,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №67 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.614
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №4
2009 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №67 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №67 ბრძანებით (სსმ III, 17.03.2008წ., №40, მუხ.461) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ1“ ქვეპუნქტი:
,,ჟ1) ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს და ამ ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის;“.
2. მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში საკადრო რესურსების მართვის სამმართველო.“.
3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საკადრო უზრუნველყოფას;“.
4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში საკადრო რესურსების მართვის სამმართველო:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საქართველოს პროკურატურის, სასჯელაღსრულების ორგანოების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების პროექტებს;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს საქართველოს პროკურატურის, სასჯელაღსრულების ორგანოების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა პირად საქმეებს;
გ) მინდობილ სფეროში ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საპენსიო გაანგარიშებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს პროკურატურის, სასჯელაღსრულების ორგანოების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კადრების სამსახურების მუშაობას;
ვ) ნომენკლატურის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პროკურატურის, სასჯელაღსრულების ორგანოების, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა შემადგენლობის აღრიცხვას;
თ) აწარმოებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე სათანადო რეაგირებას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების ორგანოების, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მოსამსახურეთათვის ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების ორგანოებში, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სამსახურში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 12 იანვრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. ბურჯალიანი