,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.143
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №689
2008 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებით (სსმ III, 16.10.2007 წ., №144, მუხ. 1605) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს ,,მ1–მ4“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,მ1) ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების ორგანიზება;
მ2) საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მართვის განხორციელება და კონტროლი;
მ3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
მ4) ,,მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა;“.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ1) რისკების მართვისა და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი.“.
3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ1) რისკების მართვისა და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი – სახაზინო სამსახურის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია და კონტროლი; საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მართვის განხორციელება და კონტროლი; საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიური მითითებების პროექტების მომზადება; ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების ორგანიზება; ფინანსურ ინსტრუმენტებში სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიური მითითებების პროექტების მომზადება; სახაზინო სამსახურის ანგარიშზე არსებული სახსრების განთავსების შესახებ ანგარიშების მომზადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება; ,,მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა; შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.08.2008.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 27.08.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №689. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.22.033.012.143.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, №689, 27.08.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.143 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79288/