„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.05.2009 ძალადაკარგული 04.06.2015
ნომერი
№93
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.027.013.076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 07/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.013.076

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

  ბრძანება №93

2009 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საკონკურსო-სატესტაციო კომისია კონკურსში მონაწილე კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს ,,იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანების შესაბამისად.

3. ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ü  უმაღლესი განათლება (სავალდებულოა ეკონომიკური);

ü  უცხო ენა (სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა);

ü  სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება;

ü  საოფისე კომპიუტერული პროგრამები (სავალდებულოა Oris Manager-ის საბუღალტრო პროგრამის ცოდნა).

საკონკურსო თემატიკა:

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1821 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №271 ბრძანება.