სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.040.22.033.011.484
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №129
2008 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი“ (დანართი №1);
ბ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა“ (დანართი №2);
გ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ“ (დანართი №3).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანება (სსმ III , 2004.02.07წ., №66, მუხ.578).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
დანართი №1
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი
მუხლი 1
1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
3. მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში.
4. წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.
6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
8. საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში გასულ კვარტ ა ლებში არსებული ასიგნებები არ ექვემდებარება ცვლილებას, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ცვლილებებისა.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ შემდეგ ორგანიზაციულ კოდებზე:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი;
ბ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი;
გ) წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი;
ე) დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედების, სტიქიური მოვლენების (მ.შ. 1991 წელს რაჭასა და ზემო იმერეთში მომხდარი მიწისძვრა) შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
მუხლი 2
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ მოთხოვნას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
2. მოთხოვნა წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება წერილობითი სახით მხარჯავი დაწესებულების მიერ. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. წერილს უნდა დაერთოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ დანართი №3-ის შესაბამისად.
3. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახაზინო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების დოკუმენტი იმ ასიგნებებზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ცვლილებას წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების შესახებ.
6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით (სამ ეგზემპლარად) დანართი №2-ის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სახაზინო სამსახურს.
7. სახაზინო სამსახური საბიუჯეტო ასიგნებების გაცემას ახორციელებს საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით მხარჯავი დაწესებულებების დაზუსტებული გეგმის შესაბამისად.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილით.
მუხლი 3
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდით და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნებების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლებიდან ასიგნებების გამოყოფის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №
20--- წლის ------ ---------------
__________________________________________________________________________________
(მხარჯავი დაწესებულება, ორგ. კოდი)

(ცვლილების საფუძველი, თარიღი, ნომერი)
____________________________________
(ცვლილების შინაარსი)
/ლარებში/
| ორგანიზ. კოდი | ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელება | საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლის დასახელება | ცვლილება (+ზრდა/-კლება) | ||||
| წლიური თანხა | I კვ. | II კვ. | III კვ. | IV კვ. | |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
|
|
| ||
| სულ ჯამი |
|
|
|
|
| ||
დაფარვის ან სახსრების მიმართვის წყაროები:
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება;
2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი;
3. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი;
4. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი;
5. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა;
6. დანარჩენი ცვლილება.
საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის საბიუჯეტო დეპარტამენტის
ფორმირების სამმართველოს უფროსი: უფროსი:
დანართი №3
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური
ცნობა
ფინანსური მდგომარეობის შესახებ
რიცხვი __ თვე __ წელი __
ორგანიზაციული კოდი __ დასახელება ____
| საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი | გეგმა ნაზარდი ჯამით (I კვარტალი, 6 თვე, 9 თვე, წლიური) | ვალდებულება | რესურსი | მიმდინარე კვარტლის გეგმა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა შტამპი
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.040.22.033.011.484
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №129
2008 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი“ (დანართი №1);
ბ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა“ (დანართი №2);
გ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ“ (დანართი №3).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივნისის №437 ბრძანება (სსმ III , 2004.02.07წ., №66, მუხ.578).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
დანართი №1
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი
მუხლი 1
1. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
3. მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებულ ასიგნებებში ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში.
4. წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.
6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.
8. საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში გასულ კვარტალებში არსებული ასიგნებები არ ექვემდებარება ცვლილებას, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ცვლილებებისა.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ შემდეგ ორგანიზაციულ კოდებზე:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი;
ბ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი;
გ) წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი;
ე) დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედების, სტიქიური მოვლენების (მ.შ. 1991 წელს რაჭასა და ზემო იმერეთში მომხდარი მიწისძვრა) შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
მუხლი 2
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ მოთხოვნას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
2. მოთხოვნა წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება წერილობითი სახით მხარჯავი დაწესებულების მიერ. წერილში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ასიგნებათა გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. წერილს უნდა დაერთოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ დანართი №3-ის შესაბამისად.
3. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახაზინო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების დოკუმენტი იმ ასიგნებებზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ცვლილებას წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების შესახებ.
6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით (სამ ეგზემპლარად) დანართი №2-ის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სახაზინო სამსახურს.
7. სახაზინო სამსახური საბიუჯეტო ასიგნებების გაცემას ახორციელებს საბიუჯეტო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით მხარჯავი დაწესებულებების დაზუსტებული გეგმის შესაბამისად.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილით.
მუხლი 3
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით ასევე ზუსტდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდით და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნებების გაცემა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნობრივი გასაცემლებიდან ასიგნებების გამოყოფის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა №
20--- წლის ------ ---------------
__________________________________________________________________________________
(მხარჯავი დაწესებულება, ორგ. კოდი)
__________________________________________________________________________________
(ცვლილების საფუძველი, თარიღი, ნომერი)
____________________________________
(ცვლილების შინაარსი)
/ლარებში/
| ორგანიზ. კოდი | ორგანიზაციის, პროგრამის ან ღონისძიების დასახელება | საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლის დასახელება | ცვლილება (+ზრდა/-კლება) | ||||
| წლიური თანხა | I კვ. | II კვ. | III კვ. | IV კვ. | |||
| სულ ჯამი დაფარვის ან სახსრების მიმართვის წყაროები: 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება; 2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი; 3. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი; 4. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი; 5. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა; 6. დანარჩენი ცვლილება. საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის საბიუჯეტო დეპარტამენტის ფორმირების სამმართველოს უფროსი: უფროსი: დანართი №3 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ რიცხვი __ თვე __ წელი __ ორგანიზაციული კოდი __ დასახელება ____
| |||||||