,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.333
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №827
2008 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებით (სსმ III, 16.10.07, №144, მუხ. 1605) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;“;
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ5-მ11“ ქვეპუნქტები:
,,მ5) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება;
მ6) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა;
მ7) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესუსრების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
მ8) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის დაგეგმვა და განსაზღვრა;
მ9) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
მ10) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;
მ11) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის შემუშავება.“.
3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ2“ ქვეპუნქტი:
,,დ2) სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი.“.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საანგარიშსწორებო დეპარტამენტი – საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშსწორების განხორციელება ელექტრონული საგადასახადო საბუთების მეშვეობით; მომსახურე ხაზინების მიერ დღის განმავლობაში დარეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის მიღება, დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად; საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული განაღდებული საგადახდო დავალებათა ამონაწერების დამუშავება და დაშვება მომსახურე ხაზინებზე; მომსახურე ხაზინების მიხედვით დამტკიცებული ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის ყოველკვირეული მაჩვენებლების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების დამტკიცება და კონტროლი; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის მობრუნებული თანხების აღრიცხვა და განთავსება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული გაურკვეველი თანხების აღრიცხვა და დამუშავება შემდგომი სათანადო პროცედურებისათვის; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიზნობრივი, ფულადი, გრანტის სახით ჩარიცხული თანხებისა და მიზნობრივი გრანტების ფარგლებში განხორციელებული გადარიცხვების აღრიცხვა და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება; ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ ყოველთვიური და წლიური ანგარიშების მომზადება საპროგნოზო მოცულობებთან მიმართებაში; ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;“.
5. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ2“ ქვეპუნქტი:
,,დ2) სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი – სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანების უიმედოდ აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“ შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი; ,,გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა; არსებული კანონმდებლობის შესაბამისად წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და წინადადებების შემუშავება მისი დაფარვის წესის შესახებ; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საშინაო ვალის ოდენობის განსაზღვრა და აღრიცხვა; სახელმწიფო საშინაო ვალის რესტრუქტურიზაციის, დაფარვის წესისა და დაფარვის გრაფიკის შედგენის შესახებ წინადადებების მომზადება; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის შემუშავება; სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება; სხვადასხვავადიანი სახელმწიფო საშინაო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 5 ნოემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური