„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.09.2008 ძალადაკარგული 16.11.2011
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.16.009.012.192
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 22/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.192

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება �21

2008 წლის 18 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ

მომხმარებელთა უფლებების დაცვის, გამანაწილე�ბელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესრუ�ლებისას წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერ��თობების მოწესრიგების მიზნით, �ელექტრო�ენერგე�ტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართვე�ლოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 462 მუხლის შესაბამისად, ვადგენთ:

1. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე ახა��ლი მომხმარებლის მიერთების საფასურში შედის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექ�ტრუ��ლი ქსელის) მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი) ელექტროენერგიის აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელ��საწყოს (მრიცხველის) ჩათვლით (გარდა ამ დად�გენილების მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 1 კვტ. მი�საერ��თებელ სიმძლავრეზე დღგ-ის ჩათვლით, განისაზ�ღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 0 კვტ-დან და 6 კვტ-ის ჩათვლით � 0 ლარი;

ბ) 6 კვტ-დან 20 კვტ-ის ჩათვლით � 20 ლარი;

გ) 20 კვტ-დან 50 კვტ-ის ჩათვლით � 70 ლარი;

დ) 50 კვტ-დან 100 კვტ-ის ჩათვლით � 120 ლარი;

ე) 100 კვტ-დან ზევით � 170 ლარი.

3. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე მი�საერთებელი სიმძლავრის ახალი მომხმარებლის (ახა���ლი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერ�თე�ბი�სას, ამ მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან, არსებულ გამანაწილებელ ქსელამდე 100 მ-ზე ზევით ქსელის გაყვანის შემთხვევაში, სხვაობას იხდის მომ�ხმარებელი. ასევე ამ მომხმარებლის მიერ უნდა ანაზ�ღაურდეს მისი მოხმარების, ინდივიდუალური აღრიც�ხვის სამფაზა მრიცხველის ღირებულება (ასეთის არსე�ბობის შემთხვევაში). მომხმარებლის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გადასახდელი ასევე წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმა�რებლის მიერთების საფასურს.

4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადა�კარგულად გამოცხადდეს �ელექტროენერგიის გამანაწი�ლებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ� საქართველოს ენერგეტიკისა და წყალ�მომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომი�სიის 2008 წლის 13 მარტის �7 დადგენილება (სსმ III, 20.03.2008წ., �42, მუხლი 483).

5. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.11.2011.
როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“?
„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“ მიღებულია 18.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 300.280.000.16.009.012.192.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.11.2011-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“, №21, 18.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.192 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79528/