,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №67 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.22.027.012.825
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 25/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.825

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №50

2009 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №67 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №67 ბრძანებით (სსმ III, 17.03.2008წ., №40, მუხ. 461) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში საკადრო რესურსების მართვის სამმართველო.“.

2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში საკადრო რესურსების მართვის სამმართველო:

ა) დადგენილი წესის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საქართველოს პროკურატურის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების პროექ ტ ებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს საქართველოს პროკურატურის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა პირად საქმეებს;

გ) მინდობილ სფეროში ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საპენსიო გაანგარიშებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს პროკურატურის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კადრების სამსახურების მუშაობას;

ვ) ნომენკლატურის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პროკურატურის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა შემადგენლობის აღრიცხვას;

თ) აწარმოებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე სათანადო რეაგირებას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

კ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი