,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 თებერვლის №129 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№848
სარეგისტრაციო კოდი
190.020.040.22.033.012.377
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 165, 20/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 190.020.040.22.033.012.377

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №848

2008 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 თებერვლის №129 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 თებერვლის №129 ბრძანებით (სსმ III, 13.02.2008 წ., №23, მუხ. 252) დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებს, პროგრამებსა და პროექტებს შორის.“.

2. პირველი მუხლის მე-9 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის ვალდებულებების მუხლში ამავე კლასიფიკაციის, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის და არაფინანსური აქტივების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის მუხლებიდან ასიგნებების გადანაწილება. აღნიშნული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებს, პროგრამებსა და პროექტებს შორის.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური