებული ტექნიკური საშუალების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას ახორციელებს:
ა) სამსახური, ამ წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მწარმოებელი, მის მიერ შემუშავებული ან აღიარებული ტექნიკური რეგლამენტის/წესის და ამ წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) ადმინისტრაცია, ამ წესის მე-20, 21-ე და 22-ე მუხლების შესაბამისად.
10. ადმინისტრაცია, ამ წესით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად, უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიწვიოს ICAO-ს ან სამოქალაქო ავიაციის ევროპის კონფერენციის მიერ აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციის ან ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს უფლებამოსილი სპეციალისტ(ებ)ი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სერტიფიცირება/აღიარება ხორციელდება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.
11. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვითაც გაცემული იყო სამსახურის სერტიფიკატი, სამსახური მოვალეა ახალი პირობებით საჰაერო მოძრაობის მომსახურების განხორციელებამდე, ადმინისტრაციაში წარადგინოს განცხადება სამსახურის სერტიფიკატში და/ან მის დანართში საჭირო ცვლილებების შესატანად (დანართი №2). განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება იმავე წესით, როგორც სამსახურის სერტიფიკატის გაცემა.
12. სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლის დროსაც დგინდება ამ ტექნიკური საშუალებების გამართულობის, სამსახურის მიერ ფრენების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის, აგრეთვე ამ სამსახურის ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჰაერო სივრცის მომხმარებელთა ინტერესების დაცვის შესაბამისობა ჩიკაგოს კონვენციით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან და რეკომენდებულ პრაქტიკასთან, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრულ ნორმებთან.
13. ამ წესით განსაზღვრულ სამსახურის სერტიფიკატის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასთან, სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებასთან, განახლებასთან, სამსახურის სერტიფიკატის გაუქმებასთან, აგრეთვე ტექნიკური საშუალების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
14. ადმინისტრაციის მიერ, სამსახურის სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების და თანდართული საბუთების წარდგენიდან 2 (ორი) თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით.
15. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო ავიაციაზე, რომლის საქმიანობის ზედამხედველობას და რეგულირებას, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 2🔗. ტერმინები და განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჰაერო მოძრაობის საშუალებები – ტექნიკური საშუალებები/მოწყობილობები რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობით, ICAO-ს მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით და ამ წესით განსაზღვრული პირობებით, გამოიყენება საჰაერო მოძრაობის სამსახურის მიერ და რომელთა საშუალებითაც ხორციელდება საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურება – საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვა, საფრენოსნო ინფორმაციული მომსახურება და საავარიო შეტყობინების უზრუნველყოფა;
გ) საჰაერო მოძრაობის სამსახური – საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად ახორციელებს (აპირებს განახორციელოს) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს საჰაერო სივრცეში;
დ) აღიარება – პროცესი, რომლის დროსაც ადმინისტრაცია, ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით, ადასტურებს საჰაერო მოძრაობის და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი საშუალებ(ებ)ის გამოყენების შესაძლებლობას სამსახურის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების განსახორციელებლად და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად;
ე) მწარმოებელი – საჰაერო მოძრაობის და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი საშუალების დამამზადებელი ან მის საბოლოო აწყობაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად ამ საშუალებისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით, „
საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძანებით და „
საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 13 დეკემბრის №8 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობები.
თავი II
სამსახურის სერტიფიცირება
მუხლი 3🔗. სამსახურის სერტიფიცირების ეტაპები
1. სამსახურის სერტიფიცირება ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება ოთხ ეტაპად:
ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენას ადმინისტრაციაში;
ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების ადმინისტრაციაში წინასწარ განხილვას და შეფასებას;
ა.გ) სამინისტროს მიერ თანხმობის გაცემას;
ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება;
გ) III ეტაპი – ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მიღება;
დ) IV ეტაპი – ზედამხედველობა და კონტროლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის, „ა.ბ“ და „ბ“–”დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.
მუხლი 4🔗. განცხადება და თანდართული საბუთები
1. განმცხადებელი, სამსახურის სერტიფიკატის მისაღებად, ადმინისტრაციაში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
2. განცხადება, ადმინისტრაციისთვის წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რომლის დროსაც, ადმინისტრაცია განიხილავს განმცხადებლის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების (შემდგომში – სმმ) უსაფრთხოდ განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9734 (“ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლის ორგანიზების სახელმძღვანელო“) მე-3 თავის 3.3.6.4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად – სამსახურის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამის ასლი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემების DOC 9859 („ფრენების უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელო“) მე-17 თავით და DOC 4444 (“საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“) მე-2 თავით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურის ამსახველი დოკუმენტი;
გ) სამსახურის ტექნიკური საშუალებების მომსახურების განმახორციელებელი საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა (შემდგომში – საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი) და მეთვალყურეების მონაცემები, ამ წესის დანართი №11-ით განსაზღვრული ფორმის და მონაცემების შესაბამისად;
დ) სამსახურის მეთვალყურეების თანამდებობრივი და სამუშაო ინსტრუქციები, რომელშიც ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-IV ნაწილის, მე-2 განყოფილების, პირველი თავის 1.9 პუნქტისა და დამატება “ბ“-თი განსაზღვრული საკითხები;
ე) სამსახურში, მეთვალყურის ყოველ სამუშაო ადგილზე არსებული ნორმატიული აქტებისა და საცნობარო საბუთების ნუსხა, რომლის მინიმალური ჩამონათვალი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №12-ით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნუსხა, ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-II ნაწილის, პირველი განყოფილების, მე-2 თავის, დამატება “ბ“-ს შესაბამისად, სავალდებულოდ უნდა ითვალისწინებდეს საქართველოსა და მეზობელი სახელმწიფოების საჰაერო მოძრაობის მომსახურე სამსახურებს/ორგანოებს შორის შეთანხმებებს;
ვ) მეთვალყურეებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა (პროგრამა, წესი), რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-IV ნაწილის, პირველი განყოფილების, მე-3 თავის მოთხოვნები;
ზ) ინფორმაცია, სამსახურის მიერ, ტექნიკური საშუალებების ფლობის შესახებ და მათი მომსახურების (ტექნიკური ექსპლუატაციის) წეს(ებ)ი. მომსახურების წეს(ებ)ი უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური საშუალებების მწარმოებლის მიერ შემუშავებული ან აღიარებული ტექნიკური რეგლამენტ(ებ)ის მოთხოვნებს. ინფორმაციაში ასახული უნდა იყოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური საშუალებების სრული ნუსხა;
თ) სამსახურსა და უსაფრთხო ფრენების უზრუნველმყოფ სხვა ორგანიზაციებს (აეროპორტი/აეროდრომი, მეტეოროლოგიური და სხვა) შორის საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმებათა ასლები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებებში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-IV ნაწილის, მე-2 განყოფილების, პირველი თავის, 1.10 პუნქტის მოთხოვნები;
ი) სამსახურის მიერ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟების საფრენოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფის მონაცემები, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის (“საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) მე-4 თავის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) პირველი ნაწილის, მე-2 განყოფილების, მე-2 თავის მოთხოვნები;
კ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურის მეთვალყურეთა სამუშაო ადგილების აღჭურვის მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-III ნაწილის მოთხოვნები;
ლ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურში, მეთვალყურეთა ინსტრუქტაჟისა და ფრენის მონაცემთა განხილვებისათვის, შესაბამისი ფართის/ოთახის არსებობა და აღჭურვის მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-III ნაწილის მოთხოვნები;
მ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურში, მეთვალყურეების დასასვენებელი ოთახის არსებობა და აღჭურვის მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-III ნაწილის მოთხოვნები;
ნ) სამსახურის მეთვალყურეთა ცვლ(ებ)ის თვის სამუშაო გრაფიკის ნიმუში, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-IV ნაწილის, პირველი განყოფილების, პირველი თავის მოთხოვნები;
ო) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურის ფრენ(ებ)ის ხელმძღვანელისა და მეთვალყურეების პულტების ურთიერთკავშირის აღჭურვის მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-III ნაწილის მოთხოვნები;
პ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს აეროდრომ(ებ)ის საავარიო-სამაშველო სამსახურის/რაზმის შეტყობინების აპარატურის არსებობა და მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-III ნაწილის მოთხოვნები;
ჟ) წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ინფორმაცია ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში, საკუთარი და/ან სხვა საჰაერო მოძრაობის მომსახურე სამსახურების/ორგანოების მიზეზით მომხდარი საავიაციო მოვლენების მიზეზები და მათ თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემების, DOC 4444 („საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“) მე-2 თავის 2.4 პუნქტის და DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-II ნაწილის, პირველი განყოფილების, მე-3 თავის, აგრეთვე, საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
რ) ბოლო 12 თვის განმავლობაში, სამსახურის ძალებით, შიდა საინსპექციო შემოწმებ(ებ)ის ანგარიშ(ებ)ის ასლები, ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებათა ჩვენებით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშ(ებ)ში ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-II ნაწილის, პირველი განყოფილების, მე-3 თავის, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის მოთხოვნები. ამ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა წაეყენება ისეთ სამსახურს, რომელიც, ამ წესის ამოქმედებამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას;
ს) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბოლო 12 თვის განმავლობაში, სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე შენიშვნები და მათი აღმოფხვრის მდგომარეობა. ამ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა წაეყენება ისეთ სამსახურს, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას;
ტ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ექსტრემალურ პირობებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, გაფიცვა და სხვა) სამსახურის ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე, მეთვალყურეთა სამუშაო ადგილების რეზერვირების საკითხები (წესი, ინსტრუქცია, ბრძანება ან სხვა). ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბუთში ასახული უნდა იყოს, ექსტრემალურ პირობებში, სამსახურის მიერ საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მომსახურების შესაძლებლობა ექსტრემალური სიტუაციის აღმოფხვრის/გავლის სავარაუდო ვადით და შემდგომ (საჭიროების შემთხვევაში), საქართველოს საჰაერო სივრცის ან მისი ცალკეული ნაწილის დაკეტვა/შეზღუდვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
უ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მონაცემების ჩაწერის, შენახვის, სიზუსტის, სისრულის, აგრეთვე ინფორმაციის შენახვის ვადების დაცვის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) პირველი ნაწილის მე-2 განყოფილების მე-8 თავის 8.4 პუნქტის მოთხოვნებს;
ფ) საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად სამსახურის მეთვალყურეთა სამუშაო ადგილზე დაშვების წესი. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წესში ასახული უნდა იყოს მეთვალყურის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო კვალიფიკაციის მიღების ან სამუშაო პრაქტიკის ხანგრძლივი ვადით შეწყვეტის შემდეგ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლებამოსილების უშუალოდ განხორციელების მომენტამდე გასატარებელი ღონისძიებები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესი უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კანონმდებლობისა და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-IV ნაწილის პირველი განყოფილების მე-3 თავის 3.3 პუნქტის მოთხოვნებს;
ქ) სამსახურის მეთვალყურეთა მუშაობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად კონტროლის ტექნიკური საშუალებების არსებობისა და მათი გამოყენების წესი;
ღ) იმ საჰაერო სივრცის სტრუქტურის სქემა (არეების, საზღვრების ჩვენებით), რომლის ფარგლებშიც სამსახურმა უნდა განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება. სქემაში ასახული უნდა იყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების რაიონის, აეროდრომის ზონის, საერთაშორისო საჰაერო ტრასების, ადგილობრივი საჰაერო ხაზების, ფრენის შეზღუდული და აკრძალული არეების საზღვრები. სქემაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 31 ივლისის №371 ბრძანებულების „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს AIP-ით გამოქვეყნებული მოთხოვნები;
ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას ამ სამუშაოებში მონაწილე ორგანოებთან/სტრუქტურებთან სამსახურის ურთიერთმოქმედების წესი. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-XV თავის (“ძებნა და შველა“) და ჩიკაგოს კონვენციის მე-12 დანართის (“ძებნა და შველა“) მოთხოვნებს;
შ) ავარიული შეტყობინების წესი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) პირველი ნაწილის მეორე განყოფილების მე-2 თავის 2.3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;
ჩ) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურის მიერ უკანონო ჩარევის აქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-გადაცემის, აგრეთვე ასეთი აქტების დროს საჰაერო მოძრაობის მართვის საკითხები. ამ საბუთით განსაზღვრული საკითხები უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის (“უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) მოთხოვნებს;
ც) სამსახურის ხელმძღვანელი, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების (გარდა ამ პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა) განათლებისა და კვალიფიკაციის მონაცემები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფრენის უსაფრთხოებასა და უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების განათლება და კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 ივნისის №33 ბრძანებით („საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“), აგრეთვე ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებით („ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“) გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ძ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, აგრეთვე ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სამსახურის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ;
წ) სამსახურის ტექნიკური საშუალებების, მწარმოებლის ტექნიკური რეგლამენტით და/ან ამ წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანართებით/ოფიციალური გამოცემებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობის დამდგენი სპეციალური ფრენის (შემოფრენის) განხორციელების დამადასტურებელი საბუთი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ფრენის დამადასტურებელი საბუთი სამსახურმა უნდა წარმოადგინოს:
წ.ა) სამსახურის სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნისას; ან
წ.ბ) სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლების მოთხოვნისას, თუ მას, ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, შეჩერებული აქვს სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადა ტექნიკური საშუალებების შეუსაბამობის გამო მწარმოებლის ტექნიკური რეგლამენტით და/ან ამ წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანართებით/ოფიციალური გამოცემებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან; ან
წ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5🔗. სამსახურის სერტიფიკატის მისაღები განაცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და შეფასება
1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა ადმინისტრაციაში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული საბუთები და შემცველი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებს.
2. ადმინისტრაცია 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს შეესაბამება თუ არა განცხადება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
3. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენენ ადმინისტრაციის სათანადო სტრუქტურული ერთეულები/ქვედანაყოფები, დასკვნის სახით, ადმინისტრაციაში დადგენილი საქმის წარმოების წესით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
4. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად) შემთხვევაში ადმინისტრაცია განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია.
5. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში ადმინისტრაცია განცხადებით მიმართავს სამინისტროს განმცხადებლისათვის სახელმწიფო ქონების – საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების და ამ სივრცეში (ან მის გარკვეულ არეში) საჰაერო მოძრაობის მომსახურების განხორციელებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე. სამინისტრო ამ პუნქტით განსაზღვრულ თანხმობაზე ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს ადმინისტრაციის განცხადების სამინისტროში რეგისტრაციიდან 2 (ორი) კვირის ვადაში და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ადმინისტრაციას.
მუხლი 6🔗. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება (II ეტაპი)
1. ამ „წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანხმობის მიღების შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომში – კომისია) სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას.
2. კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) სამსახურს გააჩნია საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებული, მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული და ადმინისტრაციის მიერ აღიარებული ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 („საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) მე-III ნაწილის პირველი განყოფილების და ამ წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს:
ა.ა) ყველგანმიმართული განსაკუთრებით მაღალი სიხშირის რადიოსადგური (VOR);
ა.ბ) მომყვანი რადიოსადგური (NDB);
ა.გ) საავიაციო კავშირგაბმულობის აღჭურვილობა;
ა.დ) პირველადი და მეორადი რადიოლოკატორები;
ა.ე) ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც გამოსახავს მონიტორზე რადიოლოკაციურ ინფორმაციას;
ა.ვ) ინსტრუმენტალური დასაფრენი სისტემა მეტრულ დიაპაზონში (ILS).
ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის (“საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) მე-2 თავის 2.2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, სამსახურს შეუძლია:
ბ.ა) საჰაერო ხომალდების შეჯახების თავიდან აცილება;
ბ.ბ) სამანევრო ფართზე მყოფი საჰაერო ხომალდების შეჯახების თავიდან აცილება ამ ფართზე არსებულ დაბრკოლებებთან;
ბ.გ) საჰაერო მოძრაობის მოწესრიგებული ნაკადის აჩქარება და შენარჩუნება;
ბ.დ) უსაფრთხო და ეფექტური ფრენების უზრუნველსაყოფად საჭირო აუცილებელი კონსულტაციების გაწევა, ინფორმაციის მიწოდება;
ბ.ე) ხიფათში მყოფი და/ან მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდ(ებ)ის შესახებ სათანადო ორგანოების/სამსახურების და საძებნ-სამაშველო სამსახურების/რაზმების შეტყობინება და მათთან უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობით დაკავშირებული სპეციალისტების განათლება და კვალიფიკაცია შეესაბამება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებით (“ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“) გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
დ) სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურა შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ამოცანებს და ამავე დროს, სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების ურთიერთობები, აგრეთვე სამსახურის მართვის არსებული სისტემა უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოდ მომსახურების ღონისძიებათა განხორციელებას. სამსახურის მართვის სისტემა ასევე უნდა უზრუნველყოფდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის (“საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და მის შესაბამისად გამოცემული ICAO-ს ოფიციალური გამოცემების (DOC-ების), აგრეთვე ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული წესების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების შემსრულებლამდე დაყვანას;
ე) სამსახურის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები/ქვედანაყოფები დაკომპლექტებულია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშაკების იმ რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს ამ სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების ფუნქციონირებას საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის №70 ბრძანების „საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად;
ვ) სამსახურში არსებობს და მოქმედებს ავიასპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების/დადასტურების სისტემა;
ზ) განმცხადებელს, კომპეტენციის ფარგლებში, გააჩნია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ფრენების მომსახურებასთან დაკავშირებული მოქმედი ნორმატიული აქტები, აგრეთვე, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომია შესაბამისი თანამშრომლებისათვის;
თ) განმცხადებლის სპეციალისტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, იცნობენ ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, წესების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების მოთხოვნებს;
ი) განმცხადებლის მიერ გამოცემული შიდა ბრძანებები, წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის დანართებისა და მათ შესაბამისად გამოცემული ICAO-ს ოფიციალური გამოცემების (DOC-ების), აგრეთვე საქართველოს საჰაერო კოდექსისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს;
კ) განმცხადებლის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების ფუნქციონირების/საქმიანობის კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხო მომსახურების ტექნოლოგიური ოპერაციების მოთხოვნათა დაცვას;
ლ) განმცხადებლის საქმის წარმოება, რომელიც ეხება საჰაერო მოძრაობის მომსახურების, ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობის მომსახურებისა და რემონტის საკითხებს, სამუშაო და დასვენების დროის ნორმებს, საექსპლუატაციო ჩანაწერებს, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამსახველ სხვა საბუთებში სავალდებულო ჩანაწერებს და ამ ჩანაწერების სიზუსტეს, დროულობას, სისტემატურობას, ეფექტიანობას და სისრულეს, ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“), ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC – 4444 („საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“), საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე და დაცვით;
მ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოფრენით დადგენილი პარამეტრები შეესაბამება ტექნიკური საშუალებების მწარმოებლის მიერ შემუშავებული ან მის მიერ აღიარებული ტექნიკური რეგლამენტ(ებ)ით, აგრეთვე, ამ წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანართებით/ოფიციალური გამოცემებით განსაზღვრულს;
ნ) განმცხადებელი, საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 ივნისის №253 ბრძანებულების „საქართველოს სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ“ შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირებულ მოქმედებას;
ო) სამსახური უზრუნველყოფს უკანონო ჩარევის აქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-გადაცემას, აგრეთვე ასეთი აქტების დროს საჰაერო მოძრაობის მართვას ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის (“უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) მოთხოვნების შესაბამისად;
პ) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობა (ტექნიკური საშუალებები, აღჭურვილობა, შენობები და ნაგებობები, სამუშაო ადგილების აღჭურვა, სპეციალისტების საკმარისი რაოდენობის არსებობა და მათი კვალიფიკაცია, ძირითადი საშუალებების ფლობა და მათი ექსპლუატაციის უფლება და სხვა) შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბუთების მონაცემებს.
3. კომისია, განმცხადებლის სტრუქტურული ერთეულების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებების შეფასების და სპეციალისტების კომპეტენტურობის დადგენის, აგრეთვე საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობის შეფასების მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უფლებამოსილია მოითხოვოს საცდელი ფრენის შესრულება, რომლის მომსახურების შედეგებიც გაანალიზებულ უნდა იქნეს კომისიის მიერ. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საცდელი ფრენის შესრულების ხარჯები ანაზღაურდება განმცხადებლის მიერ.
4. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება ოქმში (დანართი №6).
5. ოქმი შეიცავს აგრეთვე კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროებაზე;
ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.
7. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ადმინისტრაცია წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია.
8. კომისია, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული, განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივი მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია – დადებითი, თუ არა – უარყოფითი) ერთად ასახავს ოქმში.
მუხლი 7🔗. სერტიფიცირება/აღიარება მოწვეული სპეციალისტებით
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სპეციალისტ(ებ)ის მოწვევა შეიძლება განხორციელდეს:
ა) ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის სრული შემოწმების მიზნით;
ბ) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის ცალკეული საკითხ(ებ)ის შემოწმების მიზნით;
გ) ამ წესის მე-19 მუხლით განსაზღვრული ტექნიკური საშუალების აღიარების მიზნით;
დ) ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების და პროცედურების განსასაზღვრავად;
ე) ამ წესით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მოწვეული სპეციალისტებისაგან შემდგარი ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ამოწმებს ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
3. ჯგუფი:
ა) შემოწმებას ახორციელებს საკუთარი მეთოდიკის შესაბამისად, რომელიც წინასწარ თანხმდება ადმინისტრაციასთან;
ბ) უფლებამოსილია, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მოითხოვოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საცდელი ფრენა, ამავე პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის და პირობებით;
გ) შემოწმების შედეგებს ასახავს შემოწმების ოქმში, რომელშიც სავალდებულოდ უნდა იყოს ასახული ჯგუფის დასკვნა სამსახურის სერტიფიკატის გაცემის (დადებითი) ან გაცემაზე უარის თქმის (უარყოფითი) შესახებ. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–”ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოწვეულ სპეციალისტზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები.
5. ჯგუფის ან მოწვეული სპეციალისტის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებენ ადმინისტრაციის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები.
6. სპეციალისტ(ებ)ის მოწვევასთან და მათ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ამოცანებთან დაკავშირებული სამუშაოების ხარჯებს, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებს სამსახურის სერტიფიკატის მიღებით ან ტექნიკური საშუალების აღიარებით დაინტერესებული პირი.
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციის მიერ სამსახურის სერტიფიკატის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. ადმინისტრაცია, ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან ამავე მუხლის მე-8 პუნქტით ან ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, ღე-ბულობს გადაწყვეტილებას სამსახურის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე.
2. ადმინისტრაცია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გასცემს სამსახურის სერტიფიკატს.
3. გაცემული სამსახურის სერტიფიკატი რეგისტრირდება „საჰაერო მოძრაობის სამსახურების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში“ (შემდგომში – რეესტრი), რომელსაც, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად, აწარმოებს ადმინისტრაცია.
4. სამსახურის სერტიფიკატის მოქმედება უვადოა. სამსახურის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, სამსახურის სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს კონკრეტული მოქმედების ვადით.
5. ადმინისტრაცია სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობას კომპლექსურად ამოწმებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ამ წესის 22-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.
6. ადმინისტრაციის მიერ სამსახურის სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქმება:
ა) ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებლის მიერ ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში;
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში;
გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, სამინისტროს მიერ თანხმობაზე უარის თქმის შემთხვევაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 9🔗. სერტიფიცირებული სამსახურის მონაცემების გამოქვეყნება
1. სამსახურის სერტიფიკატის გაცემის შემდეგ ადმინისტრაცია, ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის („სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურები“) და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სახელმძღვანელო“) მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს ამ სამსახურის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას საქართველოს AIP-ში.
2. მონაცემების გამოქვეყნება ხორციელდება ICAO-ს ოფიციალური გამოცემით DOC 8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სახელმძღვანელო“) განსაზღვრული საავიაციო ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებისა და ამოქმედების თარიღების (AIRAC) გათვალისწინებით.
მუხლი 10🔗. სამსახურის სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება. სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა
1. ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა:
ა) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ჩიკაგოს კონვენციით, მისი დანართებით, საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ წესით დადგენილ ფრენის უსაფრთხოებისა და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოწვიოს) საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანხმობა სამინისტროს მიერ გამოცხადდა ძალადაკარგულად;
გ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ეგზავნება სამსახურს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.
3. სამსახურის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვით.
4. სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადა განახლდება, თუ აღმოფხვრილი იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველი და სამსახურის სერტიფიკატის მფლობელმა წერილობით აცნობა ადმინისტრაციას ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და, ამასთან ერთად, ადმინისტრაცია დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.
5. სამსახურის სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სამსახურის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.
6. სამსახურის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;
ბ) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
7. სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება სამსახურის განცხადების საფუძველზე ან ამ წესის მე-20 და 22-ე მუხლებით განსაზღვრული მუდმივი ზედამხედველობის და კონტროლის, აგრეთვე, საინსპექციო და კომპლექსური შემოწმებების, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას და ისინი აისახება სერტიფიკატის დანართში.
მუხლი 11🔗. სასერტიფიკაციო მოთხოვნებიდან გათავისუფლება
1. ადმინისტრაციას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამსახურის წერილობითი განცხადების საფუძველზე, შეუძლია მას მისცეს კონკრეტული სასერტიფიკაციო მოთხოვნებიდან გათავისუფლების უფლება, რაც, საჭიროების შემთხვევაში, აღინიშნება სერტიფიკატში და/ან მის დანართში.
2. სასერტიფიკაციო მოთხოვნებიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე, ადმინისტრაცია უნდა დარწმუნდეს, რომ სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ფრენის უსაფრთხოება.
3. სასერტიფიკაციო მოთხოვნ(ებ)იდან გათავისუფლების უფლება ეძლევა სამსახურს იმ პირობით, თუ გათავისუფლების შემთხვევაში, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პირობები და პროცედურები შესაბამისობაში იქნება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დადგენილ პირობებთან და პროცედურებთან.
4. თუ სამსახურის ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო მახასიათებლები არ შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-10 („საავიაციო კავშირგაბმულობა“) და მე-11 დანართებით (“საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) დადგენილ სტანდარტებს და/ან რეკომენდებულ პრაქტიკას, ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9426 (“საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“) III ნაწილის, მე-2 განყოფილების, პირველი თავის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ადმინისტრაციას შეუძლია განსაზღვროს ის პირობები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ეკვივალენტური დონის შესანარჩუნებლად.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული, კონკრეტულ სასერტიფიკაციო მოთხოვნებიდან გათავისუფლების მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნდება საქართველოს AIP-ში ან ვრცელდება NOTAM-ის სახით.
მუხლი 12🔗. სამსახურის სერტიფიკატის გადაცემა
1. სამსახურის სერტიფიკატის გადაცემა ნიშნავს სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის შეცვლას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. სამსახურის სერტიფიკატის გადაცემაზე, ადმინისტრაციის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირზე (სამსახურის სერტიფიკატის ახალ მფლობელზე) გაიცემა ახალი სამსახურის სერტიფიკატი. სამსახურის სერტიფიკატის ძველი მფლობელი ადმინისტრაციას უბრუნებს სამსახურის სერტიფიკატს მისი გაუქმების მოთხოვნით, რის თაობაზეც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი რეესტრში.
3. იმ სამსახურის სერტიფიკატის გადაცემა, რომლის მფლობელსაც მთლიანად ან უპირატესად ან რომლის აქციების (წილების) საკონტროლო პაკეტსაც ფლობს სახელმწიფო–საქართველო, დასაშვებია მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. ადმინისტრაცია იხილავს სამსახურის სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემის თაობაზე განცხადებას, თუ:
ა) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი 60 (სამოცი) დღით ადრე მაინც წარუდგენს ადმინისტრაციას განცხადებას სამსახურის ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე;
ბ) განცხადებაში სავალდებულოდ აღინიშნება პირი, რომელსაც უნდა გადაეცეს სამსახურის სერტიფიკატი;
გ) სამსახურის სერტიფიკატის მიღების მსურველი პირი ადმინისტრაციაში წარადგენს წერილობით განცხადებას სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის მიერ სმმ-ის შეწყვეტამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
5. სამსახურის სერტიფიკატის მიღების მსურველი პირი, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, უნდა უზრუნველყოფდეს სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის მიმართ ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. ადმინისტრაცია, სამსახურის სერტიფიკატის მიღების მსურველის განცხადების განხილვისას უნდა დარწმუნდეს, რომ განმცხადებელი, სამსახურის სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფორმით მომსახურებას ამასთან:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე, განმცხადებლის სტრუქტურული ერთეულები არ განიცდის არსებით ცვლილებებს;
ბ) სამსახურის მეთვალყურეები და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი რჩებიან თავის სამუშაო ადგილზე ან იცვლებიან ეკვივალენტური კვალიფიკაციის მქონე სხვა სპეციალისტებით;
გ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მართვის სისტემები იფუნქციონირებს იმავე ეფექტურობით;
დ) როგორც საჰაერო მოძრაობის მომსახურების, ასევე ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის პროცედურები რჩება უცვლელი ან იცვლება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ადეკვატური ეფექტურობის პროცედურებით.
7. ადმინისტრაცია, სამსახურის სერტიფიკატის გადაცემაზე ან გადაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების შესაბამის პროცედურებს, ახორციელებს ამ წესის თავი II-ის შესაბამისად.
8. ამ მუხლით განსაზღვრული სერტიფიკატის გადაცემა ხორციელდება ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული სერტიფიკატის უკან დაბრუნების შემდეგ.
მუხლი 13🔗. სამსახურის სერტიფიკატის უკან დაბრუნება
1. სამსახურის სერტიფიკატი უბრუნდება მის გამცემ ორგანოს და უქმდება სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე ამ წესის მე-12 და მე-14 მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში ან სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის სურვილით.
2. განცხადების მიღების შემდეგ ადმინისტრაცია ვალდებულია:
ა) შეამოწმოს განმცხადებლის, როგორც სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის, უფლებამოსილება სამსახურის სერტიფიკატის უკან დაბრუნების თაობაზე;
ბ) შეამოწმოს, რომ სამსახურისაგან მიღებული განცხადება შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს;
გ) დარწმუნდეს, რომ სამსახურის სერტიფიკატის უკან დაბრუნების შესახებ განცხადება წარმოდგენილია მის გაუქმებამდე 60 დღით ადრე. განმცხადებლის მიერ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაზე ადრე სმმ-ს შეჩერებისა და ამის თაობაზე ადმინისტრაციის ინფორმირების შემთხვევაში, ადმინისტრაცია აჩერებს სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადას და აღნიშნულის თაობაზე აქვეყნებს NOTAM-ს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ადმინისტრაცია, უკან დაბრუნებული სამსახურის სერტიფიკატის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის სერტიფიკატის დაბრუნების თაობაზე განცხადების ადმინისტრაციაში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში და აღნიშნულზე წერილობით გადაწყვეტილებას აცნობებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
4. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სმმ-ის და შესაბამისად, სამსახურის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის (“სააერო-ნავიგაციო ინფორმაციის სამსახურები“) მოთხოვნების შესაბამისად.
5. ადმინისტრაცია უკან დაბრუნებულ სამსახურის სერტიფიკატს აუქმებს განცხადებაში აღნიშნული თარიღით, რის თაობაზეც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი რეესტრში.
მუხლი 14🔗. სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანა ნიშნავს მოქმედი სერტიფიკატის ადმინისტრაციისათვის უკან დაბრუნებას და ამ მუხლის შესაბამისად ახალი სერტიფიკატის გაცემას, მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.
2. სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს ადმინისტრაციას წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.
3. ადმინისტრაციას შეაქვს სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ი, თუ:
ა) შეიცვალა სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
ბ) შეიცვალა სმმ-ის ის პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სამსახურის სერტიფიკატი;
გ) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას.
4. ადმინისტრაცია, განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს ადმინისტრაციაში განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში და ღებულობს გადაწყვეტილებას სამსახურის სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის ან ცვლილებ(ებ)ის შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
5. ადმინისტრაცია ახალ სამსახურის სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში და ამის თაობაზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს რეესტრში. ძველი სამსახურის სერტიფიკატი უბრუნდება ადმინისტრაციას.
მუხლი 15🔗. სამსახურის სერტიფიკატი. სამსახურის სერტიფიკატის რეგისტრაცია. რეესტრი
1. სამსახურის სერტიფიკატის და მისი დანართის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართებით №8 და №9.
2. სამსახურის სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება 6 (ექვსი) არაბული ციფრისაგან და სამი ლათინური ასოსაგან – ATS. ნომრის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გაცემის დღეს, შემდეგი ორი – გაცემის თვეს, დანარჩენი ორი – გაცემის წლის ბოლო ორ ციფრს (თუ სამსახურის სერტიფიკატის გაცემის დღე, თვე ან წლის ბოლო ორი ციფრი 10-ზე ნაკლებია, მაშინ ციფრის წინ იწერება 0 (ნული).
3. სამსახურის სერტიფიკატი და მისი დანართი ივსება ქართულ ენაზე.
4. სამსახურის სერტიფიკატში აისახება:
ა) სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი და მისი იურიდიული მისამართი;
ბ) სამსახურის სერტიფიკატის გაცემის თარიღი;
გ) სამსახურის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება.
5. სამსახურის სერტიფიკატში სავალდებულოდ აღინიშნება, რომ სამსახურის სერტიფიკატი ძალაშია მხოლოდ მის დანართთან ერთად.
6. ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამსახურის სერტიფიკატი აღირიცხება რეესტრში, რომელსაც აწარმოებს ადმინისტრაცია.
7. სამსახურის სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა ადმინისტრაციის მიერ, სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის განცხადების ადმინისტრაციაში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა – “დუბლიკატი“.
8. რეესტრში შეიტანება სამსახურის სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული მონაცემები, აგრეთვე სამსახურის სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, გაუქმების, ცვლილებების შეტანის, დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები, აგრეთვე, კომპლექსური შემოწმების შესახებ ინფორმაცია.
9. რეესტრის მონაცემები საჯაროა.
მუხლი 16🔗. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა
1. სამსახური, ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის („საავიაციო ელექტროკავშირი“) მე-2 თავის, მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) მე-2 და მე-5 თავების, ICAO-ს ოფიციალური გამოცემების DOC 9734 („ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლის ორგანიზების სახელმძღვანელო“), DOC 8973 („უკანონო ჩარევის აქტებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმძღვანელო“) და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 07 მაისის № 014-ს ბრძანებულების „უკანონო ჩარევის აქტებისგან სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემის დებულების შესახებ“ საფუძველზე შეიმუშავებს ფრენის უსაფრთხოების პროგრამას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პროგრამაში, ამავე პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების/ოფიციალური გამოცემების მოთხოვნებით გათვალისწინებულის გარდა, განსაზღვრული უნდა იყოს ის კონკრეტული პირები (თანამდებობები), რომლებიც უფლებამოსილნი არიან ფრენის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სისტემის ჩამოყალიბებასა და სათანადო დონეზე შენარჩუნებაზე, შიდა თვითკონტროლსა და ფრენის უსაფრთხოებაზე უარყოფითად მოქმედი ნაკლოვანებების (რისკფაქტორების) ეფექტურ აღმოფხვრაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამა, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებამდე, შესათანხმებლად წარედგინება ადმინისტრაციას.
მუხლი 17🔗. ანგარიშის/შეტყობინების წარდგენა
1. სამსახური უზრუნველყოფს, რათა ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში გადაცემული იყოს შესაბამისი ანგარიში/შეტყობინება:
ა) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობაზე – სამსახური, ნებისმიერი საშუალებით მიღებულ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ადმინისტრაციას და იმ დაინტერესებულ საწარმოს/ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროსაც განეკუთვნება უზუსტობა. იმ შემთხვევაში, თუ ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობა განეკუთვნება სამსახურის საქმიანობის სფეროს, სამსახური დაუყოვნებლივ ამოწმებს მას და შემოწმების შედეგებს ასევე დაუყოვნებლივ აცნობებს ადმინისტრაციას;
ბ) წინასწარ დაგეგმილ ცვლილებებზე – შენობა-ნაგებობების, ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე მომსახურების დონის შესახებ სამსახური წერილობითი ფორმით, არანაკლებ 60 კალენდარული დღით ადრე, ატყობინებს ადმინისტრაციას;
გ) დაუყოვნებლივი შეტყობინებით ადმინისტრაციას წერილობით გადაეცემა ინფორმაცია:
გ.ა) სამსახურის მომსახურებად ზონაში არსებული ისეთი დაბრკოლებისა ან სახიფათო პირობების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოებაზე;
გ.ბ) საქართველოს AIP-ში, NOTAM-ში და ანალოგიურ ოფიციალურ გამოცემებში გამოქვეყნებული მომსახურების დონის გაუარესებაზე;
გ.გ) იმ სხვა ნებისმიერი პირობების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ/შეუძლია მოახდინონ ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და რომელთა მიმართ მიიღება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ზომები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამსახურის მიერ მის მომსახურებად საჰაერო სივრცეში/ზონაში მყოფი საფრენოსნო ეკიპაჟების სასწრაფო შეტყობინება სავალდებულოა.
3. ამ მუხლით განსაზღვრული, დაუყოვნებელ გადაცემას დაქვემდებარებული შეტყობინება, როგორც წესი, გადაიცემა საავიაციო ელექტროკავშირგაბმულობის ფიქსირებული სპეციალური ქსელის (AFTN) საშუალებით.
თავი III
ტექნიკური საშუალების სერტიფიცირება და აღიარება
მუხლი 18🔗. ტექნიკურ საშუალებაზე სერტიფიკატის გაცემა
სამსახურის ტექნიკური საშუალებაზე სერტიფიკატი გაიცემა მწარმოებლის მიერ.
მუხლი 19🔗. ტექნიკური საშუალების აღიარება
1. სამსახურის ტექნიკური საშუალების აღიარებას (აღიარებაზე უარის თქმას) ახორციელებს ადმინისტრაცია სამსახურის წერილობითი განცხადების საფუძველზე და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკური საშუალება გამოიყენება ან უნდა იქნეს გამოყენებული სამსახურის მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მას უნდა დაერთოს:
ა) ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების:
ა.ა) სერტიფიკატი;
ა.ბ) მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტი ან ტექნიკური მახასიათებლების დამადასტურებელი საბუთი:
ა.გ) მწარმოებლის მიერ შემუშავებული ან მის მიერ აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი ან ტექნიკური ექსპლუატაციის წესი;
ა.დ) სამსახურის მიერ ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ა.ე) საექსპლუატაციო ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საბუთი (როგორც წესი–შეთანხმება), რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ასახული და გამიჯნული სამსახურის და მწარმოებლის უფლებამოსილებათა საკითხები;
ბ) მწარმოებელზე გაცემული ლიცენზია, სერტიფიკატი ან სხვა საბუთი, რომლითაც დადასტურდება, რომ მწარმოებელი, ICAO-ს ან სამოქალაქო ავიაციის ევროპის კონფერენციის მიერ აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციის ან ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ აღიარებულია იმ პირად, რომელსაც უფლება აქვს დაამზადოს ასაღიარებელი ტექნიკური საშუალება ან პასუხისმგებლობა აიღოს მის საბოლოო აწყობაზე.
3. ადმინისტრაცია აღიარებს ტექნიკურ საშუალებას, თუ იგი გამოიყენება ან უნდა იქნეს გამოყენებული სამსახურის მიერ როგორც:
ა) საჰაერო მოძრაობის სანავიგაციო საშუალება და იგი აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის (“საავიაციო კავშირგაბმულობა“) I ტომის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 8071-ის I ტომის („რადიოსანავიგაციო საშუალებების გამოცდის სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს;
ბ) საავიაციო კავშირგაბმულობის საშუალება და იგი აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის („საავიაციო კავშირგაბმულობა“) II და III ტომების მოთხოვნებს;
გ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო საშუალება და იგი აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის (“საავიაციო კავშირგაბმულობა“) IV ტომის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 8071 („რადიოსანავიგაციო საშუალებების გამოცდის სახელმძღვანელო“) III ტომის მოთხოვნებს;
დ) ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტექნიკური საშუალება და იგი რეკომენდებულია ამ წესით განსაზღვრული სხვა ტექნიკური საშუალების მწარმოებლის მიერ.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული აღიარებისას, ადმინისტრაცია უნდა დარწმუნდეს, რომ ასაღიარებელი ტექნიკური საშუალების ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება მისი სერტიფიკატით და/ან ტექნიკური პასპორტით ან ტექნიკური მახასიათებლების დამადასტურებელი საბუთით განსაზღვრულ საექსპლუატაციო პარამეტრებს.
5. ადმინისტრაციის მიერ ტექნიკური საშუალების აღიარებისას (აღიარებაზე უარის თქმისას) გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ასლი ინახება სამსახურის საქმეში, სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ აღიარებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდნენ ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება.
7. ადმინისტრაციის მიერ ტექნიკური საშუალების აღიარებაზე უარი ეთქმება, თუ განცხადება, თანდართული საბუთები, შემცველი ინფორმაცია და/ან ტექნიკური საშუალების მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს. უარი უნდა იყოს დასაბუთებული და მასში დეტალურად უნდა იყოს აღნიშნული უარის თქმის მიზეზ(ებ)ი.
თავი IV
ზედამხედველობა და კონტროლი
მუხლი 20🔗. სამსახურის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, ტექნიკური საშუალების მდგომარეობაზე ზედამხედველობა და კონტროლი
1. სამსახურის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე (შემდგომში – საქმიანობაზე) ან ტექნიკური საშუალების მდგომარეობაზე ზედამხედველობა და კონტროლი სამსახურის სერტიფიცირების და ტექნიკური საშუალების აღიარების განუყოფელი ნაწილია და მას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს ადმინისტრაცია.
2. სამსახურის და ტექნიკური საშუალების მდგომარეობის გეგმური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობას და ვადებს ადგენს ადმინისტრაცია.
3. საინსპექციო შემოწმების ფორმები და მეთოდები, შემმოწმებლების უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 13 დეკემბრის №8 ბრძანებით „საავიაციო საქმიანობის საინსპექციო შემოწმებისა და ზედამხედველობის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“. სამსახურის საინსპექციო შემოწმების საკონტროლო ფორმის (check–list) ნიმუში მოყვანილია ამ წესის დანართი №4-სა და დანართ №5-ში. ამ პუნქტით განსაზღვრულ საკონტროლო ფორმებში, საინსპექციო შემოწმების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დასაშვებია შესაბამისი ცვლილებების და/ან დამატებების განხორციელება, რაც ასახული უნდა იყოს საინსპექციო შემოწმების ჩატარების თაობაზე ადმინისტრაციის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში), ამ ცვლილებებისა და/ან დამატებების მიზეზის ჩვენებით.
4. ადმინისტრაციის სპეციალისტების მიერ განხორციელებული ნებისმიერი სახის (გეგმური, არაგეგმური) საინსპექციო შემოწმების, საზედამხედველო და საკონტროლო საქმიანობის შედეგები აისახება ოქმ(ებ)ში, რომლებიც სერტიფიცირების დოკუმენტებთან ერთად 7 (შვიდი) წლის განმავლობაში ინახება ადმინისტრაციაში (ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მასალებში).
5. სამსახურის საქმიანობაზე და/ან ტექნიკური საშუალების მდგომარეობაზე ზედამხედველობა ითვალისწინებს:
ა) სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას;
ბ) სამსახურის ფუნქციონირებისას, ამ წესის მე-17 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, ადმინისტრაციისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ანგარიშების/შეტყობინებების მდგომარეობის შემოწმებას;
გ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მდგომარეობის შემოწმებას;
დ) სამსახურის ფრენის უსაფრთხოების სისტემის პერიოდული შემოწმებ(ებ)ის ჩატარებას, აგრეთვე, ტექნიკური საშუალების საექსპლუატაციო პროცედურების დადგენილი პერიოდულობით და სრულად ჩატარების შემოწმებას;
ე) სამსახურის მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუდმივ ანალიზს.
თავი V
სამსახურის სერტიფიკატის გამცემის და მფლობელის უფლებამოსილება. აღიარებული ტექნიკური საშუალების მფლობელის უფლებამოსილება. პასუხისმგებლობა
მუხლი 21🔗. შემმოწმებლის დაშვება სამსახურში
1. ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილ პირს, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ნებისმიერი დროს შეუძლია განახორციელოს სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის საინსპექციო შემოწმება, რომლის დროსაც მოწმდება ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, სამსახურის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები, მათი საბუთები და ჩანაწერები, საჰაერო მოძრაობის მომსახურებისა და მართვის სისტემები, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, ამ წესით განსაზღვრული სხვა საკითხები.
2. სამსახური ვალდებულია ხელი შეუწყოს საინსპექციო შემოწმების სრულყოფილად ჩატარებას.
მუხლი 22🔗. საინსპექციო და კომპლექსური შემოწმებები
1. სამსახური, საკუთარი, ადმინისტრაციის ან მოწვეული სპეციალისტების ძალებით, აწარმოებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საინსპექციო შემოწმებას უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფის მიზნით:
ა) სამსახურის მომსახურებად საჰაერო სივრცეში მომხდარი ნებისმიერი საავიაციო მოვლენის მოხდენისთანავე;
ბ) სამსახურის შენობა-ნაგებობ(ებ)ის და/ან ტექნიკური საშუალებ(ებ)ის რემონტის ან გადაიარაღების ან მშენებლობის დროს;
გ) ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობის შემთხვევაში, თუ უზუსტობა განეკუთვნება სამსახურის საქმიანობის სფეროს;
დ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა იქმნება ისეთი პირობები, რაც უარყოფითად მოქმედებს/იმოქმედებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებაზე, ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე.
2. ადმინისტრაცია, სამსახურის კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მიზნით. კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს ადმინისტრაციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომლის უფლებამოსილება და შემოწმების ვადები განისაზღვრება ამ აქტით. კომპლექსური შემოწმების ჩატარების თაობაზე, სამსახურს ეცნობება შემოწმების დაწყების თარიღამდე ერთი თვით ადრე მაინც. შემოწმების შედეგები აისახება კომისიის ოქმში (დანართი №7), რომელსაც იხილავს ადმინისტრაცია, შემოწმების დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 23🔗. სამსახურის სერტიფიკატის, აღიარებული ტექნიკური საშუალების მფლობელის უფლებამოსილება
სამსახურის სერტიფიკატის, აღიარებული ტექნიკური საშუალების მფლობელი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საქმიანობა სამსახურის სერტიფიკატში და მის დანართში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 („საავიაციო კავშირგაბმულობა“), მე-11 („საჰაერო მოძრაობის მომსახურება“) და მე-17 („უშიშროება. სამოქალაქო ავიაციის დაცვა უკანონო ჩარევის აქტებისაგან“) დანართებით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების, ამ წესის და სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვა;
გ) ავარიული მდგომარეობის, კავშირის შეწყვეტის და გაუთვალისწინებელი სიტუაციისას, იმოქმედოს ამ წესის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 4444 („საჰაერო მოძრაობის ორგანიზება“) მე-15 თავის მოთხოვნების შესაბამისად;
დ) მოითხოვოს კონსულტაციები ადმინისტრაციასთან საჰაერო მოძრაობის მომსახურების უსაფრთხოდ წარმოების თაობაზე;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობოს ადმინისტრაციას საჰაერო მოძრაობის მომსახურების დროს მომხდარ საავიაციო მოვლენაზე;
ვ) უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურე პერსონალის კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვა, სამსახურის ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობა, მათი პარამეტრების მუდმივი და სისტემატური შემოწმება;
ზ) სამსახურის შემოწმების ანგარიშები შეინახოს 7 წლის განმავლობაში;
თ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის უზუსტობაზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად წერილობით აცნობოს/მიმართოს ადმინისტრაციას;
ი) ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში წერილობით აცნობოს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ;
კ) უზრუნველყოს, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გამოქვეყნება საქართველოს AIP-ში, ICAO-ს ოფიციალური გამოცემით – DOC 8126 („სააერნაოსნო ინფორმაციის სახელმძღვანელო“) განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ლ) ფრენების უსაფრთხოების მიზნით უზრუნველყოს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების შესრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საავიაციო ელექტროკავშირგაბმულობის ფიქსირებული სპეციალური ქსელით (AFTN) გადაცემა;
მ) განახორციელოს ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლე-ბამოსილებანი.
მუხლი 24🔗. ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი
ადმინისტრაცია, როგორც სამსახურის სერტიფიკატის გამცემი და ტექნიკური საშუალების აღიარების განმხორციელებელი ორგანო, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და წესით:
ა) გასცემს სამსახურის სერტიფიკატს, შეაჩერებს ან განაახლებს მისი მოქმედების ვადას, აუქმებს მას, ზღუდავს სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებულ უფლებებს, გასცემს დუბლიკატს, უარს აცხადებს სამსახურის სერტიფიკატის გაცემაზე;
ბ) შეაქვს ცვლილებები სამსახურის სერტიფიკატში და მის დანართში;
გ) აწარმოებს რეესტრს;
დ) საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საბუთებს ინახავს სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების მთელი ვადის და შემდგომ 7 (შვიდი) წლის განმავლობაში;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს სამსახურის სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე;
ვ) ორგანიზებას უკეთებს ამ წესის დანართი №10-ით გათვალისწინებულ საავიაციო გამოკვლევებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 25🔗. პასუხისმგებლობა
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი N1
ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას
-----------------------------------------------------------
(საჰაერო მოძრაობის სამსახურის დასახელება)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიკატის მიღების თაობაზე
________________________________________________________________________
(განმცხადებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საფირმო დასახელება)
იურიდიული მისამართი: ________________________________________________
ტელეფონი: –––––– ფაქსი: ––––––– საფოსტო კოდი–––– ელფოსტა ––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა, სახელი, გვარი)
მოგმართავთ საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიკატის მიღების თხოვნით
განცხადების შინაარსი, საქმიანობის სფერო: -------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
განცმხადებელი იცნობს და აღიარებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედ კანონმდებლობას;
განმცხადებელი ადასტურებს წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობას;
დამატებითი ცნობები -------------------------------------------;
5. განცხადებას თან ერთვის (საბუთების ჩამონათვალი, სახე და დასახელება):
სულ -------- ფურცელი.
----------------- ---------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ბ.ა.
------ -------------- 200 წ.
(თარიღი)
დანართი N2
ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას
---------------------------------------------------------------------------------------------------
(საჰაერო მოძრაობის სამსახურის დასახელება)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შესატანად
სერტიფიკატის მფლობელი ----------------------------------------------------------------
(მფლობელის დასახელება)
სერტიფიკატის N-----------------
განმცხადებლის იურიდიული მისამართი -----------------------------------------------
(იურიდიული მისამართი)
გთხოვთ, სერტიფიკატში და/ან მის დანართ(ებ)ში შეიტანოთ ცვლილებები:
--------------------------------------------------------------------------------------------------
(ცვლილებების სახე და მიზეზი)
განცხადებაზე თანდართულია შემდეგი საბუთები:
----------------------------------------------- --------------------------
(საბუთის სახე და დასახელება) (ფურცლების რაოდენობა)
----------------------------------------------- --------------------------
(საბუთის სახე და დასახელება) (ფურცლების რაოდენობა)
----------------------------------------------- --------------------------
(საბუთის სახე და დასახელება) (ფურცლების რაოდენობა)
განმცხადებელი იცნობს და აღიარებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგში
მოქმედ კანონმდებლობას.
განმცხადებელი ადასტურებს წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობას.
------------------------------------ -----------------------------
(განმცხადებლის დასახელება) (თანამდებობა)
---------------- --------------------
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ბ.ა.
----- -------------- 200 წ.
(თარიღი)
დანართი N3
------------------------------------------------------------------------------------------------
(საჰაერო მოძრაობის სამსახურის დასახელება)
განცხადების, თანდართული საბუთებისა და მათი შემცველი ინფორმაციის სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის ოქმი
-------------------
(თარიღი)
N
შესამოწმებელი საბუთების ჩამონათვალი
შენიშვნები და საჭირო ქმედებები
1
2
3
დასკვნა:
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
საბუთების შემოწმების შედეგებისა და განმცხადებლის მიერ ნაკლოვანებების აღმოფხვრის შეტყობინების საფუძველზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას (უარს აცხადებს) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების თაობაზე.
კომისიის წევრები:
--------------------------- ოქმი შედგენილია -- ---- 200-წ.
(ხელმოწერა)
---------------------------
(ხელმოწერა)
დანართი N4
შემოწმების შედეგების აღრიცხვის ფურცელი (check-liste) (ნიმუში)
----------------------------------------------------------- მიერ
(საჰაერო მოძრაობის სამსახურის დასახელება)
განხორციელებული საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისობის შემოწმება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან
სამსახური --------------------------------
სამსახურის ხელმძღვანელი --------------------------------
ობიექტი --------------------------------
ობიექტის ხელმძღვანელი --------------------------------
ადგილმდებარეობა --------------------------------
ტელეფონი --------------------------------
შემოწმების თარიღი --------------------------------
N
დოკუმენტის დასახელება
მოთხოვნები
შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი
შესაბამისობა
საჭირო ქმედებები
შეესაბამება
არ შეესაბამება
1
2
3
4
5
6
7
1.
ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - Doc 9426
მე-4 ნაწილი
სმმ-ს ფუნქციების შესრულებისათვის მენეჯმენტის საორგანიზაციო სტრუქტურის არსებობა
სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული სქემა
2.
ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - Doc 9426
მე-4 ნაწილი
სხვადასხვა დონის ხელმძღვანელებს და პასუხისმგებელ პირებს შორის უფლებამოსილების მკაფიო განაწილების არსებობა
თანამდებობრივი ინსტრუქციები
3.
ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - Doc 9426
მე-4 ნაწილი
სმმ-ს სამეთვალყურეო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განმსაზღვრელი დოკუმენტების არსებობა
ნორმატიული აქტი/ ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ბრძანებები/ ინსტრუქციები/სხვა დოკუმენტები
4.
საქართველოს ტრანსპ. და კომუნიკ. მინისტრის 27. 11. 2002 წ. N 70 ბრძ. დამტკიცებული “საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს” მუხლები: 9, 11, 16
მთავარ ოფისსა და სამსახურებში სახელმძღვანელო დოკუმენტების საკმარისი რაოდენობის ეგზემპლარების არსებობა
სახელმძღვანელო დოკუმენტები
5.
საქართველოს ტრანსპ. და კომუნიკ. მინისტრის 27. 11. 2002 წ. N 70 ბრძ. დამტკიცებული “საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს” მუხლი 10🔗
სმმ-ს პერსონალის მორიგეობის მიღება-ჩაბარების პროცედურა
დოკუმენტები, ობიექტური კონტროლის საშუალებები
6.
საქართველოს ტრანსპ. და კომუნიკ. მინისტრის 27. 11. 2002 წ. N 70 ბრძ. დამტკიცებული “საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს” თავი 13;
ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - DOC 4444 თავი 2.
საჰაერო მოძრაობის მომსახურების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის არსებობა და მისი შესრულება
დოკუმენტები, შესრულების კონტროლი
ა) საავიაციო მოვლენების შესახებ შეტყობინების წარდგენის სისტემის არსებობა
ბ) იმ სამსახურების (განყოფილებების) აუდიტორული შემოწმების სისტემის არსებობა, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მოქმედებს ფრენების უსაფრთხოებაზე
გ) ფრენების უსაფრთხოების მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედი შემთხვევების (ფაქტორების) შესახებ ნებაყოფლობით შეტყობინების სისტემის არსებობა
დ) ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონის ასამაღლებლად
ბრძანებები, ინსტრუქციები, მითითებები
ე) ფრენების უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანალიზები (მინიმუმ გასული 3 წელი)
დოკუმენტები
7.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.2.15
სმმ-ს სამსახურსა და სხ-ის ექსპლუატანტებს შორის კოორდინაციის არსებობა
ინსტრუქცია
8.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.2.16
სმმ-ს სამსახურის და სამხედრო ორგანოებს შორის კოორდინაციის არსებობა (კომპეტენციის ფარგლებში)
შეთანხმება, ინსტრუქციები
9.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.2.19
სმმ-ს სამსახურსა და მეტეომომსახურების ორგანოებს შორის კოორდინაციის არსებობა
შეთანხმება
10.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.2.20
სმმ-ს სამსახურსა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურებს შორის კოორდინაციის არსებობა
ხელშეკრულებები/ინსტრუქციები
11.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.3.5
საჰაერო მოძრაობის მართვისას მოვალეობების გამანაწილებელი დოკუმენტის არსებობა
შეთანხმებები, ინსტრუქციები
12.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.3.7.4.
სამეთვალყურეო ნებართვების კოორდინაციის რიგის განმსაზღვრელი დოკუმენტის არსებობა
ინსტრუქცია
13.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.3.8.
აეროდრომის სამანევრო ფართობზე ფრენების უსაფრთხოების წესების შემცველი (აეროპორტთან საერთო) დოკუმენტის არსებობა
ინსტრუქცია (ადზ-ს არასანქცირებული დაკავების შემთხვევების თავიდან აცილება)
14.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, თავი 6.
საავიაციო კავშირის მიმართ საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურების მოთხოვნები
პრაქტიკული დემონსტრირება
15.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.2.24
საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას დროის (მ.შ. ზუსტი დროის) აღრიცხვის და გამოყენების წესის დაცვა
პრაქტიკული დემონსტრირება
16.
ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - DOC4444
თავი 15
ავარიული სიტუაციების და ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას სმმ-ს მეთვალყურეების მოქმედების ინსტრუქციის არსებობა და სისრულე
საბუთები ყველა სამეთვალყურეო ადგილზე
17.
ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - DOC4444
თავი 4 პუნქტი 4.13.4
სმმ-თვის სისტემა FPS-ის არსებობა, ხარისხი და ინფორმაციის შენახვის ვადა (არანაკლებ 30 დღე)
პრაქტიკული ჩვენება
18.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.4.3.6
საფრენოსნო-საინფორმაციო სამსახურის ATIS-ის არსებობა და მუშაობის ხარისხი
პრაქტიკული შემოწმება, ჟურნალებში შენიშვნების არსებობა
19.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N11, პ.6.4 ; ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - DOC9426 ნაწ. 2, თავი 8, პ.8.4
რადიოლოკაციური კონტროლის და კავშირის ჩანაწერების შენახვის სისტემის არსებობა, შენახვის ვადების და საიმედობის უზრუნველყოფა (არანაკლებ 30 დღისა)
ინსტრუქცია ინფორმაციის მატარებლის აღწერის და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების ჟურნალების ჩვენება
20.
საქართ. გარემ. და ბუნებრ. რესურს. დაცვის მინისტრ. და საქართ. ტრანსპ. მინისტრის 1999 წლის 1-15 დეკემბრის N137-100 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს” მუხლი 48🔗, მუხლი 50🔗
სმმ-ს პუნქტების მიერ მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემის სისრულე, სიზუსტე და დროულობა
21.
საქართველოს ტრანსპ. და კომუნიკ. მინისტრის 27. 11. 2002 წ. N 70 ბრძ. დამტკიცებული “საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს” მუხლი 15🔗
მეთვალყურეების სამუშაო ადგილებზე (სმმ-ს დარბაზებში) სმმ-ს ჟურნალების არსებობა და თანამდებობების პირების მიერ ნაკლოვანებების (დარღვევების) აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გატარების დაფიქსირება ჟურნალებში
ჟურნალების ჩვენება
22
ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართი; თავი 7
საჰაერო მოძრაობის სამსახურების ინფორმაციით უზრუნველყოფის მდგომარეობა
პრაქტიკული წარმოდგენა
23
სმმ-ს მეთვალყურეების მოწმობების და შესაბამისი საკვალიფიკაციო აღნიშვნების არსებობა
24.
აეროდრომის რაიონის (საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახეობის და ინტენსივობის გათვალისწინებით) რადიოლოკაციური გადაფარვის არსებობა
პრაქტიკული ჩვენება
25.
რეალურად კონფლიქტური სიტუაციების დროს მეთვალყურის გამაფრთხილებელი სისტემის არსებობა
პრაქტიკული ჩვენება
26.
სმმ-ს სისტემების სერტიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა
სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტები
27.
სმმ-ს დარბაზებში მდგომარეობის ჩანაწერების გამოყენების ინსტრუქციების არსებობა
ინსტრუქციის ჩვენება
28
სამეთვალყურეო პუნქტების სატელეფონო კომუტაციების შემოვლითი არხების არსებობა აბონენტის დაკავების ან გამორთვის შემთხვევაში
პრაქტიკული ჩვენება
29.
ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - DOC 9426 მე-3 ნაწილი, მე-2 განყოფილება, მე-2 თავი
ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - DOC4444 პ.7.1.2, პ. 7.1.3
ორგანიზაციის სამეთვალყურეო პუნქტებისადმი მოთხოვნების შესრულება:
პრაქტიკული ჩვენება
ა) აეროდრომის ტერიტორიისა და მასთან ახლოს მყოფი საჰაერო სივრცის მიმოხილვის საკმარისობა (ტაუერი);
ჩვენება
ბ) დურბინდის არსებობა (ტაუერი)
ჩვენება
გ) აეროდრომის მიღმა მინდვრებზე დაკვირვების სატელევიზიო საშუალებების არსებობა (ტაუერი)
ჩვენება
დ) აეროდრომის მიღმა მოძრაობაზე დაკვირვების რადიოლოკაციური საშუალებების არსებობა (ტაუერი)
ჩვენება
ე) კავშირის
„დედამიწა-ჰაერი”: რადიოკავშირი, რაკეტის სასროლი პისტოლეტი, ელექტრონული ქვემეხის არსებობა (ტაუერი)
ჩვენება
ვ) საავარიო შეტყობინების სისტემის და შეტყობინების რიგითობის არსებობა
დოკუმენტები
ზ) ადზ-ს და სამანევრო ბილიკზე შუქმოწყობილობების მართვის სისტემების არსებობა და ქმედობუნარიანობა
თ) შუქსასიგნალო მართვის სისტემების არსებობა და ქმედობუნარიანობა
ი) კონტროლის სისტემის ATIS-ის არსებობა და ქმედუნარიანობა
კ) ადზ-ს დაკავებულობის სიგნალიზაციის არსებობა
ლ) აეროდრომის ამინდის მონაცემების ამსახველი მეტეოინდიკატორების არსებობა
მ) საავარიო გასასვლელების, ცეცხლჩამქრობებისა და სახანძრო სიგნალიზაციის არსებობა
ნ) საცნობარო საბუთების არსებობა (აეროდრომის სქემა, დასაფრენად შემოსვლის და გასვლის სქემები, მუშაობის ტექნოლოგიები, სმმ-ს დოკუმენტები, ავარიული სიტუაციებისას მოქმედების რიგითობა და სხვა);
ო) მეთვალყურეების სამუშაო ცვლისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების არსებობა
პ) საჰაერო ხომალდების და სმმ-ს სისტემების მტყუნების შესახებ ჩანაწერების ჟურნალის არსებობა და წარმოება
ჟ) სმმ-ს პუნქტების შუშების დამუქება
რ) სმმ-ს დარბაზებში და სამუშაო ადგილებზე ავარიული განათების არსებობა
30.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N15, პ. 3.2.
ჰაერსანაოსნო ონფორმაციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აერონავიგაციური ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის არსებობა
მეთოდიკა, პროგრამები, აღჭურვილობა
31.
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურის დაკომპლექტება კვალიფიციური პერსონალით
სპეციალისტების მომზადების, გადამზადების დამამტკიცებელი დოკუმენტები, პერსონალის მიერ თავისი კომპეტენციის ჩვენება
32.
აერონავიგაციური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა მათი შენახვისას ელექტრონულ მატარებლებზე
16-ბიტიანი კოდის გამოყენება
33.
ჩიკაგოს კონვენციის დანართი N10; ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - DOC8071;
ჰაერსანაოსნო და რადიოტექნიკური საშუალებების მუშაობის და მათი ტექმომსახურების მოთხოვნებთან შესაბამისობა
ტესტირების მონაცემები. ტექნიკური მდგომარეობის ჟურნალები
34.
მეზობელი აეროდრომების სმმ-ს ორგანოებთან მოქმედების კოორდინაციაზე შეთანხმების არსებობა და სისრულე
35.
სამსახურებს, საი-ს და სმმ-ს შორის ურთიერთქმედების საკითხებზე მარეგულირებელი დოკუმენტის არსებობა
36.
ICAO-ს ოფიციალური გამოცემა - DOC4444 პ. 4.13.4
სმმ-სათვის სისტემა
„STRIP”-ის არსებობა, ხარისხი და შენახვის ვადა(არანაკლებ 30 დღე)
37.
საფრენოსნო ინფორმაციის მეზობელ ცენტრებთან (FIR): ბაქო, ერევანი, როსტოვი, ანკარა ურთიერთქმედების შეთანხმების არსებობა
38.
მეთვალყურეების სამუშაო ადგილებზე ორმხრივი კავშირის (დედამოწა-ჰაერი) არსებობა და რეზერვირება
39.
ავარიულ სიხშირეზე 121,5 მჰც რეგულარული მოსმენის არსებობა
40.
საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ფარგლებში სამეთვალყურეო პუნქტებს შორის უწყვეტი კავშირის არსებობა
41.
საფრენოსნო ინფორმაციის მეზობელ რაიონებთან სწრაფმოქმედი სარეზერვო ელექტროკავშირის (ავტომატური ჩაწერით) არსებობა
42.
სარეზერვო ელექტროკავშირის (ავტომატური ჩაწერით) არსებობა:
ა) სმმ-ს ორგანოებსა და ამც-ს შორის
ბ) სმმ-ს ორგანოებსა და ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს შორის
გ) სმმ-ს ორგანოებსა და ელექტროკავშირის სამსახურს შორის
დ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და ბრიფინგ ოფისს შორის
43.
რადიოლოკაციური დაკვირვების მონაცემების ავტომატური ჩაწერის არსებობა
შემოწმების შედეგების აღრიცხვის ფურცელი (check-liste) (ნიმუში)
------------------------------------------------------------------------------------------- მიერ
(საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურის დასახელება)
საექსპლუატაციო - ტექნიკური საბუთების ტექნიკურ
მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება
სამსახური --------------------------------
სამსახურის ხელმძღვანელი --------------------------------
ობიექტი --------------------------------
ობიექტის ხელმძღვანელი --------------------------------
ადგილმდებარეობა --------------------------------
ტელეფონი --------------------------------
შემოწმების თარიღი --------------------------------
N
ფრენის რადიოტექნიკური (ფრუ) და შუქტექნიკური უზრუნველყოფის ობიექტების საექსპლუატაციო-ტექნიკური საბუთების ნუსხა
შესაბამისობა
საჭირო ქმედებები
შეესაბამება
არ შეესაბამება
1
2
4
1.
ფრუ-ს ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო საბუთები
ა)
ფორმულარი (ტექნიკური პასპორტი)
ბ)
ფრუ-ს ტექნიკური საშუალებების დამამზადებლის საექსპლუატაციო ინსტრუქცია
2.
ტექნიკური მომსახურების საბუთები
ა)
სხვადასხვა
ა.ა)
ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების აქტი;
ა.ბ)
საკონტროლო რეჟიმების და გამოცდის საბუთები;
ა.გ)
გამოყოფილ სიხშირისა და მინიჭებული მოსახმობი სიგნალის გამოყენების უფლება;
ა.დ)
წლიური ტექნიკური მომსახურების და რემონტის გრაფიკი;
ა.ე)
წლიური მეტროლოგიური შემოწმების გრაფიკი;
ა.ვ)
წლიური საფრენოსნო შემოწმების გრაფიკი;
ა.ზ)
საფრენოსნო შემოწმების აქტებისა და შესაბამისი სახმელეთო შემოწმების აქტების ფრუ-ს ტექნიკური საშუალებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის ცხრილების კორელაციის ანალიზი;
ა.თ)
ტექნიკური საშუალებების მწყობრიდან გამოსვლისა და გაუმართაობების ანალიზი;
ა.ი)
ტექნიკური საშუალებების საიმედოობის და უწყვეტობის წლიური ანალიზი;
ა.კ)
საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის სწავლების გეგმა-გრაფიკი;
ბ)
ჟურნალები
ბ.ა)
ტექნიკური პერსონალის ოპერატიული ჟურნალ(ებ)ი;
ბ.ბ)
ტექნიკური მომსახურების და რემონტის ჟურნალ(ებ)ი;
ბ.გ)
მობილური შიდასაწარმოო რადიოსადგურების გაცემის, მიღებისა და ინსტრუქტაჟის ჟურნალ(ებ)ი;
ბ.დ)
აუდიო - ვიდეო ინფორმაციის შემცველი საშუალებების აღრიცხვის ჟურნალ(ებ)ი;
ბ.ე)
ავტომატიზებული სატელეფონო კავშირის (ასს-ს) საკროსო ჟურნალ(ებ)ი;
ბ.ვ)
ასს-ს ნომრების აღრიცხვის ჟურნალ(ებ)ი;
ბ.ზ)
სამუშაო ადგილზე ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალ(ებ)ი;
ბ.თ)
ხანძარსაწინააღმდეგო მეორადი ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალ(ებ)ი;
ბ.ი)
გაცემული ტელეგრამების აღრიცხვის ჟურნალ(ებ)ი;
გ)
ინსტრუქციები
გ.ა)
თანამდებობრივი ინსტრუქციები;
გ.ბ)
სათადარიგო აღჭურვილობაზე გადასვლის ინსტრუქცია;
გ.გ)
სახიფათო ვითარებაში საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მოქმედების ინსტრუქცია;
გ.დ)
შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქცია;
გ.ე)
ხარძარსაწინაღო უშიშროების ინსტრუქცია;
გ.ვ)
საფრენოსნო გამოცდების პერიოდულობის ინსტრუქცია;
გ.ზ)
საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა და მეთვალყურეებს შორის ურთიერთქმედების ინსტრუქცია;
3.
ობიექტის პასპორტის საბუთები/მონაცემები
ა)
შენობებისა და ნაგებობების საბუთები:
ბ)
ობიექტის განლაგების სქემა;
გ)
მიწის ნაკვეთის გეგმა;
დ)
შენობის გეგმა;
4.
ძირითადი მონაცემები:
ა)
ობიექტის ტექნიკური საშუალებების სასერტიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის ცხრილები;
ბ)
ობიექტზე ტექნიკური საშუალებების განლაგების სქემა.
5.
ობიექტის ელექტრომომარაგება
ა)
გამოყენებული სიმძლავრის ცხრილი;
ბ)
შეერთებაზე ნებართვის აქტი (ასლი);
გ)
დამიწების კონტურის სქემის შემოწმების გეგმა;
დ)
ელექტრომომარაგების დამოუკიდებელი წყაროების მახასიათებლები;
ე)
ელექტრომომარაგების სქემა;
ვ)
მომსახურების ფარგლების გაყოფის აქტი.
6.
კავშირის და მართვის ხაზები:
ა)
კავშირის და მართვის ხაზების სქემა;
ბ)
კავშირის და მართვის კაბელების ცხრილი.
7.
ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება:
ა)
ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ჩამონათვალი;
ბ)
ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია;
გ)
ხანძრის დროს პერსონალის და ქონების ევაკუირების სქემა.
8.
ტექნიკური ექსპლუატაციის მონაცემები:
ა)
უსაფრთხო მუშაობის მაჩვენებლები;
ბ)
მეტროლოგიური მომსახურების;
9
საექსპლუატაციო-ტექნიკური საბუთების ჩამონათვალი
10
სასერტიფიკაციო პროცედურების ჩატარების მონაცემები
11
ჰაერსანაონსო და რადიოლოკაციური აღჭურვილობის საექსპლუატაციო მდგომარეობა:
ა)
პირველადი რადიოლოკატორი
ბ)
მეორადი რადიოლოკატორი
გ)
დასაფრენი სისტემა ILშ-ი
დ)
VO
R/DME
ე)
შორს მიმყვანი რადიოსადგური;
ვ)
ახლოს მიმყვანი რადიოსადგური;
ზ)
ჰაერსანაოსნო ტექნიკური საშუალებების მუშაობაზე დისტანციური კონტროლის სისტემები;
თ)
ცალკეული მიმყვანი რადიოსადგური
შენიშვნები: --------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------
ექსპერტ(ებ)ის გვარი და ხელმოწერა -------------------------------
-------------------------------
-------------------------------
დანართი N6
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია
------------------------------------------------------------------------------------------
(საჰაერო მოძრაობის სამსახურის დასახელება)
სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების ოქმი
N
სასერტიფიკაციო მოთხოვნების თანდართული საბუთების დასახელება და N ---
(კრებსითი ცხრილი)
შესაბამისობა
საჭირო ქმედებები
შეესაბამება
არ შეესაბამება
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 200 წლის --- -------- N -- ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ 200-წ. --- ------- დან 200-წ --- ----- მდე ჩაატარა -----------------------
--------------------------------------------------------------------
(საჰაერო მოძრაობის სამსახურის დასახელება)
სასერტიფიკაციო შემოწმება და დაასკვნა: ----------------------------------------
-------------------------- -----------------------------------------------------------------
შენიშვნები და რეკომენდაციები: ----------------------------------------------------
-------------------------- -----------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე:
------------------------------ --------------------------
(ს.გ. თანამდებობა) (ხელმოწერა)
წევრები: ----------------------- --------------------------
------------------------ --------------------------
ოქმი შედგენილია --- ------------- 200-წ.
სასერტიფიკაციო შემოწმების შედეგებისა და განმცხადებლის მიერ ----------------
----------------------------------------- ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე შეტყობინების
(აღსანიშნავია)
საფუძველზე კომისიამ დაასკვნა:
-------------------------------------------------------------------------
(საჰაერო მოძრაობის სამსახურის დასახელება)
შეესაბამება (შეესაბამება შეზღუდვებით, არ შეესაბამება) სასერტიფიკაციო მოთხოვნებს.
-----------------------------------------------------------------------------
(აღსანიშნავია)
გაიცეს, (არ გაიცეს, გაიცეს მოქმედების ვადით) სერტიფიკატი.
კომისიის თავმჯდომარე:
------------------------------ --------------------------
(ს.გ. თანამდებობა) (ხელმოწერა)
წევრები: ----------------------- --------------------------
------------------------ --------------------------
--- ---------- 200--წ.
დანართი N7
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია
----------------------------------------------------------------------------------------------------
(საჰაერო მოძრაობის სამსახურის დასახელება)
სასერტიფიკაციო კომპლექსური შემოწმების ოქმი
N
კომპლექსურ შემოწმებათა თარიღები
შესაბამისობა
საჭირო ქმედებები
1.
შეესაბამება
არ შეესაბამება
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის ----- --------- N ---- ბრძანებით
შექმნილმა კომისიამ 200-წ. --- ------- დან 200-წ. --- ----- მდე ჩაატარა --------------------------------------
--------------- სასერტიფიკაციო კომპლექსური შემოწმება და დაასკვნა: -------------------------------------
-------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენიშვნები და რეკომენდაციები:---------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე:
--------------------- --------------------------
(ს.გ. თანამდებობა) (ხელმოწერა)
წევრები: ----------------------- --------------------------
------------------------ --------------------------
------------------------ --------------------------
ოქმი შედგენილია --- ------------- 200-წ.
დანართი N8
საქართველო
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია
საჰაერო მოძრაობის სამსახურის
სერტიფიკატი
№ 000000-ATS
ამ სერტიფიკატით დასტურდება, რომ ----------------------------------------
(სერტიფიკატის მფლობელი)
აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიცირების მოთხოვნებს.
სერტიფიკატის მფლობელს, უფლება ეძლევა, განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით და ამ სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
სერტიფიკატს ძალა აქვს მხოლოდ დანართთან ერთად.
სერტიფიკატის გაცემის თარიღი: ------------წ.
სერტიფიკატის ამოქმედების თარიღი: ------------წ.
ერთიანი სატრანსპორტო
ადმინისტრაცია ბ.ა. -------------------
(ხელმოწერა)
დანართი N9
საჰაერო მოძრაობის სამსახურის
სერტიფიკატის
N000000-ATS
დ ა ნ ა რ თ ი
განსაკუთრებული მოთხოვნები (უფლებები და შეზღუდვები)
------------------------------------------------ უფლება აქვს განახორციელოს
(სერტიფიკატის მფლობელი)
ადგილობრივი და/ან საერთაშორისო საჰაერო მოძრაობის მომსახურება
საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახეობა
მომსახურე საჰაერო სივრცე (არე)
დანართის ამოქმედების თარიღი ------------ 200 წ.
დანართის მოქმედების ვადა ------------ 200 წ.
დანართს ძალა აქვს მხოლოდ საჰაერო მოძრაობის სამსახურის სერტიფიკატთან
(N000000-ATS) ერთად.
ერთიანი სატრანსპორტო
ადმინისტრაცია ბ.ა. ------------------------
(ხელმოწერა)
დანართი N10
საავიაციო გამოკვლევა
მუხლი 1🔗. საავიაციო გამოკვლევის მიზანი
1. საავიაციო გამოკვლევა წარმოადგენს საავიაციო პრობლემის წარმოქმნისას, ამ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობათა განსაზღვრის საშუალებას და ისეთი გადაწყვეტილების შერჩევას, რომელიც არ აუარესებს ფრენების უსაფრთხოებას.
2. საავიაციო გამოკვლევა ტარდება ადმინისტრაციისა და/ან მის მიერ მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩიკაგოს კონვენციის მე-11 დანართის („საჰაერო მოძრაობის მომსახურება”) და საჰაერო მოძრაობის სამსახურების და/ან ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირების მოთხოვნებიდან გადახრის შესაძლებლობების შეფასების მიზნით, საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის ალტერნატიული საშუალებების განსაზღვრით, თითოეული ალტერნატივის ეფექტურობის შეფასებით და იმ პროცედურების დადგენით, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ გადახრის პირობებში ფრენების უსაფრთხო მომსახურებას.
მუხლი 2🔗. საავიაციო გამოკვლევის ჩატარება
საავიაციო გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როცა არ არის დაცული ჩიკაგოს მე-11 დანართით დადგენილი სტანდარტ(ებ)ი. ასეთი გამოკვლევები უმრავლეს შემთხვევაში ტარდება ახალი საჰაერო მოძრაობის სამსახურის დაგეგმვისას ან არსებული სამსახურის გადაიარაღებისა და სერტიფიცირებისას.
მუხლი 3🔗. საავიაციო გამოკვლევის ტექნიკური ანალიზი
საავიაციო გამოკვლევის ტექნიკური ანალიზი იძლევა ჩიკაგოს კონვენციით დადგენილი სტანდარტებიდან გადახრის სისწორის საფუძველს, რომ ამ შემთხვევაში ახალი ალტერნატიული საშუალებების გამოყენების ხარჯზე უზრუნველყოფილი იქნება ფრენის უსაფრთხოების ექვივალენტური დონე.
მუხლი 4🔗. სტანდარტებიდან გადახვევის დამტკიცება
1. ფრენების უსაფრთხოების დონის ექვივალენტური უზრუნველყოფის ერთადერთ დასაბუთებულ საშუალებად ჩაითვლება შესაბამისი პროცედურების გამოყენება და იმის გათვალისწინება, რომ AIP/NOTAM კრებულში/ინფორმაციაში აუცილებელი გამაფრთხილებელი ინფორმაციის გამოქვეყნება წარმოადგენს სასერტიფიკაციო პირობას.
2. გამაფრთხილებელი ინფორმაციის საჭიროება ძირითადად ეფუძნება შემდეგ ორ პრინციპს:
ა) ფრენისათვის პოტენციურად საშიშ პირობებზე პილოტის სავალდებულო ინფორმირების მოთხოვნას;
ბ) ადმინისტრაციის ვალდებულებას, სტანდარტიდან გადახვევის სავალდებულო გამოქვეყნებაზე.
დანართი N11
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისა და საინჟინრო–ტექნიკური პერსონალის მონაცემები
N
სახელი, გვარი
თანამდებობა
განათლება,
პირველადი მომზადება
კვალიფიკაციის კურსები
კვალიფიკაცია,
ოსტატობის აღნიშვნა
განმცხადებლის წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი _______________________
(თარიღი, ხელმოწერა)
დანართი N12
მეთვალყურის სამუშაო ადგილზე არსებული ნორმატიული აქტებისა და საცნობარო საბუთების ნუსხა
საქართველოს საჰაერო კოდექსი;
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის N88 ბრძანება „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების შესახებ”;
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 27 ნოემბრის N70 ბრძანება „საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობის მომსახურების სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ”;
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 8 აგვისტოს N48 ბრძანება „საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ”;
საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული (AIP);
შეთანხმებები საჰაერო მოძრაობის მომსახურების მეზობელ საწარმოებთან/ორგანოებთან;
მეთვალყურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციები;
საჰაერო მოძრაობის მომსახურების ჟურნალი;
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 19 მაისის N27 ბრძანება „რადიოკავშირის წესებისა და ფრაზეოლოგიის საერთაშორისო ხაზებზე დამტკიცების შესახებ.