,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/77
სარეგისტრაციო კოდი
310.090.000.22.024.012.697
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 26/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.22.024.012.697

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/77

2009 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანებით (სსმ III, 18.01.2008 წ., №7, მუხ.79) დამტკიცებულ ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საზედამხედველო ორგანიზაცია – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და მის საფუძველზე ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო სამუშაოების შესრულებაზე, გარდა მესამე კატეგორიის დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღებისა.“;

ბ) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. მესამე კატეგორიის დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღება

1. მესამე კატეგორიის დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღებას ახორციელებს დეპარტამენტი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით.

2. მესამე კატეგორიის საგზაო სამუშაოების მიღების მიზნით, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ადგილზე ობიექტის დათვალიერების საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დასრულებული საგზაო სამუშაოს მიღების შესახებ.

3. დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების შემდეგ სამუშაოს მიმღები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების აქტს, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს სამუშაოების შემსრულებლის ბეჭდითა და სამუშაოების მიმღები სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილ პირთა ხელმოწერით. დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების აქტში აგრეთვე უნდა მიეთითოს დასრულებული საგზაო სამუშაოს სრული დასახელება და ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობა, სამუშაოს მოცულობა და ღირებულება.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჟვანია