⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.01.2014)
გაუქმებულია:

„მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 04.05.2009
ძალის დაკარგვა 20.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.013.081
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58, 13/05/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 11,537 სიტყვა · ~58 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2009 მიღება
20.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ქობულეთის მუნიციპალიტეტი (სულ)
2 ხალვაჩაურის მუნიციპალიტეტი (სულ)
3 ქედის მუნიციპალიტეტი (სულ)
4 Lynx lynx
5 ნაკლ.
6 ნაკლ.
7 ნაკლ.
8 ნაკლ.
9 ნაკლ.
10 ნაკლ.
11 ნაკლ.
12 ნაკლ.
13 ნაკლ.
14 ნაკლ.
15 ნაკლ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:8.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.Title2, li.Title2, div.Title2 { margin-top:30.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:9.0pt; } p.German, li.German, div.German { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; } p.Liter-13, li.Liter-13, div.Liter-13 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:63.35pt 45.35pt 45.0pt 45.35pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:81.0pt 1.0in 89.85pt 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:612.75pt 11.0in; margin:.25in 36.75pt 1.0in 45.0pt;} div.Section3 {page:Section3;} @page Section4 {size:841.9pt 595.3pt; margin:42.5pt .5in 84.95pt 56.9pt;} div.Section4 {page:Section4;} @page Section5 {size:841.9pt 595.3pt; margin:42.5pt .5in .75in 56.9pt;} div.Section5 {page:Section5;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.013.081 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №14 2009 წლის 4 მაისი  ქ. თბილისი მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე  „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე პუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მტირალას ეროვნული პარკის თანდართული მენეჯმენტის გეგმა. 2. მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული საქართველოს მხარის მიერ გასაწევი ხარჯების დაფინანსება უნდა განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ხაჩიძე მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა თავი I ზოგადი ნაწილი     მუხლი 1🔗. ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება      აჭარა (სამხრეთ კოლხეთი) თავისი ბუნებრივი პირობებით სუბტროპიკული ეკოსისტემების ჩრდილოეთ ვარიანტს ემსგავსება, რაც განპირობებულია კოლხეთის ბიოგეოგრაფიული პროვინციის რეფუგიული წარსულით და აქ დღემდე შენარჩუნებული თბილი და ზომიერი სარტყლისთვის უჩვეულოდ უხვი ნალექიანობით. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, კოლხეთის ყოველი მხრიდან (გარდა ზღვის) მთის სისტემებით შემოზღუდულობით და ჰაერის მასების ცირკულაციის თავისებურებებითაა განსაზღვრული. აჭარა (და მიმდებარე თურქეთის ტერიტორია), კოლხეთის ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ყველაზე გამორჩეული ნაწილია. თავად კოლხეთის რეფუგიუმი კი (ჰირკანულ რეფუგიუმთან ერთად) აღმოსავლეთ ევრაზიაში სრულიად უნიკალურ ბუნებრივ ფენომენს წარმოადგენს, სადაც თერმოფილური ფართოფოთლოვანი ტყეები უწყვეტად არსებობს ასიათასობით წლის მანძილზე. ყოველივე ეს განსაზღვრავს კოლხური ტყეების განსაკუთრებულ ბიოლოგიურ მნიშვნელობას, სადაც რელიქტური, რელიქტურ-ენდემური და ენდემური სახეობების წილი განსაკუთრებულად მაღალია (იხ. რუკა 1).     მუხლი 2🔗. გეოლოგიური აგებულება და რელიეფი              აჭარაში მეტად გავრცე­ლე­ბუ­ლია მესამეულის ანდეზიტური შემადგენლობის ტუფოგენური ქანები და მეოთხეულის დანალექი წარმონაქმნები. ოროგრაფიულად ქობულეთ-ჩაქვის ქედი აჭარას ჰყოფს დასავლეთ (ზღვისპირა) და აღ­მოსავლეთ (შიდა მთიან) ნაწილებად. ზღვისპირა ნაწილში გამოიყოფა ზღვის სანაპირო ზონა (ზ.დ.-დან 10 მ-მდე), გორაკ-ბორცვიანი ზონა (500-600 მ-მდე ზ.დ.) და მთიანი ზონა (1500 მ-მდე). შიდა აჭარაში გამოიყოფა დაბლარი ხეობები (250-350 მ-მდე), მთის სარტყლები (1800-2000 მ-მდე) და მაღალმთიანეთი (ეს ზონა არსიანის ქედზე მთა კენჭიანთან 3000 მ-მდე ვრცელ­დე­ბა). რელიეფის ფორმებს შორის გამოირჩევა თვალწარმტაცი ხეობები, ვულკანური პლატოები, გაქვავებული ლავური ღვარები და სხვ.     მუხლი 3🔗. ჰავა         აჭარა ძირითადად უხვნალექიანი მხარეა: ატმოსფერული ნალექების საშუალო წლი­ური მაჩვენებელი ზღვისპირა ნაწილში 2000 მმ-ზე მეტია, ზოგან კი 4000 მმ-მდეც კი აღ­წევს, რაც, როგორ ზემოთ იყო აღნიშნული, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აჭარის ბიოტის უნიკალურობას. აღნუსხულია დღეები, როდესაც 250 მმ ნალექი მოსულა. შედარებით ნაკლებად ტენიანია მდ. აჭარისწყლის ხე­ო­­ბის შუა მონაკვეთი, სადაც ალაგ-ალაგ ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 600 მმ-მდე მცირ­დე­ბა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა აქ აბსოლუტური სიმაღლის მიხედვით მნიშვ­ნე­­ლოვ­ნად მერყეობს. ბათუმში ჰაერის ტემპერატურის საშუალო წლიური მაჩვენებელი 14,40 C-ს უდრის; ყველაზე თბილი თვის (აგვისტო) იგივე მაჩვენებელი 25​0 C-ზე მეტია, უცივესი თვის (იან­ვარი) - +5​0 C-ის ფარგლებშია. ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი (ცვლილება ყოველ 100 მ-იან ჰიფსომეტრულ საფეხურზე) საშუალოდ 0,5-0,6​0 C უდრის.     მუხლი 4🔗. წყლები           1. აჭარას დაახლოებით 50 კმ მანძილზე ესაზღვრება შავი ზღვა, რომლის აუზს მიეკუთვნება აქაურ მდინარეთა ქსელის უდიდესი ნაწილი. აჭარაში უდიდესი მდინარეებია ჭოროხი და აჭარისწყალი (რომელიც ქვემოწელში ჭოროხს ერთვის). სწორედ ამ უკანასკნელის სხვადასხვა რი­გის შენაკადები ქმნის აჭარის მდინარეთა ქსელის უმეტეს ნაწილს. 2. აჭარისწყლის გარდა, ჭოროხის ყველაზე დიდი შენაკადი საქართველოს ფარგლებში არის მდ. მაჭახელა. აჭარისწყლის შედარებით დიდი შენაკადებიდან აღსანიშნავია: დოლოგანი, ჩირუხისწყალი, სხალთა, ჭვანისწყალი და სხვ. ქსე­ლის მეორე მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიან მდინარეები ჩოლოქი, კინტრიში, ჩაქვისწყალი და ყო­რო­ლისწყალი (შენაკადებით), რომლებიც შავ ზღვაში უშუალოდ ჩაედინებიან. ბევრი მათგანი თვალ­წარმტაც ხეობებში მიედინება, ჭორომებსა და ჩანჩქერებს ქმნის. ტერიტორიაზე ბევრია მი­ნე­რა­ლური და მტკნარი წყარო, რომლებიც სამკურნალო თვისებებითაა განთქმული. ცალკე აღ­ნიშ­ვნის ღირსია ქობულეთის ჭაობები, რომელთაც ამ განედებისათვის იშვიათი ბიომრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ახა­სიათებს და რომლებიც ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილშია დაცული.     მუხლი 5🔗. ნიადაგები           აჭარის ნიადაგები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი განაწილება სხვა­და­სხვა ფაქტორებით (მათ შორის დედაქანის რაგვარობით, ჰიფსომეტრიით და სხვ.) არის გა­პი­რო­ბე­ბული. ზ.დ.-დან 600 მ-მდე გავრცელებულია კავკასიისათვის და საერთოდ ზომიერი სარტყლისათვის მეტად იშვიათი ნიადაგები – წი­თელ­მიწები. ამ ტიპის ნიადაგების უმეტესი ფართობი ათვისებულია ციტრუსებისა და ჩაის პლანტაციების გასაშენებლად. წითელმიწები აბსოლუტური სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება ყვი­თელ­მიწა ყომრალი და ტყის ყომრალი ნიადაგებით. აჭარაში სწორედ ამ უკანასკნელი ტიპის ნიადაგების სახესხვაობებია (ტყის ყომრალი დიდი სისქის, გაეწრებული და სხვ.) ყველაზე ფარ­თოდ გავრცელებული. სუბალპურსა და ალპურ სარტყლებში უპირატესად გავრცელებულია მთა-მდე­ლოს ტი­პის ნიადაგები. გარდა ამისა, გვხვდება ტყის ყავისფერი, ალუვიური (ჭალებში) ნია­დაგები და სხვ.     მუხლი 6🔗. მცენარეული სამყარო           აჭარის მცენარეული სამყაროს გამორჩეულობას, უპირველეს ყოვ­ლისა, განსაზღვრავს ის, რომ ეს ტერიტორია გამყინვარების პერიოდებში უძველესი (მესამეულის) რელიქტების ერთ-ერთი თავშესაფრის – კოლხეთის ბიოლოგიურად ყველაზე მრა­ვალ­ფეროვანი ნაწილია. რელიქტური სახეობები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი, კოლხური წარმოშობისაა, დღესაც ფართოდაა გავრცელებული. უიშვიათესი, ლოკალური ენდემური რელიქტების რიცხვს მიეკუთვნება მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნისა და სმირ­ნო­ვის როდოდენდრონები (Rhododendron ungernii, Rh. smirnowii) და ეპიგეა (Epigaea gaultherioides), რომლებიც მსოფლიოში მხოლოდ აჭარასა და მიმდებარე თურქეთში გვხვდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში ძნელად მისაკვლევია აჭარის ხელა ტერიტორია, სადაც 5 სახეობის როდოდენდრონი ხარობდეს (ზემოთ დასახელებულის გარდა, შქერი, იელი და დეკა). საერთოდ, აჭარის ფლორა 1800-მდე სახეობას ითვლის, აქედან მარადმწვანე მერქნიანების – 45 სახეობას (რაც, ასევე, სრულიად უნიკალურია ჩვენი განედებისათვის). მერქნიანი სახეობებიდან 20-მდე სახეობა საქართველოს ახალ წითელ ნუსხაშია შეტანილი. ბუნებრივი ფიტოცენოზებიდან ტიპურია შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები, წიფლნარები და წაბლნარები კოლხური ქვეტყით, აგრეთვე, მუხნარ-ფიჭვნარები (მდ. აჭარისწყლის ხეობაში), ნაძვნარ-სოჭნარები და სუბალპური ტანბრეცილი ტყეები და სუბალპურ-ალპური მდელოები.     მუხლი 7🔗. ცხოველთა სამყარო              აჭარის ფაუნაც საკმაოდ მრავალფეროვანია. ძირითადი ბიომების მიხედვით ფაუნის განაწილება შემდეგნაირია. სანაპირო ზონაში (ვაკეზე) გავრცელებულია ფრინ­ველებიდან: ღამის ყანჩა, გარეული იხვი, მიმინო, თოლიები და სხვ. ძალზე მდიდარია შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლისა და მტკნარი წყლის ფაუნა; აღსანიშნავია: თეთრმუცელა სელაპი, ზღვის ღორი, შავი ზღვის დელფინი, ზუთხის სახეობები, შავი ზღვის ორაგული და სხვ. (ყველა ზემოთ დასახელებული სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი); ტყის ზონაში ფართოდაა გავრცელებული გარეული ღორი, ევროპული შველი; მტაცებლებიდან – მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, წავი და სხვ. ფრინველებიდან – ბულბული, მიმინო, ძერა და სხვ.; თევზებიდან აღსანიშნავია მდინარის კალმახი, რომელიც თითქმის ყველა მდინარეში გვხვდება. ალპური ზონის ცხოველთა სამყარო მსგავსებას ამჟღავნებს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ანალოგიური ზონის ფაუნასთან. დაცვას მოითხოვს იშვიათი და გადაშენების გზა­ზე მდგარი ცხოველები, როგორიცაა: არჩვი, ევროპული ფოცხვერი, კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო (ეს ოთხივე სახეობაც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი) და სხვა მრავალი.     მუხლი 8🔗. ისტორიისა და კულტურის ძეგლები           რეგიონში ისტორიისა და კულტურის მრავალი ძეგლია. სახელდობრ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში: გონიო-აფსაროსის ციხე, რომელიც ძვ. წ. I საუკუნიდან ახ. წ. IX საუკუნემდე ფუნქციონირებდა; ბათუმის ციხე – თამარა (ძვ. წ. VIII ს.), გვარას ციხე (კირნათი, ადრე შუა საუკ.), ყალივაკეს ციხე (მაჭახლის ხეობა, X-XIV სს.), თაღიანი ხიდები – მახო, ცხემლანა, ქოქოლეთი, ზედა ჩხუტუნეთი (XII ს.); ქედის მუნიციპალიტეტი: სოფლების კვაშტი ს და კოლოტაურის ნამოსახლარები (ადრე ბრინჯაოს ხანა, ძვ. წ. V ს.), ბრინჯაოს განძი (ცულები, წალდები, ზოდები) სოფ. ზუნდაგაში, სიხალიძეებში და სოფ. ვაიოში (ძვ. წ. XI-X სს); თაღიანი ხიდები სოფ. მახუნცეთში, დანდალოში, ციხეები სოფ. საღორეთში, ზენდიდში (განვით. შუა საუკ.); ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები – ფიჭვნარის ნაქალაქარი, სოფ. კოხის ნამოსახლარი, სოფ. ზენითის საწნახელი, პეტრა-ციხისძირი; შუა საუკუნეების ძეგლები – ელიასა და ალამბრის ციხეები, თაღოვანი ხიდები მდ. კინტრიშზე, ხინოწმინდას საეპისკოპოსო საყდარი, „თეთროსნის“ ეკლესიის ნანგრევები, წმ. გიორგის საყდარი, ცხრაფონა (ჩეხედერაში), აჭის ეკლესია, საყდარ-ეკლესიების ნანგრევები ჩაქვისწყლის ხეობაში, სოფ. ხუცუბნის ძმათა სასაფლაო და სხვ. თავი II მტირალას ეროვნული პარკი     მუხლი 9🔗. მნიშვნელობა 1. პარკი 15806 ჰა ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილისათვის და მთლიანად კოლხეთის ბიოგეოგრაფიული რეგიონისათვის დამახასიათებელ და, – როგორც კოსმოსური ფო­ტო­სუ­­რათების დეშიფრირებამ, GIS-ანალიზმა და საველე ექსპედიციებმა ცხადჰყო, შედარებით უკეთ შე­მო­ნახულ ტყისა და ბუჩქნარის ეკოსისტემებს მოიცავს (მე-7 რუკა). გარდა ამისა, მიმდებარე ზონაში წარ­მოდ­გენილია მეტად მრავალფეროვანი ლანდშაფტები: დაწყებული ზღვის სანაპიროდან, მაღალმთის მდე­ლოებით დამთავრებული. პარკის ჩამოყალიბება – არსებულ კინტრიშის ნაკრძალთან (და დასაგეგმარებელ მაჭახელას დაცულ ტერიტორიასთან ერთად – სამხრეთ კოლხეთის რელიქტური ტყეების რეპრეზენტატიული ბიომრავალფეროვნების დაცვის საშუალებას იძლევა. ამასთან, პარკი მნიშვნელოვან, საკვანძო ფუნქციას შეასრულებს დასავლეთ მცირეკავკასიონის საკონსერვაციო ლანდშადტის დაცული ტერიტორიების ქსელის ჩამოყალიბებისა და ტრანსასაზღვრო კონსერვაციის განვითარებისათვის. 2. პარკის ბირთვული ზონა ყალიბდება საუკეთესოდ შემონახულ ტერიტორიაზე, ამასთან, პარკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (ყოფილი ცისკარას ნაკრძალი) 60-იან წლებამდე კარგად შემონახული იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული პარკის თითქმის მთელი ტერიტორია მერქნიანი მცენარეულობითაა დაფარული. ამასთან, მცენარეულობის ეს რეგიონული ტიპი – კოლხური – როგორც უკვე აღინიშნა, სრულიად უნიკალურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით: იგი მხოლოდ შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ნაწილშია (ისტორიულ კოლხეთში) წარმოდგენილი. უნიკალობა გან­პი­რო­ბებულია იმით, რომ კოლხეთი გამყინვარებების პერიოდებში მესამეულის რელიქტების თავშესაფარს წარმოადგენდა და ამ რელიქტების იშვიათმა მრავალფეროვნებამ დღემდე მოაღწია. ამასთან, ტიპიური კოლხური რელიქტების (განსაკუთრებით ბუჩქნარის) მრავალფეროვნებით სწო­რედ ის ტერიტორია გამოირჩევა, სადაც ეროვნული პარკი დაარსდა. საგულისხმოა, რომ ამ ტე­­რიტორიას ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი ენიჭება ევროპაში დასაცავ ტერიტორიებს შორის. განკერძოებული, ძნელად მისადგომი მდებარეობის და დაცვის რეჟიმის გარკვეული დროის მანძილზე მოქმედების გამო პარკის ტერიტორია კოლ­ხე­თის ცხოველთა და მცენარეთა ბევრი სახეობის თავშესაფრად განიხილება. მათ შორისაა რამდენიმე უიშ­ვიათესი და გადაშენების პირას მყოფი, აგრეთვე, კოლხეთის მრავალი ენდემური და რე­ლიქ­ტური სახეობა. 3. პარკი ქმნის ფართო შესაძლებლობებს ტურიზმის (და კერძოდ ეკოტურიზმის) წარმა­ტე­­­ბული გან­ვი­თა­რე­ბი­ს­თ­ვის: მტირალას ეროვნული პარკი საქართველოში დღეისთვის გვევ­ლი­ნე­ბა ერთადერთ დაცულ ტერიტორიად, რომლის ბაზაზეც საზღვაო და სამთო ტურიზ­მის შე­ხა­მების მოდელი ამოქმედდება; ეს კი ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკის და მათ შორის, ტუ­რი­ზ­მის სექტორის სწრაფი და მნიშვნელოვანი ზრდის პირობებში მეტად პერსპექტიულად ისახება. 4. გარემოსდაცვითი და ტურიზმის განვითარების ფუნქციების გარდა, პარკს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გააჩნია: მტირალას ეროვნული პარკის ჩამოყალიბებით შენარჩუნებული იქნება ქობულეთ-ჩაქვის ქე­დის ეკოსისტემათა წონასწორობა, რაც თავიდან აგვაცილებს ეროზიულ-მეწყრული მოვლენების გან­ვითარებასა და წყალმოვარდნებს არა მხოლოდ მთის, არამედ ბარის ზონის შესაბამის ზოლში; გარდა ამისა, გარანტირებული იქნება ავტონომიური რესპუბლიკის დიდი ნაწილის (ქ. ბათუმის ჩათვლით) სასმელი წყლის მარაგის სტა­ბილურობა და სისუფთავე.     მუხლი 10🔗. გეოგრაფიული მდებარეობა და ტერიტორია, საზღვრები 1.  მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის, სა­ხელ­დობრ, აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთი -ჩაქვის ქედზე – შავი ზღვის სიახლოვეს (მანძილი ზღვიდან პარკის უახლოეს პუნქტამდე 12 კმ-ა). პარკის ცენტრალური ნაწილის გეოგრაფიული კოორდინატებია: აღმ. გრძედის 41​0 50’, ჩრდ. განედის 41​0 40’ (იხ. რუკა 3). 2. პარკი შეიქმნა ქობულეთის სატყეო მე­ურ­ნეობის ჩაქვის სატყეოს, ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობის ერგე-ორთაბათუმის სატყეოს და ქედის სატყეო მეურნეობის მახუნცეთის სატყეოს ცალკეულ მონაკვეთებზე.     მუხლი 11🔗.   საზღვრები 1.  პარკი შეიქმნა საქართველოს ტყის ფონდის მიწებზე. პარკის შუაგულში მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავი, რომლის ტერიტორია პარკს არ მიეკუთვნება. ამდენად, პარკისა და სოფლის გამმიჯნავი საორიენტაციო წერტილები ცალკე იქნა დადგენილი. საორიენტაციო/სადემარკაციო წერტილები ადგილზე იქნა ფიქსირებული GPS-ის გამოყენებით (კოორდინატთა სისტემა: WGS 1984 UTM Zone 38N); მანძილები დადგენილია GIS-ით (იხ.რუკა 4): 2.  №1 (X 229986; Y 4616629) წერტილი მდებარეობს სოფ. ყოროლისთავის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, იქ სადაც საზღვარი კვეთს პარკში შემავალ გზას. 3.  მე-2 პუნქტით განსაზღვრული წერტილებიდან საზღვარი 371 მ მანძილზე მიემართება ჩრდილოეთით №2 (X 230023; Y 4616973) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ეროვნულ პარკში შემავალი ბილიკის გადაკვეთაზე, სოფ. ყოროლისთავის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. 4.  მე-3 პუნქტით განსაზღვრული წერტილებიდან საზღვარი 722 მ მანძილზე მიემართება ჩრდილოეთ მხარეს №3 (X 229823; Y 4617588) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაისუბნისა და სოფ. ყოროლისთავიდან გამომავალი ბილიკების გადაკვეთის მიმდებარედ, ეროვნულ პარკში შემავალი ბილიკის გადაკვეთაზე, 595 მ ზ.დ. 5.  მე-4 პუნქტით განსაზღვრული წერტილებიდან საზღვარი 1340 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას სამხრეთ-აღმოსავლეთით, მიუყვება მთის სერს მდ. მეჩხრისწყლის შესართავამდე, აქედან 530 მ მანძილზე მიუყვება მეჩხრისწყალს №4 (X 231210; Y 4618606) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაისუბნის სამხრეთ მხარეს, მტირალას ეროვნულ პარკში შემავალი გზისა და მდ. მეჩხრისწყლის მარჯვენა შენაკადის გადაკვეთაზე. 6.  მე-5 პუნქტით განსაზღვრული წერტილებიდან საზღვარი 345 მ მანძილზე მიემართება კვლავ ჩრდილოეთით, მიუყვება მდ. მეჩხრისწყალს №5 (X 231073; Y 4618879) წერტლამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაისუბნის სამხრეთ მხარეს, მდ. მეჩხრისწყლის მარცხენა შენაკადის გადაკვეთაზე. 7.  მე-6 პუნქტით განსაზღვრული წერტილებიდან საზღვარი 615 მ მანძილზე გრძელდება ჩრდილოეთის მიმართულებით, მიუყვება მდ. მეჩხრისწყალს №6 (X 231207; Y 4619367) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 155 მ ზ.დ. 8.  მე-7 პუნქით განსაზღვრული წერტილებიდან საზღვარი 468 მ მანძილზე მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიუყვება ღელეს №7 (X 232192; Y 4619108) წერტილამდე. 9.  მე-8 პუნქტით განსაზღვრული წერტილებიდან წერტილიდან საზღვარი 648 მ მანძილზე მიემართება კვლავ ჩრდილოეთით, მიუყვება მტირალას ეროვნულ პარკში მიმავალ ბილიკს, გაივლის 466 მ ზ.დ. ნიშნულს №8 (X 231993; Y 4619520) წერტლამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაისუბნის სამხრეთ მხარეს სოფლიდან გამომავალი ბილიკის გადაკვეთაზე. 10.     მე-9 პუნქტით განსაზღვრული წერტილებიდან საზღვარი 395 მ მანძილზე მიემართება აღმოსავლეთით და მიუყვება ხევს №9 (X 232404; Y 4619614) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკიდან მომდინარე მონარისწყალთან, სოფ. ხალას სამხრეთ მხარეს. 11.     მე-10 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 604 მ მანძილზე გრძელდება აღმოსავლეთით და მიუყვება მდ. მონარისწყლის შენაკადს №10 (X 232929; Y 4619498) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ხალას სამხრეთ მხარეს, მდ. მონარისწყლის მარჯვენა შენაკადთან. 12.     მე-11 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1633 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას სამხრეთით №11 (X 233949; Y 4618389) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ორი ღელის გადაკვეთაზე. 13.     მე-12 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 427 მ მანძილზე კვლავ იცვლის მიმართულებას და მიემართება აღმოსავლეთით №12 (X 234318; Y 4618592) წერტილამდე. 14.     მე-13 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 2399 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, მიუყვება ღელეს, რომელიც უერთდება მდ. ცაქვისწყალს №13 წერტილთან (X 235672; Y 4620269) 15.     მე-14 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 844 მ მანძილზე მიემართება ჩრდილოეთით №14 (X 235520; Y 4620986) წერტილამდე, რომლიც მდებარეობს სოფ. ხალას აღმოსავლეთ მხარეს მდ. ჩაქვისწყლის მიმდებარედ, სოფ. ჩაქვისთავში მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. 16.     მე-15 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 725 მ მანძილზე მიემართება ისევ ჩრდილოეთით, №15 (X 235826; Y 4621578) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 534 მ ზ.დ. მაჩვენებელ ნიშნულთან, სოფ. ხალას აღმოსავლეთ მხარეს. 17.     მე-16 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 632 მ მანძილზე გრძელდება ჩრდილოეთით, №16 (X 235532; Y 4622059) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ხალას აღმოსავლეთ მხარეს მდ. აბანოსწყლისა და მტირალას ეროვნული პარკის საზღვრის გადაკვეთაზე, მარჯვენა მხარეს. 18.     მე-17 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1048 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ–აღმოსავლეთით, მიუყვება მდ. აბანოსწყალს №17 (X 236404; Y 4622555) წერტილამდე. 19.     მე-18 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 853 მ მანძილზე, გაივლის რა 757,7 მ ზ.დ. ნიშნულს, მიემართება სამხრეთ-დასავლეთით №18 (X 236222; Y 4623268) წერტილამდე. 20.     მე-19 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 765 მ მანძილზე გრძელდება სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით, მიუყვება ქედს №19 (X 235810; Y 4623600) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ხალადან გამომავალი გზის ბოლოს, სამხრეთ- აღმოსვლეთ მხარეს, ხევის პირას. 21.     მე-20 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1044 მ მანძილზე უხვევს აღმოსავლეთით და მიუყვება ქობულეთის ქედს №20 (X 236782; Y 4623879) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 876 მ ზ.დ. 22.     21-ე პუნქტით გნსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 679 მ მანძილზე გრძელდება აღმოსავლეთით და მიუყვება ქობულეთის ქედს №21 (X 237418; Y 4624094) წერტილამდე, რომლიც მდებარეობს 956 მ ზ.დ. 23.     22-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1212 მ მანძილზე მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით და მიუყვება ქობულეთის ქედს №22 (X 238289; Y 4623341) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს დაგვის მთის თავზე, 1193 მ ზ. დ. 24.     23-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 819 მ მანძილზე მიემართება აღმოსავლეთით და მიუყვება ქობულეთის ქედს №23 (X 238927; Y 4623832) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1228 მ ზ.დ. 25.     24-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1066 მ მანძილზე გრძელდება აღმოსავლეთით და მიუყვება ქობულეთის ქედს №24 (X 239853; Y 4624303) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1195 მ. ზ.დ. 26.     25-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 768 მ მანძილზე გრძელდება აღმოსავლეთით და მიუყვება ქობულეთის ქედს №25 (X 240435; Y 4624783) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1217 მ. ზ.დ. 27.     26-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1474 მ მანძილზე მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქობულეთის ქედის გაყოლებით №26 (X 241818; Y 4624285) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მთა ტირათის თავზე 1379,4 მ ზ.დ. 28.     27-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 764 მ მანძილზე მიემართება აღმოსავლეთით და მიუყვება ქობულეთის ქედს №27 (X 242500; Y 4624048) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მტირალას ეროვნულ პარკში მიმავალი ბილიკის ბოლო წერტილში. 29.     28-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1042 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, გადაკვეთს ქობულეთის ქედს, მდ. ხრეკინას, ტირათის უღელტეხილს და აღწევს 1041 მ ზ.დ., სადაც მდებარეობს №28 (X 243310; Y 4623598) წერტილი. 30.     29-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 711 მ მანძილზე მიემართება სამხრეთით, ტელათ ხევის მიმართულებით №29 (X 243958; Y 4623402) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1246 მ ზ.დ. 31.     30-ე პუნქტით 951 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიუყვება ტელათ ხევს №30 (X 244830; Y 4623051) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ტელათ ხევის მთაზე 1563მ ზ. დ. 32.     31-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 705 მ მანძილზე გრძელდება ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიუყვება ტელათ ხევს №31 (X 245327; Y 4622594) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ტელათ ხევის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე. 33.     32-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 515 მ მანძილზე მიემართება აღმოსავლეთით №32 (X 245817; Y 4622752) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მორვილის ქედის დასაწყისში აღმოსავლეთის მხრიდან. 34.     33-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1181 მ მანძილზე მიემართება სამხრეთით, მორვილის ქედის მიმართულებით №33 (X 246578; Y 4621935) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1498მ ზ. დ. 35.     34-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1121 მ მანძილზე გრძელდება სამხრეთით, მიუყვება მორვილის ქედს №34 (X 247085; Y 4621093) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს პეტლეპის მთის თავზე 1645 მ ზ. დ. 36.     35-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1353 მ მანძილზე გრძელდება სამხრეთით, მიუყვება ჩაქვის ქედს №35 (X 246446; Y 4620003) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1761 მ ზ. დ. მაჩვენებელ ნიშნულთან. 37.     36-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 644 მ მანძილზე მიემართება ისევ სამხრეთით, მიუყვება ჩაქვის ქედს №36 (X 246572; Y 4619390) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მორვილის მთაზე 1733 მ ზ. დ. 38.     37-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან განსაზღვრული საზღვარი 1103 მ მანძილზე გრძელდება სამხრეთით, მიუყვება ჩაქვის ქედს №37 (X 246273; Y 4618375) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკში შემავალი გზის გადაკვეთაზე. 39.     38-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1365 მ მანძილზე გრძელდება სამხრეთით, მიუყვება ჩაქვის ქედს №38 (X 245704; Y 4617334) წერტილამდე. 40.     39-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 984 მ მანძილზე გრძელდება სამხრეთით, მიუყვება ჩაქვის ქედს №39 (X 245949; Y 4616394) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ჩაქვის თავის ქედისა და მესხეთის ქედის შეერთების წერტილში. 41.     მე-40 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 844 მ მანძილზე გრძელდება სამხრეთით, მიუყვება ჩაქვის ქედს №40 (X 245252; Y 4615922) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1407 მ ზ. დ. 42.     41-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 975 მ მანძილზე კვლავ გრძელდება სამხრეთით, მიუყვება ჩაქვის ქედს №41 (X 244553; Y 4615260) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ჩაქვისთავის ქედებს შორის წყალგამყოფ სერზე. 43.     42-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 680 მ მანძილზე გრძელდება სამხრეთით, მიუყვება ჩაქვის ქედს №42 (X 244051; Y 4614806) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მთა ცონორისზე, 1434 მ ზ. დ. 44.     43-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1315 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას დასავლეთით, მიუყვება მესხეთის ქედს №43 (X 242769; Y 4614669) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკისა და ქედის სატყეო უბნების საზღვართან არსებულ ბუჩქნართან. 45.     44-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1276 მ მანძილზე მიემართება ისევ დასავლეთით, მიუყვება მესხეთის ქედს №44 (X 241679; Y 4614110) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მესხეთის ქედსა და ჩაქვისთავის ქედებს შორის, მთის ბორცვზე. 46.     45-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1110 მ მანძილზე გრძელდება დასავლეთით, მიუყვება მესხეთის ქედს №45 (X 240661; Y 4614277) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მტირალას ეროვნულ პარკში შემავალი ბილიკის გადაკვეთაზე. 47.     46-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 548 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას სამხრეთით, მიუყვება მესხეთის ქედს №46 (X240251; Y 4613937) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს გარის მთის თავზე 1448 მ ზ. დ. 48.     47-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 927 მ მანძილზე მიემართება დასავლეთით, მიუყვება მესხეთის ქედს №47 (X 239357; Y 4614067) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1373.1 მ ზ. დ. 49.     48-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1153 მ მანძილზე მიემართება სამხრეთით, მიუყვება მესხეთის ქედს, გაივლის 1222.3 მ ზ. დ. ნიშნულს №48 (X 238528; Y 4613337) წერტილამდე. 50.     49-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 909 მ მანძილზე მიემართება სამხრეთით, მიუყვება ჩაქვისთავის ქედს №49 (X 238181; Y 4612516) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ყოფილი ცისკარას ნაკრძალის საზღვართან. 51.     50-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 706 მ მანძილზე მიემართება სამხრეთით, მიუყვება ჩაქვისთავის ქედს №50 (X 237584; Y 4612164) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1316 მ ზ. დ. 52.     51-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1252 მ მანძილზე გრძელდება სამხრეთით, მიუყვება ყოფილი ცისკარის ნაკრძალის საზღვარს №51 (X 236851; Y 4611193) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მახუნცეთის მთაზე, 1386.6 მ ზ. დ. 53.     52-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1017 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ-დასავლეთით, მიუყვება მტირალას ეროვნული პარკისა და ქედის სატყეო მეურნეობების საზღვარს, გაივლის 1165 მ ზ. დ. ნიშნულს №52 (X 235961; Y 4611649) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მტირალას ეროვნულ პარკში შემავალი ბილიკის დასაწყისში. 54.     53-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1721 მ მანძილზე მიემართება სამხრეთით, მიუყვება ქედის სატყეოს ყოფილი მე-6 კვარტლის საზღვარს №53 (X 235068; Y 4610202) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ზუნდაგიდან ეროვნული პარკისაკენ მიმავალ ბილიკზე. 55.     54-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1704 მ მანძილზე გრძელდება სამხრეთით, მიუყვება მდ. დოლოგანს №54 (X 234103; Y 4608924) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ზუნდაგას ჩრდილოეთით მდ. დოლოგანის გადაკვეთაზე. 56.     55-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1074 მ მანძილზე უხვევს ჩრდილოეთით ხირხანის მთის მიმართულებით №55 (X 233922; Y 4609936) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1061.1მ ზ. დ. 57.     56-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1370 მ მანძილზე გრძელდება ჩრდილოეთით ხირხანის მთაზე, სადაც მდებარეობს №56 (X 233081; Y 4610914) წერტილი – 1314 მ ზ.დ., ხირხანის მთის თავზე. 58.     57-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 2120 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას სამხრეთით, მიუყვება მესხეთის ქედს №57 (X 231659; Y 4609434) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1306.6 მ ზ. დ., ჩინკაძის მთის თავზე. 59.     58-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1761 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ-დასავლეთით, მიუყვება მესხეთის ქედს №58 (X 230123; Y 4610129) წერტილამდე. 60.     59-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 693 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას ჩრდილოეთით, მიუყვება მესხეთის ქედს №59 (X 230293; Y 4610780) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს 1188 მ ზ. დ. 61.     მე-60 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1364 მ მანძილზე მიემართება დასავლეთით, მიუყვება მესხეთის ქედს №60 (X 228956; Y 4610713) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ახალშენის მთის თავზე, 1079 მ ზ. დ. 62.     61-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1411 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ-დასავლეთით, მიუყვება ახალშენის მთას №61 (X 228337; Y 4611946) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს კიბლის მთის მასივზე 884 მ ზ. დ. 63.     62-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1639 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას ჩრდილოეთით №62 (X 228097; Y 4613489) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაისუბნის სამხრეთით, მტირალას ეროვნულ პარკში შემავალი ბილიკის გადაკვეთაზე. 64.     63-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 686 მ მანძილზე კვლავ იცვლის მიმართულებას აღმოსავლეთით №63 (X 228684; Y 4613795) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაისუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს. 65.     64-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 781 მ მანძილზე მიემართება ჩრდილოეთით №64 (X 228742; Y 4614409) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაისუბნის აღმოსავლეთ მხარეს, ტუნგოს ნარგავების მიმდებარედ. 66.     65-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 323 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით №65 (X 228972; Y 4614595) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს მდ. ყოროლისწყლის მარცხენა სანაპიროზე სოფ. ყოროლისთავის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს. 67.     66-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1516 მ მანძილზე მიემართება აღმოსავლეთით, მიუყვება მდ. ყოროლისწყალს №66 (X 230129; Y 4614394) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ყოროლისთავის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს მდ. ყოროლისთავთან. 68.     67-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 187 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას ჩრდილოეთით, მიუყვება ჩაის ნარგავებს №67 (X 230191; Y 4614935) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ყოროლისთავის აღმოსავლეთ მხარეს, მტირალას ეროვნულ პარკში შემავალი ბილიკის გადაკვეთაზე. 69.     68-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 616 მ მანძილზე გრძელდება ჩრდილოეთით, მიუყვება სოფ. ყოროლისთავისა და ეროვნული პარკის საზღვარს №68 (X 230026; Y 4615387) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ყოროლისთავიდან გამომავალი ბილიკის გადაკვეთაზე. 70.     69-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 195 მ მანძილზე მიემართება აღმოსავლეთით, მუყვება ბილიკს №69 (X 230197; Y 4615439) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ბილიკისა და მტირალას ეროვნული პარკის საზღვრის გადაკვეთის წერტილში. 71.     70-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 727 მ მანძილზე მიემართება აღმოსავლეთით, მიუყვება მტირალას ეროვნული პარკისა და ყოროლისთავის სატყეოს საზღვრის გადაკვეთას, მტირალას ეროვნულ პარკში შემავალ გზას №70 (X 230850; Y 4615670) წერტილამდე. 72.     71-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 203 მ მანძილზე უხვევს ჩრდილოეთით, მიუყვება ყოროლისთავის სატყეოსა და მტირალას ეროვნული პარკის საზღვარს №71 (X 230767; Y 4615845) წერტილამდე. 73.     72-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 571 მ მანძილზე მიემართება ჩრდილო-დასავლეთით, გადაკვეთს მტირალას ეროვნულ პარკში შემავალ გზას და მიუყვება ყოროლისთავის სატყეოსა და მტირალას ეროვნული პარკის საზღვარს №72 (X 230247; Y 4615611) წერტილამდე. 74.     73-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 317 მ მანძილზე გრძელდება ჩრდილო-დასავლეთით, მიუყვება ყოროლისთავის სატყეოსა და მტირალას ეროვნული პარკის საზღვარს №73 (X 229955; Y 4615490) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ყოროლისთავიდან გამომავალი გზის მიმდებარედ. 75.     74-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 911 მ მანძილზე მიემართება ჩრდილოეთით, მიუყვება სოფ. ყოროლისთავისა და მტირალას ეროვნული პარკის საზღვარს №74 (X 229978; Y 4616203) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ყოროლისთავიდან გამომავალი ბილიკის გადაკვეთაზე. 76.     75-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 495 მ მანძილზე გრძელდება ჩრდილოეთით, მიუყვება სოფ. ყოროლისთავისა და ეროვნული პარკის საზღვარს და უერთდება №1 (X 229986; Y 4616629) წერტილს, რომელიც მდებარეობს მტირალას ეროვნულ პარკში შემავალი გზის გადაკვეთაზე. 77.     №75 (X 236756; Y 4619434) წერტილი მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავში მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მდ. ჩაქვისწყლის მიმდებარედ. 78.     77-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1159 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით №76 (X 237634; Y 4619929) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის ჩრდილოეთ მხარეს. 79.     78-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 858 მ მანძილზე მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, გაივლის ორ ღელეს №77 (X 238468; Y 4619715) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის ჩრდილოეთ მხარეს სათიბის ბოლოს. 80.     79-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 550 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, მიუყვება გომისმთისა და სოფ. ჩაქვისთავის საზღვარს №78 (X 238967; Y 4619926) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის ჩრდილოეთ მხარეს. 81.     მე-80 პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1452 მ მანძილზე მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიუყვება გომისმთისა და სოფ. ჩაქვისთავის საზღვარს გადაკვეთს სამ ღელეს №79 (X 240085; Y 4619001) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს ეროვნულ პარკის საზღვრისა და პარკში შემავალი ღელის გადაკვეთაზე. 82.     81-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 464 მ მანძილზე მიემართება ჩრდილოეთით, მიუყვება გომისმთისა და სოფ. ჩაქვისთავის ტყის საზღვარს №80 (X 240367; Y 4619281) წერტილამდე. 83.     82-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 360 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას სამხრეთით, მიუყვება გომისმთისა და სოფ. ჩაქვისთავის ტყის საზღვარს №81 (X 240323; Y 4618950) წერტილამდე. 84.     83-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1175 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, მიუყვება გომისმთას №82 (X 241360; Y 4619494) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის აღმოსავლეთით, მდ. ჩაქვისწყლისა და უსახელო ღელის შეერთებაზე. 85.     84-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 642 მ მანძილზე მიემართება სამხრეთით, მიუყვება მდ. ჩაქვისწყალს №83 (X 241199; Y 4618975) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის აღმოსავლეთ მხარეს, სოფელში შემავალი ბილიკის გადაკვეთაზე. 86.     85-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1157 მ მანძილზე მიემართება ისევ სამხრეთით, მიუყვება მდ. ჩაქვისწყალს №84 (X 240295; Y 4618426) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის სამხრეთ მხარეს. 87.     86-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 198 მ მანძილზე გრძელდება იმავე მიმართულებით, მიუყვება მდ. ჩაქვისწყალს №85 (X240163; Y 4618320) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის სამხრეთ მხარეს. 88.     87-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 655 მ მანძილზე მიემართება აღმოსავლეთით, მიუყვება მდ. ჩაქვისწყალს №86 (X 239665; Y 4618591) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის სამხრეთ მხარეს. 89.     88-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1392 მ მანძილზე მიემართება დასავლეთით, მიუყვება მტირალას ეროვნული პარკისა და სოფ. ჩაქვისთავის საზღვარს, №87 (X 238505; Y 4618719) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის სამხრეთ მხარეს. 90.     89-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 1194 მ მანძილზე გრძელდება დასავლეთით, ისევ მიუყვება მტირალას ეროვნული პარკისა და სოფ. ჩაქვისთავის საზღვარს, გადაკვეთს უსახელო ღელეს №88 (X 237339; Y 4618706) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის სამხრეთ მხარეს, მდინარის გადაკვეთაზე. 91.     90-ე პუნქტით განსაზღვრული წერტილიდან საზღვარი 763 მ მანძილზე მიემართება სამხრეთ-დასავლეთით, კვლავ მიუყვება სოფ. ჩაქვისთავის და მტირალას ეროვნული პარკის საზღვარს №89 (X 236657; Y 4619045) წერტილამდე, რომელიც მდებარეობს სოფ. ჩაქვისთავის დასავლეთ მხარეს გზისა და ღელეების გადაკვეთაზე. 92.     91-ე პუნქტით განსაზღრული წერტილიდან საზღვარი 370 მ მანძილზე იცვლის მიმართულებას ჩრდილოეთით და შემდეგ 100 მ მანძილზე უხვევს დასავლეთით და უერთდება №75 (X 236756; Y 4619434) წერტილს.  მუხლი 12🔗. გეოლოგიური აგებულება და რელიეფი          1. გეოლოგიურად პარკის ტერიტორია მთლი­ა­ნად აჭარისაგან ნაკლებად განსხვავდება: გავრცელებულია ძირითადად მესამეულის ანდეზიტური შემადგენლობის ტუფოგენური ქანები. ოროგრაფიულად ქობულეთ-ჩაქვის ქედი (სადაც ყალიბდება პარკი) აჭარას ჰყოფს დასავლეთ (ზღვისპირა) და აღმოსავლეთ (შიდა მთიან) ნაწი­ლე­ბად. პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ძირითადად ზღვისპირა აჭარის ზონას მოიცავს გა­მო­იყო­ფა:      ა) მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი სარტყელი (500-600 მ-მდე ზ.დ.);      ბ) მთის ქვედა (1000-1200 მ-მდე);      გ) შუა (1500-1600 მ-მდე)      დ) ზედა (1500-1600 მ-ზე მაღლა) სარტყლები. 2. უმაღლესი ჰიფსომეტრული ნიშნულები 1700 მ-ის სიახლოვესაა და მიესადაგება მორვილის ქედს, რომელსაც პარკის აღმოსავლეთის საზღვარი გასდევს (მთა მორვილის სიმაღლეა 1733 მ ზ.დ., ხოლო პარკის უმაღლესი წერტილია 1761 მ). 1300 მ-ს აღემატება მთები დიდი მტირალა, ტე­რათი და ზოგიერთი სხვა. რელიეფი მეტად დანაწევრებულია. რელიეფის ფორმებს შორის გა­მო­ირ­ჩევა თვალწარმტაცი ვიწრო ხეობები (მათ შორის, კანიონები).     მუხლი 13🔗. მტირალას ეროვნული პარკის ჰავა        1. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი აქაც 2000 მმ-ზე მეტია, ხოლო მთა დიდი მტირალას ზღვისკენ მიქცეულ ფერდობებზე 4000 მმ-საც კი აღემატება, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ადგილობრივი ბიოტის უნიკალურობას. ჰაერის ტენიანობა შეადგენს 80–85%-ს, ხშირია ნისლიანი დღე­ები, რაც თავისებურ ელფერს ანიჭებს მარადმწვანე ქვეტყით მოცულ, გაუვალ კოლხურ ტყეებს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა აქ აბსოლუტური სიმაღლის მიხედვით მერყეობს 10– 12​0 C-დან (500-600 მ ზ.დ.) 5–6​0 C-მდე (1000-1200 მ).  2. მთის ქვედა სარტყელში ყველაზე თბილი თვის (აგვისტო) საშუალო მაჩვენებელია 200 ჩ, უცივესი თვის (იანვარი) ...–2 ​0 C. აბსო­ლუ­ტური მინიმუმი ზ.დ.-დან 1000-1200 მ-ზე –13,6​0 C -ს აღწევს. პარკის ტერიტორიაზე უყინვო დღეთა რიცხვი საშუალოდ 274-ია. თოვლის საფარის სიმძლავრე მთის შუა და ზედა სარტყლებში ხში­რად 3-4-მ-ს (ზოგან მეტსაც) აღწევს.     მუხლი 14🔗. მტირალას ეროვნული პარკის წყლები           პარკის ტერიტორიაზე მრავალი საშუალო და მცირე მდინარეა. ძირითადი ჰიდროარტერიებია ქობულეთ-ჩაქვის ქედის ზღვისკენ მიქცეულ ფერდობზე მდინარეები ჩაქვისწყალი და ყოროლისწყალი, რომლებიც შავ ზღვაში უშუალოდ ჩაედინებიან, ხოლო ქედის სამხრეთ ფერდობზე – მდ. აჭარისწყლის შენაკადები დოლოგანი, ზუნდაგისწყალი და ზოგიერთი სხვა. ბევრი მათ­განი თვალწარმტაც ხეობებში მიედინება, ჭორომებსა და ჩანჩქერებს ქმნის. ტერიტორიაზე მრავ­ლადაა მინერალური და მტკნარი წყარო, რომლებიც სამკურნალო თვისებებითაა გამორჩეული.     მუხლი 15🔗. მტირალას ეროვნული პარკის ნიადაგები      პარკის ტერიტორიაზე ძირითადად 3 ტიპის ნიადაგს ვხვდებით. ზ.დ.-დან 600 მ-მდე გავრცელებულია კავკასიისათვის მეტად იშვიათი წითელმიწები. პარკში (მის დასავლეთ საზღვართან) ამ ნიადაგების მცირე ფართობებია წარმოდგენილი, რომლებზეც შერეულ ფარ­თო­ფოთ­­ლოვან ტყეებს ვხვდებით. წითელმიწები აბსოლუტური სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება ყვი­თელმიწა ყომრალი და ტყის ყომრალი ნიადაგებით, რომლებსაც აქ ძირითადად წიფლნარები და წიფლნარ-წაბლნარები მიესადაგება. სწორედ ამ ორი უკანასკნელი ტიპის ნიადაგების სახესხვა­ო­ბე­ბია (დიდი სისქის, მცირე სისქის, იშვიათად – გაეწრებული და სხვ.) ყველაზე ფართოდ გავრ­ცე­ლე­­ბული პარკის ტერიტორიაზე. ჭალებში აქა-იქ ალუვიური ნიადაგების ფრაგმენტებს ვხვდებით.     მუხლი 16🔗. მტირალას ეროვნული პარკის მცენარეული სამყარო    1. პარკის ტერიტორია რელიქტურ მცენარეთა იშვიათი მრა­ვალ­ფე­­როვნებით ხასიათდება. აქ გავრცელებულია 68 ოჯახის 202 გვარის 284 სახეობა, მათ შორის, ხე­მცენარეთა – 18, ბუჩქების – 21 და ბალახების – 245 სახეობაა. 16 სახეობა ენდემურია, მათ შორის, კავ­კასიის – 5, საქართველოს – 1, კოლხეთის – 3 და აჭარის – 3 ენდემია. საქართველოს წითელ ნუსხაში შე­ტა­ნილი იშვიათი რელიქტური ენდემებია: პონტოური მუხა (Quercus pontica), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhodo­dend­ron ungernii), ეპიგეა (Epigaea gaultherioides) და სხვ. (იხ. ცხრილი 1). ეს უკანასკნელი ორი მარადმწვანე ბუჩ­ქი და მედვედევის არყი მსოფლიოში მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება. 2. ტე­რი­ტო­რიის თითქმის 100% ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული. ჰიფსომეტრულად ტყე­ე­ბი შე­მ­დეგნაირადაა განაწილებული: ა) < 500-600 მ: შერეული ფართოფოთლოვანი კოლხური ტყეები; ბ) 500 (600)-1000 (1200) მ: წაბლის სარტყელი (Castanea sativa); გ) > 1000 (1200 მ ): წიფლის სარტყელი (Fagus orientalis). 3. პარკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ტყის ფიტოცენოზებს წიფლის დომინირებით: ქვედა სარტყელში გვხვდება წაბლნარ-წიფლნარები, სადაც პირველ იარუსში ხშირია, ასევე რცხილა (Carpinus caucasica), იფანი (Fraxinus excelsior) და სხვ. ქვეტყეში ხშირია ჯონჯოლი (Staphylea colchica), ბზა (Buxus colchica), შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rh. luteum), წყავი (Laurocerasus officinalis) და სხვ. ამავე სარტყელშია გავრცელებული ცენოზები წაბლის დომინირებით, რომლებიც კომპოზიციურად ბევრად არ განსხვავდება წიფლნარებისაგან. ზ.დ. 1000-1200 მ-ს მაღლა გვხვდება წიფლნარების უნიკალური ცონოზები უნგერნის როდოდენდრონით (Rhododendron ungernii) და სხვა ტიპის მარადმწვანე და ფოთოლცვივანი ქვეტყით (Rhododendron ponticum, Laurocerasus officinalis, Vaccinium arctostaphyllos, Rhododendron luteum, Viburnum orientalis, Rubus caucasicus). ხეობებში ტიპურია თხმელიანები (მურყნარები) – Alnus barbata-ს დომინირებით ტყის ქვედა სარტყელში და A. incana-ს დომინირებით შუა სარტყელში. 4. ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალობას ანიჭებს მარადმწვანე , მაღალ ბუჩქნართა ფორ­მა­ცია „შქერიანი“ (იხ. რუკა 6). აქ შქერიანის გაუვალი რაყები შესანიშნავადაა წარმოდგენილი. შქე­რიანის ფარგ­ლებში კოლხური რელიქტური სახეობების მონაწილეობის გამო, ბევრი იშვიათი მცენარეული ერთობა გამო­ი­ყო­ფა. იგი წარმოდგენილია სახეობებით: Rhododendron ponticum, Rh. ungernii, Rh. luteum, Ilex colchica, Laurocerasus officinalis, Ruscus colchicus. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს მცენარეული ერთობები გამოსახულია მდ. ყოროლისწყლის ხეობაში (მისი მარჯვენა შენაკადის ნამწვავისწყლის სათავეებში), სადაც შქერიანში გვხვდება აჭარა-ლაზეთის უიშვიათესი სახეობა Epigaea gaultherioides. ბალახოვანი საფარით შქერიანი მდიდარი არ არის, რაც ბუჩქნარის სიხშირითაა გამოწვეული. თუმცა ჩრდილისა და ნესტის ამტანი ზოგიერთი სახეობა მაინც გვხვდება. ესენია: Dryopteris oreopteris, Athyrium filix-femina, Blechnum spicant, Oxalis villosa და სხვ ა. ცხრილი 1.  საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მერქნიანი მცენარეების სახეობები, რომლებიც გვხვდება მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ლათინური დასახელება ქართული დასახელება ეროვნული სტატუსი Betula medwedewii მედვედევის არყი VU[1] Buxus colchica კოლხური ბზა VU Castanea sativa ჩვეულებრივი წაბლი VU Corylus colchica კოლხური თხილი VU Epigaea gaultherioides გაულთერიასმაგვარი ეპიგეა VU Juglans regia კაკლის ხე VU Quercus hartwissiana კოლხური მუხა VU Q. pontica პონტოური მუხა VU Rhodedendron ungernii უნგერნის შქერი VU Staphylea colchica კოლხური ჯონჯოლი VU Taxus baccata უთხოვარი VU Ulmus glabra შიშველი თელადუმა VU მუხლი 17🔗.   მტირალას ეროვნული პარკის ცხოველთა სამყარო 1. წინასწარი შესწავლის შედეგების მიხედვით პარკის ტერიტორიის ცხოველთა სამყარო (ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები და რეპტილიები, თევზები) წარმოდგენილია 95 სახეობით. იმ სახეობათაგან, რომელთა გავრცელებაც პარკის ტერიტორიაზე ეჭვს არ იწვევს, 9 სახეობა (ღამურები –სამხრეთული ცხვირნალა და ევროპული მაჩქათელა, კავკასიური ციყვი, დიდი მყივანი არწივი, გავაზი, კავკასიური სალამნდრა, კავკასიური გველგესლა და პეპელები – აპოლონი და კავკასიური ზერინთია) შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, როგორც გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები, ხოლო 23 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი; ზემოთ დასახელებულთა გარდა, ესენია: ფოცხვერი, მურა დათვი, მდინარის კალმახი და სხვ. (იხ. ცხრილი 2). პარკის ტერიტორიაზე მსხვილი ძუძუმწოვრებიდან, ასევე, გავრცელებულია შველი (Capreolus capreolus) და გარეული ღორი (Sus scrofa). შედარებით დიდი ზომის სხვა ფრინველებიდან გვხვდება: ჩია არწივი (Hieraaetus pennatus), ძერა (Milvus migrans migrans), ირაო (Pernis apivorus), ქორი (Acipiter gentilis marginatus) და სხვ. 2. მტირალას ეროვნული პარკის ფაუნისა და ფლორის მრავალფეროვნება ბუნების მოყვარული ტურისტებისა და უცხოელი მკვლევარების მოზიდვის შესანიშნავი საშუალებაა (მათი შესაბამისი ინფორმირებისას). შეიძლება მოეწყოს ვიზიტები ფრინველებზე დაკვირვებისათვის (განსაკუთრებით – გადაფრენის პერიოდში), ფლორის მოყვარულთათვის რელიქტური როდოდენდრონების ყვავილობის პერიოდში, ანკესით თევზაობის მოყვარულთათვის და მრავალი სხვ. ცხრილი 2.  ფაუნის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები, რომლებიც გვხვდება ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ლათინური დასახელება ქართული დასახელება IUCN- ის კატეგორია ეროვნული სტატუსი ძუძუმწოვრები 1 Rhinolophus euryale სამხრეთული ცხვირნალა VU VU 2 Barbastella barbastellus ევროპული მაჩქათელა VU VU 3 Sciurus anomalus კავკასიური ციყვი VU VU 4 Lynx lynx ფოცხვერი CR 5 Ursus arctos მურა დათვი EN 6 Rupicapra rupicapra არჩვი EN ფრინველები გადაფრენის დროს მხოლოდ 7 Ciconia nigra ყარყატი VU 8 Haliaeetus albicilla თეთრკუდა ფსოვი EN 9 Accipiter brevipes ქორცქვიტა VU 10 Aquila clanga დიდი მყივანი არწივი VU VU 11 Falco cherrug გავაზი CR CR 12 Falco vespertinus თვალშავი EN ქვეწარმავლები 13 Vipera kaznakovi კავკასიური გველგესლა EN EN ამფიბიები 14 Mertensiella caucasica კავკასიური სალამანდრა VU VU თევზები 15 Salmo fario მდინარის/ტბის კალმახი VU მწერები 16 Manduca atropos სფინქსი მკვდართავა EN 17 Deilephila nerii ოლეანდრის სფინქსი EN 18 Callimorpha dominula დათუნელა ჰერა VU 19 Parnassius apollo აპოლონი VU VU 20 Parnassius nordmanni კავკასიური აპოლონი EN 21 Allancastria caucasica კავკასიური ზერინთია VU VU 22 Erebia hewistonii ჰევისტონის ავერდულა VU რგოლიანი ჭიები 23 Alollobophora kintrishiana კინტრიშის ჭიაყელა EN CR – გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი; EN – გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი; VU – მოწყვლადი სახეობა.     მუხლი 18🔗. ეკოსისტემების დღევანდელი მდგომარეობა     1. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ძირითადად კოლხური ტყე-ბუჩქნარის ეკოსისტემებითაა დაფარული. მათი თანამედროვე ეკოლოგიურ-სამეურნეო მდგომარეობის დადგენა მნიშვნელოვანია როგორც პარკის ტერიტორიის ზონირების სქემის დასამუშავებლად, ასევე შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად. სახელდობრ, ეროვნული პარკის ფუნქციონალური ზონირებისათვის მხედველობაში მიღებულ იქნა შემდეგი პირობები: ა) ტერიტორიის ანთროპოგენული დატვირთვის ხარისხი; ბ) მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მერქანზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის კვარტალების შერჩევა; გ) ბიომრავალფეროვნებით, ენდემური და რელიქტური სახეობების სიმრავლით გამორჩეული ხელუხლებელი ტყეები. 2. ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების, სპეციალისტების და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგენილ იქნა ხელუხლებელი, ნაკლებად სახეცვლილი და ის ტერიტორიები, სადაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტენსივობით განხორციელდა ტყეში ხეტყის დამზადება (იხ. ცხრილი 3, იხ., აგრეთვე, რუკა 7).  3. ხელუხლებელი (სადაც ჭრები არ განხორციელებულა) და ნაკლებად სახეცვლილი (სადაც ჭრები განხორციელებულია მცირე ინტენსივობით) კვარტალების საერთო ფართობი შეადგენს ეროვნული პარკის ტერიტორიის დაახლოებით 90%-ს. დანარჩენ კვარტალებში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტენსივობით (არცთუ იშვიათად წესების დარღვევით) განხორციელებულია ხეტყის დამზადების სამუშაოები. ხეტყის დამზადებას 90-იან წლებამდე ძირითადად ჰქონდა სამრეწველო ხასითი, ხოლო 90-ანი წლებიდან ოფიციალურად ხდებოდა მხოლოდ შეშის დამზადება ახლო მდებარე სოფლების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ხე-ტყის დამზადება ძირითადად ხდებოდა სპეციალურად გაყვანილი ტყესაზიდი სამანქანე და სატრაქტორე გზების მიმდებარედ (100-150 მ ზოლში გზის თითოეულ მხარეს). ხშირად ადგილი ჰქონდა ჭრის წესების და ტექნოლოგიების დარღვევის ფაქტებს, ხე-ტყის ჩახერგილობას (ქობულეთის სატყეო მეურნეობის, ჩაქვის სატყეოს კვარტალები 88, 89 და სხვ.). ჭრები ინტენსიურად განხორციელებულია გავაკებულ ტერიტორიებზე, ზოგიერთ შემთხვევაში ცალკეულ ფართობებზე (1 ჰა-მდე) ადგილი ჰქონდა ტყეების თითქმის პირწმინდად მოჭრას. ეს ყოველივე ბუ­ნებრივი რესურსებით სარგებლობაზე მკაცრი კონტროლის რეჟიმის შესუსტებისა და კანონის წინაშე ამ რეჟიმის დამრღვევთა პასუხისმგებლობის დაქვეითების (რასაც ბოლო წლებამდე საყოველთაო, შემაშფოთებელი მასშტაბი ჰქონდა) შედეგი იყო: იშვიათობას არც არალეგალური ჭრები წარმოადგენდა. გარდა ამისა, აღინიშნებოდა ბრაკონიერობის გახშირება. სიტუაცია უკანასკნელი წლების მანძილზე რადიკალურად გაუმჯობესდა: შესაბამისი ორგანიზაციების მიერ აღიკვეთა ტყეკაფების გამოყოფა პარკის ტერიტორიაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში, დამხმარე ზონის მოსახლეობის სასიცოცხლო პირობების გაუმ­ჯობესებისა და შესაბამისად შეშაზე მოთხოვნილების კლების კვალდაკვალ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელსაყრელი კლიმატური პირობების წყალობით ტყეების განახლება ძირითადი მერქნიანი სახეობებით მეტწილად დამაკმაყოფილებელია. არის შემთხვევები, როდესაც ჭრაგავლილი ტერიტორიები დაფარულია მაყვლით, გვიმრით, მაღალბალახეულობით, ბუჩქნარებით. ჭრაგავლილ ტერიტორიებზე ნიადაგის ეროზიულ პროცესებს ადგილი არა აქვს. მოუვლელობის გამო ადგილი აქვს გზების დახრამვას, ზოგიერთ ადგილებში ფერდობების ჩამოშლას. 4. ჭრაგავლილი ტერიტორიები (რომლებიც, ფაქტობრივად, გზების მიმდებარედ არის განლაგებული) და გზები მომავალში მუდმივი მონიტორინგის, დაცვის და აღდგენის ობიექტს უნდა წარმოადგენდნენ. არსებულ გზებზე საჭიროა განხორციელდეს სამუშაოები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს ფერდობების ჩამოშლის და დახრამვის მოვლენებს. ეს გზები მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტურისტული მიზნით. 5. მიზანშეწონილია გზების უშუალოდ მიმდებარე 15-20 მ სიგანის ზოლში (გზის ორივე მხარეს) შენარჩუნებულ იქნეს ბუჩქნარები. აქ არის როგორც მარადმწვანე, ფოთოლმცვენი, კენკროვანი და სხვადასხვა ფერად მოყვავილე ბუჩქნარი სახეობები (შქერი, წყავი, იელი, ძახველი და სხვა). ერთი მხრივ, ისინი უშუალოდ გზის მიმდებარედ ქმნიან მეტად ლამაზ პეიზაჟს, მეორე მხრივ, დიდი ხეების არარსებობის პირობებში უწყობენ ხელს იმას, რომ გზები დროის საკმაო პერიოდში იქნება მშრალ მდგომარეობაში. უშუალოდ გზის პირზე არსებული დიდი ხეები ხშირად იქცევა ქარის ან თოვლის გამო (ფესვებთან ერთად), რაც იწვევს ნიადაგის მოთხრას და რაც შემდგომ ეროზიის მიზეზი შეიძლება გახდეს. 6. მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე პრობლემას არ წარმოადგენს საქონლის მიერ ტყეების დაზიანების საკითხი. დასახლებული პუნქტების სიშორის გამო აქ საქონელი იმყოფება მეტად შეზღუდული რაოდენობით და შეზღუდულ ტერიტორიაზე (სოფ. ჩაქვისთავის ტერიტორიაზე 50-მდე სული თხა და 20-მდე სული მსხვილფეხა საქონელია, დაახლოებით იგივე რაოდენობაა სოფ. ყოროლისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე). მათი გავლენა ტყეების მდგომარეობაზე უმნიშვნელოა. 7. მოსახლეობის და სპეციალისტების გამოკითხვის, ანალიზის და ეროვნული პარკის ინტერესების გათვალისწინებით დადგენილ იქნა ის სავარაუდო კვარტალები, სადაც ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ზოგიერთი სოფლების მოსახლეობისათვის დაშვებულ იქნება შეშის მოპოვება მოქმედი წესების დაცვით (ეს ტერიტორიები ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ერთიანდება (იხ. რუკა 8). 8. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი იმ კვარტალების ტერიტორიის, რომლებიც ნაკლებად სახეცვლილად არის მიჩნეული, 70-80% ფაქტობრივად ხელუხლებელ ტყეებს უჭირავს, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ პარკის ტერიოტრიის 65-70% ხელუხლებელი ტყე-ბუჩქნარის ეკოსისტემებითაა დაფარული, რაც, მნიშვნელოვანწილად, მათი ადგილსამყოფლების მიუდგომლობით არის გაპირობებული და ევროპისა და სამხრეთ აზიისათვის საკმაოდ უნიკალურ ფენომენს წარმოადგენს. ცხრილი 3. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიის განაწილება ეკოლოგიურ-სამეურნეო მდგომარეობის მიხედვით (კვარტალების ნუმერაცია მოცემულია 1994-95 წწ. ინვენტარიზაციის მონაცემების მიხედვით, იხ. რუკა 5). ქობულეთის სატყეო მეურნეობა ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობა ქედის სატყეო მეურნეობა ჩაქვის სატყეოს კვარტალები ერგე-ორთაბათუმის სატყეოს კვარტალები მახუნცეთის სატყეოს კვარტალები № მდგომარეობა ჰა № მდგომარეობა ჰა № მდგომარეობა ჰა 5 ნაკლ. 3570 2 ნაკლ. 1242 6 ნაკლ. 403 6 ნაკლ. 3 ნაკლ. 9 ნაკლ. 7 ნაკლ. 4 ნაკლ. 8 ნაკლ. 5 ნაკლ. 9 ნაკლ. 6 ნაკლ. 10 ნაკლ. 7 ნაკლ. 11 ნაკლ. 8 ნაკლ. 12 ნაკლ. 9 ნაკლ. 157 13 ნაკლ. 10 ნაკლ. 540 14 ნაკლ. 11 ნაკლ. 15 ნაკლ. 12 ნაკლ. 16 ნაკლ. 13 ხელუხლ. 164 17 ნაკლ. 14 ნაკლ. 383 18 ნაკლ. 15 ნაკლ. 19 ნაკლ. 16 ხელუხლ. 129 20 ნაკლ. 17 ნაკლ. 124 21 ნაკლ. 18 ხელუხლ. 182 22 ნაკლ. 19 ნაკლ. 157 23 ნაკლ. 24 ჭრაგავლ. 122 24 ნაკლ. 25 ჭრაგავლ. 25 ნაკლ. 26 ნაკლ. 27 ნაკლ. 28 ნაკლ. 29 ხელუხლ. 772 30 ხელუხლ. 31 ხელუხლ. 32 ხელუხლ. 33 ხელუხლ. 34 ნაკლ. 423 35 ნაკლ. 36 ნაკლ. 37 ხელუხლ. 138 38 ნაკლ. 169 39 ხელუხლ. 248 40 ხელუხლ. 41 ნაკლ. 739 44 ნაკლ. 48 ნაკლ. 49 ნაკლ. ქობულეთის სატყეო მეურნეობა ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობა ქედის სატყეო მეურნეობა ჩაქვის სატყეოს კვარტალები ერგე-ორთაბათუმის სატყეოს კვარტალები მახუნცეთის სატყეოს კვარტალები № მდგომარეობა ჰა № მდგომარეობა ჰა № მდგომარეობა ჰა 50 ნაკლ. 51 ჭრაგავლ. 178 52 ნაკლ. 1670 53 ნაკლ. 54 ნაკლ. 55 ნაკლ. 56 ნაკლ. 57 ნაკლ. 58 ნაკლ. 59 ნაკლ. 60 ნაკლ. 61 ნაკლ. 62 ხელუხლ. 415 63 ხელუხლ. 64 ხელუხლ. 65 ჭრაგავლ. 185 66 ნაკლ. 580 67 ნაკლ. 68 ნაკლ. 69 ნაკლ. 70 ჭრაგავლ. 132 71 ნაკლ. 227 72 ნაკლ. 73 ჭრაგავლ. 149 74 ნაკლ. 233 75 ნაკლ. 76 ხელუხლ. 278 77 ხელუხლ. 78 ნაკლ. 323 79 ნაკლ. 80 ხელუხლ. 174 81 ნაკლ. 190 82 ჭრაგავლ. 278 83 ჭრაგავლ. 84 ნაკლ. 100 85 ჭრაგავლ. 171 86 ხელუხლ. 150 87 ნაკლ. 327 88 ნაკლ. 89 ჭრაგავლ. 130 90 ნაკლ. 118 91 ჭრაგავლ. 136 სულ 12203 3200 403 მათ შორის ხელუხლებელი 2175 475 ნაკლებად სახეცვ. 8669 2603 403 ქობულეთის სატყეო მეურნეობა ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობა ქედის სატყეო მეურნეობა ჩაქვის სატყეოს კვარტალები ერგე-ორთაბათუმის სატყეოს კვარტალები მახუნცეთის სატყეოს კვარტალები № მდგომარეობა ჰა № მდგომარეობა ჰა № მდგომარეობა ჰა ჭრაგავლილი 1359 122     მუხლი 19🔗. სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია 1. მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებია: ქობულეთის მუნიციპალიტეტში – გორგაძეები, ხალა, ჩაისუბანი, ხინო, ზედა დაგვა, ქვედა დაგვა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – განთიადი, ჩაისუბანი, ახალშენი, ხეყრუ; ქედის მუნიციპალიტეტში – ზუნდაგა, პირველი მაისი, ზესოფელი (იხ. მე-2 რუკა). ამ სოფლების მოსახლეობის საერთო რაოდენობა სულ შეადგენს 19983 კაცს, მათ შორის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 11003 კაცს; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 7789 კაცს; ქედის მუნიციპალიტეტში 1191 კაცს, კომლების რაოდენობა 52 ათასს აღემატება (იხ. მე-4 ცხრილი). 2. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა სოფლის მეურნეობა. კერძოდ, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ძირითადად აწარმოებენ ბოსტნეულს, ციტრუსს, ხეხილს, მისდევენ მესაქონლეობას. თითქმის ყველა სოფელში ფუნქციონირებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (საბაზო და ზოგადსაგანმანათლებლო), საოჯახო მედიცინის პუნქტი (ამბულატორია). 3. სოფლებში კომერციული სტრუქტურები ნაკლებადაა განვითარებული, ძირითადად ფერმერული მეურნეობები საოჯახო მასშტაბისაა და წარმოებული პროდუქციის დიდ ნაწილს საკუთარი მოხმარებისთვის გამოიყენებს, მცირე ნაწილი კი (თაფლი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ქათამი, კვერცხი) გააქვს ბაზარზე. ასევე მცირე მოცულობისაა სავაჭრო ობიექტები, რომლებიც უმეტესად ყოველდღიური მოხმარების საქონლით ვაჭრობენ, აგრეთვე, იმ სასურსათო პროდუქტებით, რაც ადგილზე არ იწარმოება (პური, შაქარი, მაკარონი, კონსერვი). 2006 წელს ამ მუნიციპალიტეტებში ერთი კომლის მიერ საშუალოდ წარმოებულია: ა) 10,2 ც მარცვლეული; ბ) 3,6 ც ბოსტნეული; გ) 6,0 ც კარტოფილი; დ) 13,8 ც ხილი; ე) 2,1 ც ხორცი; ვ) 2,8 ც რძე და ზ) 130 ცალი კვერცხი. 4. ამ პროდუქტების წარმოება შესაბამისი მასტიმულირებელი ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია გაორმაგდეს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მიეწოდოს ადგილობრივ ბაზარს, მათ შორის, ორგანიზებულ და არაორგანიზებულ ტურისტს, დამსვენებელს, ვიზიტორს და ა.შ. ცხრილი 4. ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების ზოგიერთი მაჩვენებელი მუნიციპალიტეტი/ დასახლებული პუნქტი მიწა (სულ, ჰა) ტყე (ჰა) კომლი მოსახლე 1 ქობულეთის მუნიციპალიტეტი (სულ) 24161 97131 პარკის მიმდებარედ 720 15401 3140 11003 ზედა დაგვა/ ქვედა დაგვა 331,63 561 1288 2764 გორგაძეები 87,39 668 410 1529 ხალა 118,5 489 2023 ჩაისუბანი 171,82 279 953 3640 ხინო – 13893 – 1047 2 ხალვაჩაურის მუნიციპალიტეტი (სულ) 5013.71 120 23148 93247 პარკის მიმდებარედ 2383 7789 ახალშენი 121.08 12,3 1128 2176 მუნიციპალიტეტი/ დასახლებული პუნქტი მიწა (სულ, ჰა) ტყე (ჰა) კომლი მოსახლე განთიადი 104.99 10,6 503 2521 ჩაისუბანი 149.62 86,8 620 2581 ხეყრუ 39.03 10,3 132 511 3 ქედის მუნიციპალიტეტი (სულ) 4162 18930 პარკის მიმდებარედ 52 400 268 1191 ზუნდაგა/მახუნცეთი 27 400 77 308 პირველი მაისი 14 – 138 628 ზესოფელი 11 – 53 255 თავი III მიზნები და საოპერაციო გეგმა     მუხლი 20🔗. მიზნები და ამოცანები 1. მტირალას ეროვნული პარკის შექმის უმთავრესი მიზანია მის ტერიტორიაზე არსებული ველური ბუნების შენარჩუნება და მისი მართვა როგორც გლობალური მნიშვნელობის მქონე კონსერვაციის ადგილისა – მინიმალური სამენეჯმენტო ჩარევით, რათა გარანტირებულ იქნეს ეკოსისტემების ფუნქციონირების, ეკოსისტემური პროცესების ბუნებრივი მიმდინარეობა. ეს ყოველივე კი ვიზიტორთა მოზიდვის საუკეთესო საწინდარია. 2. პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური მთლიანობის ეფექტიანი დაცვა, კერძოდ:           ა) პარკის ტერიტორიის დაყოფა სხვადასხვა ფუნქციონალურ ზონებად და ამ ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;           ბ) მენეჯმენტის სათანადო პროგრამების (დაცვის, კვლევა-მონიტორინგის და სხვ.) დამუშავება და დანერგვა პარკის კვალიფიცირებული და კარგად აღჭურვილი მენეჯმენტის გუნდის მიერ, დამხმარე ზონის მოსახლეობის მხარდაჭერით;           გ) პარკის საზღვრების მკაფიო დადგენა და დაკანონება;           დ) დამხმარე ზონის მოსახლეობის მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დამხმარე ზონის ჰარმონიული და პარკის გარემოსთვის შესაფერისი განვითარება.  3. პარკის არსებობა ხელს უწყობს რეგიონისა და დამხმარე ზონის ეკონომიკურ განვითარებას:        ა) დამხმარე ზონის საფუძვლიანი პროგრამის დამუშავება (სამოდელო საქმიანობის ჩათვლით);  ბ) აჭარის რეგიონის ლანდშაფტური დაგეგმარება და პარკისა და მისი დამხმარე ზონის ინტეგრირება რეგიონულ გეგმაში;  გ) პარკის მიერ მოტანილი სარგებლის სამართლიანი განაწილება ტურიზმის სფეროში, ასევე, ადამიანური რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის გაუმჯობესება, მაღალხარისხიანი სასმელი წყლის რესურსების დაცვა და მისთ.;  დ) რეგიონული განვითარებისათვის საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის მოპოვება.  4. მტირალას ეროვნული პარკი და მისი დამხმარე ზონა იქცევა ცნობილ ტურისტულ არედ, მისი ეკოლოგიური მთლიანობის დარღვევის გარეშე, კერძოდ:          ა) საფუძვლიანი, მიზანმიმართული და დანერგვადი ვიზიტორთა პროგრამის დამუშავება, სადაც სრულად იქნება გათვალისწინებული პარკისა და მისი დამხმარე ზონის კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული პოტენციალი, ველური ბუნების უნიკალური ღირებულების ფონზე;      ბ) პარკის ძირითადი მიზნების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება როგორც პარკის შიგნით, ასევე მის დამხმარე ზონაში, რაც, ასევე, შეესაბამება მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს;      გ) დამხმარე ზონის მოსახლეობის მხარდაჭერა ტურისტული მომსახურების შესაძლებლობების ზრდაში; დ) პარკის შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის ზრდა მდგრადი ტურიზმის სფეროში.  5. ეროვნული პარკის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა:     ა) ეროვნული პარკის საფუძვლიანი ბიზნეს-გეგმის დამუშავება და დანერგვა, სადაც გათვალისწინებული იქნება პარკის მიერ ფინანსების მოზიდვის ყველა შესაძლებლობა; ბ) პარკის საოპერაციო ბიუჯეტის დეფიციტის დასაბუთება, შესაბამისი წინადადების მომზადება და წარდგენა სამხრეთ კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდში.     მუხლი 21🔗. ეროვნული პარკის ზონირება       1. მტირალას ეროვნული პარკი ეროვნული პარკის საერთაშორისო მოდელების შესაბამისად იქმნება. ამასთან დაკავშირებით უნ­და აღინიშნოს, რომ პარკის ზონირების გეგმა მხოლოდ სამენეჯმენტო საქმიანობის დამხმარე სა­შუ­ალებაა და რომ ზონების დადგენილი საზღვრები შეიძლება შეიცვალოს მენეჯმენტის მოთ­ხოვ­ნე­ბის შესაბამისად. ზონების საზღვრები არ არის მკაცრად დაკანონებული, განსხვავებით პარკის პე­რი­­მეტრული საზღვრისაგან, რომლის დასადგენად აუცილებელია სატყეო-საინვენტარიზაციო და მიწის კადასტრის რუკების შეჯერება, საზღვრის დემარკაცია, საკანონმდებლო ნორმების შესაბამისი აღწერა და დამტკიცება მთავ­რობის მიერ. არ არსებობს წესები ზონირების საყოველთაო, ზოგადი მოდელის შესა­მუ­შა­ვებ­ლად; ზონირების მიზანშეწონილობა თუ რაგვარობა განისაზღვრება მხოლოდ ლანდშაფტურ-ეკო­ლო­­გიური ინფორმაციისა და პარკის მიზნებისა და ამოცანების შესატყვისად, ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო საჭიროების გათვალისწინებით. თუმცა, ზოგადად პარკის ზონირების განვითარება უნდა მიმდინარეობდეს რესურსების გამოყენებითი ზონის (ზონების) ფართობების შემცირებისა და მკაცრი და ვიზიტორთა ზონების გაფართოების მიმართულებით, რაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ განხორციელდება. 2. ეროვნული პარკის საქართველოში მიღებული საკანონმდებლო განსაზღვრება ამ კატეგორი­ის IU CN-ის მიერ დადგენილი დეფინიციის თანხვედრილია. IU CN-ის განსაზღვრების მიხედვით, ეროვნულ პარკში აკრძალულია ბუნებრივი რესურსების საწარმოო მოპოვება. ასევე, რეკომენდებულია ყოველგვარი მოპოვებითი სამუშაოების აკრძალვა პარკის ტერიტორიის არანკლებ 75%-სა. ამდენად, ხეტყის საწარმოო მოპოვება, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები და მისთ. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნებადართული არ არის; ხოლო მკაცრი დაცვის ზონაში (ზონებში) ყოველგვარი მოპოვებითი საქმიანობა აკრძალულია. ვიზიტორთა ზონაში, ასევე, აკრძალულია მოპოვებითი საქმიანობა, გარდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებისათვის ტყის არამერქნითი რესურსების შეგროვებისა. ამის გათვალისწინებით შემუშავდა პარკის ზონირების გეგმა. ის ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ად­გი­ლობ­რივ სოციალურ-ეკონომიკურ და ტრადიციულ-კულტურულ მოთხოვნებსა თუ პირობებს, ხოლო მეორე მხრივ – პარკის ძირითად ფუნქციებს – ველუ­რი ბუნების დაცვა-შენარჩუნებას და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას (იხ. მე-8 რუკა). საბოლოო ჯამში, მტირალას ეროვნული პარკის მკაცრი დაცვისა და ვიზიტორთა ზონების საერთო ფართობი 70,9%-ს შეადგენს (იხ. მე-5 ცხრილი), რაც იმას ნიშნავს, რომ პარკის რეჟიმი თითქმის შეესაბამება IU CN-ის II კატეგორიას. ცხრილი 5.  მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიის განაწილება ფუნქციურ ზონებად (1994-95 წწ. ინვენტარიზაციის მონაცემების მიხედვით) მუნიციპალი-ტეტის დასახელება ფუნქციური ზონები სულ ფართობი (ჰა) მკაცრი დაცვის ზონა ვიზიტორთა ზონა ტრადიციული გამოყენების ზონა კვარტალის №№ ფართობი (ჰა) კვარტალის №№ ფართობი (ჰა) კვარტალის №№ ფართობი (ჰა) ქობულეთის 11,12,25,26,27,28,29, 30,31,32, 33,36,37, 39,54,71, 75,76,77 2 584 5,6,7,8,9, 13,14,15,16, 17,19,20,23 24,34,35,38,40,41,44,48 49,50, 52,53,58,59,60,61,62, 68,69,74,84,85,86, 5 370 10,18,21,22, 51,55,56, 57, 63,64,65,66, 67,70,72, 73,78,79, 80,81,82, 83,87,88, 89,90,91 4 249 12 203 მუნიციპალი-ტეტი დასახელება ფუნქციური ზონები სულ ფართობი (ჰა) მკაცრი დაცვის ზონა ვიზიტორთა ზონა ტრადიციული გამოყენების ზონა კვარტლის №№ ფართობი (ჰა) კვარტლის №№ ფართობი (ჰა) კვარტლის №№ ფართობი (ჰა) ხელვაჩაურის - - 4,5,6, 7,8,9,10,11, 12,13,14,15, 16,17,18,19 2 746 2,3,24,25 454 3 200 ქედის - - 6, 9  403 - -  403 ჯამი 2 584 8 519 4 703 15 806 % პარკის საერთო ფართობიდან 16,3 53.9 29,8 100     მუხლი 22🔗. მკაცრი დაცვის (ბირთვული) ზონა 1. მკაცრი დაცვის ზონა მოიცავს განსაკუთრებით მგრძნობიარე ეკოსისტემებს და იმ ნაწილებს, რომლებსაც არ განუცდია მნიშვნელოვანი ანთროპოგენული ცვლილებები, ანუ მათ პირველადი, ბუ­ნებრივი სტრუქტურა კარგად აქვთ შენარჩუნებული. ამასთან, ისინი სამეურნეო სივრცესთან უშუა­ლოდ არ კონტაქტირებენ. ზონა შეი­ცავ­ს პარკისათვის ტიპიური ეკოსისტემების რეპრეზენტატიულ ნიმუშებს. ბირთვულ ზონაში აქტიური სამენეჯმენტო საქმიანობა (გარდა დაცვისა) არ მიმდინარეობს. ზონაში კვლევა-მონიტორინგის პროგ­რა­მით გათვალისწინებული საქმიანობაც კი მკაცრად კონტროლდება. 2. ბურთვული ზონა ორ, დაახლოებით თანაბარი ფართობის მქონე მონაკვეთს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობია 2 584 ჰა, რაც პარკის ტერიტორიის დაახლოებით 16,3%-ს უდრის (იხ. მე-5 ცხრილი). ორივე მონაკვეთი ქობულეთის სატყეო მეურნეობის ყოფილ მიწებზე მდებარეობს: ჩრდილოეთის მონაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება კინტრიშის ნაკრძალს და მოიცავს ქობულეთის სატყეოე მეურნეობის ჩაქვის სატყეოს ყოფილ შემდეგ კვარტალებს: №№ 11,12,25,26,27,28,29,30,31,32,33,36, 37,39, სამხრეთის მონაკვეთი, რომელიც №№ 54,71,75,76,77 კვარტალებს მოიცავს, პარკის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული (იხ. მე-8 რუკა): 3. ზონაში აქტიური მენეჯმენტი არ უნდა მიმდინარეობდეს. 4. ზონის გამოყენება/მენეჯმენტი უნდა შემოიფარგლოს დაცვით, მკაცრად კონტროლირებადი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობით. 5. ზონაში სამეცნიერო საქმიანობა დაიშვება მხოლოდ სპეციალური ნებართვით, რასაც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით გასცემს პარკის ადმინისტრაცია. 6. ზონაში მუდმივი სამეცნიერო მოწყობილობების გამოყენება აკრძალულია, რადგან მათ, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად დაარღვიონ ბუნებრივი პროცესები, გააჩნდეთ ფაუნის შეშფოთების ეფექტი და სხვ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუდმივ მოწყობილობებს მუდმივი მომსახურება ესაჭიროება, რაც მკაცრი დაცვის ზონაში ადამიანის სისტემატურ დამატებით ყოფნას გამოიწვევს; სამეცნიერო კვლევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ზონის ეკოლოგიური მთლიანობის ხელშეუხებლობა. 7. ზონაში ცხოველების დაჭერა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (მაგ., როდესაც კრიტიკულად აუცილებელია ამა თუ იმ სახეობის სისტემატიკური კუთვნილების დადგენა, ანდა თუკი ინვაზიური სახეობები, ან გაველურებული ცხოველები, საფრთხეს უქმნიან ეკოსისტემების წონასწორობას და მისთ.) დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალური ნებართვით. 8. ზონაში (ისევე, როგორც პარკის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე) ჩატარებული კვლევის მასალებისა და შედეგების ასლები გადაეცემა პარკის შესაბის სამსახურებს.     მუხლი 23🔗. ვიზიტორთა ზონა 1. ვიზიტორთა ზონა უმთავრესად ბუნების კონსერვაციისა და ვიზიტორთათვისაა განკუთვნილი. ამ ზონაში არ ექცევა საკონფლიქტო მონაკვეთები; ზონის ტერიტორიები არ არის საგრძნობლად შეცვლილი ადამიანის სამეურნეო საქმიანობით და წარმოაჩენს პარკის ყველაზე დამახასიათებელ ეკოსისტემათა ნიმუშებს. ზონაში მოქცეულია ვიზიტორთათვის საინ­ტე­რე­სო და მიმზიდველი არეები: გამორჩეული ბუნებრივი მა­ხა­სიათებლების მქონე ადგილები. 2. ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების შესაძლებლობათა მაქსიმალურად გაზრდის მიზნით ეს ზონა პარკის უდიდეს ტერიტორიას მოიცავს (თითქმის 53.9%-ს). ეს განსაკუთრებით საყურადღებო მომენტია იმის გათ­ვალისწინებით, რომ ეს – ბიომრავალფეროვნების მხრივ უნიკალური და ესთეტიკურ-პერ­ცეფ­ცი­უ­ლი თვალსაზრისით გამორჩეულად მიმზიდველი – ადგილები დღესდღეობით ფაქტობრივად მიუწვ­დო­მელია დამთვალიერებლებისთვის. 3. ვიზიტორთათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს პრაქ­ტიკული, ადვილად გამოსაყენებელი (რათა შეესაბამებოდეს ველურ ბუნებასთან ურთიერთობას) და გასაკონტროლებლად მარტივი. 4. ვიზიტორთა ზონის ეკოლოგიურად მგრძნობიარე მონაკვეთები დამთ­ვა­ლიერებლებისათვის მიუწვდომელი უნდა რჩებოდეს, რაც ბილიკების ქსელის შესაბამისი მოწყობით მიიღწევა. 5. ვიზიტორთა გადაადგილება მარკირებული ბილიკებითა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა იზღუდებოდეს. 6. ვიზიტორთათვის უნდა შეიქმნას საინფორმაციო-საინსტრუქტაჟო ლიფლეტი, რომელიც დაურიგდება ყოველ ვიზიტორს; ვიზიტორი ვალდებულია დაემორჩილოს პარკში ქცევის წესებს. 7. ტურ-ოპერატორები და გიდები ასევე უნდა ხელმძღვანელობდნენ პარკის მიერ დადგენილი წესებით, რაც შესაბამისი ხელშეკრულებებით უნდა გაფორმდეს. 8. სპეციალური წესები უნდა შემუშავდეს საცხენოსნო ტურიზმის შესახებაც; ცხენების მფლობელებთან/გამყოლებთან ასევე შესაბამისი ხელშეკრულებები უნდა დაიდოს. 9. ვიზიტორთა ნებისმიერი საქმიანობა მონიტორინგის საგანი უნდა გახდეს. 10. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით, პარკმა უნდა შეიმუშავოს ნებართვების, კვოტებისა და ნიხრების სისტემა ვიზიტორთა მომსახურებისა და მათ მიერ პარკის რესურსების გამოყენებისათვის (მაგ., თევზაობა, ღამისთევა ვიზიტორთა თავშესაფარში და მისთ.). 11. უცხოელი ტურისტებისთვის შეიძლება დაწესდეს პარკში შესვლის ფასი.     მუხლი 24🔗. ტრადიციული გამოყენების ზონა 1. ეს ზონა იქმნება იმის გათვალისწინებით, რომ პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დღემდე დამოკიდებულია პარკის გარკვეული ნაწილის ბუნებრივ რესურსებზე – შეშა მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სათბობ-ენერგეტიკული რესურსია. სწორედ ესაა ამ ზონის მთავარი ფუნქცია – საშუალება მიეცეს ადგილობრივ მოსახლეობას, გააგრძელოს ტყის რესურსების ტრადიციული (კონტროლირებადი) გამოყენება. საშეშე მერქნის მოპოვება ადგილობრივი მოსახლეობისათვის უნდა მიმდინარეობდეს დადგენილი წესებისა (მოვლითი ღონისძიებებით) და რეალური მოთხოვნილების გათვალისწინებით; ამასთან – მდგრადი მეთოდებით, რათა არ გამოიწვიოს ბიოცენოზების სტრუქტურის და ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ცვლილება: აქაც დაუშვებელია ნე­ბის­მი­ერი საქმიანობა, რომელიც ამახინჯებს ლანდშაფტს, ან საფრთხეს უქმნის ეკოსისტემათა სტაბი­ლუ­­რობას. 2. ზონის პარალელურ ფუნქციებად რჩება ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში – აღდგენა. გარდა ამისა, ზონა განკუთვნილია მეცნიერული კვლევის (მათ შორის – მანიპულაციური კვლევის), ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. გარკვეული დროის შემდეგ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, ეს ზონა ვიზიტორთა ზონას შეერწყმება. ტრადიციული გამოყენების ზონა (ცალკეულ მონაკვეთებად) იქმნება სოფლების სიახლოვეს, იქ, სადაც ტყე მეტად გამოიყენებოდა წარსულში (მე-8 რუკა). 3. დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით და ადგილობრივი რეალიების გათვალისწინებით, პარკში უნდა დაწესდეს ნებართვების, კვოტებისა და ნიხრების სისტემა შესაბამისი რესურსების მოპოვებისათვის (იხ. მე-6 ცხრილი ). 4. დაშვებულია საშეშე მერქნისა და ტყის არამერქნითი რესურსების მდგრადი მოპოვება. 5. ტრადიციული გამოყენების ზონაში ეკოლოგიური მონიტორინგი უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ეკოსისტემის სტრუქტურის მნიშვნელოვანი რღვევის პრეცედენტები და დროული მოვლა-პატრონობა აღმოვუჩინოთ შესაბამის მონაკვეთებს. 6. იმდენად, რამდენადაც ზონის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ადრეც გამოიყენებოდა ხეტყის მოსაპოვებლად, აქ მეტია ეროზიული პროცესების განვითარების საშიშროება და, შესაბამისად, დასაშვებია აქტიური ანტიეროზიული და აღდგენითი ღონისძიებების ჩატარება.  7. საექსპერტო შეფასებით, პარკის ტერიტორიაზე პირუტყვის ძოვების ზეგავლენა, მისი მცირე სულადობის გამო, უმნიშვნელოა; ამდენად, დღეისათვის ძოვებაზე სპეციალური ნებართვის გაცემის საჭიროება არ არსებობს; იგივე ითქმის თიბვაზე. 8. პარკის ფუნქციებისა და ბუნებრივი რესურსების ტრადიციული გამოყენებისათვის შეუფერებელი ნებისმიერი მშენებლობა არ არის დასაშვები. 9. პარკის ფუნქციებისა და ბუნებრივი რესურსების ტრადიციული გამოყენებისათვის შესაფერის მშენებლობას ესაჭიროება პარკის ნებართვა. 10. ხვნა-თესვა ამ ზონაში, ისევე როგორც პარკის მთელ ტერიტორიაზე, დასაშვები არ არის, რითაც თავს დავიზღვევთ ეროზიული პროცესების განვითარებისაგან. 11. ქიმიური სასუქების, შხამ-ქიმიკატების/პესტიციდების გამოყენება, ისევე როგორც არაადგილობრივი ფლორისა/აგროფლორისა თუ ფაუნისათვის უცხო ელემენტების ნებისმიერი სახით შემოტანა, არ არის დასაშვები. 12. პარკის ფუნქციურ ზონებში დაშვებული და აკრძალული ქმედებების ნუსხას შეიცავს მე-6 ცხრილი. ცხრილი 6.  მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაშვებული და აკრძალული ქმედებები (ფუნქციური ზონების მიხედვით) ქმედებები ზონები შენიშვნა მკაცრი დაცვის (ბირთვული) ვიზიტორთა ტრადიციული გამოყენების ნებისმიერი რესურსის კომერციული მოპოვება, მათ შორის, წიაღისეულის, ტყის რესურსების და მისთ. აკრძალულია აკრძალულია აკრძალულია ნებისმიერი მშენებლობა, რაც არ არის დაკავშირებული პარკის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან აკრძალულია აკრძალულია აკრძალულია მშენებლოაბა, რაც დაკავშირებულია პარკის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან აკრძალულია დაშვებულია დაშვებულია ნადირობა და მონადირე ძაღლით პარკის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია აკრძალულია აკრძალულია არასამონადირეო ძაღლით პარკის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია დაშვებულია სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე დაშვებულია სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე ტურისტებს ესაჭიროებათ ნებართვა საშეშე მერქნის მოპოვება აკრძალულია აკრძალულია დაშვებულია (არსებული წესების მიხედვით; მხოლოდ იმ სოფლების მოსახლეობისთვის, ვინც ტრადიციულად სარგებლობდა ამ ტერიტორიებით; შეშაზე რეალური მოთხოვნილების გათვალისწინებით) ესაჭიროება ნებართვა ტრადიციული ძოვება აკრძალულია აკრძალულია დაშვებულია ბუნებრივი საკვები მცენარეულობის ტრადიციული მოპოვება (ჯონჯოლის, შინდის, პანტის,ასკილის და ა. შ. მოკრეფა, წაბლის, სოკოს, კენკროვანების და სხვ. შეგროვება.) აკრძალულია აკრძალულია დაშვებულია ბუნებრივი დეკორატიული მცენარეების, ან მათი ნაწილების (მაგ. ბოლქვების) შეგროვება პირადი სარგებლობის მიზნით აკრძალულია აკრძალულია დაშვებულია ქმედებები ზონები შენიშვნა მკაცრი დაცვის (ბირთვული) ვიზიტორთა ტრადიციული გამოყენების ტყის სხვა არამერქნითი რესურსების მოპოვება აკრძალულია აკრძალულია დაშვებულია მეფუტკრეობა/სკების განთავსება აკრძალულია დაშვებულია (მხოლოდ სოფლების მიმდებარე კვარტლებში) დაშვებულია თევზაობა აკრძალულია აკრძალულია დაშვებულია ანკესით და ბადით გარდა წითელ წიგნში შეტანილი სახეობებისა მიწის კულტივაცია (ხვნა-თესვა) აკრძალულია აკრძალულია აკრძალულია ქიმიური/არაორგანული სასუქების/ელემენტების გამოყენება აკრძალულია აკრძალულია აკრძალულია ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება დაშვებულია საგანგებო შემთხვევაში დაშვებულია დაშვებულია სახეობების ინტროდუცირება აკრძალულია აკრძალულია აკრძალულია სახეობების რეინტროდუცირება აკრძალულია დაშვებულია დაშვებულია ესაჭიროება წინასწარი შესწავლა და დასაბუთება ადგილობრივი სახეობების გამრავლება ნახევრად ბუნებრივ პირობებში მათი რეინტროდუქციის მიზნით აკრძალულია დაშვებულია დაშვებულია ესაჭიროება წინასწარი შესწავლა და დასაბუთება ვოლიერების მოწყობა დატყვევებული ცხოველებისათვის/ცხოველების ნახევრად ბუნებრივ პირობებში შენახვა აკრძალულია დაშვებულია დაშვებულია ესაჭიროება წინასწარი შესწავლა და დასაბუთება სამეცნიერო კვლევა დაშვებულია (არამანიპულირებადი) დაშვებულია დაშვებულია ყველა კვლევის მასალებისა და შედეგების ასლები უნდა გადაეცეს პარკს მონიტორინგი დაშვებულია დაშვებულია დაშვებულია ეს არის პარკის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ველური ცხოველების დაჭერა აკრძალულია დაშვებულია განსაკუთრებულ შემთხვევაში დაშვებულია განსაკუთრებულ შემთხვევაში ესაჭიროება წინასწარი შესწავლა და დასაბუთება კარვების/ბანაკების გაშლა აკრძალულია დაშვებულია დაშვებულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში ქმედებები ზონები შენიშვნა მკაცრი დაცვის (ბირთვული) ვიზიტორთა ტრადიციული გამოყენების კოცონის დანთება აკრძალულია დაშვებულია დაშვებულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში ტურისტების ფეხით გადაადგილება აკრძალულია დაშვებულია დაშვებულია მხოლოდ ტურისტული ბილიკების გაყოლებაზე ტურისტების ცხენით გადაადგილება აკრძალულია დაშვებულია დაშვებულია მხოლოდ ტურისტული ბილიკების გაყოლებაზე ავტომობილით გადაადგილება აკრძალულია დაშვებულია დაშვებულია ესაჭიროება პარკის ადმინისტრაციის თანხმობა ვერტმფრენის გამოყენება ტურისტული მიზნით აკრძალულია აკრძალულია აკრძალულია არღვევს ველური ბუნების სიმყუდროვეს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები დაშვებულია საგანგებო შემთხვევაში დაშვებულია დაშვებულია ეროზიის და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია დაშვებულია დაშვებულია უპირატესად, გზებისა და გზისპირების გამაგრება  მუხლი 25🔗. დამხმარე ზონა  დამხმარე ზონის შექმნის მთავარი მიზანია პარკის ტერიტორიების მდგრადი დაცვისათვის მიმ­დებარე ტერიტორიების მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება. ეს შესაძლებელია:      ა) დამხმარე ზონის პროგრამის დაარსებით, რომელიც ორიენტირებული იქნება ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და რესურსების მდგრად გამოყენებაზე;      ბ) პარკის მართ­ვისა თუ ფუნქციონირების პროცესში მოსახლეობის ჩაბმით. დამხმარე ზონაში რე­სურ­სებით სარგებლობა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების ამოცანებს. ამასთან, დამხმარე ზონის გან­ვითარება უნდა ეფუძნებოდეს რეგიონის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მარ­თე­ბულად შემუშავებულ გეგმას; ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მო­სახ­ლე­ობას. თავი IV  მენეჯმენტის პროგრამები     მუხლი 26🔗. მენეჯმენტის პროგრამები პარკის მენეჯმენტის პროგრამები ხელს უწყობს ეროვნული პარკის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად აუცილებელი საქმიანობის სტრუქტურულ-ფუნქციურ ორგანიზებას. ჩვეულებრივ, გამოიყენება მენეჯმენტის შემდეგი პროგრამები: ა) დაცვის; ბ) ვიზიტორთა; გ) კვლევისა და მონიტორინგის; დ) ადმინისტრაციის.     მუხლი 27🔗. დაცვის პროგრამა 1. დაცვის პროგრამა უმნიშვნელოვანესია პარკის ეკოლოგიური წონასწორობის მდგრადი შენარჩუნებისთვის. ამ პროგრამისათვის ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა. საზღვრები ჯერ არ არის მარკირებული, თუმცა სადემარკაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. დაცვის მომავალი პერსონალი ამჟამად სათანადოდ არ არის მომზადებული თავისი საქმია­ნო­ბი­სათვის. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება მენეჯმენტის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სულ მცირე 12 მცველია სა­ჭი­რო კონტროლის, დაცვისა და სხვა საქმიანობისათვის, რომელიც გათვალისწინებულია მენეჯ­მენ­ტის სხვადასხვა პროგრამებით. 2. საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაცვის პროგ­რა­მით განსაზღვრული ინფრასტრუქტურა შეძლებისდაგვარად შემჭიდროებულია. უფრო დიფე­რენ­ცი­რებული თუ ფართო ინფრასტრუქტურის შემუშავება ამ ეტაპზე გამართლებული არ არის, რად­გან აუცილებელი სახსრების უქონლობის გამო მომავალში მისი შენახვა-შენარჩუნება გაჭირდება. სახსრების ეკონომიური და მიზნობრივი გამოყენებისა და მომსახურე პერსონალის ოპტი­მა­ლუ­რი დასაქმებისათვის საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურის ერთი და იგივე ელემენტები მაქ­სი­მა­ლუ­­რად იქნეს გამოყენებული სხვადასხვა პროგრამებით გათვალისწინებული აქტივობებისათვის. ეს განსაკუთრებით შეეხება დაცვისა და ვიზიტორთა პროგრამებს. ამის გამო უნდა შეიქმნეს მცველთა ოთხი საგუ­შა­გო, რომლებიც აკონტროლებს პარკის შესასვლელებს და პარალელურად თვალყურს მია­დევ­ნებს და­სას­ვენებელ ადგილებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ელემენტებს. 3. პარკის ეფექტიანი კონტროლისა და დაცვისათვის აუცილებელია საგუშაგოებს შორის საკომუნიკაციო კავშირის არსებობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც საგუშაგოები უნდა აღიჭურვოს შესაბამისი აპარატურით. პარკის ტერიტორიის კონტროლისათვის ასევე სა­ჭი­როა დამატებითი მობილური აპარატურა. მცველებისათვის პარკის ტერიტორიაზე აიგება სპეციალური სათავსოები ტურისტთა თავშესაფრებში, რომლებსაც მცველები საჭიროების შემთხვევაში ღამის სათევად გამოიყენებენ. 4. პარკის ველური ბუნება დიდ შესაძლებლობებს ქმნის აქტიური ტურიზმის განვითარებისათვის. პარკის შიდა ტერიტორიაზე ვიზიტორებისათვის ნებადართულია მხოლოდ ფეხით და ცხენებით გადაადგილება. მომსახურე პერსონალის მიერ ავტომობილის გა­მო­ყე­ნება იზღუდება და მომავალში შეიძლება სრულიად აიკრძალოს (განსაკუთრებული შემთვევების გარდა). 5. მომდევნო თავებში განხილულია პარკის დაცვის პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქ­ტურა და საინვესტიციო ღონისძიებები, რაც მოიცავს:  ა) საზღვრების დემარკაციას;  ბ) გზის ჩამკეთების მოწყობასა და მათ კონტროლს;  გ) მცველების საგუშაგოებისა და თავშესაფრების მოწ­ყობას (იხ.რუკა 9). 6. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიების განსაკუთრებული მაღალი ტენიანობის გამო დაბალია ხანძრების რისკი. მიუხედავად ამისა, დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების უგულებელყოფა. საჭიროა ჩახერგილობებისაგან ტყის გაწმენდა, სახანძრო საავტომობილო გზებისა და ბილიკების ქსელის შექმნა თუ მოვლა-შენარჩუნება, საჭიროებისამებრ ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა და სხვ. განსაკუთრებულ ხანძარსაშიშ პერიოდებში ცეცხლის დანთების შეზღუდვა ან აკრძალვა, ტყეში სათანადო სააგიტაციო ნიშნების განლაგება, ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებთან შესაბამისი საინფორმაციო-განმარტებითი სამუშაოების წარმოება და სხვ. უბედური შემთხვევებისათვის ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციის გეგმის შემუშავება და მათთვის გაცნობა. 7. საზღვრების დემარკაცია   ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაცია აუცილებელია მიწის მფლობე­ლო­ბასთან დაკავშირებული შესაძლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, კონტროლისა და დაც­ვის გასაძლიერებლად. შედარებით რთულად გასაკონტროლებელი მონაკვეთები ესადაგება ქე­დის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, დამხმარე ზონაში, პარკის საზღვრის გა­ყოლებაზე მდებარე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს (იხ. მე-2 რუკა). მარ­კი­რე­ბი­სათვის გა­მო­ი­­ყე­­ნება სხვადასხვა ნიშნები (საინფორმაციო და­ფები, სასაზღვრო ბოძები და მისთ.); მარკირების პროცესს ახსნა-განმარ­ტე­ბი­თი მუ­შა­ო­ბით შეუწყობს ხელს ადგილობრივი ოფიციალური პრესა. 100 კმ-მდე საზღვრის მარკი­რე­ბა 2008 ფინანსურ წელს დასრულდება (ანუ 2008 წლის ივლისამდე) და მოიცავს როგორც პარკის გარე პერიმეტრულ საზღვარს, ასევე შიგა საზღვარს სოფ. ჩაქვისთავის მიწებთან. საზღვარი რეგისტრირებული იქნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პირველ წელს განხორციელდება აღნიშნული რთულად გასაკონტროლებელი მონაკვეთის დემარკაცია. მარ­კი­რე­ბა ძირითადად განხორციელდება პარკის მცველების მიერ, მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობის დახმარებით. 8. გზის ჩამკეტები, როგორც ზემოთ ითქვა, პარკის ველური ბუნება საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის აქტიური ტურიზმის განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, პარკის ტერიტორიაზე არსებული გზების ქსელი, რომელიც თავის დროზე სატყეო-საექსპლუატაციო მიზნით შეიქმნა, ჭარბია. ტერიტორიის კონტროლი და სხვა სახის საქმიანობა უნდა განხორციელდეს უპირატესად ფეხით ან ცხენებით. პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილია მხოლოდ ვიზიტორთა (და მცველთა) მარტივი სახის თავშესაფრების მშენებლობა. მშენებლობებისა და ტერიტორიის, შეძლებისდაგვარად, დასუფთავების დასრულების შემდეგ უფუნქციო ტყესაზიდი გზები უნდა გაუქმდეს. უპირველეს ყოვლისა, პარკის შიდა გზებზე უნდა აიკრძალოს ვიზიტორთა ავტომობილით მოძრაობა (დასაშვებია მხოლოდ სოფ. ჩაქვისთავამდე). ვიზიტორთა პროგრამის მიხედვით, ზოგი გზა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ფეხით სასიარულოდ. დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე გზებზე დაიდგმება 16 ჩამკეტი/შლაგბაუმი. რამდენიმე გზა წარმოადგენს ვიზიტორთა პროგრამის განუყოფელ ნაწილს და გამოყენებული იქნება ვიზიტორთა სამარშრუტე ბილიკებად. 9. დაგეგმილი 3 საგუშაგო (ჩაქვისთავის, ყოროლისთავის, მახუნ­ცე­თის) გან­ლაგდება პარკში შესასვლელი გზების პირას (იხ.რუკა 9). საგუშაგოები დაიცავს და გააკონტროლებს პარკის შესასვლელებს. შენობა სათანადოდ აღიჭურვება (გენერატორით და სხვ.). საგუშაგოს ფართი დაახლოებით 100 მ​2 (სასურველია შეიცავდეს ორ სა­ძი­ნებელ, სამზარეულო, პატარა სამუშაო ოთახებს და საშხაპეს). თითოეულ საგუშაგოზე იმო­რი­გე­ვებს 2 მცველი. ყოველი საგუშაგო და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები აღიჭურვება ხანძარსაწი­ნააღმდეგო საშუალებებით; დამატებითი თანხების მოზიდვის კვალდაკვალ აშენდება მე-4 საგუშაგო №№79, 83 და 65 კვარტალებთან. მოეწყობა მარტივი ტიპის თავლა. 10. მცველთა თავშესაფარი შეთავსებული იქნება ტურისტთა თავშესაფართან, სადაც მოეწყობა სპეციალური ოთახი/სათავსო მცველებისათვის. მცველთა ­ოთა­ხი კეთილმოეწყობა აუცილებელი ავეჯით. გარეთ მოეწყობა საპირ­ფა­რეშოები და წყალგაყვანილობა. 11. აუცილებელია ტერიტორიის დასუფთავება – განსაკუთრებით ტურისტული გზების/ბილიკების გაყოლებაზე. აქ მრავლადაა ტყის ჭრის ნარჩენები. პარკის ადმინისტრაციამ ორგანიზაცია უნდა გაუკეთოს ამ სამუშაოებს.     მუხლი 28🔗. ვიზიტორთა პროგრამა 1. მტირალას ეროვნული პარკი ახლო მომავალში რეგიონის მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად იქცევა. ვიზიტორთა ინტერესების გათ­ვალისწინებით დაიგეგმება როგორც რთული, ძნელად სავალი, გრძელი მარშრუტები, ასევე მარტივი და მოკლე მარშრუტები. ზოგიერთ მოკლე ბილიკს ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც ექნება. აჭარა უკვე იბრუნებს საერთაშორისო გამაჯანსაღებელი საკურორტო რეგიონის მნიშვნელობას (რასაც მეტყველებს უკანასკნელ წლებში ყოველწლიურად ზრდადი ინვესტიციები რეგიონის ტურისტულ სექტორში) და იზიდავს სულ უფრო მეტ ტურისტსა თუ დამსვენებელს. ეს, თავის მხრივ, ქმ­ნის ტურიზმის ზოგადად და, კერძოდ, ეკოტურიზმის განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობას. 2. ვინაიდან ეკოლოგიური განათლება და ვიზიტორთა პროგრამები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიზიტორთა პროგრამამ უნდა შეითავსოს ეკოლოგიური განათლების გარკვეული კომპონენტები: უნდა შეიქმნას შესაბამისი საინფორმაციო პროდუქცია პარკის ვიზიტორებისათვის და დამხმარე ზონის მოსახლეობისთვის, ასევე – „სარეკლამო პროდუქცია“, როგორიცაა პლაკატები, კალენდრები, მაისურები, სამკერდე ნიშნები პარკის სიმბოლიკით და სხვ. 3. ეროვნული პარკის პოპულარიზაციისათვის, მისი სახის წარმოსაჩენად მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა პარკის მომსახურე პერსონალის აქტიური მონაწილეობა დამხმარე ზონაში და მთლიანად რეგიონში მოწყობილ სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. 4. ვიზიტორთა პროგრამით დაგეგმილი ინფრასტრუქტურა გათვალისწინებულია პარკის შედარებით ადვილად მისადგომი უბნებისათვის. ვიზიტორთა რაოდენობა და მათი მოთხოვნილებები ამ ეტაპზე ძნელად განსასაზღვრავია. პროგრამის გაფართოება მოხდება ამ მოთხოვნილებათა ზრდის შე­სა­ბა­მი­სად. უახლოეს 2-3 წელიწადში არ არის მოსალოდნელი ვიზიტორთა ისეთი მოზღვავება, რომ პარკს გაუჭირდეს მათი მიღება.Dმიუხედავად ამისა, პარკს უნდა გააჩნდეს მეტი ტურისტის მიღების პოტენციური შესაძლებლობა, რისთვისაც ამთავითვე უნდა შეიქმნას სათანადო ინფრასტრუქტურა. 5. შესასვლელები და ბილიკები გათვალისწინებულია პარკში:      ა) ჩაქვისთავის შესასვლელი, რომელიც იქნება პარკის მთავარი შესასვლელი. ამ შესასვლელთან, რომელსაც აკონტროლებს შესაბამისი სა­გუ­შა­გო მოეწყობა დასასვენებელი ადგილი, ავტოსადგომი და სანიტარიული კვანძი. შესასვლელთან დაიდგ­მება საინფორმაციო დაფა, რომელიც ვიზიტორებს მიაწვდის სათანადო ინფორმაციას ტურისტული ბი­ლი­კე­ბის ქსელის და ადგილმდებარეობის შესახებ. შეკეთდება საავტომობილო გზა (8კმ: პარკის შესასვლელიდან სოფ. ჩაქვისთავამდე). აქ თავდაპირველად ერთი მარშრუტი მოეწყობა: ჩაქვისთავი-მთა ტერათის უღელტეხილი 14-კმ-იანი მარშრუტი (400-1400 მ ზ.დ.), რომელიც მიუყვება მდ. ჩაქვისწყლის ხეობას. მარშრუტი ითვალისწინებს ღამისთევას ტურისტულ თავშესაფარშ­ი, რომელიც მდებარეობს მთა ტერათის უღელტეხილზე;      ბ) ყოროლისთავის შესასვლელი, რომელიც ჩაქვისთავის შესასვლელის მსგავსადა, თუმცა მეტად გამარტივებულად მოეწყობა. აქედან იწყება 1 მარშრუტი (300-1300 მ ზ.დ.) ყოროლისთავი-პატარა მტირალა (მარშრუტის სიგრძეა 9,5 კმ). ეს მარშრუტი, ტურისტების სურვილის და შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება 1 - ან 2-დღიანი იყოს. ამ შემთხვევაში ღამისთე­ვი­სათ­ვის გამოიყენება პატარა მტირალას თავშესაფარი;      გ) მახუნცეთის შესასვლელი, რომელიც ყოროლოსთავის შესასვლელის მსგავსადაა მოწყობილი. აქედან იწყება მარშრუტი მახუნცეთი-დიდი მტირალა (1381 მ). ეს მარშრუტიც, ტურისტების სურვილისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება 1 - ან 2-დღიანი იყოს. მარშრუტის სიგრძეა 3,8 კმ. ამ შემთხვევაში ღამისთევისათვის გამოიყენება დიდი მტირალას თავშესაფარი. 6. პარკში გათვალისწინებულია 3 ტურისტული თავშესაფარი, სადაც უშუალოდ ტურისტებისათვის განკუთვნილ სათავსოსთან შეთავსდება მცველთა სათავსო/ცალკე ოთახი, მოეწყობა მთებზე პატარა მტირალა, დიდი მტირალა და ტერათის უღელტეხილზე. თითოეული თავშესაფარი დაახლოებით 10 კაცზეა გათვალისწინებული. თავშესაფრები კეთილმოეწყობა აუცილებელი ავეჯით და ღუმელით. ხარჯების მინიმუმამდე შემცირების მიზნით ტურისტებმა და მცველებმა თვითონ უნდა დაასუფთაონ შენობა და გაიტანონ ნაგავი. თავშესაფრების განლაგება ნაჩვენებია მე-9 რუკაზე. 7. ვიზიტორთა ცენტრი ინტეგრირებული 3-4- ნომრიან სასტუმროსთან ვიზიტორთა ცენტრი დაარსდება სოფ. ჩაქვისთავში, ამ მიზ­ნით სპეციალურად აგებულ, ლაზური დიზაინის (სასურველია – ხის) შენობაში, რომელიც ორგანულად შეერწყმება ადგილობრივ არქიტექტურულ ლანდშაფტს. ცენტრში მოეწყობა მისაღები პუნქტი საინ­ფორ­მაციო ჯიხურით და საექსპოზიციო დარბაზით, სადაც ვიზიტორები მიიღებენ ეკოლოგიურ ინფორმაციას პარკის შესახებ. სპეციალური ჯგუფები გამოი­ყე­ნე­ბენ აუდიო-ვიდეოაპარატურას. ვიზიტორთა დარბაზი აგრეთვე გამოიყენება სემინარებისა და ტრენინგის კურსების გასამართავად.     მუხლი 29🔗. კვლევისა და მონიტორინგის პროგრამა 1. ამ პროგრამის მთავარი მიზანია რეგიონში, განსაკუთრებით კი პარკში, სათანადო სამეცნიერო კვლევითი და გარემოს მონიტორინგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამ პროგრამის მეშვეობით მოიპოვება საბაზისო ინფორმაცია პარკის ეფექტიანი მენეჯმენტისა და მისი ბუნებრივი ეკო­სისტემების მდგრადი დაცვისათვის. 2. სამეცნიერო-აკადემიური კვლევა მომუშავე პერსონალის ფუნქციებში არ შედის. კვლევა უნდა განხორცი­ელდეს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მიერ, რომელთაც პარკის პერსონალი დახმარებას აღმოუჩენს. პერსონალი ადგენს, თუ რა სახის ინფორმაციაა საჭირო ეროვნული პარკის მენეჯმენტისათვის და აფორმებს ხელშეკრულებებს მკვლევარებთან, რომლებიც დაინტერესებული არი­ან შესაბამისი პროექტების განხორციელებით. კვლევითი სამუშაოები გულისხმობს აკადემიური სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას, რაც უფრო ფუნდამენტურს გახდის ეროვნული პარკის ბაზურ სა­მეც­ნი­ე­რო მონაცემებს. მკვლევარები პარკის ტერიტორიაზე სამეცნიერო სამუშაოს ჩატარებისათვის სა­ფა­სურს არ იხდიან, სამაგიეროდ ამ კვლევის მასალები და შედეგები, ასევე, უსასყიდლოდ მიეწოდება ეროვნულ პარკს ეფექ­ტია­ნი მენეჯმენტის განხორციელების მიზნით.  3. სამეცნიერო კვლევისაგან განსხვავებით, სამონიტორინგო საქმიანობა, როგორც ეფექტიანი მენეჯ­მენ­ტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, პარკის პერსონალის მოვალეობაა. შედარებით რთული სამონიტორინგო პროექტები უნდა განხორციელდეს კვლევით ინსტიტუტებთან თანამშ­რომ­ლო­ბით. მონიტორინგის პროგრამის განხორციელებას პარკის მენეჯმენტის ყველა სხვა პროექტი უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ მონიტორინგს განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდნენ ამ საქმი­სათ­ვის სპეციალურად მომზადებული მცველები. სპეციალური სამონიტორინგო საქმიანობა ფო­კუსირებული იქნება ბუნების ტრადიციული გამოყენების ზონასა და ვი­ზი­ტორთა პროგრამებზე იმის გათვალისწინებით, რომ პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების წონასწორობას საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათი რესურსების უშუალო გამოყენების მხრიდან შეიძლება შეექმნას: ამ თვალსაზრისით, სამონიტორინგო საქმიანობა ითვალისწინებს ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენაზე მეთვალყურეობას, ვიზიტორთა პროგრამით ხშირად გამოყენებადი მონაკვეთების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას და ვიზიტორთა სტატისტიკის წარმოებას მათი ნაკადების რაოდენობრივი თუ ტერიტორიული რეგულირების მიზნით. 4. პირველი რიგის ამოცანას შეადგენს, ასევე, მონაცემთა ბაზის შექმნა მტირალას ეროვნული პარკის ცოცხალი ბუნების კომპონენტებზე. ასევე, სასურველია სპეციალური მონიტორინგის პროგრამების ჩამოყალიბება საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრების სახეობებისათვის. პარკის ტერიტორიაზე ასეთებია მურა დათვი და ფოცხვერი. ასევე, განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა გახდეს IU CN-ის წითელ ნუსხაში შეტანილი ისეთი უიშვიათესი ენდემურ-რელიქტური სახეობები, როგორიცაა: კავკასიური სალამანდრა და კავკასიური გველგესლა. ამ სახის პროგრამების დაარსებაში პარკს დახმარება შეიძლება აღმოუჩინონ საქართველოს შესაბამისმა წამყვანმა უნივერსიტეტებმა/კვლევითმა ინსტიტუტებმა და ბუნების დაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (მაგალითად, ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი მეცნიერებების ფაკულტეტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია NA CRE S-მა და სხვ.).     მუხლი 30🔗.   ადმინისტრაციის პროგრამა 1. ადმინისტრაციის პროგრამით განისაზღვრება: ა) ადმინისტრაციისათვის განკუთვნილი ინფრა­სტრუქ­ტუ­რის განვითარება და აღჭურვა; ბ) პარკის ორგანიზაციული სტრუქტურა და აუცილებელი საშ­ტა­ტო განაწესი; გ) პერსონალის ფუნქციები და პასუხისმგებლობა; დ) აუცილებელი ტრენინგის გეგმა. 2. აუცილებელი ინფრასტრუქტურა პარკის ადმინისტრაციისათვის საჭირო ინფრა­სტრუ­ქ­ტურის განვითარება მოიცავს დაბა ჩაქვში ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობას. ეს პუნქტი შერჩეულია მისი მდებარეობის გათვალისწინებით: სწორედ აქედან მიდის პირდაპირი გზა პარკის მთავარი შესასვლელისაკენ (სოფ. ჩაქვისთავისაკენ). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პარკს უსასყიდლოდ გამოუყო შენობა დაბა ჩაქვისთავის ცენტრში (ყოფილი სამედიცინო სასწრაფო დახმარების შენობა, მისამართი – ჭავჭავაძის ქ. №11). შენობა უკვე გადაგეგმარდა, სრულად გარემონტდა, გაკეთდა ახალი გადახურვა, აღიჭურვა ავეჯით, დამოტაჟდა სიგნალიზაცია და სხვ. მისი პარამეტრებია: ა) ერთ სართულიანი საოფისე შენობა; ბ) 8 ოფისი, საერთო ფართით 204,8 მ ​2 (11 სამუშაო ადგილი), მათ შორის: გ) საკონფერენციო 44,5 მ ​2; დ) სამზარეულო 21,2 მ ​2; ე) ვესტიბიული-საგამოფენო დარბაზი 149.0 მ ​2; ვ) ღია ტერასა 110 მ ​2; ზ) შენობას გააჩნია ეზო საერთო ფართით 3608 მ ​2; თ) ცენტრი დამატებით აღიჭურვება ორგტექნიკით (იხ. ცხრილი 7). 3. 2008 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №97 ბრძანება, სადაც განისაზღვრა ადმინისტრაციის ფუნქციები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება, ადმინისტრაციის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები. 4. ტრენინგის აუცილებლობა და გეგმები მენეჯმენტის გეგმის დანერგვის განმავლო­ბა­ში ორკვირიან საბაზისო ტრენინგს ყოველწლიურად (2 წლის განმავლობაში) გაივლის პარკის თორმეტივე მცველი. კურსე­ბი მოეწყობა პარკის ადმინისტრაციის ცენტრში. მცველებისათვის სამუშაო ადგილიდან მოუწყვეტლად, უშუალოდ პარკში, ანალოგიური გრაფიკით ჩატარ­დე­ბა სპეციალური ორკვირიანი კურსები. სპეციალური ტრენინგი ითვალისწინებს მონაცემების შეგროვებას და კლასიფიცირებას პარკის ზოგადი ბიოლოგიური და ეკოლოგიური მდგომარეობის შე­სახებ, ფლორისა და ფაუნის იდენტიფიცირებას, ველური ბუნების მონიტორინგის მეთოდების შეს­წავლას, საზოგადოებრივი ურთიერთობების დამყარების ჩვევების გამომუშავებას, კომპიუ­ტე­რუ­ლი ტექნიკის საწყის დონეზე ათვისებას, გეოგრაფიული მდებარეობის განმსაზღვრელი სისტემის (GP S) და სხვა ტექნიკის დაუფლებას და სხვა. პარკის მენეჯმენტისათვის ტრენინგი მოეწყობა მოწვეული კონსულტანტების გა­მოცდილების გამოყენებით ტურისტული სექტორის მდგრადი განვითარების, ტყის მენეჯმენტის და სხვ. დარგებში. ყოველწლიურად (2 წლის განმავლობაში) პარკის 2 ხელმძღვანელი თანამშრომელი გაემგზავრება უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.     მუხლი 31🔗. დამხმარე ზონის პროგრამა      დამხმარე ზონის პროგრამა, რომელიც დამუშავების პროცესშია ძირითად მიზნად ისახავს მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე მდგრადი ბუნებათსარგებლობის პოტენციალის დადგენას და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მისი გამოყენების ხელშეწყობას, რაც დაზუსტდება სოციო-ეკონომიკური და რესურსული (მათ შორისი ტყის, სასარგებლო ბალახოვანი მცენარეების, ტურისტულ-რეკრეაციული და სხვ.) შეფასებებით, ასევე, ბაზრის კვლევით და დემონსტრირდება სამოდელო საქმიანობის პროექტების განხორციელებით. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტების თავიდან არიდებას და ეროვნული პარკის მდგრად ფუნქციონირებას (პროგრამის ფარგლებში დაზუსტდება ზონის საზღვრები და ფუნქციონალური პარამეტრები, ასევე – მისი ლეგალური დაარსების და მართვის რეალური მოდელი).     მუხლი 32🔗.   საინვესტიციო ინდიკაციური ხარჯთაღრიცვა მტირალას ეროვნული პარკის საწყისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და ეკიპირებისათვის      დაგეგმილი საინვესტიციო თანხების ოდენობა დაანგარიშებულია მენეჯმენტის პროგრამების შესატყვი­სად და საკმარისია საწყისი, საბაზისო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. მშენებლობისათვის საჭირო თანხები გამოანგარიშებულია მ​2 მშენებლობის სა­ქართ­ვე­ლო­ში არსებული სადღეისო ღირებულების მიხედვით. მასალებისა და აღჭურ­ვი­ლო­­ბის ხარჯები მო­­ცე­მუ­ლია თბილისში არსებული დღევანდელი საბაზრო ფასების შე­სა­ბა­მი­სად. დაანგარიშების შე­დე­გებს შე­იცავს ქვეთავი (ცხრილი №7). რეგიონული პარკისათვის საჭირო საინვესტიციო თან­ხების საერთო რაო­დე­ნობა დღეისთვის შეადგენს დაახლოებით 705000 € (950000 U SD), რომლის 19% განკუთვნილია დაცვის პროგ­რამისათვის, 39% – ადმინისტრაციის პროგ­რამისათვის, 39% – ვიზიტორთა პროგრამისათვის და მცირე დარჩენილი ნაწილი – კვლე­­ვა-მონიტორინგის პროგ­­რა­მებისათვის. ეს არის პირდაპირი ინვესტიციები – პროექტის მართვის ხარჯების ჩაუთვლელად.           გეგმა საინდიკაციოა და მასში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების შეტანა პარკის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების კვალდაკვალ. ცხრილი №7 (ინვესტირების საინდიკაციო ხარჯთაღრიცხვა) ავეჯი რეინჯერთა სადგურისა და ვიზიტორთა/რეინჯერთა თავშესაფრისათვის 10,000 უნიფორმების შესყიდვა 8,000 ბეჭვდითი მასალა (ბროშურები, ლიფლეტი, რუკები და ა.შ) 10,000 პარკის შიგნით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (ბილიკები, საპიკნიკეები, გადასახედები და ა.შ.) 25,000 სარეკლამო საშუალებები (მაისურები, კეპები, სატელევიზიო კლიპი, ვებგვერდი და ა.შ.) 15,000 ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე ხარჯები 10,000 ჯამი 78,000     მუხლი 33🔗. მტირალას ეროვნული პარკის საოპერაციო ხარჯები და სამხრეთ კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდი 1. მტირალას ეროვნული პარკის საოპერაციო ხარჯებს განსაზღვრავს დაცული ტერიტორიების სააგენტო პარკის მიერ წარდგენილი წლიური ბიუჯეტის საფუძველზე, რაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ნაწილს წარმოადგენს. ამ ხარჯების დაფარვა ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან – არსებული კანონმდებლობის მიხედვით. 2. 2005 წ. გერმანიის მთავრობისა და WWF-ის ინიციატივით ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) დაცული ტერიტორიების ფინანსური საჭიროებების შეფასება. ამ სამუშაოს ჩატარება, უპირველის ყოვლისა, განაპირობა იმან, რომ გერმანიის მთავრობა, რომელიც მნიშვნელოვან ინვესტირებას ახდენს სამხრეთ კავკასიის დაცული ტერიტორიების განვითარებაში (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ასევე, გერმანიის მთავრობის „კავკასიის ინიციატივის“ ფარგლებში: მომავალი ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში, არპის ტბის ეროვნული პარკი სომხეთში, სამურ-იალამას ეროვნული პარკი აზერბაიჯანში) ეძებს მექანიზმებს ამ და სამხრეთ კავკასიის სხვა პრიორიტეტული დაცული ტერიტორიების (ზოგადად დაცული ტერიტორიების სისტემის) მდგრადი, ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის; ხოლო, როგორც ცნობილია, მდგრადი ფუნქციონირების ერთ-ერთი უპირველესი წინაპირობა საკმარისი ფინანსირებაა. 3. როგორც გამოკვლევამ ცხადყო სამხრეთ კავკასიის ყველა დაცული ტერიტორია არასაკმარისად ფინანსირდება. სახელმწიფო ბიუჯეტები ფარავს დაცული ტერიტორიების საჭიროების საშუალოდ 20%-ს; ამასთან, სამივე ქვეყანაში შეინიშნება სახელმწიფო დაფინანსების ზრდა, რაც საიმედო ნიშნად იქნა მიჩნეული. შესაბამის სამინისტროებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდა სამხრეთ კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდის დაარსება, რომელსაც 2006 წ. მარტში, ბერლინში, გერმანიის მთავრობის მიერ მოწყობილ, კავკასიის ბუნების დაცვისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჩაეყარა საფუძველი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც მიესალმნენ ფონდის დაარსებას. 4. ნდობის (სატრასტო) ფონდის დაარსების მიზანი სწორედ სამხრეთ კავკასიის დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი ფუნქციონირებისათვის გრძელვადიანი ფინანსური ხელშეწყობა (კოფინანსირება) წარმოადგენს. ამასთან, თანხები განკუთვნილია ძირითადად საოპერაციო ხარჯების დეფიციტის დასაფარავად, როგორიცაა: თანამშრომლების დამატებითი ანაზღაურება, არსებული ინფრასტრუქტურისა და ეკიპირების მოვლა/შენახვა (მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის, ასევე, შესაძლებელია დაფინასდეს პატრულირებისა და მონიტორინგის, კვლევის, მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვ.). თუკი რომელსამე დაცული ტერიტორიიის საოპერაციო ხარჯები სრულად არის დაკმაყოფილებული, ასევე, შესაძლებელია დაფინანსდეს ახალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტების შექმნა. ფონდიდან ფინანსირების მისაღებად გამოიყენება გარკვეული საერთაშორისო კრიტერიუმები. ამასთან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ის, რომ სახელმწიფო უნდა ფარავდეს კონკრეტული დაცული ტერიტორიის საოპერაციო ხარჯების საჭიროების სულ მცირე 50%-ს: ამ შემთხვევაში დამატებითი ფინანსირება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ფონდიდან. 5. საფუძვლიანი შეფასების მიხედვით, დაახლოებით 1,5 მილიონი ევროა საჭირო წელიწადში, რათა დაიფაროს სამხრეთ კავკასიის ყველა შესაბამისი დაცული ტერიტორიის ფინანსირების დეფიციტი, რასაც ესაჭიროება საფონდო თავნი დაახლოებით 40 მილიონი ევროს ოდენობით. დღეისათვის ფონდში გერმანიის მთავრობამ (BM Z/K FW) 5,0 მილიონი ევრო, CI/ CEPF-მა 3,0 მილიონი (+ 300,000 ფონდის მენეჯმენტისათვის) აშშ დოლარი, WWF-მა 0,5 მილიონი ევრო შეიტანეს. ამგვარად, ფონდის თავნი დღეისათვის დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც, არსებული გამოანგარიშებით, იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაცული ტერიტორიებისათვის გასანაწილებელი თანხა დაახლოებით 400,000 აშშ დოლარს უდრის. ფონდს ზრდისთვის შესანიშნავი პერსპექტივა აქვს. ამდენად, სავარაუდოა, რომ აღნიშნული თანხები უახლოეს ხანში მოიმატებს. 6. მტირალას ეროვნულ პარკს ფონდიდან თანხების მოზიდვის სავსებით რეალური შესაძლებლობა აქვს. იგი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. მაგალითად:      ა) პარკი კავკასიის კონსერვაციის ეკორეგიონული გეგმის პრიორიტეტულ არეში (№54 დასავლეთ მცირე კავკასიონი) მდებარეობს;      ბ) პარკი მდებარეობს CEPF-ის პრიორიტეტულ კორიდორში (დასავლეთ მცირე კავკასიონი);      გ) პარკს ჰყავს ადმინისტრაცია;      დ) პარკს აქვს მენეჯმენტის გეგმა;      ე) პარკს გააჩნია ცენრალური და რეგიონული ხელისუფლების, ადგილობრივი მოსახლეობისა და დონორების მხარდაჭერა. 7. ფონდი, რომელიც გერმანული კანონმდებლობით ყალიბდება, უახლოეს დროს დაიწყებს ფუნქციონირებას; გადაწყვეტილების მიმღები ორგანო იქნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დონორების წარმომადგენლებისაგან შედგება. 8. დაცული ტერიტორიის დამატებითი ფინანსირების საჭიროებებს განსაზღვრავს მოცემული დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით და წარუდგენს ფონდს დამტკიცებისთვის.     მუხლი 34🔗. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი      მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.