საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.022.030.22.027.011.450
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №15
2008 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ 1993 წლის 25 მარტის საქართველოს ორგანული კანონის 26-ე, 28-ე და 29-ე მუხლების, ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 23-ე პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ ყორღანაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლილი ერაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) გოჩა ვაჭარაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
დ) ჯუმბერ კოპალიანი – არქეოლოგიური კვლევის ცენტრი – კომისიის წევრი;
ე) ვახტანგ გურული – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – კომისიის წევრი;
ვ) ნინო შარაშენიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფილოლოგიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი – კომისიის წევრი;
ზ) ზაურ აბაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი.
2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება.
3. კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ყორღანაშვილმა უზრუნველყოს კომისიის სხდომების მოწვევისა და საქმიანობის ორგანიზება.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №26 ბრძანება (სსმ III, №7 მუხ. 66).
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ე. ტყეშელაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) ორგანიზაციისა და მუშაობის წესს, მის უფლებამოსილებას.
2. ეს დებულება შემუშავებულია ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწვეტის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულების შესაბამისად.
3. კომისია შექმნილია ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე, 28-ე, და 29-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კანონმდებლობის დადგენილ ფარგლებში ცოდნის შესაფასებლად.
4. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრით. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 2. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია
1. კომისიის სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისი არყოფნის შემთხვევაში.
3. კომისიის სხდომები მოიწვევა პერიოდულად. კომისიის სხდომების მოწვევისა და მუშაობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის I სამმართველო, მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებზე შემოსული განცხადებებისა და მათი წინასწარი განხილვის ვადების გათვალისწინებით.
4. კომისიის სხდომის დროსა და სხდომის დღის წესრიგს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის I სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომის დრო და სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ეცნობებათ კომისიის წევრებს.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მდივანი. კომისიის მდივანი არ არის კომისიის წევრი. კომისიის სხდომის მდივნის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი კომისიის თამჯდომარის დავალებით.
7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების ფორმით. კომისიის დადგენილებაში აღინიშნება დადგენილების მიღების თარიღი, რიგითი ნომერი და საფუძვლები. კომისიის დადგენილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 3. კომისიის კომპეტენცია
კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება
ა) სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად საჭირო მოთხოვნების შემუშავება;
ბ) საქართველოს ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნის დონის შესამოწმებელი ტესტების დადგენა, განხილვა და დამტკიცება;
გ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთა ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კანონმდებლობის სფეროში;
დ) განმეორებითი გამოცდების დანიშვნა.
მუხლი 4. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთა ცოდნის დონის შემოწმების წესი
1. სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის დადგენილ ფარგლებში ცოდნის შეფასების მიზნით დაინტერესებული პირის შემოწმება ტარდება ტესტირებისა და ზეპირი გამოკითხვის ფორმით.
2. დაინტერესებული პირის სახელმწიფო ენის ცოდნის შესამოწმებლად:
ა) დაინტერესებულმა პირმა სახელმწიფო ენაზე უნდა ისაუბროს შემდეგ თემატიკაზე – ,,ჩემი ოჯახი“, ,,ჩემი საქმიანობა, ,,საქართველო“ (კომისიის თანხმობით დასაშვებია თავისუფალ თემაზე საუბარიც);
ბ) დაინტერესებულმა პირმა სხდომაზე პირადად უნდა დაწეროს ავტობიოგრაფია, ერთი გვერდის მოცულობით.
3. საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ცოდნის შემოწმება კომისიის მიერ ხდება წინასწარ შემუშავებული ტესტების საფუძველზე.
4. კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს პირს დაუსვას დამატებითი შეკითხვები.
5. დაინტერესებული პირის ცოდნის დონის შემოწმების შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ცოდნის დონე არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.
6. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს დაუნიშნოს განმეორებითი გამოცდა არა უგვიანეს სამი თვის ვადისა (ამასთან, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებული შესაბამისი განცხადების განხილვისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარჩენილ ნაწილს) განმეორებითი გამოცდის შესახებ თარიღი უნდა მიეთითოს კომისიის დადგენილებაში.
7. კომისიის დადგენილება დაერთვის პირის პირად საქმეს.
8. დაინტერესებული პირის დასწრება კომისიის სხდომაზე სავალდებულოა.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
1. კომისიის სხდომის ოქმები, დადგენილებები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2 ამ დებულებაში და კომისიის შემადგენლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.