„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.22.035.013.078
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №171/ნ
2009 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა (ორგანიზაციული კოდი 35.04.03) და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის“ თანდართული პროგრამა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხობრივი პარამეტრების დაცვა, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფალსიფიცირებული, ვადაგასული და წუნდებული სამკურნალო საშუალებების გამოვლენა და მიმოქცევის აღკვეთა.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სამკურნალო საშუალებების ლაბორატორიული კონტროლი.
მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები და განხორციელების მეთოდოლოგია
1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) ფარმაცევტული დაწესებულებებიდან ნიმუშის სახით მედიკამენტების შესყიდვა;
ბ) ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა.
2. პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“.
3. ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფალსიფიცირებული, ვადაგასული და წუნდებული სამკურნალო საშუალებების გამოვლენის მიზნით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული დაწესებულებიდან შერჩევითად შეისყიდის მედიკამენტებს და მათი ხარისხის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად უზრუნველყოფს ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას.
4. სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიული კვლევისათვის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4. დაფინანსების წესი და პროგრამის ბიუჯეტი
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 100 ათასი ლარით (ასი ათასი ლარი).
| სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა | თანხა ლარებში |
| სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიული კვლევა | 80 000 |
| სამკურნალო საშუალებების შესყიდვა | 7 000 |
| მივლინების ხარჯები | 13 000 |
| სულ: | 100 000 |
მუხლი 5. მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ქმედითი პრევენციული ღონისძიებების გატარებას მიმოქცევაში არსებული სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველსაყოფად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2012.
- როდის იქნა მიღებული „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.05.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №171/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.063.000.22.035.013.078.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.06.2012-დან.
- სად არის „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №171/ნ, 07.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 470.063.000.22.035.013.078 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83704/