საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.02.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.038.012.833
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 27/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,264 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2009 მიღება
01.01.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.038.012.833 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №59 2009 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის თანდართული წესდება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულების საფუძველზე. 2. სასწავლო ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და ამ წესდებით. 3. სასწავლო ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 4. სასწავლო ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. სასწავლო ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო (მათ შორის, სავალუტო) ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. სასწავლო ცენტრის იურიდიული მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, რუსთავის გზატკეცილი, მე-17 კილომეტრი.     მუხლი 2🔗. სასწავლო ცენტრის მიზანი სასწავლო ცენტრის მიზანია სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის ხელშეწყობა და აღნიშნულ სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.     მუხლი 3🔗. სასწავლო ცენტრის ფუნქციები სასწავლო ცენტრის ფუნქციებია: ა) სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება; ბ) სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; გ) სასწავლო პროგრამების მონაწილეთა ტესტირება; დ) ტრენერთა ჯგუფის ჩამოყალიბება და კოორდინირება; ე) ტრენერთა პერიოდული გადამზადება როგორც მოწვეული სპეციალისტების მიერ, ასევე მომზადება და სტაჟირება საზღვარგარეთის ანალოგიურ სასწავლო ცენტრებში; ვ) მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შემუშავება და გამოცემა; ზ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა; თ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ბიბლიოთეკის ამოქმედება; ი) თანამშრომლობა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სამსახურთან, მათდამი დაქვემდებარებული პერსონალის მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამების შემუშავების მიზნით; კ) ურთიერთობა და თანამშრომლობა უცხოეთში მოქმედ ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ლ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს და ემსახურება სასწავლო ცენტრის მიზნების მიღწევას.     მუხლი 4🔗. სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა 1. სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობს სასწავლო ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სასწავლო ნაწილის უფროსი.     მუხლი 5🔗. სასწავლო ცენტრის დირექტორი სასწავლო ცენტრის დირექტორი: ა) წარმოადგენს სასწავლო ცენტრს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სასწავლო ცენტრის საქმიანობას ეხება; გ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სასწავლო ცენტრის საქმიანობას წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და ახორციელებს სასწავლო ცენტრის საერთო, ყოველდღიურ ხელმძღვანელობას; უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პა სუხისმგებლობის ზომებს; ე) უფლება აქვს ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს ლექტორები, ტრენერები, სპეციალისტები და დაქირავებული მომსახურე პერსონალი კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად; ვ) შეიმუშავებს სასწავლო ცენტრის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს სამინისტროს; ზ) ახორციელებს სასწავლო ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე; თ) ხსნის და ხურავს სასწავლო ცენტრის საბანკო ანგარიშებს; ი) ამტკიცებს მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო პროგრამებს, მათი ჩატარების განრიგს; კ) გასცემს შესაბამის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს წარმატებით ტესტირებაგავლილ პირებზე; ლ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს; მ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლო ცენტრის საშტატო განრიგს; ნ) ამტკიცებს სასწავლო ცენტრის შინაგანაწესს; ო) ანაწილებს მოვალეობებს სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; პ) ატარებს სასწავლო ცენტრის თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს მუშაობის შედეგებს; ჟ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სასწავლო ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; რ) ასრულებს ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს.     მუხლი 6🔗. სასწავლო ცენტრის სტრუქტურა 1. სასწავლო ცენტრი თავის უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. 2. სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) დირექტორის აპარატი; ბ) სასწავლო ნაწილი; გ) მართვის სამსახური.     მუხლი 7🔗. სასწავლო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები 1. დირექტორის აპარატის ძირითადი ამოცანაა დირექტორის ორგანიზაციული, ინფორმაციულ- სტატისტიკური და ანალიტიკური უზრუნველყოფა; სხდომების გამართვის განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადების ორგანიზება; დირექტორის ცალკეული და ოპერატიული დავალებების შესრულება; სასწავლო ცენტრის ფოსტის დამუშავება; ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დირექტორთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; საზოგადოების ინფორმირება სასწავლო ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ; სასწავლო ცენტრის ბიუჯეტის და ხარჯთა ნუსხის პროექტის შემუშავება, ოპერატიული მართვა, ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია და წარმართვა, კრებსითი ბალანსებისა და ანგარიშების მომზადება; საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა. 2. სასწავლო ნაწილის ძირითადი ამოცანაა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომელთათვის სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება; სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განრიგის შემუშავება; სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განხორციელებისათვის მეთოდიკის შერჩევა- გაანალიზება; ტრენერთა ჯგუფის ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინირება; ტრენერთა პერიოდული გადამზადების კურსების ორგანიზება; სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების მონაწილეთა ატესტაცია; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ბიბლიოთეკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 3. მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარით, საშუალებებითა და საკვები პროდუქტებით; სასწავლო ცენტრის კომუნალური და მიმდინარე გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა; სასწავლო ცენტრის ქონების დაცვა.     მუხლი 8🔗. სასწავლო ცენტრის ქონება 1. სასწავლო ცენტრს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით. 2. სასწავლო ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.     მუხლი 9🔗. სასწავლო ცენტრის ფინანსები სასწავლო ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 10🔗. სასწავლო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1. სასწავლო ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სასწავლო ცენტრის სახელმწიფო მაკონტოლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც ნებისმიერ დროს უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა. 3. სასწავლო ცენტრი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ წარადგინოს ინფორმაცია განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლო ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 11🔗. სასწავლო ცენტრის ლიკვიდაცია სასწავლო ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.