,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.168
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №780
2008 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი შეუსრულდებათ შესაბამისი სასწავლო წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2007–2008 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის №476 ბრძანება.
3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში პასუხს აგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ““?
- „,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ““ მიღებულია 12.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №780. სარეგისტრაციო კოდი — 430.210.000.22.022.012.168.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ““-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.12.2011-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ““, №780, 12.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.168 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79420/