,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 თებერვლის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 190.020.040.22.033.012.037
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №605
2008 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 თებერვლის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 თებერვლის №129 ბრძანებით (სსმ III, 13.02.2008, №23, მუხ.252) დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ წესის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ შემდეგ ორგანიზაციულ კოდებზე და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილებაზე:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი;
ბ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი;
გ) წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი;
ე) დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედების, სტიქიური მოვლენების (მ.შ. 1991 წელს რაჭასა და ზემო იმერეთში მომხდარი მიწისძვრა) შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
ვ) წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის ვალდებულებების მუხლში ამავე კლასიფიკაციის, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის და არაფინანსური აქტივების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის მუხლებიდან ასიგნებების გადანაწილება. აღნიშნული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარ ე ბაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური