“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2009 ძალადაკარგული 31.08.2010
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.012.672
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 20/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.027.012.672

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №14

2009 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქარ­თვე­ლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანე­ბუ­­ლებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენ­ტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №69 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტი­ციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალ­დებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავ­შირებულ სხვა საკითხებს.

    მუხლი 2

დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქ­ტურუ­ლი ქვედანაყოფი.

    მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონ­მდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქარ­თვე­ლოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.

    მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

    მუხლი 5

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომ­ლე­ბიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 6

1. ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცა­ნე­ბი და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობა;

ბ) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებუ­ლი მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებ­თან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და შიდასამსახურებრივი წინადადებებისა და ინ­სტრუქ­­ციების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეული მიმართულების ოპტიმიზაციის მიზნით;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათ­ვა­ლისწინებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქ­ვეუწ­ყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმარ­თვე­ლობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკო­მენ­დაციების შემუშავება შესაბამისი რეფორ­მების გატარების მიზნით.

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 7

დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის სამმართველო.

    მუხლი 8

სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის სამმარ­თვე­ლო წარმართავს ანალიტიკურ საქმიანობას სის­ხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა სამართლის ისეთ საკითხებში, როგორი­ცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, საპატიმრო ღონისძიებათა ალტერნატივები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საზოგადოებ­რივი პროკურატურის დანერგვა და სხვა დაკავში­რებული მიმართულებები.

თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

    მუხლი 9

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენ­ტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დად­­გე­­ნილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

    მუხლი 10

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთან­ხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარ­ტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;

ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

ვ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტა­მენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) ანგარიშს წარუდგენს მინისტრს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ი) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენ­ტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელე­თა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხის­მგებ­ლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 11

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროუ­ლად არის სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრე­­ბული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.

6. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენ­ტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 12

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) დეპარტამენტის მრჩევლები;

ბ) სამმართველოს მრჩევლები;

გ) დეპარტამენტის სპეციალისტი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეები დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულე­ბისათვის ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საქარ­თვე­ლოს მოქმედი კანონმდებლობით.

5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზ­ღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

თავი V. დასკვნითი დებულება

    მუხლი 13

დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინის­ტრის ბრძანებით.