საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №9 |
|
2014 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 20 აგვისტოს N509 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 26 იანვრიდან. |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს სამკუთხოვან ფარს. ფარის ველი ლურჯია. ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გადაშლილი წიგნი უპყრიათ. წიგნის ქვემოთ ციხე-კოშკია გამოსახული. ფარის ზემოთა ნაწილში ლურჯ ველზე ვერცხლით ჩაწერილია - „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 110110000.22.038.016266.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.05.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“, №9, 20.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 110110000.22.038.016266 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2203034/