1. ამ კოდექსის მე-2 თავით განსაზღვრული თვითრეგულირების სისტემის შექმნა და საჩივრის განხილვის მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურების დადგენა და ამოქმედება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებმა, რომლებიც ახორციელებენ საერთო მაუწყებლობას და მაუწყებლობენ „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ ყველა სამაუწყებლო ზონაში, უზრუნველყონ ამ კოდექსის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო ყველა სხვა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელმა ამ კოდექსის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.

2. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების სისტემისა და საჩივრების განხილვის დადგენილი პროცედურის შესახებ ინფორმაცია ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადებშ