,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.022.012.786
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №84
2009 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
იურიდიულ დეპარტამენტში ცალკეული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი:
– უმაღლესი იურიდიული განათლება.
– უცხო ენების ცოდნა (სასურველია) – კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Internet Explorer).
– შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
– საქართველოს კონსტიტუცია
– „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
– საქართველოს შრომის კოდექსი
– საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
– „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი
– საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
– „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი
– „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
ბ) სამართალშემოქმედებისა და ექსპერტიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოების უფროსები:
– უმაღლესი იურიდიული განათლება
– უცხო ენების ცოდნა (სასურველია)
– კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Internet Explorer).
– შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
– საქართველოს კონსტიტუცია
– ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
– საქართველოს შრომის კოდექსი
– საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
– „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი
– საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
– „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი
– „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
გ) დეპარტამენტის საჯარო მოხელეები (მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი):
– უმაღლესი იურიდიული განათლება.
– კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. (Microsoft Office Word, Internet Explorer).
– შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
– საქართველოს კონსტიტუცია
– „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
– საქართველოს შრომის კოდექსი
– საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
– „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი
– საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
– „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
– „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი
– ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;
დ) დეპარტამენტის საჯარო მოხელე ( სპეციალისტი (მდივანი):
– უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება)
– უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
– კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Internet Explorer).
– შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
– საქართველოს კონსტიტუცია
– „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
– საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
– „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი
– „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი
– „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.