საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №37 |
|
2015 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
|
აღწერილობა:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომლის ველსაც ოთხ თანაბარ ნაწილად ჰყოფს წითელი ჯვარი. ოთხივე ნაწილში თეთრ ფონზე გამოსახულია თანაბარი ზომის თითო წითელი ბოლნური ჯვარი. ველის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ოთხკუთხა ფარი. ფარის ველი ლურჯია. ფარის ზედა ნაწილში ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრიათ, რომელზეც გადაშლილი ლაჟვარდისფერი (ლურჯი) წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო ვერცხლისფერი გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენისა კი – ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინები ისეა გამოსახული, რომ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარის ქვედა ნაწილში ციხე-კოშკია გამოსახული. ფარის ქვედა ნაწილზე გადმოფენილია თეთრი სადევიზე ბაფთა, რომლის წინა ველზე ლურჯი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი „კანონი და ღირსება“.
მრგვალ ჰერალდიკურ ფარს ორი ქობა შემოჰყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა ნაცრისფერია და სისქით სამჯერ მცირეა სიღრმეში შემოყოლებულ ლურჯ ქობაზე. ლურჯ ქობაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია ვერცხლისფერი წარწერა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო”.