,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №16
2007 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ
,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის გათვალისწინებული თანხების ეფექტიანად განაწილების მიზნით:
1. შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის თანხები გამოიყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.
2. გამოსაყოფი თანხის რაოდენობის განსაზღვრისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი მონაცემები და სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2008 წლის 1 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი