"აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2008 ძალადაკარგული 14.07.2011
ნომერი
№223
სარეგისტრაციო კოდი
070.010.060.22.027.012.227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 143, 30/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.060.22.027.012.227

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №223

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულებისათვის დადგინდეს შემდეგი სახეობის აღსრულების ხარჯები:

ა) ყადაღის რეგისტრაციისა და ნივთის შეფასებასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) ნივთის შენახვასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები;

გ) საჯაროდ გამოცხადების ხარჯები;

დ) კარების ან საცავის გასახსნელად მოწვეული პირისათვის ასანაზღაურებელი ხარჯები;

ე) საბანკო მომსახურებისა და კონვერტაციის ხარჯები;

ვ) საფოსტო ხარჯები.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დამატებითი სახეობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 ნოემბრის №100 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

ნ. გვარამია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.07.2011.
როდის იქნა მიღებული "აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ"?
"აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ" მიღებულია 30.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №223. სარეგისტრაციო კოდი — 070.010.060.22.027.012.227.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება "აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ"-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.07.2011-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენის შესახებ", №223, 30.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 070.010.060.22.027.012.227 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79582/