,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 18.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.16.009.012.215
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 26/09/2008
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2008 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 „ელექტრობაზრის წევრთა საწევრო შენატანების განსაზღვრის წესის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 09.11.1999
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 81.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.160.16.009.012.215
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის დადგენილება №25
2008 წლის 18 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921 მუხლისა და 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს თანდართული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.
მუხლი 2🔗.
დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 921 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შესადგენი ოქმის ფორმა და მისი დამცავი ნიშნები“ (დანართი №1).
მუხლი 3🔗.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 ოქტომბრის № 23 დადგენილება (სსმ 24.10.2005 წ., №122, მუხ. 1382).
მუხლი 4🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგებას.
2. აღნიშული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ (დანართი №2) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი/ოქმები) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ოქმების მომარაგება, გადაცემა და დაბრუნება
1 ოქმების მომარაგებას კომისია ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. ოქმების შეკვეთას კომისია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. ოქმების ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით აღჭურვილ პირს.
4. ოქმის ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“.
მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა
1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ოქმის ბლანკები შენახულ უნდა იქნეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსო სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ოქმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან ან პირებთან.
5. ოქმების ბლანკების დამზადებაზე, შენახვაზე, მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან თვეში ერთხელ აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს ოქმის ბლანკების მოძრაობის შესახებ.
მუხლი 4🔗. ოქმების შევსება და წარმოება
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი თანამდებობის პირები ადგენენ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას (დანართი №1).
2. ოქმები ივსება ლურჯი ან შავი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადე-ნის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, თუ არიან მოწმეები და დაზარალებულები, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა შესაბამისად შემოწმებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მე-2 ეგზემპლარი რჩება ოქმის გამოყენებაზე უფლებამოსილ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, ხოლო მე-3 ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.
7. შევსებული ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებულ უნდა იქნეს სპეციალურად ზონაგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი ვალდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენიდან 10 (ათი) დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2 გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №2) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილ უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა და მისი აღწერილობა
მკაცრი აღრიცხვის ფორმა – ადმინისტრაციულ სამართალდარღევევათა ოქმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა დამზადდეს A-4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე;
ბ) მისი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით;
გ) ყველა ხაზი შესრულებული უნდა იყოს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით – “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იბეჭდება აგურისფერში;
ე) ტექსტი იბეჭდება შავ ფერში;
ვ) თითოეული ოქმი უნდა დამზადდეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
.................................... 200 w. .........................................
(შედგენის ადგილი)
1. შემდგენი: ......................................................................................................................………..........................................................................................................................................................................................................................................
(თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი)
2. დარღვევის ადგილი, დრო, არსი: ...............................................................…............................
.............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
.................................................................................................................................................................................
3. დამრღვევი: ......................................................................................................................................................................................
(იურიდიული/ფიზიკური პირი, მისამართი, ტელეფონი)
.................................................................................................................................................................
დამრღვევის ახსნა-განმარტება: ......................................................................................................................................................................
.........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
4. მოწმე(ები): .................................................................................................................................................................................
(გვარი, სახელი, მისამართი)
.................................................................................................................................................................................
5. კვალიფიკაცია: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი ...................................................
6. ოქმზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (მათი არსებობის შემთხვევაში)
....................................................................................................................................................................................................................................
....................................................................................................................................................................................................................................
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, ისაუბროს დედაენაზე და თუ არ იცის მიმდინარე სამარ-თალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
ოქმის შემდგენი: /......................................../ მოწმე: /........................................./
(ხელმოწერა) ხელმოწერა)
ოქმის შემდგენი: /......................................../
(ხელმოწერა)
დამრღვევი: /.........................................../ მოწმე: /......................................./
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)
შენიშვნა: …..................................................................................................................................................................
........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
დამკვეთი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დამამზადებელი:
ს ფ ს რეგისტრაციის №
დანართი №2
მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტი №
“-----“ ------------------------------------ 200 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ
№
მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახე
რაოდენობა
მკაცრი აღრიცხვის
ფორმის სტამბური ნომერი
მკაცრი აღრიცხვის
ფორმის სარეგისტრაციო ნომერი
1
2
3
კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს.
საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე:
წევრები:
მდივანი:
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი