,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48/2008
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.15.008.012.274
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 153, 20/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.012.274

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №48/2008

2008 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �უ1� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტ�რა�ცი�ული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1

�საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. ას ტესტში თითოეული საკითხიდან იქნება შემდეგი რაოდენობის კითხვები:

ა) საქართველოს კონსტიტუცია � 12 კითხვა;

ბ) საქართველოს ორგა�ნული კანონი �საქართველოს საარჩევნო კოდექსი � 70 კითხვა;

გ) საქართველოს ორგანული კანონი �რეფერენდუმის შესახებ� � 4 კითხვა;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი � 3 კითხვა;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი � 1 კითხვა;

ვ) საქართველოს ორგანული კანონი �ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� � 1 კითხვა;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი � 1 კითხვა;

თ) საქართველოს კანონი �ნორმატიული აქტების შესახებ� � 2 კითხვა;

ი) ზოგადი უნარები (გამოთვლები) � 2 კითხვა;

კ) ზოგადი უნარები (ლოგიკა) � 2 კითხვა;

ლ) ზოგადი უნარები (წინადადების შევსება) � 2 კითხვა.�.

��� მუხლი 2

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ფურცელზე მითითებულ დროს. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საგამოცდო ფურცელი.�.

��� მუხლი 3

�საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ დებულების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

��� მუხლი 4

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

��� მუხლი 5

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე