,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 29.08.2008
ძალის დაკარგვა 13.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №611
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.012.136
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 01/09/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2024
📋 აუქმებს — 2 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცული ინფორმაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.03.2006
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის” დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.02.2006
დოკუმენტის ტექსტი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:6.0pt; font-family:LitMtavrPS; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 37.3pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.012.136
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №611
2008 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება;
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის №91 ბრძანება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცული ინფორმაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №170 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
მინისტრის მოადგილე
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. მამაცაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების პირველი პუნქტის საფუძველზე. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ემბლემა, სიმბოლიკა, კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო), იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტოს იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი № 150.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და საქმიანობის სფერო
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოდინამიკური პროცესების, გეოლოგიური გარემოს სინჟინრო-გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
ბ) სანაპირო ზონებში ბუნებრივი კომპონენტების და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონაცემთა ბაზის შექმნა;
გ) წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) გეოლოგიურ, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ, ასევე მიწის რესურსების სახელმწიფო ფონდში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო ფონდის შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს ერთიანი ტყის საინფორმაციო ფონდის შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია;
ზ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლების სამუშაოთა ორგანიზება;
თ) საქართველოს სატყეო მეურნეობაში მიმდინარე ყველა სახის სამუშაოების აღრიცხვასა და რეგისტრაციაში მონაწილეობის მიღება;
ი) გარემოსდაცვითი ინფორმაციული ბაზებისა და მეტაბაზების შექმნა;
კ) ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების და მოვლენების, აგრეთვე გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების პროგნოზირების შემთხვევაში, შესაბამისი გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება;
ლ) სანაპირო ზონებში ჰიდროდინამიკური და მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგი, აგეგმვითი სამუშაოების პერმანენტულად წარმოება, რისკფაქტორიანი უბნების გამოვლენა და სანაპირო ზონის განვითარების პროგნოზირება, საინჟინრო ღონისძიებების მეშვეობით ნაპირფორმირების პროცესების მართვა;
მ) ეროვნული ეკონომიკის განვითარების ჰიდროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, კლიმატური, ჰიდროგეოლოგიური რესურსების, გეოდინამიკური პროცესებისა და გარემოს დაბინძურების ფონური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ნორმატიული ან/და საცნობარო-საინფორმაციო დოკუმენტაციის მომზადება და გავრცელება;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის, ზღვისა და მდინარეების მორფოდინამიკის და საინჟინრო დაცვის, სასარგებლო წიაღისეულის რესურსების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების სფეროში, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განუხრელად შესრულება. სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა.
2. სააგენტოს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების ქსელის (მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, საზღვაო ჰიდრომეტეოროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, თოვლსაზვავე, გლაციოლოგიური, აეროლოგიური, რადიოლოკაციური, ოზონომეტრული, აქტინომეტრული, წყალბალანსური სადგურები/საგუშაგოები, ატმოსფერული ჰაერის, ატმოსფერული ნალექების, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ზღვის, ზღვის წყლის ბიოტის, ნიადაგების დაბინძურებაზე დაკვირვების პუნქტების), ორგანიზება, ოპტიმიზაცია და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიურ, გეოდინამიკურ და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის მონაცემთა შეკრების, შეფასების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების (მათ შორის საერთაშორისო გლობალურ ქსელში) ურთიერთთავსებადი სისტემების წარმოება. ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოდინამიკური და გარემოს მდგომარეობის შესახებ პროგნოზებისა და გაფრთხილებების მექანიზმის შემუშავება, ფაქტობრივი და პროგნოზული ინფორმაციის შემცველი ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება და დადგენილი წესით გავრცელება;
გ) მოსახლეობის, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, ეკონომიკის დარგების, საქართველოს სამხედრო ძალების და სხვა დაინტერესებული მომხმარებლების უზრუნველყოფა ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს მდგომარეობის შესახებ ფაქტობრივი და პროგნოზული ინფორმაციით, მათ შორის, სტიქიური ჰიდრომეტეორლოგიური, გეოდინამიკური მოვლენებისა და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ;
დ) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოდინამიკური და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის, ასევე სანაპირო ზონების მონიტორინგის სპეციალიზებული სამუშაოების შესრულება, მათ შორის, პროგნოზებისა და გაფრთხილებების შედგენა, სანაპირო ზონაში შეზღუდული სარგებლობის ტერიტორიების (მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლები) განსაზღვრა, სანაპირო ზონაში სამშენებლო საქმიანობის შეთანხმება და ნაპირდამცავ და სხვა ობიექტებზე საექსპერტო დასკვნების მომზადება სახელშეკრულებო საფუძველზე;
ე) ზვავების ხელოვნურად ჩამოშვების, სეტყვის საწინააღმდეგო, ნალექების სტიმულირების და სხვა სახის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოების წარმოება. არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური და საშიში გეოლოგიური პროცესების განმეორადობის სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორიის დარაიონება;
ვ) შესაბამისი პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთად მსოფლიო პრაქტიკაში გამოყენებული არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ტექნიკური საშუალებების ქვეყნის სპეციფიკისთვის მისადაგება, ახალი მეთოდების შექმნაში მონაწილეობის მიღება და მათი დანერგვა;
ზ) ჰიდრომეტეოროლოგიის, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის სფეროში ახალი მეთოდების შემუშავება, ტექნიკურ-ტექნოლოგიური საშუალებების შექმნა და მათი პროგნოზული და ოპერატიულ-საწარმოო საქმიანობაში დადგენილი წესით დანერგვა;
თ) ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე, ჰიდროგეოლოგიურ და საშიშ გეოლოგიურ პროცესებზე, ასევე, გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების, სააგენტოს გამგებლობაში არსებულ, ხელსაწყო-დანადგარების, სატელეკომუნიკაციო და გამოთვლითი ტექნიკის სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების წარმოება და გამზომი საშუალებების მეტროლოგიური დამოწმების ორგანიზება;
ი) სახელმწიფო მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური დასაბუთებისათვის საჭირო გამოკვლევების ჩატარება. მსხვილი სამეურნეო ობიექტების პროექტების კომპლექსური ექსპერტიზა გარემოს შესაძლო ცვლილებებზე მათი ზეგავლენის დასადგენად. მათი ერთიანი გეომონიტორინგული კვლევების წარმოება, დაკვირვებათა ქსელში შეტანა;
კ) საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობისათვის გამოყოფილი მიწის ფართობების დაკანონებისათვის საჭირო წინასწარი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) მიწისქვეშა წყლების რესურსების ხარისხისა და მარაგების რეგულირებისა და დაცვის ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად ჰიდრომონიტორინგული ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ოპტიმიზაცია და ჰიდროგეოლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვებათა უწყვეტი ციკლის წარმოება;
მ) საქართველოს ტერიტორიაზე, სანაპირო ზოლსა და კონტინენტურ შელფზე მიმდინარე გეოდინამიკური პროცესების მონიტორინგი, ნეგატიური სტიქიური და გეოდინამიკური პროცესების პროგნოზირება, პრევენციული ღონისძიებებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და მათი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ან შერბილების მიზნით საკონსულტაციო და საპროექტო სამუშაოების შესრულება;
ნ) საქართველოს ზღვისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის გენერალური სქემების შედგენა, ნაპირდამცავ და სხვა ობიექტების პროექტებზე საექსპერტო დასკვნების მომზადება;
ო) ყველა სახის სამოქალაქო და სამეურნეო ობიექტებისათვის საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექნიკური, ჰიდროგეოეკოლოგიური კვლევების წარმოება პროექტირების ყველა სტადიაზე, განურჩევლად დამკვეთისა;
პ) გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების შეფასება, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდრო-გეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების წარმოება საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების საინჟინრო-გეოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით;
ჟ) ზღვის, მისი სანაპირო ეკოსისტემების, მდინარეების და შიდა წყალსატევების ბიომრავალფეროვნების და ბიოლოგიური რესურსების მონიტორინგი, წყლის ეკოსისტემების სხვადასხვა კომპონენტების (ბაქტერიო-ზოოპლანქტონი, მაკროზოობეთნოსი, იქტიოფაუნა, ზღვის ძუძუმწოვრები და სხვა) კვლევა და მის საფუძველზე დასკვნების, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება;
რ) გარემოს ფიზიკურ-ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაქტიური დაბინძურების მონიტორინგი;
ს) ჰიდრომეტეოროლოგიის, გარემოს და გეოდინამიკური პროცესების მონიტორინგის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის და გარემოს მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება. ამ დარგებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრისა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობის წინადადებების შემუშავება;
უ) მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების საშუალებით წყლის იქტიოფაუნის მოვლა-პატრონობა, მოშენება, რეალიზაცია და დემონსტრირება, ამ საქმიანობიდან შემოსავლების მიღების მიზნით;
ფ) საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე დადგენილი წესით გარემოს დაბინძურების მონიტორინგის წარმოება ტოქსიკური ნივთიერებების არსებობაზე;
ქ) გარემოს დაბინძურების წყაროების და ემისიების გამოკვლევა, მონიტორინგი, გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის დადგენა;
ღ) სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე, ლიცენზიის მქონე პირების აღრიცხვა და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და ასახვა წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში;
ყ) მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე სასარგებლო წიაღისეულის საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა და წიაღისეულის ისეთი უბნების აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომლის გამოყენება არ არის დაკავშირებული წიაღის მოპოვებასთან;
შ) საქართველოს სატყეო მეურნეობაში მიმდინარე ყველა სახის სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია;
ჩ) სააგენტოში დაცულ მონაცემთა სისტემატიზაცია, ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანა და უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა;
ც) სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ძ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა;
წ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელთაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე.
3. სააგენტოს უფროსი:
ა) მოქმედებს სააგენტოს სახელით, დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს. მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
გ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს;
დ) პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;
ე) კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის და აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს სპეციალისტებს შრომითი ხელშეკრულებით კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად;
ზ) დადგენილი წესით წარუდგენს სამინისტროს ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
თ) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი;
გ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი;
დ) სივრცული ინფორმაციის დეპარტამენტი;
ე) გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტი;
ვ) ნაპირდაცვის დეპარტამენტი.
2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა.ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ა.ბ) სააგენტოში შემოსული და სააგენტოდან გასული კორესპოდენციების რეგისტრაცია, მათი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
ა.გ) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
ა.დ) სააგენტოს მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა;
ა.ე) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ა.ვ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ა.ზ) სააგენტოს საქმიანობის საფინანსო და ბუღალტრული უზრუნველყოფა;
ა.თ) სააგენტოს მიერ საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის კოორდინაცია.
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ბ.ა) სააგენტოს ფილიალების ჰიდრომეტეოროლოგიური ქვედანაყოფების და ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, საზღვაო ჰიდრომეტეოროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, თოვლსაზვავე, წყალბალანსური, გლაციოლოგიური, აეროლოგიური, რადიოლოკაციური, თანამგზავრული, ოზონომეტრული, აქტინომეტრული და სხვა სახის სპეციალიზებული სადგურებისა და საგუშაგოების (შემდგომში ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი) საქმიანობის მეთოდური და ტექნიკურ-ტექნოლოგიური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ბ.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარებზე, თოვლის საფარზე, თოვლის ზვავებზე, წყალდიდობებზე, წყალმოვარდნებზე, ღვარცოფულ კერებზე, კალაპოტურ და სხვა სახის ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებზე ექსპედიციური სადამკვირვებლო-სარეკოგნოსცირებო სამუშაოების წარმოება;
ბ.გ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელში დაკვირვების ხელსაწყო-დანადგარების, გამზომი საშუალებების, სატელეკომუნიკაციო და გამოთვლითი საშუალებების სამონტაჟო-სარემონტო და მეტროლოგიური სამუშაოების წარმოება ან ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
ბ.დ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან და გლობალური მეტეოროლოგიური ცენტრებიდან ინფორმაციისა და ინფორმაციული პროდუქციის (ფაქტობრივი და პროგნოსტიკული მონაცემების) მიღებისა და გავრცელების სატელეკომუნიკაციო სისტემების გამართულად ფუნქციონორების უზრუნველყოფა;
ბ.ე) ჰიდრომეტეოროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, ავიამეტეოროლოგიური, საზღვაო ჰიდრომეტეოროლოგიური, თოვლსაზვავე და სხვა სახის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების შედგენა და დადგენილი წესით გავრცელება – მოსალოდნელი საშიში და სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების შედგენა და დადგენილი წესით გავრცელება;
ბ.ვ) სამოქალაქო ავიაციის სპეციალიზებული მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ.ზ) საშიში და სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების გავრცელების არეალის დადგენაში, მათგან მიყენებული ზარალის შეფასებაში და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ბ.თ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების სამუშაოების წარმოება;
ბ.ი) საქართველოს ტერიტორიის დარაიონება ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების, მათ შორის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განმეორებადობის სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით;
ბ.კ) ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში ახალი ტექნიკურ-ტექნოლოგიური საშუალებებისა და მეთოდების გამოცდა და ოპერატიულ-საწარმოო საქმიანობაში დადგენილი წესით დანერგვა;
ბ.ლ) ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების რეჟიმული დამუშავება და სხვადასხვა სახის ცხრილების, ცნობარების, ბიულეტენების, მიმოხილვების მომზადება და გამოცემის ორგანიზება;
ბ.მ) ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციით მომსახურების სფეროში სპეციალური დანიშნულების (მომხმარებელთა მოთხოვნით) სამუშაოების (ექსპედიციური და სტაციონარული დაკვირვებები, გამზომი საშუალებების სამონტაჟო-სარემონტო, მეტროლოგიური და სხვ.) წარმოება;
ბ.ნ) ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.ო) სააგენტოს ფილიალების ჰიდრომეტეოროლოგიური ქვედანაყოფების და ჰიდრომეტეორო-ლოგიური დაკვირვების ქსელის მეთოდური ინსპექტირება;
ბ.პ) ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა ბაზაში დაცული მრავალწლიური ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა და მუდმივი განახლება.
გ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:
გ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დონის ანთროპოგენური დატვირთვით გამოწვეული დაბინძურების ხარისხის დადგენა, ფონური გაჭუჭყიანების და სააგენტოს ფილიალების ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების სტაციონარული პუნქტების, აგრეთვე ექსპედიციური გამოკვლევების მეშვეობით, ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ატმოსფერული ნალექებისა და ნიადაგის ქიმიურ და რადიაციულ დაბინძურებაზე რეგულარული დაკვირვების წარმოება. .
გ.ბ) ქვეყნის ხელისუფლების, ეროვნული მეურნეობის დარგების და დაინტერესებული პირების უზრუნველსაყოფად გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიული მომზადება;
გ.გ) გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების (მათ შორის ავარიული მიზეზებით გამოწვეული) ფაქტების გამოსავლენად სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
გ.დ) თავისი კომპენტეციის ფარგლებში საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებაში მონაწილეობა;
გ.ე) დადგენილი წესით გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება;
გ.ვ) გარემოს დაბინძურების შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციების შემცველი წელიწდეულების, ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადებისათვის მონაცემების მიწოდება;
გ.ზ) გარემოს დაბინძურების წყაროების და ემისიების გამოკვლევა, მონიტორინგი, გამწმენდი ნაგებობების ეფექტურობის დადგენა;
გ.თ) მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის და ჩაშვების ნორმათა პროექტების შემუშავება;
გ.ი) ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
გ.კ) ნიადაგის დაბინძურების წყაროების გამოკვლევა;
გ.ლ.) გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების შეფასება (ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური და ვიბრაცია, რადიაცია);
გ.მ) გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვებისათვის საჭირო საზომ საშუალებათა მეტროლოგიური უზრუნველყოფის ორგანიზება;
გ.ნ) საინფორმაციო ბანკის შექმნისათვის საჭირო მასალების მომზადება დაბინძურებული ზონების წარმოსახვით შესაბამისი მასშტაბის რუკებზე დასატანად.
დ) სივრცული ინფორმაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:
დ.ა) სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულის მიერ შექმნილი პროდუქტის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ინფორმაციული უზრუნველყოფა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა. ციფრული ინფორმაციის განახლება, დაცვა, არქივირება. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის უსაფრთხო დაცვა.
დ.ბ) დაინტერესებულ პირთა ტოპოგრაფიული რუკებით უზრუნველყოფა;
დ.გ) ნიადაგური კვლევის, ტექნიკურ-კარტოგრაფიული ელექტრონული არქივის შექმნა და მიწის კატეგორიებზე მონაცემთა ბაზების შედგენა;
დ.დ) სახელმწიფო ტყის ფონდში მიმდინარე პროცესების, ყველა სახის სამუშაოების აღრიცხვასა და რეგისტრაციაში მონაწილეობის მიღება. დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; ტყის ფონდის შესახებ არსებული ინფორმაციის უსაფრთხო შენახვა-დაარქივება;
დ.ე.) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო ფონდში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო ფონდის შექმნა და მისი მართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა. დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
დ.ვ) სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში დაცული ინფორმაციის ციფრულ ვერსიაში გადაყვანა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად მისი რეგულარული განახლება.
ე) გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ე.ა) დასახლებულ პუნქტებში სტიქიური გეოლოგიური პროცესების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში სიტუაციის ოპერატიული შეფასება, უარყოფითი შედეგების დადგენა, საშიშროების რისკის განსაზღვრა, საგანგებო სიტუაციაში მოქცეული მოსახლეობისათვის რეკომენდაციების გაცემა და სათანადო დასკვნების მომზადება გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად;
ე.ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტიქიურ გეოლოგიურ პროცესებზე და გეოლოგიური გარემოს ანთროპოგენურ ცვლილებებზე გეომონიტორინგული კვლევების პერმანენტული წარმოება ყველა იერარქიულ დონეზე დაკვირვების კონტროლის პარამეტრებიდან დაწყებული, პროგნოზისა და მართვის ჩათვლით. ყოველწლიური ინფორმაციული ბიულეტენის მომზადება მოსალოდნელი საშიშროების რისკისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვით, ცალკეული რეგიონებისა და რაიონების მიხედვით;
ე.გ) ყველა მასშტაბის (მათ შორის სპეციალური) საინჟინრო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური კვლევების წარმოება, ტერიტორიის მდგრადი ათვისების, სამეურნეო და საინჟინრო ობიექტების საიმედოდ განლაგებისა და გეოლოგიური გარემოს ოპტიმალური მართვის მიზნით;
ე.დ) საქართველოს მოსახლეობის დაცვისა და საინჟინრო სამეურნეო ობიექტების საიმედო ფუნქციონირებისათვის სტიქიური გეოლოგიური პროცესების მდგომარეობის და საშიშროების რისკის ზონირების საბაზისო რუკების დამუშავება 1:50000 მასშტაბში;
ე.ე) საშიში გეოლოგიური მოვლენების განმეორადობის სიხშირის და ინტენსივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორიის დარაიონება გრძელვადიანი პროგნოზის მიმართებაში;
ე.ვ) ბუნების სტიქიური პროცესებისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების შესახებ მიღებული შედეგების მეცნიერული დამუშავება ეროვნულ და საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში შესატანად;
ე.ზ) მსხვილი სამეურნეო ობიექტების პროექტების საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური ექსპერტიზა გარემოს შესაძლო ცვლილებებზე ზეგავლენის მასშტაბების დასადგენად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ე.თ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები გზების, ნავთობ და გაზსადენი ტრასების, ჰიდროტექნიკური კომპლექსების პროექტების დასამუშავებლად;
ე.ი) გეოლოგიური სტიქიის მდგომარეობის, საშიშროების რისკისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების საინფორმაციო ბაზის შექმნა დროისა და სივრცის პარამეტრებში;
ე.კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობისათვის გამოყოფილი მიწის ფართობების დაკანონებისათვის საჭირო წინასწარი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე.ლ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტებისათვის საინჟინრო-გეოეკოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური შეფასებითი სამუშაოების ჩატარება;
ე.მ) გეოლოგიურ გარემოს ცვლილებებზე დაკვირვებისათვის საჭირო საზომ საშუალებათა მეტროლოგიური უზრუნველყოფის ორგანიზება;
ე.ნ) წიაღის სახელმწიფო ფონდის მართვის ინფორმაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. სახელმწიფო ფონდის წარმოება – სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
ე.ო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა სახის ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო თუ სამეცნიერო, გეოლოგიური სამუშაოების, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, აღრიცხვა და რეგისტრაცია;
ე.პ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია, მათი კადასტრისა და სახელმწიფო ბალანსის წარმოება (მათ შორის ელექტრონული ვერსიის ფორმით). სასარგებლო წიაღისეულით მოსარგებლე ლიცენზიის მქონე პირების, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვა. მოსალოდნელი განაშენიანების ფართზე წიაღისეული საბადოს არსებობა-არარსებობის შესახებ გეოლოგიური დასკვნების მომზადება. ისეთი მიზნებისათვის გაცემული წიაღისეულის უბნის აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღის მოპოვებასთან. ლიცენზიის შეძენის მსურველთათვის გეოლოგიური ინფორმაციის ან/და დასკვნების მომზადება;
ე.ჟ) საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის ცალკეული სახეობის ეკონომიკური შეფასება, მსოფლიო ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასთან მათი შესაბამისობის ხარისხის დადგენა;
ე.რ) ჰიდრომონიტორინგული სახელმწიფო ქსელის ობიექტებზე დაკვირვებათა უწყვეტი ციკლის წარმოების უზრუნველყოფა. მიწისქვეშა წყლების მარაგების ცვლილების დინამიკის, დაბინძურების ხარისხის მონაცემების შეფასება და მონაცემთა სათანადო ბაზაში აღნუსხვა;
ე.ს) ჰიდრომონიტორინგის სახელმწიფო სადამკვირვებლო ქსელის მონაცემების საფუძველზე, მიწისქვეშა წყლების მარაგებისა და ხარისხის დაცვის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და სათანადო ინსტანციებში წარდგენა;
ე.ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო-სამეურნეო საქმიანობისათვის განკუთვნილ მიწის ფართობებზე ჰიდროგეოლოგიური დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ნაპირდაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ვ.ა) ზღვის სანაპირო ზონებში ჰიდრო და მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგი, აგეგმვითი სამუშაოების პერმანენტულად წარმოება, რისკფაქტორიანი უბნების გამოვლენა და სანაპირო ზონის განვითარების პროგნოზირება;
ვ.ბ) ზღვისა და მდინარეთა სანაპირო ზონებში ავარიული ობიექტების გამოვლენა და ინფორმაციის, რეკომენდაციების, სათანადო საინჟინრო გადაწყვეტილებების მიწოდება შესაბამისი უწყებებისათვის;
ვ.გ) სანაპირო ზონაში ბუნებრივი კომპონენტების და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ვ.დ) სანაპირო ზონაში შეზღუდული სარგებლობის ტერიტორიების განსაზღვრა და მიწათსარგებლობის რეგლამენტის შემუშავება – მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლების და ა.შ. დადგენა;
ვ.ე) სანაპირო ზონაში სამშენებლო საქმიანობის შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ.ვ) ნაპირების საინჟინრო დაცვა-აღდგენასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და წარმოება;
ვ.ზ) სანაპირო ზონებში ჭარბი აკუმულაციისა და ეროზიული უბნების გამოვლენა და ჭარბი ნატანის გამოყენებით პლაჟების სტაბილიზაციისა და რეანიმაციის სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება;
ვ.თ) საინჟინრო ღონისძიებების მეშვეობით ნაპირფორმირების პროცესების ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა;
ვ.ი) საქართველოს ზღვისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის გენერალური სქემების შედგენა;
ვ.კ) ზღვისა და მდინარეების ნაპირების ფორმირების პროცესების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის ნორმების, წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის პროექტების შემუშავება;
ვ.ლ) ზღვისა და მდინარეების მორფოდინამიკისა და საინჟინრო დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა საერთაშორისო დონეებზე.
მუხლი 5🔗. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სააგენტო სამინისტროს თანხმობით ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
ა) უძრავი ქონების შეძენა გასხისება დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და დატვირთვისთვის სააგენტოს ესაჭიროება ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს საკუთარი შემოსავლებით შეძენილი ქონების გასხვისებისა და დატვირთვისთვის ესაჭიროება სამინისტროს თანხმობა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის აუცილებელია ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 6🔗. სააგენტოს ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, რომელიც აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსში.
3. სააგენტოს ქონება შეიძლება გაიზარდოს საკუთარი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე.
მუხლი 7🔗. სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და საფინანსო საქმიანობა
1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 8🔗. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობაზე, ეფექტურობაზე და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობას და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. სამინისტროს უფლება აქვს სააგენტოდან მოითხოვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი უფლებამოსილია სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს ხელმძღვანელის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილების და დამატებების შეტანის წესი
სააგენტოს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 10🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.