,,უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის და ანგარიშგების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №901 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№98
სარეგისტრაციო კოდი
200.110.000.22.033.012.808
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 20/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.012.808

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №98

2009 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

�უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის და ანგარიშგების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №901 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

�ნორმატიული აქტების შესახებ�საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

��� მუხლი 1

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №901 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2004 წ., №156, მუხ. 1461) დამტკიცებულ � უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდისა და ანგარიშგების წარდგენის წესში� შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საგადასახადო აგენტი, რომელიც ახორციელებს არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის) ან არარეზიდენტი საწარმოს (შემდგომში � არარეზიდენტი) მიერ გაწეული მომსახუ�რების უკუდაბეგვრას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით წარუდგინოს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშება დანართი №1 ფორმის მიხედვით. საგადასახადო აგენტს უფლება აქვს არ წარადგინოს გაანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი საგადასახადო აგენტს უწევს ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრ მომსახურებას.� .

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. თუ საგადასახადო აგენტი არ არის დღგ-ის გადამ�ხდელად რეგისტრირებული მის მიერ გაანგარი�შების წარდგენა ხდება საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით არა უგვია�ნეს მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.� .

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 �პუნქტი:

� 31 . თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, მის მიერ გაანგარიშების წარდგენა ხდება დღგ-ის შესახებ იმ თვის დეკლარაციის წარდგენის დროს, როდესაც გაწეულ იქნა მომსახუ�რება.� .

3. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) � ბ� და � გ� ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) � დ� , � ე� , � ვ� და � ზ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�დ) მე-2 სტრიქონში მიეთითება საგადასახადო აგენტის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს მას საგადასახადო ორგანოს მიერ;

ე) მე-3 სტრიქონი ივსება მხოლოდ დღგ-ის გადამხდელის მიერ და მასში მიეთითება დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის ნომერი;

ვ) გაანგარიშების I განაყოფის:

ვ.ა) მე-2 სვეტში ჩაიწერება თითოეული არარეზი�დენტის დასახელება და ქვეყანა, საიდანაც იგია.

ვ.ბ) მე-3 სვეტში ჩაიწერება არარეზიდენტის მიერ საანგარიშო თვეში გაწეული მომსახურების სახე;

ვ.გ) მე-4 სვეტში ჩაიწერება � ბიუჯეტის შემოსუ�ლობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით განსაზღვრული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი, რომელზეც ჩაირიც�ხება აღნიშნული მომსახურების დღგ.

ვ.დ) მე-5 სვეტში ჩაიწერება არარეზიდენტის მიერ მომსახურების გაწევის მომენტი. თუ მომსახურება რეგუ�ლარულია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მიხედვით მომსახურების გაწევის მომენ�ტად ჩაითვლება ამ ოპერაციის ნებისმიერი ნაწილი�სათვის ყოველი გადახდის მომენტი, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა. ასევე, იჯარის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის მომენ�ტად ჩაითვლება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო მომსახურების ღირებუ�ლების გადახდის ვადები, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა;

ვ.ე) მე-6 სვეტში ჩაიწერება საგადასახადო აგენტის მიერ არარეზიდენტისათვის გასაცემი მომსახურების საკომპენსაციო თანხა დღგ-ის გარეშე. თუ არარეზიდენ�ტის მიერ გაწეული მომსახურების კომპენსაცია ხდება სანაცვლო მომსახურებით, მოცემულ სტრიქონში ჩაიწერება მომსახურების მიწოდების საბაზრო ფასი; ასეთივე წესით განისაზღვრება დღგ-ის დასაბეგრი თანხა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადგილი აქვს არარეზიდენ�ტის მიერ უსასყიდლო მომსახურებას;

ვ.ვ) მე-7 სვეტში ჩაიწერება დღგ-ის თანხა, რომელიც განისაზღვრება საკომპენსაციო თანხის დღგ-ის განაკვეთზე გამრავლების გზით. გაანგარიშებაში ჯამური საგადასახა�დო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება.

ზ) გაანგარიშების II განაყოფი ივსება იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ადგილი აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლით გათვალის�წინებულ შემთხვევებს, რომლის შედეგად საგადასახადო ორგანოში ადრე წარდგენილ გაანგარიშებაში დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად:

ზ.ა) მე-5 სტრიქონში � � დღგ კორექტირებამდე� � ჩაიწერება კორექტირების განხორციელებამდე არარეზი�დენ�ტისათვის გასაცემ თანხაზე დარიცხული და საგადასახადო ორგანოში ადრე წარდგენილ გაანგარი�შებაში აღნიშნული დღგ-ის თანხა;

ზ.ბ) მე-6 სტრიქონში � � დღგ კორექტირების შემდეგ� � ჩაიწერება საანგარიშო პერიოდში განხორციე�ლებული კორექტირების შემდეგ არარეზიდენტისათვის გასაცემ კომპენსაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხა;

ზ.გ) მე-7 სტრიქონი � � კორექტირების შედეგად დამატებით გადასახდელი დღგ� შეივსება იმ შემთხვე�ვაში, თუ კორექტირების შემდეგ დარიცხული დღგ-ის თანხა აღემატება დღგ-ის თანხას კორექტირე�ბამ�დე, და იგი უდრის მე-6 და მე-5 სტრიქონებზე მოცემუ�ლი დღგ-ის თანხებს შორის სხვაობას;

ზ.დ) მე-8 სტრიქონი � � კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ� შეივსება იმ შემთხვევაში, თუ კორექტირების შემდეგ დარიცხული დღგ-ის თანხა ნაკლები იქნება კორექტირებამდე დღგ-ის თანხაზე, და იგი უდრის მე-5 და მე-6 სტრიქონებზე მოცემული დღგ-ის თანხებს შორის სხვაობას;

ზ.ე) მე-9 სტრიქონში � � ბიუჯეტში შესატანი დღგ� � ჩაიწერება საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის თანხა, რომელიც უდრის მე-4 და მე-7 სტრიქონების ჯამს, ან მე-4 და მე-8 სტრიქო�ნების სხვაობას იმ შემთხვევაში, თუ მე-8 სტრიქონზე მოცემული თანხა ნაკლებია მე-4 სტრიქონზე ნაჩვენებ თანხაზე;

ზ.ვ) მე-10 სტრიქონში � � ბიუჯეტიდან დასაბრუ�ნებელი დღგ� � ჩაიწერება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული კორექტირების შედეგად ბიუჯე�ტი�დან დასაბრუნებელი დღგ-ის თანხა. იგი წარმოიქ�მნება იმ შემთხვევაში, თუ მე-8 სტრიქონზე მოცემული თანხა მეტია მე-4 სტრიქონზე მოცემულ თანხაზე.� .

გ) � თ� �� რ� ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 2. გადახდის წესი

1. თუ საგადასახადო აგენტი არ არის დღგ-ის გა�და�მ��ხდელად რეგისტრირებული, უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გადახდა ხდება არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, მან დარიცხული დღგ უნდა გადაიხადოს დღგ-ის შესახებ იმ თვის დეკლარაციის წარდგენის დროს, როდესაც გაწეული იქნა მომსა�ხურება.

3. თანხის ბიუჯეტში გადახდისას, გადამხდელი საგა�დახდო დავალებაში მიუთითებს � �უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ� . დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საგადასახადო აგენტის მიერ უკუდა�ბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის მიზნით საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწე�რის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვლება საგადა�სახადო ანგარიშ-ფაქტურად და შესაბამისად იგი დადგე�ნილი წესით აისახება საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის საანგარიშო თვის დღგ-ის დეკლარაციაში.�

5. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 3. უკუდაბეგვრით დარიცხული და გადახდილი დღგ-ის �გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე� აღრიცხვის წესი

1. საგადასახადო ორგანოები უკუდაბეგვრის წესით დარიცხული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის აღრიცხვას აწარმოებენ � გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის� ცალკე � � უკუდაბეგვრის სპეც�ბარათზე� .

2. დაუშვებელია � უკუდაბეგვრის სპეცბარათზე� არსებული თანხების ზედმეტად გადახდილ თანხად, განხილვა და მათი სხვა გადასახადების მიხედვით დავალიანებების დასაფარავად მიმართვა, შესაბამის პერიოდზე ანგარიშგების წარდგენამდე.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო აგენტის მოთხოვ�ნით ცალკეული გადასახადების (მათ შორის, დღგ-ის) მიხედვით არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის უკუდაბეგვრით გადასახდელი დღგ-ის გადახ�დის ანგარიშზე გადატანისას საგადასახადო ორგანო გადამხდელს უგზავნის შეტყობინებას, რომელიც ითვლება უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად და შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელს აძლევს დღგ-ის ჩათვლის უფლებას დადგენილი წესით.� .

��� მუხლი 2

� დამტკიცდეს დანართი №1 თანდართუ�ლი რედაქციით.

��� მუხლი 3

� ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნე�ბისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

დანართი N1

1 საგადასახადო აგენტის დასახელება (სახელი, გვარი) _________________________

 

2 საიდენტიფიკაციო ნომერი __ __ __ __ __ __ __ __ __

 

3 დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი __ __ __ __ __ __

 

გაანგარიშება

 

არარეზიდენტის მიერ გაწეულ მომსახურებაზე

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის შესახებ

200� წ. . . . . . . . თვის����

I განაყოფი

 

არარეზიდენტის დასახელება

გაწეული მომსახურების

სახე

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი

მომსახურების

გაწევის მომენტი

არარეზიდენტისათვის გასაცემი

საკომპენსაციო თანხა დღგ-ის გარეშე

დღგ

�1

�2

�3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

ჯამი

II განაყოფი

5

დღგ კორექტირებამდე

6

დღგ კორექტირების შემდეგ

7

კორექტირების შედეგად დამატებით გადასახდელი დღგ (სტ.6-სტ.5, როცა სტ.6> სტ.5)

8

კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ (სტ.5 - სტ.6, როცა სტ.5 > სტ.6)

9

�ბიუჯეტში შესატანი დღგ (სტ.4 + სტ.7) ან (სტ.4 - სტ.8, როცა სტ.4 > სტ.8)

10

�ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი დღგ (სტ.8 � სტ.4, როცა სტ.8 > სტ.4)

 

გაანგარიშების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

საგადასახადო აგენტი (ხელმძღვანელი) ___________ ____________�

� (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)

 

ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ

 

აღნიშვნა გაანგარიშების წარმოდგენის შესახებ:

 

პირადად ___ ფოსტით __ გვერდზე __

 

წარმოდგენის თარიღი __ __ __ __ __ __ __ __

რეგისტრაციის ნომერი __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __

__________________ ________________

(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)