,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№365
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.013.176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 15/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.013.176

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №365

2009 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებით (სსმ III, 16.10.07, №144, მუხლი 1605) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი – წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება; წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ცენტრალიზებული წესით გადახდების განსახორციელებლად სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა; სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ოპერატიულ-ფინანსური გეგმის პროექტის მომზადება; მომსახურე ხაზინების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიღება და განხილვა; ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ოპერატიულ-ფინანსური გეგმის შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ნაერთი ანგარიშის მომზადება მინისტრთან წარსადგენად; ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, მათ შორის, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ფორმების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავება; სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება; სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგებების (ბალანსი და დანართი ფორმები) მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშგების შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომებისა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება; სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება;

გ) საოპერაციო დეპარტამენტი – დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადამხდელო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება, რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა გასანაღდებლად; წინასწარ გადახდილ სახსრებზე დამოწმების მიღება და ფაქტობრივი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის განთავსება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოთხოვნების მიღება და დამუშავება; მის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო იურიდიული დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტაციასთან საანგარიშსწორებო საბუთების შესაბამისობის კონტროლი; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ანგარიშების მომზადება; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ოპერატიული-ფინანსური გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება;

დ) საანგარიშსწორებო დეპარტამენტი – საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშსწორების განხორციელება ელექტრონული საგადახდო საბუთების მეშვეობით; მომსახურე ხაზინების მიერ დღის განმავლობაში დარეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის მიღება, დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად; საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული განაღდებული საგადახდო დავალებათა ამონაწერების დამუშავება და დაშვება მომსახურე ხაზინებზე; მომსახურე ხაზინების მიხედვით დამტკიცებული ფულის გაცემის ოპერატიულ-ფინანსური გეგმის ყოველკვირეული მაჩვენებლების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების დამტკიცება და კონტროლი; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის მობრუნებული თანხების აღრიცხვა და განთავსება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული გაურკვეველი თანხების აღრიცხვა და დამუშავება შემდგომი სათანადო პროცედურებისათვის; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიზნობრივი, ფულადი, გრანტის სახით ჩარიცხული თანხებისა და მიზნობრივი გრანტების ფარგლებში განხორციელებული გადარიცხვების აღრიცხვა და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება; ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება საპროგნოზო მოცულობებთან მიმართებაში; ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება; სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპრაციების განხორციელების მიზნით მომსახურე ხაზინების მიერ დღის განმავლობაში დარეგისტრირებული საგადახდო დავალებების მიღება, დამუშავება და წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად; ყოველდღიურად ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე განხორციელებულ ოპერაციებზე საბანკო ამონაწერების მიღება და დამუშავება; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი