,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 16.04.2009
ძალის დაკარგვა 22.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №156
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.041
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 28/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,741 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2009 მიღება
22.07.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 55.3pt 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.041 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №156 2009 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.     დ. შაშკინი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში –  სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის უფლებამოსი-ლება, ვალდებულება, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.     მუხლი 2🔗. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებებით, მითითებებით.     მუხლი 3🔗. ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. თავი II ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები     მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული მომსახურება; ბ) ღია წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; გ) საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა; დ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ე) საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენისა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა; ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; თ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით; ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხთა მომზადება; კ) სტაჟირების წესების შემუშავება და სტაჟირების გავლის ორგანიზება; ლ) სამინისტროს შენობაში გარე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება და კონტროლი; მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი; ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი; კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ო) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციების სტატისტიკა, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა; პ) საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა; ჟ) დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; რ) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების კონტროლი; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის დავალებების, ბრძანებების, მითითებების შესრულების უზრუნველყოფა; ტ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; უ) შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება; ქ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება; ღ) “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსებისა და შესაბამის ორგანოში ჩაბარების უზრუნველყოფა; ყ) სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციის შედგენის კოორდინაცია და ანალიზი, პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა;  შ) კადრების მართვის არსებული საინფორმაციო ბაზის სრულყოფა და მისი პროგრამული უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა;  ჩ) სამინისტროში პრაქტიკის გავლის მიზნით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; ც) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; ძ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული “საჯარო სამსამხურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ შესაბამისად (რანგირების მიხედვით) სამინისტროს მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების პროცედურის ორგანიზაცია; წ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისათვის და საქართველოს პარლამენტისათვის ანგარიშის მომზადება და მიწოდება; ჭ) სამინისტროს მოსამსახურეთა სწავლების, ტრენინგების მოწყობის ორგანიზაცია; ხ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება; ჯ) სამინისტროში გამართული სათათბირიო სხდომის ოქმის წარმოება ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში. თავი III ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები     მუხლი 5🔗. 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი. 2 ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. ადმინისტრაციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას, პასუხს აგებს ადმინისტრაციისათვის დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებისათვის; ბ) ხელს აწერს ადმინისტრაციის კომპეტენციის სფეროში შესრულებულ კორესპონდენციებს; გ) ახდენს ვიზირებას ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ კორესპონდენციებზე; დ) სამსახურებრივ კორესპონდეციას უნაწილებს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მის შესრულებაზე კონტროლს; ე) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ადმინისტრაციის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;  ვ) უფლებამოსილია ადმინისტრაციის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ზ) ხელს უწყობს ადმინისტრაციაში შრომის სათანადო პირობების, თანამშრომელთა კეთილგანწყობილი, ჯანსაღი დამოკიდებულების შექმნას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, თანამდებობრივ დაწინაურებას; თ) ხელს აწერს სამინისტროს მოსამსახურეებთან მინისტრის მიერ დანიშნული სათათბირიო სხდომის ოქმს; ი) ხელს აწერს სახელფასო ცნობებსა და სამინისტროს მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა შესახებ სამუშაო ადგილის და ხელფასთან დაკავშირებით; კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 5. ადმინისტრაციის უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.     მუხლი 6🔗. 1. ადმინისტრაციაში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს მრჩევლები; ბ) მინისტრის მრჩეველი; გ) მინისტრის თანაშემწე; დ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე; ე) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები. 2. ადმინისტრაციის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ადმინისტრაციის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით. 4. ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 7🔗. 1. ადმინისტრაციაში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ადმინისტრაციის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე. თავი IV ადმინისტრაციაში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ფუნქციები და ამოცანები     მუხლი 8🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საორგანიზაციო-ანალიტიკური სამმართველო; ბ) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო; გ) საქმისწარმოების სამმართველო.     მუხლი 9🔗. საორგანიზაციო-ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები: ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობა; ბ) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება; გ) შიდა სამსახურებრივი წინადადებებისა და ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეული მიმართულების ოპტიმიზაციის მიზნით; დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების გატარების მიზნით; ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დასკვნების მომზადება და საპროგნოზო ვითარების ანალიზი; წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ვ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომების ოქმების წარმოება; ზ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომების ოქმების, დავალებების შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; თ) საპროტოკოლო საქმიანობით უზრუნველყოფა.     მუხლი 10🔗. საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები: ა) სამინისტროს მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების წარმოება, სააღრიცხვო ბარათების, შრომის წიგნაკების, შრომისუუნარობის ფურცლებისა და მივლინებების გაფორმება, ნამსახურობის ნუსხის წარმოება; ბ) დამტკიცებული ნიმუშებისა და დებულების შესაბამისად მოსამსახურეთა სამკერდე ნიშნებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა; გ) მოსამსახურეთა საკადრო მონაცემების ელექტრონული ვერსიის მომზადება; დ) მინისტრის ბრძანებათა პროექტების, სამსახურში დანიშვნისა და გათავისუფლების, შვებულებების, პრემიების, დაჯილდოების წახალისების შესახებ, შრომისუუნარობის ფურცლებისა და მივლინებების მომზადება და კანონის შესაბამისად გაფორმება; ე) პერსონალის სტაბილურობის, გადაადგილებისა და დენადობის სისტემური ანალიზი, ამ საკითხების თაობაზე ინფორმაციისა და მასალის ადმინისტრაციის უფროსისათვის მიწოდება; ვ) საკადრო საკითხებზე სხვადასხვა საცნობარო მასალის მომზადება; ზ) შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლის ორგანიზება, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების უზრუნველყოფა, ანალიზი და ადმინისტრაციის უფროსისათვის პერიოდულად მიწოდება; თ) მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე ბრძანებათა პროექტების მომზადება; ი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებებში მოწვეულ შტატგარეშე მოსამსახურეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების ვადების დაცვის კონტროლისა და სათანადო დოკუმენტების შევსების სისწორის უზრუნველყოფა; კ) მოსამსახურეთა მიერ შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და შესაბამის ორგანოებში ჩაბარების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროში თანამდებობაზე დასანიშნი პირის მიერ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად ყველა სავალდებულო დოკუმენტის წარმოდგენის უზრუნველყოფა; მ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება და კანონმდებლობის შესაბამისად მათი შენახვა; ნ) შრომის წიგნაკებში აუცილებელი ჩანაწერების შეტანა: ო) თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლებისა და შვებულების შესახებ მინისტრის ბრძანების ასლების დამოწმება.     მუხლი 11🔗. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები: ა) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; ბ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; გ) დოკუმენტაციის აღნუსხვა და რეგისტრაციაში გატარება; დ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და დანიშნულებისამებრ მისი მიტანის განხორციელება; ასევე მის შესრულებაზე კონტროლი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად; ე) კომპეტენციის ფარგლებში საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა; ვ) დოკუმენტაციის არქივში შესანახად მომზადება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების მომზადება; თ) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა; ი) სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების პირველადი დამუშავების, წინასწარი გარჩევის, რეგისტრაციის, ინდექსაციის, ხელმძღვანელობის მიერ განხილვის, შემსრულებლებისათვის შესრულების ვადის განსაზღვრისა და შემსრულებელთათვის გადაცემის უზრუნველყოფა; კ) მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი საქმეების საუწყებო არქივში ჩასაბარებლად მომზადება და უზრუნველყოფა.