„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1808
სარეგისტრაციო კოდი
210.020.140.05.001.001.937
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 11/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1.„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04. 2002, მუხ. 43) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა ამ პუნქტის „დ.ა – დ.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა – 28 ლარი;

დ.ა) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან   009-ის ჩათვლით – 900 ლარი;

დ.ბ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 1200 ლარი;

დ.გ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 700 ლარი;

დ.დ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 800 ლარი;

დ.ე) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 1000 ლარი;

დ.ვ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 500 ლარი;

დ.ზ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 200 ლარი;

დ.თ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 300 ლარი;

დ.ი) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 100 ლარი;

დ.კ) სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტი შედგება ფიზიკური პირისათვის სასურველ ასოთა კომბინაციისაგან – 50 000 ლარი.

შენიშვნა: ამ პუნქტის „დ.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასოთა კომბინაცია არ უნდა აღემატებოდეს შვიდ ერთეულს და იგი არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, გეოგრაფიული ადგილის დასახელებას ან უხამსობას. ამასთან, ორი იდენტური სახელმწიფო სანომრე ნიშანი არ გაიცემა.“.

2. კანონის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული უკვე გაცემული სახელმწიფო სანომრე ნიშნების იმავე პირზე ან მის მემკვიდრეზე კვლავ გაცემისას აღნიშნული პირები და მემკვიდრეები თავისუფლდებიან სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო სანომრე ნიშნის ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში არ განახორციელებს მის ხელახალ რეგისტრაციას. ამ კანონის   მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი პირს გადაეცემა სამუდამოდ.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1808-რს