,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.012.748
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 05/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.748

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №133

2009 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის სამმართველო.“

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის სამმართველო ახორციელებს დაცვით საქმიანობაზე კონტროლს, თავისი დანაყოფების მეშვეობით ამოწმებს ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის საქმიანობის შესაბამისობას და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს კერძო დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი      ი. მერაბიშვილი