საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №492 |
|
2019 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
პატიმრობის კოდექსის 116-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანდართული დებულება.
|
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანება.
|
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ