,,ტექნიკური რეგლამენტების ,,საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ და „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 27.06.2008
ძალის დაკარგვა 22.08.2011
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.011.986
გამოქვეყნების წყარო სსმ, 95, 03/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| ბ.გ) | Dat. |
| ბ.დ) | NO |
| თ.ბ) | Dat. |
| თ.დ) | კმ |
| ი.ბ) | NO |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ტექნიკური რეგლამენტების ,,საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ და „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:23.75pt .75in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.47.052.011.986
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო
ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება №95
2008 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტების „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ და „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის №128 დადგენილების „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“ (დანართი 1).
მუხლი 2🔗. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“ (დანართი 2).
მუხლი 3🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
ი. თაქთაქიშვილი
დანართი №1
ტექნიკური რეგლამენტი
საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები
მუხლი 1🔗. რეგლამენტის მიზანი
ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“ (შემდგომში – რეგლამენტი) მიზანია:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;
ბ) საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მიერ შრომისა და დასვენების ოპტიმალური რეჟიმების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო ნორმებთან.
მუხლი 2🔗. გამოყენების სფერო
წინამდებარე რეგლამენტის დებულებები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომლებიც ახორციელებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო გადაზიდვებს.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დასვენების დრო – პერიოდი, რომლის განმავლობაში მძღოლი თავისუფალია შრომითი მოვალეობის შესრულებისგან და მას შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს ეს დრო;
ბ) მართვის დრო – დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში მძღოლი მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას ან აკონტროლებს მართვას;
გ) მოსამზადებელ-დამამთავრებელ სამუშაოთა დრო – ავტოსატრანპორტო საშუალების ხაზზე გასვლის წინ და ხაზიდან დაბრუნების შემდგომ საკონტროლო, რეცხვა-დასუფთავების და შეზეთვა-გაწყობის ოპერაციების შესრულებისთვისა და საგზაო დოკუმენტაციის გაფორმებისათვის გათვალისწინებული დრო, ხანგრძლივობით არანაკლები 20 წუთი ცვლაში;
დ) რეჟიმი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის შრომის (მუშაობის, დასვენების, ძილის, კვების და ა.შ.) პირობები;
ე) ყოველდღიური მართვის ხანგრძლივობა – ყოველდღიური დასვენების ყოველ ორ თანმიმდევრულ პერიოდებს შორის, ან ყოველდღიურ დასვენებას და ყოველკვირეულ დასვენებას შორის მართვის ხანგრძლივობა;
ვ) რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებში.
მუხლი 4🔗. მძღოლის სამუშაო დრო
მძღოლის სამუშაო დრო მოიცავს:
ა) მოსამზადებელ-დამამთავრებელ სამუშაოთა დროს;
ბ) წინასარეისო სამედიცინო შემოწმების დროს;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მარშრუტზე მოძრაობის დროს;
დ) ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის პუნქტებში დგომის დროს;
ე) მძღოლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მოცდენის დროს;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და მომსახურების დროს;
ზ) შუალედურ და საბოლოო პუნქტებში გადასაზიდი ტვირთისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცვისათვის გრაფიკით (დავალებით) გათვალისწინებულ გაჩერების დროს.
მუხლი 5🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ხანგრძლივობა
1. ყოველდღიური მართვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 საათს. დასაშვებია მისი გაზრდა 10 საათამდე არა უმეტეს ორჯერ ერთი კვირის განმავლობაში.
2. მაქსიმუმ ექვსი უწყვეტი ყოველდღიური მართვის პერიოდის შემდეგ მძღოლმა უნდა მიიღოს ყოველკვირეული დასვენება ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანგრძლივობით.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 56 საათს ერთი კვირის განმავლობაში და 90 საათს ნებისმიერი თანმიმდევრული ორი კვირის განმავლობაში.
4. ყოველკვირეული დასვენების პერიოდი შეიძლება გადაიდოს მეექვსე დღის ბოლოსათვის, თუ მართვის საერთო ხანგრძლივობა ექვსი დღის განმავლობაში არ აღემატება მართვის ექვს ყოველდღიურ მაქსიმალურ პერიოდს.
მუხლი 6🔗. შესვენებები
1. 4,5 საათის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების უწყვეტი მართვის შემდეგ მძღოლმა უნდა გააკეთოს შესვენება 45 წუთი მაინც, თუ არ დგება დასვენების პერიოდი.
2. ეს შესვენება შეიძლება შეიცვალოს შესვენებებით თოთოეული არანაკლებ 15 წუთის ხანგრძლივობით, განაწილებული მართვის მთელ პერიოდზე, ისე, რომ მათი ჯამი შეადგენდეს არანაკლებ 45 წუთს.
3. შესვენების განმავლობაში მძღოლმა არ უნდა შეასრულოს არავითარი სხვა სამუშაო. ამ პუნქტის მიზნებისათვის მოცდის დრო, აგრეთვე დრო, რომელიც არ არის გამოყენებული მართვისათვის და გატარებულია მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაში, ბორანზე ან მატარებელში, არ განიხილება როგორც „სხვა სამუშაო“.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შესვენებები არ მიიჩნევა ყოველდღიური დასვენების პერიოდებად.
მუხლი 7🔗. დასვენების პერიოდი
1. ყოველი 24 საათის განმავლობაში მძღოლს უნდა ჰქონდეს ყოველდღიური დასვენება ხანგრძლივობით არანაკლებ 12 საათისა, რომელიც შეიძლება დაიყოს ორ ცალკეულ უწყვეტ პერიოდებად, რომელთაგან პირველი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 საათისა, ხოლო მეორე – არანაკლებ 9 საათისა.
2. თუ ყოველი 30 საათის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა ორი მძღოლი მაინც, თითოეულ მძღოლს უნდა მიეცეს დასვენების პერიოდი ხანგრძლივობით არანაკლებ 9 თანმიმდევრული საათისა.
3. ყოველი სამუშაო კვირის (ორშაბათის 00.00 საათიდან კვირის 24.00 საათამდე) განმავლობაში მძღოლს უნდა ჰქონდეს ყოველკვირეული დასვენება 45 თანმიმდევრული საათის ხანგრძლივობით. ეს პერიოდი შეიძლება შემცირდეს ორი თანმიმდევრული კვირის განმავლობაში ერთხელ მინიმუმ 24 საათამდე. ამასთანავე, დასვენების ხანგრძლივობის შემცირება კომპენსირებული უნდა იქნეს დასვენების ეკვივალენტური დროით, თუ ის გამოიყენება ამ კვირის შემდგომი მესამე კვირის ბოლომდე მთლიანად.
4. ყოველკვირეული დასვენების პერიოდი, რომელიც იწყება ერთი კვირის განმავლობაში და გრძელდება მეორე კვირაში, შეიძლება მიუერთდეს რომელიმე ამ კვირას.
5. ნებისმიერი დასვენება, რომელიც გამოიყენება კომპენსაციის სახით ყოველდღიური ან/და ყოველკვირეული დასვენების პერიოდის შემცირებისათვის, შეიძლება მიუერთდეს არანაკლებ 8 საათის ხანგრძლივობის სხვა დასვენების პერიოდს.
6. ყოველდღიური დასვენების პერიოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ მასში არის დასაძინებელი ადგილი და დასვენება ხორციელდება არასატრანსპორტო პროცესის დროს.
7. გადაზიდვების განხორციელებისას, როდესაც მძღოლი მარშრუტის გარკვეულ მონაკვეთზე აცილებს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გადაიზიდება ბორანით ან რკინიგზით, მას უნდა ჰქონდეს საწოლი ადგილი და მისი ყოველდღიური დასვენება შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს ერთხელ. ეს შეწყვეტა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს ბორანზე და/ან სარკინიგზო ვაგონზე დატვირთვამდე ან ბორანიდან და/ან სარკინიგზო ვაგონიდან გადმოტვირთვის შემდეგ. ამასთანავე, საბაჟო ფორმალობებისათვის საჭირო დროის მონაკვეთი შედის დატვირთვის ან გადმოტვირთვის ოპერაციაში, ხოლო შეწყვეტილი ყოველდღიური დასვენების პერიოდი იზრდება ორი საათით.
მუხლი 8🔗. გადამზიდველის ვალდებულებები
1. გადამზიდველი ვალდებულია გადაზიდვების ორგანიზებისას მძღოლებს შეუქმნას პირობები ამ რეგლამენტით დადგენილი შრომისა და დასვენების რეჟიმის უზრუნველსაყოფად.
2. გადამზიდველმა მუდმივად უნდა აკონტროლოს მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის და დასვენების პერიოდები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს ზომები მათ აღსაკვეთად (საჭიროების შემთხვევაში უნდა მოახდინოს სამუშაო გრაფიკის დროული და საჭირო კორექტირება).
3. გადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მძღოლი დროული ინფორმაციით მარშრუტზე საგზაო-სატრანსპორტო და მეტეოროლოგიური პირობების შესახებ.
მუხლი 9🔗. განსაკუთრებული შემთხვევაბი
ფორსმაჟორულ შემთხვევაში, იმისათვის, რომ არ შეუქმნას საშიშროება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და მიაღწიოს დგომის მოსახერხებელ ადგილამდე, მძღოლს შეუძლია გადაუხვიოს ამ რეგლამენტის დებულებებს იმ დონემდე, რომელიც არის აუცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მასში მყოფი პირებისა ან/და ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ამ შემთხვევაში მძღოლმა მაკონტროლებელი მოწყობილობის სარეგისტრაციო ფურცელზე ან თავის ჩანაწერებში უნდა მიუთითოს ამ გადახვევების ხასიათზე და მიზეზებზე და აცნობოს გადამზიდველს აღნიშნულის შესახებ.
მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა რეგლამენტის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის
წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი 2
ტექნიკური რეგლამენტი
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და წესების შესაბამისად.
2. საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების დაცვის კონტროლი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობის მეშვეობით.
მუხლი 2🔗. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე რეგლამენტის დებულებები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომლებიც ახორციელებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) – ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის (ECMT) ფარგლებში გათვალისწინებული ნებართვებით.
2. ამ რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) ტვირთის არაკომერციული საერთაშორისო გადაზიდვისას პირადი სარგებლობის მიზნით;
ბ) საერთაშორისო გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის კონსტრუქციული მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე არ აღემატება 30 კმ/სთ-ს.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობა (შემდგომში – საკონტროლო მოწყობილობა) – ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დასაყენებლად განკუთვნილი მოწყობილობა გავლილი მანძილის, სიჩქარის, მძღოლის მუშაობისა და დასვენების განსაზღვრული პერიოდების და საჭიროებისამებრ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის სპეციალურ სარეგისტრაციო ფურცლებში უწყვეტი რეგისტრაციის მიზნით;
ბ) სარეგისტრაციო ფურცელი – ფურცელი, რომელიც თავსდება საკონტროლო მოწყობილობაში და განკუთვნილია დარეგისტრირებული მონაცემების შესატანად და შესანახად და რომელზეც ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით ხორციელდება რეგისტრაციას დაქვემდებარებული ინფორმაციის უწყვეტი ჩაწერა;
გ) რეგლამენტში მოყვანილ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებში.
მუხლი 4🔗. საკონტროლო მოწყობილობის დაყენება და შემოწმება
1. საკონტროლო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საკონტროლო მოწყობილობის დაყენებას და შემოწმებას (ინსპექტირებას) ახორციელებენ სერვისის საწარმოები, რომლებსაც ევროპული შეთანხმების მონაწილე წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ უფლება განახორციელონ აღნიშნული სახის საქმიანობა და გააჩნიათ მათ მიერ დადებულ ლუკებზე გამოსაყენებელი სპეციალური ნიშანი.
3. საკონტროლო მოწყობილობა უნდა განთავსდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ისე, რომ მძღოლს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი სამუშაო ადგილიდან თვალყური ადევნოს სპიდომეტრის, გარბენის მრიცხველისა და საათის მაჩვენებლებს.
4. საკონტროლო მოწყობილობის დაყენებისას და შემდგომში მის ექსპლუატაციისას უნდა იყოს დალუქული შემდეგი ელემენტები:
ა) საკონტროლო მოწყობილობის დაყენების შესახებ მონაცემების შემცველი ტაბლო, რომელშიც უნდა იყოს მითითებული სახელწოდება და მისამართი უფლებამოსილი სერვისის საწარმოს, რომელმაც განახორციელა საკონტროლო მოწყობილობის დაყენება (ინსპექტირება), ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგიერთი პარამეტრები და მათი განსაზღვრის თარიღი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და საკონტროლო მოწყობილობას შორის ელექტრო შეერთებები;
გ) უშუალოდ მანძილის/სიჩქარის გადამწოდი და მისი შეერთებები;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ორი ან მეტი გადაცემის რიცხვის მქონე წამყვანი ხიდის გადამრთველი მექანიზმი;
ე) მანძილის/სიჩქარის გადამწოდისა და გადამრთველი მექანიზმის საკონტროლო მოწყობილობის სხვა ნაწილებთან შეერთების მონაკვეთები;
ვ) საკონტროლო მოწყობილობის კორპუსის ნაწილი.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მოყვანილი ლუკების ახსნა. ლუკების დაზიანების ყოველ ცალკეულ შემთხევაში, ლუკების დამდები სერვისის საწარმოს რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს უნდა წარედგინოს წერილობითი განცხადება აღნიშნულის შესახებ, ლუკების ახსნის მიზეზების ჩვენებით.
6. საკონტროლო მოწყობილობის დამონტაჟების შემდეგ, მის მიერ დაფიქსირებული პარამეტრების გადახრა არ უნდა სცილდებოდეს მე-6 მუხლში მოყვანილ დასაშვებ ზღვრებს.
7. საკონტროლო მოწყობილობის შემოწმების შემდეგ მასზე ან მის გვერდით თვალსაჩინო ადგილზე მაგრდება დაყენების შესახებ მონაცემების შემცველი ტაბლო.
8. საკონტროლო მოწყობილობა, რომელიც დაყენებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ექსპლუატაციის პროცესში ექვემდებარება პერიოდულ შემოწმებას (ინსპექტირებას) ორ წელიწადში ერთხელ. შემოწმება ხორციელდება აგრეთვე საკონტროლო მოწყობილობის წარმოებიდან გამოშვებისას, რემონტის შემდეგ და იმპორტის დროს.
9. საკონტროლო მოწყობილობის ინსპექტირებისას მოწმდება:
ა) საკონტროლო მოწყობილობის მუშაობის სისწორე;
ბ) საკონტროლო მოწყობილობაზე ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშნის არსებობა;
გ) დაყენების ან შემოწმების შესახებ მონაცემების ტაბლოს არსებობა;
დ) საკონტროლო მოწყობილობაზე და მის შესაბამის ნაწილებზე დადებული ლუკების დაუზიანებლობა;
ე) საბურავების ეფექტური გარშემოწერილობის ფაქტობრივად მნიშვნელობები.
10. საკონტროლო მოწყობილობის ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მოთხოვნებთან (ექსპლუატაციის პროცესში დასაშვები გადახრების შესახებ) შესაბამისობა მოწმდება ექვს წელიწადში ერთხელ.
11. შემოწმების შედეგების მიხედვით საკონტროლო მოწყობილობა შეიძლება აღიარებულ იქნეს გამოყენებისათვის ვარგისად ან უვარგისად.
12. საკონტროლო მოწყობილობის შემოწმების დადებითი შედეგები დასტურდება მოწმობით საკონტროლო მოწყობილობის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც ინახება დადგენილი ვადით და უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამისი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნით.
13. საკონტროლო მოწყობილობის შემოწმების უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში ის უნდა იქნეს ამოღებული ხმარებიდან.
14. აკრძალულია იმ საკონტროლო მოწყობილობის გამოყენება, რომელმაც არ გაიარა შემოწმება დადგენილ ვადებში.
მუხლი 5🔗. საკონტროლო მოწყობილობის საერთო მახასიათებლები
1. საკონტროლო მოწყობილობა უნდა აფიქსირებდეს შემდეგ პარამეტრებს:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გავლილ მანძილს;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ხანგრძლივობას;
დ) სამუშაოს სხვა პერიოდებს და სამუშაო ადგილზე ყოფნის დროს;
ე) შესვენებებისა და ყოველდღიური დასვენებების პერიოდებს;
ვ) მაკონტროლებელი მოწყობილობის კორპუსის, სადაც მოთავსებულია სარეგისტრაციო ფურცელი, გახსნას;
ზ) ელექტრონული საკონტროლო მოწყობილობისათვის, რომელიც ფუნქციონირებს მანძილისა და სიჩქარის გადამწოდებიდან მოწოდებული ელექტრონული სიგნალების საფუძველზე, – სარეგისტრაციო მოწყობილობის (განათების გარდა) ელექტრონული კვების ნებისმიერ შეწყვეტას, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 100 მილიწამს, მანძილისა და სიჩქარის გადამწოდების ელექტრონული კვების, აგრეთვე მანძილისა და სიჩქარის გადამწოდებზე სიგნალის მიწოდების ნებისმიერ შეწყვეტას.
2. აღნიშნული მონაცემების დაფიქსირებისას გამოიყენება შემდეგი პირობითი აღნიშვნები:
ა)
–
მართვის ხანგრძლივობა;
ბ)
–
მუშაობის სხვა პერიოდები (ავტოსატრანსპორტო საშუალების კაბინის გარეთ);
გ)
–
სამუშაო ადგილზე (კაბინაში) ყოფნის დრო, მოცდის დროის, მძღოლის გვერდით ყოფნის დროისა და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას დასაძინებელ ადგილზე ყოფნის დროის ჩათვლით;
დ)
–
შესვენებები და ყოველდღიური დასვენების პერიოდები.
მუხლი 6🔗. მაქსიმალურად დასაშვები გადახრები (ვიზუალური და მარეგისტრირებელი ხელსაწყოები)
1. დასაშვებია საკონტროლო მოწყობილობით გაზომილი (დაფიქსირებული) პარამეტრების გადახრები მათი ფაქტობრივად მნიშვნელობებიდან შემდეგ ფარგლებში:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებამდე გამოსაცდელ სტენდზე გაზომილი:
ა.ა) გავლილი მანძილის: ±1%-ი, თუ ეს მანძილი შეადგენს არანაკლებ ერთი კილომეტრისა;
ა.ბ) სიჩქარის: ±3 კმ/საათში;
ა.გ) დროის: ±2 წუთი დღეში და მაქსიმუმ 10 წუთი შვიდ დღეში იმ შემთხვევებში, თუ საათების სვლის დროის ხანგრძლივობა მათი განმეორებითი მომართვის შემდეგ ამ პერიოდზე არანაკლებია;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენების შემდეგ:
ბ.ა) გავლილი მანძილის: ±2%-ი, თუ ეს მანძილი შეადგენს არანაკლებ ერთი კილომეტრისა;
ბ.ბ) სიჩქარის: ±4 კმ/საათში;
ბ.გ) დროის: ±2 წუთი დღეში ან ± 10 წუთი შვიდ დღეში;
გ) ექსპლუატაციის პროცესში:
გ.ა) გავლილი მანძილის: ±4%-ი, თუ ეს მანძილი შეადგენს არანაკლებ ერთი კილომეტრისა;
გ.ბ) სიჩქარის: ±6კმ/საათში;
გ.გ) დროის: ±2 წუთი დღეში ან ± 10 წუთი შვიდ დღეში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეუნქტებში მითითებული მაქსიმალურად დასაშვები გადახრები ძალაშია ტემპერატურის დიაპაზონში 0-400C, ამასთან, ტემპერატურა იზომება მოწყობილობიდან უშუალო სიახლოვეში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული მაქსიმალურად დასაშვები გადახრების გაზომვა უნდა ტარდებოდეს შემდეგი პირობებით, რომლებიც განახილება როგორც გამოცდის სტანდარტული პირობები:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ მდგომარეობაში ტვირთის გარეშე;
ბ) წნევა საბურავებში შეესაბამება ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებს;
გ) საბურავების ცვეთა კანონმდებლობით დაშვებულ ზღვრებში;
დ) ავტოსატრანსპორტი საშუალების მოძრაობა; ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც აიძვრება საკუთარი ძრავით, უნდა მოძრაობდეს სწორხაზოვნად სწორ ზედაპირზე 50±5 კმ/საათში სიჩქარით; გამოცდა შეიძლება ჩატარდეს აგრეთვე შესაბამის საგამოცდო სტენდზე, ანალოგიური სიზუსტის უზრუნველყოფის პირობებში.
მუხლი 7🔗. საკონტროლო მოწყობილობის გამოყენება
1. სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც გამოიყენება საკონტროლო მოწყობილობაში, ქარხანა დამამზადებლის მიერ დადგენილი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში უნდა ინარჩუნებდეს მასში შეტანილ ჩანაწერებს არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, ჩანაწერები ადვილად უნდა იკითხებოდეს და არ უნდა იშლებოდეს.
2. მუშაობის დაწყებამდე მძღოლმა უნდა:
ა) შეამოწმოს სარეგისტრაციო ფურცლის შესაბამისობა საკონტროლო მოწყობილობის მოდელთან;
ბ) ახალი სარეგისტრაციო ფურცლის შუალედურ ნაწილში ხელნაწერის სახით წინასწარ შეიტანოს შემდეგი მონაცემები:
ბ.ა)
–
სახელი, გვარი;
ბ.ბ)
–
გასვლის პუნქტი;
ბ.გ)
Dat.
–
ფურცლის დაყენების თარიღი;
ბ.დ)
NO
–
ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი;
ბ.ე)
–
გარბენის მრიცხველის საწყისი ჩვენება.
გ) დააყენოს სარეგისტრაციო ფურცელი საკონტროლო საშუალებაზე;
დ) შეამოწმოს საკონტროლო მოწყობილობაზე საათის დროის ჩვენების სიზუსტე და საჭიროების შემთხვევაში დააყენოს ზუსტი დრო;
ე) დააყენოს საკონტროლო მოწყობილობაზე სიჩქარის გადაჭარბების გამაფრთხილებელი სიგნალის დადგენილი ზღვრული მნიშვნელობა;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის დროის გადამრთველის სახელური დააყენოს მდგომარეობაში „სამუშაო ადგილზე ყოფნის დრო“ – o ნიშანზე;
ზ) კაბინის გარეთ სამუშაოს შესრულებისას, აგრეთვე შესვენებებისა და დასვენებების პერიოდებში გადამრთველის სახელური დააყენოს მდგომარეობაში „მუშაობის სხვა პერიოდები“ – ნიშანზე ან მდგომარეობაში „შესვენებები და დასვენებების პერიოდი“ – ნიშანზე.
თ) სადღეღამისო სამუშაოს დასრულების შემდეგ ამოიღოს სარეგისტრაციო ფურცელი საკონტროლო მოწყობილობიდან და ხელით შეიტანოს შემდეგი მონაცემები:
თ.ა)
–
მოსვლის პუნქტი;
თ.ბ)
Dat.
–
ფურცლის ამოღების თარიღი;
თ.გ)
–
გარბენის მრიცხველის ბოლო ჩვენება;
თ.დ)
კმ
–
გარბენი.
ი) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლის შემთხვევაში (საერთო ჯამში სარეგისტრაციო ფურცელი უზრუნველყოფს ჩანაწერის შესაძლებლობას 3 ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლის თაობაზე) ხელით შეიტანოს სარეგისტრაციო ფურცლის მეორე გვერდის შუალედურ ნაწილში შემდეგი მონაცემები:
ი.ა)
–
ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლის დრო;
ი.ბ)
NO
–
შეცვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი;
ი.გ)
–
გარბენის მრიცხველის საწყისი ჩვენება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მონაცემების შეტანის შემდეგ დააყენოს სარეგისტრაციო ფურცელი შეცვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საკონტროლო მოწყობილობაში.
4. რეისში ორი მძღოლის მონაწილეობის შემთხვევაში სარეგისტრაციო ფურცელი ივსება პერსონალურად თითოეულ მძღოლზე. ინფორმაცია გარბენის, სიჩქარის ან მართვის დროის შესახებ უნდა იწერებოდეს იმ მძღოლის სარეგისტრაციო ფურცელში, რომელიც ფაქტობრივად მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
5. საჭესთან მჯდომი მძღოლის მეორე მძღოლით შეცვლის შემთხვევაში უნდა გაიხსნას საკონტროლო მოწყობილობა და შეიცვალოს სარეგისტრაციო ფურცელი.
6. სარეგისტრაციო ფურცელს უნდა გააჩნდეს შემდეგი ჩასაწერი ზონები:
ა) სიჩქარის ჩასაწერი ზონა;
ბ) გარბენის ჩასაწერი ზონა;
გ) ერთი ან რამდენიმე ზონა მართვის დროისა და მუშაობის სხვა პერიოდების, სამუშაო ადგილზე ყოფნის დროის, შესვენებებისა და დასვენებების პერიოდების ჩასაწერად.
7. სარეგისტრაციო ფურცელზე (მისი ფორმის მიუხედავად) წერის მინიმალური შესაძლო ხანგრძლივობამ უნდა შეადგინოს 24 საათი.
მუხლი 8🔗. მძღოლის ვალდებულებები საკონტროლო მოწყობილობის გამოყენებისას
საკონტროლო მოწყობილობის გამოყენებისას მძღოლი ვალდებულია:
ა) დროულად აწარმოოს სარეგისტრაციო ფურცლების დაყენება, შეცვლა და შევსება, აგრეთვე უზრუნველყოს მათი შენახვა და დაცვა გაჭუჭყიანებისა ან დაზიანებისაგან;
ბ) უზრუნველყოს საკონტროლო მოწყობილობის სწორი ექსპლუატაცია ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მისი დროული ჩართვა, მუშაობის შესაბამის რეჟიმებზე გადართვა, ხოლო დაზიანების შემთხვევაში – შეკეთება შესაძლო მოკლე ვადაში;
გ) უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის პერიოდის განმავლობაში სარეგისტრაციო ფურცლების ყოველდღიური გამოყენება. საკონტროლო მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ხელით აწარმოოს ჩანაწერები შრომისა და დასვენების რეჟიმების შესახებ სარეგისტრაციო ფურცლის მეორე გვერდზე და აცნობოს აღნიშნულის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს;
დ) თან იქონიოს და წარუდგინოს შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილ პირებს მიმდინარე კვირაში და გასული კვირის ბოლო დღეს (იმ პერიოდისათვის, როდესაც იგი მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას) შევსებული სარეგისტრაციო ფურცლები.
მუხლი 9🔗. გადამზიდველის ვალდებულებები საკონტროლო მოწყობილობის გამოყენებისას
საკონტროლო მოწყობილობის გამოყენებისას გადამზიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მძღოლი საკმარისი ოდენობით დადგენილი ნიმუშის სარეგისტრაციო ფურცლებით, დაზიანების შემთხვევაში, მათი შეცვლის შესაძლებლობის გათვალისწინებით;
ბ) შეინახოს შევსებული სარეგისტრაციო ფურცლები მათში შეტანილი ბოლო ჩანაწერიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში;
გ) შეინახოს მოწმობები საკონტროლო მოწყობილობების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ მათი გაცემიდან სამი წლის განმავლობაში;
დ) აწარმოოს თითოეული მძღოლის სარეგისტრაციო ფურცლების მონაცემთა ანალიზი და შრომისა და დასვენების რეჟიმების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს ზომები მათ აღსაკვეთად;
ე) წარუდგინოს მოთხოვნისთანავე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ორგანოების შესაბამის უფლებამოსილ პირებს ამ მუხლის „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა რეგლამენტის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის
წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.