,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №15 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№193
სარეგისტრაციო კოდი
010.220.030.22.027.012.054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 104, 23/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.220.030.22.027.012.054

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №193

2008 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის  სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №15 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №15 ბრძანებაში (სსმ III, 2008 წ., №15, მუხ. 185) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მანანა ცინაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ინგა ქომეთიანი – სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“.

2. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისიის თავმჯდომარემ უზრუნველყოს კომისიის სხდომების მოწვევისა და საქმიანობის ორგანიზება.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისიის სხდომები მოიწვევა პერიოდულად. კომისიის სხდომების მოწვევისა და მუშაობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველო, მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და მათი წინასწარი განხილვის ვადების გათვალისწინებით.

4. კომისიის სხდომის დროსა და სხდომის დღის წესრიგს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის მოქალაქეობის, მიგრაციისა და რეგისტრაციის სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომის დრო და სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ეცნობებათ კომისიის წევრებს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია