„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 14.04.2009
ძალის დაკარგვა 30.03.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-88
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.022
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 27/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.06.2013
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.03.2012
📋 აუქმებს — 2 აქტი
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.06.2007
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.07.2006
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";}
@font-face {font-family:SPAcademi;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi; font-weight:bold;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.022
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-88
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პროექტების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-118 ბრძანება;
ბ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 12 ივნისის №2-81 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
3. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და მიზნები
1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროსათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვაში; შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
დ) სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
ე) ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება;
ვ) ქართული წარმოების სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისა და ქვეყნის აგროსამრეწველო სექტორის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისათვის მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება და ადგილობრივი მეწარმეებისათვის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებაში ხელშეწყობა;
ზ) ადგილობრივი და საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ბაზრის მარკეტინგული კვლევის განხორციელება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საინფორმაციო ბაზის შექმნა. აქედან გამომდინარე, აგროსასურსათო სექტორის სტრატეგიული განვითარების მიზნით წინადებების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. დეპარტამენტის ძირითადი მიზნებია:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან სოფლის მეურნეობის სფეროში ეკონომიკური ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა;
გ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;
დ) საერთაშორისო დახმარებათა ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.
ე) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ/იმპორტის ანალიზი, ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის დადგენა და წინადადებების მომზადება;
ვ) აგროსამრეწველო სექტორში სახელმწიფოებს შორის სამთავრობათაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ზ) აგროსამრეწველო სექტორის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით დასაქმებული მეწარმეებისათვის და ფერმერებისათვის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორცილებაში მონაწილეობა;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული მიზნობრივი პოგრამების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს და მოითხოვოს სამინისტროს დეპარტამენტებიდან, სამმართველოებიდან, განყოფილებებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაცია და სხვა მასალები;
ბ) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები ევროინტეგრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების მართვის საკითხებთან დაკავშირებით;
გ) განახორციელოს ქმედებები, რომლებიც აუცილებელია ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
დ) დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებას;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებსა და კორესპონდენციას;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;
დ) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის დავალებებს;
ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის დავალებებსა და მითითებებს.
6. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;
ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
1. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ბ) სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობათა კოორდინაცია;
გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის სამთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი შეთანხმებების მომზადებისას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და აღნიშნულ შეთანხმებათა საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისიების მუშაობაში სამინისტროს მონაწილეობის კოორდინაცია;
დ) ევროკავშირთან სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაცია;
ე) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წინაშე აგრარულ სექტორში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაცია;
ვ) საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციის წარდგენის ხელშეწყობა;
ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფებთან აგროსასურსთო სექტორში არსებული პრიორიტეტების შესაბამისად ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
თ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით უცხოეთის დელაგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში ვიზიტების, სემინარების, სიმპოზიუმების, ფორუმების, კონფერენციების პროგრამების შედგენას, მათთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებას და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაცია; დელაგაციების სამინისტროში მიღების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ოქმების სათანადო წესით გაფორმების უზრუნველყოფა;
ი) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების კოორდინაცია;
კ) საქართველოს აგრარულ სექტორში მოქმედი დონორი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე პროექტების/პროგრამების საერთო კოორდინაციას და მათ შესახებ ანალიტიკური მასალების სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ლ) საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზის შექმნას და მის რეგულარულ განახლებას.
2. მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ/იმპორტის ანალიზი, ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის დადგენა და წინადადებების მომზადება;
ბ) აგროსამრეწველო სექტორში სახელმწიფოებს შორის სამთავრობათაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
გ) აგროსამრეწველო სექტორის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით დასაქმებული მეწარმეებისათვის და ფერმერებისათვის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული მიზნობრივი პოგრამების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.