,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.013.447
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №509
2009 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად (დანართი №1).
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი №1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემა
საქა რთველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ფარს. ფარის ველი ლურჯია. ფა რის ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს სიმბოლური ფარი, რომლის ლურჯ ველზე მოთავსებულია ოქროს სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრია, რომელზეც ლურჯი გადაშლილი წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენასი კი ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინებია გამოსახული ისე, რომ თვითონ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარს ორი ოქროს ქობა შემოყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა სისქით ორჯერ აღემატება უფრო სიღრმეში შემოყოლებულ ქობას. ორ ქობას შორის ლურჯ ველზე ოქროთი ჩაწერილია – „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო”.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.01.2014.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““?
- „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““ მიღებულია 20.08.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №509. სარეგისტრაციო კოდი — 110.110.000.22.038.013.447.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.01.2014-დან.
- სად არის „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ““, №509, 20.08.2009, სარეგისტრაციო კოდი 110.110.000.22.038.013.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/85552/