📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„სადაზღვევო რეზერვების განთავსების და ინვესტირების წესის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 20.01.2009
ძალის დაკარგვა 01.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.50.054.012.681
გამოქვეყნების წყარო სსმ, 10, 26/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,826 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.01.2009 მიღება
01.04.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„სადაზღვევო რეზერვების განთავსების და ინვესტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Char, li.Char, div.Char {mso-style-name:Char; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 44.95pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.50.054.012.681 საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს  უფროსის ბრძანება №14 2009 წლის 20 იანვარი  ქ. თბილისი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების თაობაზე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესი“ (დანართი №1). 2. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება 2009 წლის 31 მარტამდე. 3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1998 წლის 26 ნოემბრის №42 ბრძანება „დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისის 2005 წლის 7 ოქტომბრის №61 დადგენილება „არასახელმწიფო საპენსიო დანაგროვთა აქტივების სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ“; გ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 27 ოქტომბრის №62 დადგენილება „საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის შესახებ“. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ქადაგიძე დანართი №1 სადაზღვევო რეზერვების განთავსების და ინვესტირების წესის დამტკიცების თაობაზე     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  „სადაზღვევო რეზერვების განთავსების და ინვესტირების წესის“ (შემდგომში – წესი) მოთხოვნები ვრცელდება მზღვეველზე, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მმართველ კომპანიაზე, საპენსიო სქემის დამფუძნებელზე, რომელიც კანონის შესაბამისად უფლებამოსილია მართოს საპენსიო აქტივები (შემდგომში – მზღვეველი). 2. წესი განსაზღვრავს მზღვეველის იმ აქტივების ჩამონათვალს, რომლებიც დასაშვებია მზღვეველის მიერ შექმნილი სადაზღვევო რეზერვების დასაფარად და ადგენს აღნიშნული აქტივების სტრუქტურას (თითოეული ამ აქტივის ზღვრულ თანაფარდობას სადაზღვევო რეზერვებთან). 3.  მზღვეველი ვალდებულია შეიმუშავოს ორგანიზაციის საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესის მოთხოვნების ჯეროვნად შესრულებას. საინვესტიციო პოლიტიკა მიზნად უნდა ისახავდეს მზღვეველის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფასა და მის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე აღებული ვალდებულებების შესრულებას. სადაზღვევო რეზერვების განთავსება და ინვესტირება უნდა მოხდეს აქტივების დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, მომგებიანობისა და ლიკვიდურობის პრინციპების საფუძველზე. საინვესტიციო პოლიტიკა ასევე უნდა ითვალისწინებდეს სადაზღვევო რეზერვების განთავსების და ინვესტირების ვადების შესაბამისობას დაზღვევის ხელშეკრულებების და ზარალების დარეგულირების ვადებთან. 4. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები საქმიანობის ყველა ეტაპზე და ლიცენზიის გაუქმების შემდგომაც, სანამ სრულად არ შესრულდება სადაზღვევო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებანი.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სადაზღვევო რეზერვები – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფროსის 2008 წლის 24 დეკემბრის №11 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის“ საფუძველზე არასიცოცხლისა და სიცოცხლის დაზღვევის (მათ შორის, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვები; ბ) განვითარებული ქვეყნები – საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №90 დადგენილებით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის განვითარებული ქვეყნების ნუსხის დადგენის თაობაზე“ განსაზღვრული ქვეყნები. გ) საბანკო დაწესებულება – საქართველოს, OECD-ის წევრი ქვეყნებისა და/ან განვითარებული ქვეყნების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულება.     მუხლი 3🔗. სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივები და მათი სტრუქტურა 1.სადაზღვევო რეზერვების დასაფარად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ შემდეგი აქტივები ქვემოთ განსაზღვრული თანაფარდობის დაცვით: ა) საქართველოს, „ეკონომიკური თანამშრობლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (შემდგომში – OECD) წევრი ქვეყნებისა და/ან განვითარებული ქვეყნების ცენტრალური მთავრობების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო და სხვა ვალდებულებები) (A1); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 30%-ის ინვესტირება; ბ) OECD-ის წევრი ქვეყნებისა და/ან განვითარებული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების შესაბამისი ორგანოების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები (A2); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 30%-ის ინვესტირება; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაცვით განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 50%-ს; დ) სასესხო ფასიანი ქაღალდები (ობლიგაციები) და პრივილეგირებული აქციები, რომელთა მიმოქცევა ხორციელდება საქართველოს, OECD-ის წევრი ქვეყნების და/ან განვითარებული ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე (A3); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 15%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეული ფინანსური ჯგუფის მიერ გამოშვებული ობლიგაციებისა და/ან პრივილეგირებული აქციების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 3%-ს; ე) საქართველოში, OECD-ის წევრ ქვეყნებში და/ან განვითარებულ ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები (ობლიგაციები) და პრივილეგირებული აქციები, რომელთა მიმოქცევა ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის გარეთ (A4); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 10%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეული ფინანსური ჯგუფის მიერ გამოშვებული ობლიგაციების და/ან პრივილეგირებული აქციების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 2,5%-ს; ვ) წილობრივი ფასიანი ქაღალდები (გარდა პრივილეგირებული აქციებისა), რომელთა მიმოქცევა ხორციელდება საქართველოს, OECD-ის წევრი ქვეყნების და/ან განვითარებული ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე (A5); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 15%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეული ფინანსური ჯგუფის მიერ გამოშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 2%-ს; ზ) საქართველოში, OECD-ის წევრ ქვეყნებში და/ან განვითარებულ ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ გამოშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები (გარდა პრივილეგირებული აქციებისა), რომელთა მიმოქცევა ხორციელდება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის გარეთ (A6); აღნიშნული მიმართულებით (A6) დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 10%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეული ფინანსური ჯგუფის მიერ გამოშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 1%-ს; თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაცვით განხორციელებული მთლიანი ინვესტიცია არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 15%-ს; ი) საქართველოში, OECD-ის წევრ ქვეყნებში და/ან განვითარებულ ქვეყნებში რეგისტრირებული ქონების უზრუნველყოფით გაცემული იპოთეკური სესხები (A7); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 20%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეულ პირზე გაცემული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 10%-ს; კ) საბანკო დაწესებულებებზე გაცემული სესხები (A8); აღნიშნული მიმართულებით დაშვებულია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 20%-ის განთავსება. ამასთან, თითოეულ ბანკზე გაცემული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 10%-ს; ლ) სესხები, რომლებიც უზრუნველყოფილია ამ მუხლის „ა“ და/ან „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ფასიანი ქაღალდებით (A9); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 10%-ის განთავსება. ამასთან, თითოეულ პირზე გაცემული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 2%-ს; მ) ამ მუხლის „ი“, „კ“, და „ლ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაცვით განხორციელებული მთლიანი ინვესტიცია არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 20%-ს; ნ) საქართველოში, OECD-ის წევრ ქვეყნებში და/ან განვითარებულ ქვეყნებში რეგისტრირებული უძრავი ქონება (A10); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 10%-ის განთავსება; ო) დეპოზიტები საბანკო დაწესებულებებში (A11); აღნიშნული მიმართულებით დასაშვებია „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არა უმეტეს 90%-ის ინვესტირება. ამასთან, თითოეულ ბანკში განთავსებული დეპოზიტის/დეპოზიტების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 30%-ს; პ) ფული სალაროში და საბანკო დაწესებულებებში გახსნილ მიმდინარე ანგარიშებზე (A12); აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული სადაზღვევო რეზერვების ინვესტიცია უნდა შეადგენდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არანაკლებ 10%-ს, ხოლო თითოეულ ბანკში განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ 20%-ს; ჟ) მზღვევლის წილი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების დროს წარმოქმნილ სადაზღვევო მოთხოვნებში (A13) (იგულისხმება სააგენტოს უფროსის №7 ბრძანებით დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა 1-4 ( BS-I.R)-ის მე-3, მე-6 და მე-9 პუნქტების შესაბამის სადაზღვევო მოთხოვნებში მზღვეველის წილი); რ) გადამზღვევლის წილი სადაზღვევო რეზერვებში (A14). 2.  „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ არანაკლებ 80% ოდენობის განთავსება ამ წესის მოთხოვნების დაცვით უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე. 3.  ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა–პ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის მიზნებისათვის „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობა“ განისაზღვრება მე-5 მუხლის შესაბამისად დათვლილი რეზერვების ოდენობათა ჯამით.     მუხლი 4🔗. პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივები ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივების გამოყენება რეზერვების დასაფარად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქტივები აკმაყოფილებენ შესაბამის პირობებს: ა) მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი აქტივების, თუ ამ აქტივების მიმართ გამოყენებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები (ყადაღა, იპოთეკა, გირავნობა და სხვა); ბ) მე-3 მუხლის „ჟ“ პუნქტით განსაზღვრული აქტივის, თუ ამ აქტივის შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულებით დადგენილი პრემიის გადახდის გრაფიკიდან რეალური გადახდების თარიღები არ არის გადაცილებული სამ თვეზე მეტი ვადით; გ) მზღვეველთან დაკავშირებული იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების, რომლებიც განსაზღვრულია ამ წესის მე-3 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, თუ მზღვეველის მონაწილეობა დაკავშირებული პირების კაპიტალში არ აღემატება 20%-ს, ან, თუ დაკავშირებული პირების მონაწილეობა მზღვეველის კაპიტალში არ აღემატება 20%-ს; დ) მზღვეველთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებზე გაცემული ამ წესის მე-3 მუხლის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სესხების, თუ მზღვეველის მონაწილეობა დაკავშირებული პირების კაპიტალში არ აღემატება 20%-ს, ან, თუ დაკავშირებული პირების მონაწილეობა მზღვეველის კაპიტალში არ აღემატება 20%-ს.  მუხლი 5🔗. „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის“ განსაზღვრა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა-პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ აქტივებში ინვესტირებას ექვემდებარება სადაზღვევო რეზერვების ის ოდენობა, რომელიც წარმოადგენს თითოეული რეზერვის მიხედვით დათვლილ შემდეგ ოდენობათა ჯამს: ა) გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის (დაქვითვის კომპონენტების გამოკლებით) 90 პროცენტი. გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის დაქვითვის კომპონენტებია: მზღვევლის წილი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების დროს წარმოქმნილ სადაზღვევო მოთხოვნებში (მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი) და გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვში გადამზღვევლის წილი; ბ) განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვისათვის – რეზერვის ნაშთი, რომელიც გამოითვლება მთლიანი განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი რეზერვიდან ამ რეზერვში გადამზღვევლის წილის გამოკლებით; გ) მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვისათვის – რეზერვის მთლიანი ოდენობა; დ) საპენსიო რეზერვისთვის – საპენსიო ვალდებულების მთლიანი ოდენობა; ე) სიცოცხლის მაგროვებადი დაზღვევისათვის – რეზერვის ნაშთი, რომელიც გამოითვლება მთლიანი სიცოცხლის დაზღვევის რეზერვიდან ამ რეზერვში გადამზღვევლის წილის გამოკლებით.     მუხლი 6🔗. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილება 1. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს ორგანიზაციისგან მის მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის წარმოდგენა. 2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო დასაბუთებულად მიიჩნევს, რომ მზღვეველის მიერ სადაზღვევო რეზერვების დასაფარად შექმნილი/შეძენილი აქტივების სტრუქტურა და შემადგენლობა არ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, მზღვეველი ვალდებულია უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება. 3. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მზღვეველს დაეკისრება კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.